სლავოი ჟიჟეკი - ცინიზმი, როგორც...

5
ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა 1 სლავოი ჟიჟეკი იდეოლოგიის ყველაზე მარტივი განსაზღვრებად ალბათ მარქსის ცნობილი ფრაზა გამოდგება კაპიტალიდან”: ‘Sie wissen das nicht, aber sie tun es’ ‘მათ არ იციან, მაგრამ აკეთებენთავად იდეოლოგიის კონცეპტი მოიცავს რაღაც არსებით, ფუნდამენტურ ნაივურობას თავისი პოტენციურობის, ეფექტური კონდიციების, დისტანციის, .. სოციალური რეალობისა და ჩვენ მიერ მისი დამახინჯებული რეპრეზენტაციის ურთიერთშეუსაბამობის, ყალბი ცნობიერების ვერგაგებას. სწორედ ამიტომ უნდა დავუქვემდებაროთ ეს ნაივური ცნობიერებაკრიტიკულიდეოლოგიურ პროცედურას. ამ პროცედურის მიზანი ნაივური იდეოლოგიური ცნობიერების იმ ზღვრამდე მიყვანაა, საიდანაც იგი ამოიცნობს ეფექტურ კონდიციებს, სოციალურ რეალობას, რომელსაც ამახინჯებს და ამ აქტის მეშვეობით თავად უჩინარდება. იდეოლოგიის კრიტიკის შედარებით გამოცდილ ვერსიებში მაგალითად იმ ვერსიაში, რომელიც ფრანკფურტის სკოლამ განავითარა არსებითი საგანთა (იგივე სოციალური რეალობის) იდეოლოგურ სპექტაკლთა მიღმა არსებული ჭეშმარიტი არსისამოცნობა კი არა, ამ ე.. იდეოლოგიური მისტიფიკაციების გარეშე რეალობის თვითრეპროდუცირებადობის შეუძლებლობის საკითხია. ნიღაბი უბრალოდ არ ფარავს საგანთა ჭეშმარიტ არსს. იდეოლოგიური დამახინჯება მისი აუცილებელი კომპოზიტია. აქ ჩნდება პარადოქსი ისეთი არსებისა,, რომელსაც თვითრეპროდუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი შეუცნობელი და ვერგაგებულია: იმავე წამს, როცა მის ჭეშმარიტ არსს ვწვდებით”, არსება უჩინარდება, ანულირდება, ან უკეთ სხვა ტიპის რეალობად გარდაიქმნება. ამიტომაც თავი უნდა ავარიდოთ ნიღბის ჩამოხსნის გულუბრყვილო მეტაფორებს. სწორედ ამ მიზეზით ცდილობს ლაკანი, თავის სემინარებში ფსიქოანალიზის ეთიკაზეგვერდი აუაროს ერთი შეხედვით გამათავისუფლებელ ჟესტს იმპერატორი შიშველია!”. მახვილი იქ ისმება, სადაც, როგორც ლაკანი ამბობს, აღნიშნულია, რომ იმპერატორი შიშველი მხოლოდ ტანსაცმლის შიგნითაა და თუკი საერთოდ არსებობს ნიღბის ჩამომხსნელი ჟესტი ფსიქოანალიზში, იგი ალფონს ალიასის ცნობილ ხუმრობას ჰგავს, რომელსაც ლაკანი ციტირებს: ვიღაც ანიშნებს ქალზე და შემაძრწუნებლად ყვირის:“შეხედეთ, რა სირცხვილია, ტანსაცმლის შიგნით ის სრულიად შიშველია!” (Lacan, 1986, p.231). მაგრამ ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია: ეს იდეოლოგიის, როგორც ყალბი ცნობიერებისკლასიკური კონცეპტია იმ სოციალური რეალობის ვერგაგება, რომელშიც ვერგაგება თავადაა რეალობის კომპოზიტი. ისმის კითხვა: გამოგვადგება თუ არა ნაივური ცნობიერების ეს კონცეპტი დღეს, მოცემული რეალობის აღსაწერად? ცინიკური გონების კრიტიკაში, რომელიც გერმანიაში ბესტსელერი გახდა (Sloterdijk, 1983), პიტერ სლოტერდიკი აყალიბებს თეზისს, რომ იდეოლოგია არსებითად ცინიზმის მეშვეობით ფუნქციონირებს, რაც შეუძლებელს ან, უფრო სწორედ, ამაოს ხდის მცდელობას, ჩავატაროთ კლასიკური კრიტიკულიდეოლოგიური პროცედურა. ცინიკური სუბიექტი მშვენივრად აცნობიერებს დისტანციას იდეოლოგიურ ნიღაბსა და სოციალურ რეალობას შორის, მაგრამ, ამის მიუხედავად, დაჟინებით მოითხოვს ნიღაბს. ფორმულა, რომელსაც სლოტერდიკი გვთავაზობს, დაახლოებით ასეთია: მათ იციან რას აკეთებენ, მაგრამ მაინც აკეთებენ მას ცინიკური გონება აღარაა ნაივური. ის საქმეში კარგად ჩახედული ყალბი ცნობიერებაა: სუბიექტს შეუძლია ამოიცნოს სიყალბე, კონკრეტული ინტერესი, რომელიც იდეოლოგიური 1 ნაწყვეტი ჟიჟეკის წიგნიდან “Sublime object of Ideology” (Publication Date: December 1989)

Upload: soso-chauchidze

Post on 15-Aug-2015

1.698 views

Category:

Documents


11 download

TRANSCRIPT

Page 1: სლავოი ჟიჟეკი - ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა

ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა1

სლავოი ჟიჟეკი

იდეოლოგიის ყველაზე მარტივი განსაზღვრებად ალბათ მარქსის ცნობილი ფრაზა გამოდგება “კაპიტალიდან”:‘Sie wissen das nicht, aber sie tun es’ ­ ‘მათ არ იციან, მაგრამ აკეთებენ’ თავად იდეოლოგიის კონცეპტიმოიცავს რაღაც არსებით, ფუნდამენტურ ნაივურობას ­ თავისი პოტენციურობის, ეფექტური კონდიციების,დისტანციის, ე.წ. სოციალური რეალობისა და ჩვენ მიერ მისი დამახინჯებული რეპრეზენტაციისურთიერთშეუსაბამობის, ყალბი ცნობიერების ვერგაგებას. სწორედ ამიტომ უნდა დავუქვემდებაროთ ეს“ნაივური ცნობიერება” კრიტიკულ­იდეოლოგიურ პროცედურას. ამ პროცედურის მიზანი ნაივურიიდეოლოგიური ცნობიერების იმ ზღვრამდე მიყვანაა, საიდანაც იგი ამოიცნობს ეფექტურ კონდიციებს,სოციალურ რეალობას, რომელსაც ამახინჯებს და ამ აქტის მეშვეობით თავად უჩინარდება. იდეოლოგიისკრიტიკის შედარებით გამოცდილ ვერსიებში ­ მაგალითად იმ ვერსიაში, რომელიც ფრანკფურტის სკოლამგანავითარა ­ არსებითი საგანთა (იგივე სოციალური რეალობის) იდეოლოგურ სპექტაკლთა მიღმა არსებული“ჭეშმარიტი არსის” ამოცნობა კი არა, ამ ე.წ. იდეოლოგიური მისტიფიკაციების გარეშე რეალობისთვითრეპროდუცირებადობის შეუძლებლობის საკითხია. ნიღაბი უბრალოდ არ ფარავს საგანთა ჭეშმარიტარსს. იდეოლოგიური დამახინჯება მისი აუცილებელი კომპოზიტია.

აქ ჩნდება პარადოქსი ისეთი არსებისა,, რომელსაც თვითრეპროდუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია,თუკი შეუცნობელი და ვერგაგებულია: იმავე წამს, როცა მის “ჭეშმარიტ არსს ვწვდებით”, არსება უჩინარდება,ანულირდება, ან უკეთ ­ სხვა ტიპის რეალობად გარდაიქმნება. ამიტომაც თავი უნდა ავარიდოთ ნიღბისჩამოხსნის გულუბრყვილო მეტაფორებს. სწორედ ამ მიზეზით ცდილობს ლაკანი, თავის “სემინარებშიფსიქოანალიზის ეთიკაზე” გვერდი აუაროს ერთი შეხედვით გამათავისუფლებელ ჟესტს ­ “იმპერატორიშიშველია!”. მახვილი იქ ისმება, სადაც, როგორც ლაკანი ამბობს, აღნიშნულია, რომ იმპერატორი შიშველიმხოლოდ ტანსაცმლის შიგნითაა და თუკი საერთოდ არსებობს ნიღბის ჩამომხსნელი ჟესტი ფსიქოანალიზში,იგი ალფონს ალიასის ცნობილ ხუმრობას ჰგავს, რომელსაც ლაკანი ციტირებს: ვიღაც ანიშნებს ქალზე დაშემაძრწუნებლად ყვირის: “შეხედეთ, რა სირცხვილია, ტანსაცმლის შიგნით ის სრულიად შიშველია!” (Lacan,1986, p.231).

მაგრამ ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია: ეს იდეოლოგიის, როგორც “ყალბი ცნობიერების” კლასიკურიკონცეპტია ­ იმ სოციალური რეალობის ვერგაგება, რომელშიც ვერგაგება თავადაა რეალობის კომპოზიტი.ისმის კითხვა: გამოგვადგება თუ არა ნაივური ცნობიერების ეს კონცეპტი დღეს, მოცემული რეალობისაღსაწერად? “ცინიკური გონების კრიტიკაში” , რომელიც გერმანიაში ბესტსელერი გახდა (Sloterdijk, 1983),პიტერ სლოტერდიკი აყალიბებს თეზისს, რომ იდეოლოგია არსებითად ცინიზმის მეშვეობითფუნქციონირებს, რაც შეუძლებელს ­ ან, უფრო სწორედ, ამაოს ­ ხდის მცდელობას, ჩავატაროთ კლასიკურიკრიტიკულ­იდეოლოგიური პროცედურა. ცინიკური სუბიექტი მშვენივრად აცნობიერებს დისტანციასიდეოლოგიურ ნიღაბსა და სოციალურ რეალობას შორის, მაგრამ, ამის მიუხედავად, დაჟინებით მოითხოვსნიღაბს. ფორმულა, რომელსაც სლოტერდიკი გვთავაზობს, დაახლოებით ასეთია: “მათ იციან რას აკეთებენ,მაგრამ მაინც აკეთებენ მას ” ცინიკური გონება აღარაა ნაივური. ის საქმეში კარგად ჩახედული ყალბიცნობიერებაა: სუბიექტს შეუძლია ამოიცნოს სიყალბე, კონკრეტული ინტერესი, რომელიც იდეოლოგიური

1 ნაწყვეტი ჟიჟეკის წიგნიდან “Sublime object of Ideology” (Publication Date: December 1989)

Page 2: სლავოი ჟიჟეკი - ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა

უნივერსალიზმის მიღმაა, მაგრამ მასზე უარს მაინც არ ამბობს.

აქ საჭიროა მკაცრად გავმიჯნოთ ცინიკური აზროვნება იმისგან, რასაც სლოტერდიკი კინიზმს(Kynicism)უწოდებს. კინიზმი ოფიციალური კულტურის ხალხური, პლებეური უარყოფაა ირონიისა და სარკაზმისმეშვეობით. კლასიკური კინიკური პროცედურა მმართველი კლასის იდეოლოგიური, პათეტიკური ფრაზების ­მათი ფორმალური, დინჯი ტონალობის ­ ყოველდღიურ ბანალობებთან დაპირისპირება, მათი საცინად აგდებადა ამ გზით დიადი იდეოლოგიური ფრაზების გაშიშვლება, მათ მიღმა ეგოისტური ინტერესების, ძალადობისადა ძალაუფლებისკენ ავადმყოფური ლტოლვის ამოცნობა იქნებოდა. ეს პროცედურა უფრო პრაგმატულია,ვიდრე ლოგიკური: იგი ოფიციალურ ფრაზებს იმ სიტუაციებთან აპირისპირებს, რომლებშიც მათ გამოთქვამენ;მისი იარაღი ad hominem არგუმენტია (მაგალითად, როცა პოლიტიკოსი პატრიოტულ თავგანწირვაზეაღტყინებით საუბრობს, კინიზმი იმ პირად სარგებელზე მიუთითებს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი სხვათათავგანწირვის ფასად იღებს).

ცინიზმი მმართველი კლასის პასუხია კინიკურ სუბვერსიაზე: იგი შეიცნობს, მხედველობაში იღებსიდეოლოგიური უნივერსალიზმის მიღმა მდგარ კონკრეტულ ინტერესს, დისტანციას იდეოლოგიურ ნიღაბსადა რეალობას შორის, მაგრამ მაინც პოულობს მიზეზს, შეინარჩუნოს ეს ნიღაბი. ცინიზმი არა იმორალურობისმანიფესტაცია, არამედ თავად მორალის ჩაყენებაა იმორალურობის სამსახურში ­ ცინიკურად აზროვნებანიშნავს უანგარობა, პატიოსნება, თვალთმაქცობის უმაღლეს ფორმად გამოაცხადო, მორალი ­ გარყვნილებად,ჭეშმარიტება კი ­ ტყუილის ყველაზე ეფექტურ ფორმად. მაშასადამე, ცინიზმი ოფიციალური იდეოლოგიისერთგვარი უზნეო “უარყოფის უარყოფაა” : არალეგალურად გამდიდრებაზე, ძარცვაზე, ცინიკურ რეაქცია იმისთქმა იქნებოდა რომ ლეგალური გზებით გამდიდრება ბევრად ეფექტურია და, რაც მთავარია, კანონითდაცული. როგორც ბერტოლდ ბრეხტი ბრეხტი ამბობს თავის “Threepenny Opera”­ში ­ “რა არის ბანკის ძარცვაახალი ბანკის დაარსებასთან შედარებით?”

ამგვარად ნათელია, რომ ასეთი ცინიკური აზროვნების პირობებში იდეოლოგიის ტრადიციული კრიტიკა აღარმუშაობს. ჩვენ ვეღარ დავუმორჩილებთ იდეოლოგიურ ტექტს “სიმპტომატურ წაკითხვას”, ვერდავუპირისპირებთ საკუთარ “ლაქებს”, რეპრესიულ წერტილებს, რომელთა მეშვეობითაც რეპრესიასახორციელებს იმისთვის, რომ ორგანიზდეს, შეინარჩუნოს გამძლეობა. ცინიკური გონება მხედველობაში იღებსამ დისტანციას.ნუთუ ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ, ცინიკური აზროვნების გაბატონებით,პოსტ­იდეოლოგიურ ეპოქაში შევაბიჯეთ? ადორნოც კი მივიდა ამ დასკვნამდე, როცა აცხადებდა, რომიდეოლოგია, მკაცრად განსაზღვრული სისტემაა, რომელიც ჭეშმარიტების ფლობაზე აცხადებს პრეტენზიას,ანუ არა უბრალო ტყუილი, არამედ ჭეშმარიტებად გასაღებული ფარსია, ფარსი, რომელსაც სერიოზულადუნდა მოვეკიდოთ. ტოტალიტარულ იდეოლოგიას ეს პრეტენზია აღარ გააჩნია. მას უკვე თავად ავტორებიცაღარ აღიქვამენ სერიოზულად ­ მისი სტატუსი უბრალოდ მანიპულაციის იარაღია, მკაცრად ექსტერნალურიდა ინსტრუმენტალური, მისი ტოტალური გავლენა კი არა ჭეშმარიტების ფლობით, არამედ უბრალოექსტრა­იდეოლოგური ძალადობითა და წინსვლის დაპირებით ნარჩუნდება.

სწორედ აქ, ამ წერტილში უნდა შემოვიტანოთ სიმპტომისა და ფანტაზიის ცნებებს შორის განსხვავებაიმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ ცოტათი ვჩქარობთ, როცა პოსტ­იდეოლოგიურ ეპოქაზე ვსაუბრობთ:ცინიკური გონება, მთელი თავისი ირონიული დისტანცირებებით, იდეოლოგიური ფანტაზიის იმფუნდამენტურ შრეს ტოვებს ხელუხლებელს, რომელზეც თავად სოციალური რეალობის სტრუქტურირებახდება

Page 3: სლავოი ჟიჟეკი - ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა

თუკი ფანტაზის ამ განზომილების გახსნა გვსურს, უნდა დავუბრუნდეთ მარქსისეულ ფორმულას ­ “მათ არიციან, მაგრამ აკეთებენ” და თავი მარტივ სიტუაციაში წარმოვიდგინოთ: სად ჩნდება იდეოლოგიური ილუზია,“ცოდნაში”, თუ “კეთებაში”? ერთი შეხედვით პასუხი მარტივია: იდეოლოგიური ილუზია “ცოდნაში” უნდავეძიოთ. უთანხმოება იქ ჩნდება, სადაც ადამიანები აკეთებენ ერთს, და ფიქრობენ, რომ აკეთებენ მეორეს ­იდეოლოგიაც იქ ავლენს თავს, სადაც ადამიანებმა “არ იციან რას აკეთებენ”, ისინი სოციალური რეალობისყალბ რეპრეზენტაციებს გვთავაზობენ(ეს “გამრუდება”, რა თქმა უნდა იმავე რეალობაშია ნაწარმოები). მოდი,საქონლის ფეტიშური ბუნების კლასიკური მარქსისეული მაგალითი განვიხილოთ: ფული რეალობაშისოციალური ურთიერთობებათა ქსელების განსხეულება, კონდენსაცია და მატერიალიზაციაა. ის ფაქტი, რომიგი ყოველგვარი საქონლის უნივერსალური ექვივალენტია, მას სოციალური ურთიერთობების განასერშიათავსებს.

მაგრამ ინდივიდებისთვის ფულის ეს ფუნქცია ­ მატერიალური სიმდიდრის განსხეულება ­ წარმოჩენილია,როგორც უშუალო, ბუნებრივი პარამეტრი იმისა, რასაც “ფულს” ვეძახით. თავად ფული, როგორც ასეთი, მისუშუალო, მატერიალურ რეალობაში სიმდიდრის განსხეულებაა. აქ კი ვეხებით კლასიკურ მარქსისტულკონცეპტს: “რეიფიკაციას”: ამ საგნების, საგანთა შორის ურთიერთობების მიღმა ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთსოციალური ურთიერთობები, ურთიერთობები სუბიექტებს შორის.

მაგრამ ასეთი წაკითხვით მარქსისეული ფორმულა ვერ ამჩნევს ილუზიას, შეცდომას,” გამრუდებას”, რომელიცთავად სოციალურ რეალობაში, ინდივიდთა ქცევის დონეზე მუშაობს, და არა მხოლოდ იქ, სადაც ისინიფიქრობენ, ან იციან, რას აკეთებენ. ფულის გამოყენებისას ადამიანებმა მშვენივრად იციან, რომ მასშიარაფერია მაგიური, რომ ფული, მისი მატერიალური ბუნებით, სოციალურ ურთიერთობათა გამოხატულებაა.ყოველდღიური, სპონტანური იდეოლოგია ფულს ინდივიდის საკუთრებად აქცევს, როგორც რეკვიზიტსეკონომიკური ურთიერთობისთვის, რითაც, საბოლოოდ მას უბრალო საგნად აქცევს. ამიტომ, ყოველდღიურდონეზე ინდივიდები მშვენივრად ხვდებიან, რომ საგანთაშორის ურთიერთობების მიღმა ინდივიდთაშორისიურთიერთობები იმალება. პრობლემა ისაა, რომ თავიანთ სოციალურ აქტივობებში, იმაში, რასაც აკეთებენ,იქცევიან ისე, თითქოს ფული მატერიალურ რეალობაში სიმდიდრის უშუალო განსხეულებაა. ისინიფეტიშისტები არიან არა თეორიაში, არამედ პრაქტიკაში. რაც “მათ არ იციან”, რასაც ვერ ხვდებიან, ისაა, რომთავად სოციალურ რეალობაში, თავიანთ სოციალურ აქტივობებში ­ საქონლის გაცვლის აქტში ­ ფეტიშისტურიილუზიის გავლენით მოქმედებენ. მოდი, კარგად განვმარტოთ კლასიკური მარქსისეული მოტივიუნივერსალურისა და კონკრეტულის ურთიერთობის შესახებ. უნივერსალური კონკრეტული, რეალურიობიექტის მახასიათებელია, მაგრამ როცა საქონლის ფეტიშური ბუნების მსხვერპლნი ვხდებით, გვეჩვენება,რომ საქონლის კონკრეტული შინაარსი ( სახმარი ღირებულების) მისი აბსტრაქტული უნივერსალურობის(საცვლელი ღირებულების) დადასტურებაა ­ აბსტაქტული უნივერსალურობა, ღირებულება, რეალურსუბსტანციად გვეჩვენება, რომელიც კონკრეტულ ობიექტებში რეინკარნირდება. ეს ფუნდამენტურიმარქსისეული თეზისია: საქონლის სამყარო თავად იქცევა, როგორც ჰეგელიანური სუბიექტ­სუბსტანცია,როგორც უნივერსალური, რომელიც კონკრეტულ სხეულებს იძენს. მარქსი საუბრობს “საქონლისმეტაფიზიკაზე”, “ყოველდღიური ცხოვრების რელიგიაზე”. ფილოსოფიური მჭვრეტელობითი იდეალიზმისოციალურ რეალობაშია ფესვგადგმული; თავად ეს სამყარო იქცევა “იდეალისტურად”, ან როგორც მარქსიაღნიშნავს “კაპიტალის” პირველ თავში:

ეს ამობრუნება - რომლის მიხედვითაც ის, რაც ხელშესახები და კონკრეტულია აბსტრაქტულის და უნივერსალურისფენომენალურ ფორმებად გვეჩვენება, საპირისპიროდ საგანთა ნამდვილი წესრიგისა, სადაც აბსტრაქტული და

Page 4: სლავოი ჟიჟეკი - ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა

უნივერსალური კონკრეტულის მახასიათებლებია - ღირებულების წარმოქმნას გამოსახავს და სწორედ ეს ამობრუნებაარაც ამავე დროს ართულებს ამ გამოსახვის გაგებას - თუკი რომაული და გერმანული კანონები ორივე კანონებია. არა!

საპირისპიროდ მე ვაცხადებ : კანონი, აბსტრაქტული საგანი, რეალიზდება რომაულ და გერმანულ კანონებში, სხვასიტყვებით, კონკრეტულ კანონებში და ეს ურთიერთკავშირი მისტიკური ხდება”. (20 Karl Marx, Les 'sentiers escarpes' de

Karl Marx, Volume I, Paris: CERF, 1977, p. 132.)

კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, ასე ჟღერს: “სად არის აქ ილუზია?” არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბურჟუაინდივიდი ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის ჰეგელიანელი: იგი კონკრეტულის შინაარსსუნივერსალური იდეის ავტონომიური მოძრაობის მიზეზში ვერ ხედავს. პირიქით, იგი კარგინაგლო­საქსონელი ნომინალისტია, რომელიც ფიქრობს, რომ უნივერსალური კონკრეტულის, ანუ რეალურადარსებული საგნის მახასიათებელია. ღირებულება თავისთავად არ არსებობს, არსებობენ მხოლოდკონკრეტული საგნები, რომლებსაც, სხვა მახასიათებლებთან ერთად, აქვთ ღირებულება. პრობლემა ისაა, რომპრაქტიკაში, ყოველდღიურ აქტივობაში იგი ისე იქცევა, თითქოს კონკრეტული საგანია (საქონელი)უნივერსალურის განსხეულება. მარქსის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ: “მან იცის, რომ რომაული დაგერმანული კანონი ორი სხვადასხვა კანონია, მაგრამ იქცევა ისე, თითქოს თავად კანონი, აბსტრაქტულიერთობა რეალიზდებოდეს გერმანულ და რომაულ კანონებში”. ამგვარად, ჩვენ უკვე წინ გადავდგითგადამწყვეტი ნაბიჯი; აღმოვაჩინეთ მარქსიანული ფორმულის ­ “მათ არ იციან, მაგრამ აკეთებენ” ­ ახლებურიწაკითხვის მეთოდი: ილუზია არა ცოდნის რეალობაში, არამედ რეალობის რეალობაში იჩენს თავს, იქ, სადაცაკეთებენ. ის კი, რაც არ იციან, თავად სოციალური რეალობა, თავიანთი აქტივობაა, რომელიც ილუზიითა,ფეტიშისტური გამრუდებითაა ნასაზრდოები. რასაც ვერ ამჩნევენ, რასაც ვერ ცნობენ, არა რეალობა, არამედილუზიაა, რომლის მეშვეობითაც ხდება რეალობის, რეალური სოცალური აქტივობის სტრუქტურირება. მათკარგად იციან როგორია რეალობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისე იქცევიან, თითქოს არაფერი იცოდნენ მისშესახებ. ასე რომ, ილუზია ორმაგია: ერთი მხრივ ჩვენი რეალობის, რეალობასთან ეფექტური ურთიერთობისმაკონსტრუირებელი ფაქტორების ვერამოცნობა, მეორე მხრივ კი ­ ვერამოცნობილი, ქვეცნობიერი ილუზია,როგორც იდეოლოგიური ფანტაზია.

თუკი იდეოლოგიის კონცეპტს კლასიკურ ჩარჩოებში დავტოვებთ, სადაც ილუზია ცოდნის სფეროშიამოთავსებული, მაშინ თანამედროვე საზოგადოება მართლაც პოსტ­იდეოლოგიური გამოდის: გაბატონებულიიდეგოლოგია ცინიზმია; ხალხს აღარ სჯერა იდეოლოგიური ჭეშმარიტებების; ისინი სერიოზულად არაღიქვამენ იდეოლოგიურ მტკიცებებს. თუმცა, იდეოლოგიის ფუნდამენტური შრე არა სინამდვილისილუზიით შენიღბვა, არამედ სოციალური რეალობის (არაცნობიერი) ფანტაზიით სტრუქტურირებაა. ამპერსპექტივიდან, ჩვენ რა თქმა უნდა შორს ვართ პოსტ­იდეოლოგიური კონდიციისგან. ცინიკური დისტანციაერთ­ერთი გზაა ­ სხვა მრავალთა შორის ­ რომ უგულებელვყოთ იდეოლოგიური ფანტაზიისმასტრუქტურირებელი ძალა: მაშინაც კი, როცა რაიმეს სერიოზულად არ აღვიქვამთ, მაშინაც კი, როცა მისგანირონიულ დისტანციას ვიჭერთ, მაინც ვაკეთებთ მას.

ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ სლოტერდიკის ფორმულა: “მათ იციან რას აკეთებენ,მაგრამ მაინც აკეთებენ მას”. თუკი ილუზიას ცოდნის განასერში მოვათავსებთ, ცინიკური პოზიციაპოსტ­იდეოლოგიური პოზიცია ხდება, პოზიცია ილუზიების გარეშე ­ “მათ იციან რას აკეთებენ, და აკეთებენკიდეც მას”. მაგრამ თუკი ილუზია რეალობის, ქმედების განასერშია, მაშინ ამ ფორმულას სხვაგვარადწავიკითხავთ: “მათ იციან, რომ თავიანთ აქტივობები ილუზიითაა ნაკარნახევი, მაგრამ კვლავ, ისინი მაინცაკეთებენ მას. მაგალითად, იციან, რომ მათი თავისუფლების იდეა ექსპლოატაციის კონკრეტულ ფორმებს

Page 5: სლავოი ჟიჟეკი - ცინიზმი, როგორც იდეოლოგიის ფორმა

ნიღბავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც განაგრძობენ თავისუფლების ამ იდეის მხარდაჭერას.