ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და...

13
,,მმმმმმ მმ მმმმ” ეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეე აააააააა: ააააა აააააა ააა ააააააა

Upload: ana-jgamadze

Post on 10-Jun-2015

2.442 views

Category:

Education


11 download

TRANSCRIPT

Page 1: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

,,მოხუცი და ზღვა”

ერნესტ მილერ ჰემინგუეი

ავტორები:ხატია ჯანაძეანა ჯღამაძე

Page 2: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

ერნესტ ჰემინგუეი

Page 3: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

ბიოგრაფიაერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ–ერთ გარეუბან ოკ–პარკში,ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან "იყო ერნესტის მნიშვნელობა“.პირველი თავისებურება ჰემინგუეის სტილისა ეს არის გამომსახველ საშუალებათა უდიდესი სიძუნწით ხმარება. იგი ცდილობს მინიშნებით გააცნოს მკითხველს ესა თუ ის სიტუაცია, უშუალოდ დაანახვოს მას გმირი.

Page 4: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

როცა დიდი მწერალი მიხვდა, რომ კალამი აღარ ემორჩილებოდა, სამკურნალოდ ფსიქიატრიულ

კლინიკას მიმართა და ელექტროშოკის სეანსები გმირულად

გადაიტანა. იქიდან გამოსულმა კი დაწერა: “ექიმებს არ ესმით

მწერლების… რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის ნგრევას და მეხსიერების

წაშლას, როდესაც მეხსიერება ჩემი კაპიტალი იყო. რა აზრი ჰქონდა ჩემს დაგდებას ცხოვრების გვერდით?ეს

იყო ბრწყინვალე მკურნალობა, მაგრამ მათ დაკარგეს პაციენტი.”

დარწმუნდა, რომ წერა აღარ შეეძლო, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ახლობლებმა შეუშალეს ხელი.

მოგვიანებით ის მაინც დაჰყვა ცოლის თხოვნას, მკურნალობა

გაეგრძელებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

კლინიკიდან გამოსვლისთანავე თავისი ორლულიანი თოფი კარგად

გაფერა, ტყვია ჩადო და…

Page 5: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან სამი ვაჟი დარჩა.ჰემინგუეის მეოთხე ცოლი, მერი უელში, თითქოს მისი შეკვეთით იყო შექმნილი. მომთმენი, ლამაზი, ჰემინგუეიზე ცხრა წლით უმცროსი, ქმარს მოწიწებით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა.ჰემინგუეის სიცოცხლის ბოლომდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმის წყალობით, რომ მერი თავისი ქმრის ბევრ საქციელზე ხუჭავდა თვალებს.

პირადი ცხოვრება 

Page 6: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

სამწერლო წარმატება

რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებამ ჰემინგუეის ყურადღება მიაქცია. მისმა ორიგინალურმა წერის მანერამ და თხრობის სტილმა მკითხველზე შოკური ეფექტი მოახდინა. მოხუცი და ზღვა — ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა, რომელიც დაიწერა კუბაში, 1951 წელს, ხოლო გამოქვეყნდა - 1952-ში. ეს არის ავტორის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მოთხრობისთვის ჰემინგუეის ნობელის პრემიამიანიჭეს.

Page 7: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

მოხუცი და ზღვა მოხუცი და ზღვა  დაიწერა კუბაში 1951 წელს. ეს ალეგორიული ნაწარმოებია. მოთხრობის მთავარი გმირი, მოხუცი სანტიაგო, თითქოს მართლაც განიცდის მარცხს, მთელი ოთხმოცდახუთი დღის ტანჯვისა და წანწალის შემდეგ უშველებელ თევზს გადაეყრება, რის ვაივაგლახით დაიჭერს, მაგრამ საბოლოოდ ზვიგენები წაართმევენ, თვითონ კვლავ ხელცარიელი ბრუნდება შინ, მშიერი და გაწამებული. ამის მიუხედავად, ეს მოთხრობა მაინც ადამიანის უძლეველობასა და სულის გაუტეხლობას უმღერის. მისი ფინალი მაინც საოცრად ოპტიმისტურია და ამით განსხვავდება ავტორის სხვა ნაწარმოებებისაგან.

Page 8: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

მოთხრობამ სხვადასხვაგვარი შეფასება დაიმსახურა. ზოგი მას მარტოობის

ტანჯვისა და ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევა, ზოგს კი იგი გმირობისა და

მამაცობის საწყისად მიაჩნია. საინტერესოა თვითონ ჰემინგუეის სიტყვები ამ მოთხრობის შესახებ:

„ამჯერად მართლაც რომ გამიღიმა ბედმა, მოვახერხე გადმოცემა

ადამიანის განცდები ისე, როგორც ჯერ არავის არ გადმოუცია. ეს იმიტომ

მოვახერხე, რომ კარგ ბერიკაცსა და კარგ ბიჭს შევხვდი, - მწერლებმა კი ამ

ბოლო ხანებში სულ დაივიწყეს ქვეყნად კეთილისა და კარგი რამის არსებობა“

Page 9: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

გამონათქვამები მოხუცი კი მუდამ ფიქრობდა ზღვაზე, როგორც ქალზე,

რომელიც ან დიდად გწყალობს. ან სრულიად უარს გეუბნებათ, მაგრამ თუ ზოგჯერ ბოროტად, ან უკეთურად იქცევა, - ეს იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება.

მთვარე ისე აღელვებს ზღვას, როგორც ქალს. მადლობა ღმერთს თევზები ისე ჭკვიანები არ არიან,

როგორც ადამიანები, რომლებიც მათ კლავენ; თუმცა თევზებს ბევრად მეტი ძალა და კეთილშობილება აქვთ

ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.

თევზისჭერა სწორედ ისევე მკლავს მე, როგორც იმის საშუალებას მაძლევს, რომ არ მოვკვდე.

ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ.

ორჯერ არაფერი მეორდება.

Page 10: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

ეს გახლავთ გოგენის ნახატი  "მოხუცი და ზღვა"

Page 11: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

• მარლენ დიტრიხი – უცნობი ჰემინგუეი • იუჰან ბორგენი – ჰემინგუეი• აკა მორჩილაძე – “რაღაცეები ჰემინგუეის

შესახებ” • აარონ ჰოტჩნერი – «მამა ჰემინგუეი: პირადი

მემუარები» • გაბრიელ გარსია მარკესი – ჰემინგუეი უილიამ

ფოლკნერი “ჰემინგუეი”• ენტონი ბერჯესი – “ერნესტ ჰემინგუეი და მისი

სამყარო” • მანანა დუმბაძე – ერნესტ ჰემინგუეის

ნაწარმოებთა სათაურების ქართულად თარგმნის ხელოვნება

მასზე წერდნენ

Page 12: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

ქართველმა ნაკლებად ცნობილმა პოეტმა ლაშა ლაშხმა ერნესტ მილერ ჰემინგუეის მიუძღვნა ლექსი:

,,აღმოხდების მზე და დახდების მზექვეყანას კი გააკვირვებ უკუნისამდეშენ ერნესტ მილერ ამიფორიაქე დღე

და მოგყვები ყოველი მზის ჩასვლამდემოხუცი კვლავ მიუყვება ზღვას

არ იქრობს იმედს იგებს და აგებს ყოველ წამსდა გოცებული ვუმზერ შენს გამოძერწილ ქნარს

ისევ შემომხედავ სითეთრეში ჩაფლული ცბიერი თვალებით

კლასიკად იქეცი თუმც დიდი წვალებითშენი ერთი სიტყვა იტევდა ათასს

და კვლავ იგერიებ მომბაძველთა ნაკადსრომელი ნობელი გაგიძლებს შენროცა უკვე დაიპყარი ზღვა და მზე

თვითმკვლელობას გაბრალებენ ვიციარ იციან რომ შიშს დაუმსხვრიე მითი

ჯოჯოხეთში შევხვდებით ჰემალბათ იქაც გამაკვირვებ შენ.“

Page 13: ერნესტ მილერ ჰემინგუეი-"მოხუცი და ზღვა"

გმადლობთ ყურადღებისთვის!