კრეიგ ვენტერი

4
ჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ (დდდდდდდ1946 დდდდ 14 დდდდდდდდდ) დდდდდდდდდ დდდდდდდ დდ დდდდდდდდ. დდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ დდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ. დდდდდდდდ დდდდდდდ Celera genomics, The Institute for Genomic Research (TIGR) დდ J. Craig Venter Institute (JCVI). დდდდდდდ დდდდდდდ JCVI-დდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ. 2007 დდ 2008 დდდდ დდდდდდ Time -დდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ 100 დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ. 2010 დდდდ დდდდდდდდ დდდდდდ New Statesman-დდ დდდდდდდ დდ-14 დდდ 2010 დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ. დდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ Salt Lake City,Utah-დ დდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდდდდდ დ დდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდ დდდდდდდდდ. დდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ, „დდდდდდდდდ დდდდდდდდ“, დდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდ დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდდდ დდდდდ დდდ დდ დდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდდ დდდ, დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ, დდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდ დდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდ დდდდდდდდდ Mills High School დდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდ დდდ დდდდდდ დდდდდდდ, დდდდდდდდდდდდ. 1972 დდდდ დდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდ დდდდდ- დდდდდდდდდდ დდ 1975 დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდდ. დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ, დდდ დდდდდდდ დდდდდ. დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდ დდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ. დდდ დდდდდდ დდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ, დდდდდდდდ, დდ 1984 დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდდ დდდდდდდდდ, დდდდ დდდდდდდდდდდ დდ 2005 დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ. 2008 დდდდ დდ დდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ. დდდდდ დდდდდდდდდ დდდ დდდდდ, დდდდდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდ 6 დდდდდდდ დდდდდდ.

Upload: dally-aburjania

Post on 20-May-2015

199 views

Category:

Documents


2 download

TRANSCRIPT

Page 1: კრეიგ ვენტერი

ჯონ კრეიგ ვენტერი (დაიბადა1946 წლის 14 ოქტომბერს) ამერიკელი ბიოლოგი და მეწარმეა. ის ცნობილია როგორც პირველი ადამიანთა შორის ვინც წარმატებით გაშიფვრა ადამიანის გენომი და პირველი სინთეზური უჯრედი შექმნა გენომისგან. ვენტერმა დააარსა Celera genomics, The Institute for Genomic Research (TIGR) და J. Craig Venter Institute (JCVI). ამჟამად მუშაობს JCVI-ში სინთეზური ბიოლოგიური ორგანიზმების შესაქმნელად. 2007 და 2008 წლის ჟურნალ Time -ში ვენტერი მოხსენიებულია მსოფლიოს 100 ყველაზე გავნელიან ადამიანთა შორის. 2010 წელს ბრიტანულ ჟურნალ New Statesman-ში ვენტერი მე-14 იყო 2010 წლის მსოფლიოს ყევლაზე გავლენიან ადამიანთა სიაში. ის გახლავთ ამერიკის მეცნიერებისა და ინჟინერიის ფესტივალის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ვენტერი დაიბადა Salt Lake City,Utah-ს შტატში ელისაბედ და ჯონ ვენტერების ოჯახში. ბავშვობაში ს თავის განათლებაზე არ ზრუნავდა სერიოზულად და უპირატესობას ანიჭებდა დროის ტარებას ნავებზე და სერფინგით. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, „გაშიფრული ცხოვრება“, ის არასოდეს ყოფილა ბეჯითი მოსწავლე და საბაზო საფეხური საშუალო და ცუდი ნიშნებით დაასრულა.

მიუხედავად იმისა რომ ის ვიეტნამის ომის წინააღმდეგი იყო, სამხედრო სამსახური დაიწყო შერთებული შტატების საზღვაო ძალებში, სადაც ის მუშაობდა საველე ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში. ვიეტნამში ყოფნის დროს მან თვითმკვლელობაც სცადა ზღვის სიღრმეში გაცურვით, მაგრამ გადაიფიქრა ერთი მილის გაცურვის შემდეგ. ყოველდღიურმა ურთიერთობამ დაჭრილებთან, დასახიჩრებულებთან და მომაკვდავ ჯარისკაცებთან ვენტერში მედიცინის შესწავლის სურვილი გააღვივა. თუმცა მოგვიანებით ის გადაერთო ბიოემდიცინურ კვლევაში.

ვენტერმა დაამთავრა Mills High School და მისი კარიერა დაიწყო სან მატეოს კოლეჯში, კალიფორნიაში. 1972 წელს მან ბაკალავრის ხარსხი მიიღო ქიმია-ბიოლოგიაში და 1975 წელს დოქტორის ხარისხი ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. ორივე ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან დიეგოში მიიღო. კალოფორნიის უნივერსიტეტში მას ბიოქიმიკოსი ნათან ოკაპლანი ასწავლიდა. ვენტერი დაქორწინდა ყოფილ დოქტორზე ბარბარა რეიზე. მას შემდეგ რაც ასოცირებულ პროფესორად და შემდეგ სრულ პროფესორად იმუშავა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბუფალოში, ის 1984 წელს ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტში გადავიდა.

ბუფალოში ის განქორწინდა და ხელახლა იქორწინა მის სტუდენტზე, კლეა ემფრეიზერზე და 2005 წლამდე მასთან ქორწინებაში იმყოფებოდა. 2008 წელს ის ჰეთერ კოვალსკიზე დაწორწინდა. ისინი ცხოვრობენ სან დიეგო, კალიფორნიაში, სახლში რომლის განახლებაც მას 6 მილიონი დაუჯდა.

ვენტერი ათეისტია.

ვენტერმა თავად აღიარა რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა ADHD ახასიათებდა სიყმაწვილეში და მოგვიანებით იპოვა ამის დამადასტურებელი გენები საკუთარ დნმ-ში.

მეცნიერული აღმოჩენები

Page 2: კრეიგ ვენტერი

ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში ყოფნისას ვენტერმა შეისწავლა უჯრედში არსებული მატრიცული რნმ-ის mRNAs სწრაფი ამოცნობის ტექნიკა, რათა ადამიანის ტვინის გენების ამოცნობისთვის გამოეყენებინა. ამ გზით აღმოჩენილი კომპლიმენტარული დნმ-ს cDNA ეწოდება expressed sequence tags (ESTs), ტერმინი რომელიც გენომური კვლევის ინსტიტუტიდან ანტონი კერლავიგმა გამოიყენა. ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ტავიდანვე სცადა დაეპატენტებინა ეს გენის ფრაგმენტები, რომელშიც ვენტერი შემთხვევით და მრავლისმთქმელად ჩაერთო. მოგვიანებით ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა უარი თქვა დაპატენტებაზე საზოგადოების პროტესტის გამო. სასამართლო პროცესებზე, რომელიც ამ მოვლენებს მოყვა გამოცხადდა, რომ EST დაპატენტებას არ ექვემდებარება.

ადამიანის გენომის პროექტი

ვენტერს ამოძრავებდა ძლიერი სურვილი შეეცვალა სამედიცინო მომსახურების ხარისხი გენომიკის შესაძლებლობებით. ვენტერი დარწმუნებული იყო რომ ეგრეთწოდებული შოთგანის მეთოდი (ინგლ. shotgun sequencing) იყო ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება ადამიანის გენომის მონაცემთა მისაღებად. თუმცა ეს მეთოდი სადაო გახდა, რადგანაც ზოგიერთი გენეტიკოსი მიიჩნევდა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისად ზუსტი ისეთი რთული გენომისთვის როგორიცაა ადამიანის გენომი. ადამიანის გენომის პროექტის პროგრესის ნელი ტემპითა და მისი იდეის განხორციელებითვის საჭირო სახსრების ვერ მოპოვებით იმედგაცრუებულმა ვენტერმა კერძო სექტორს მიმართა დაფინანსების თხოვნით მისი კომპანიის Celera Genomics-ის დაფუძნებისთვის. კომპანიის მიზანი იყო ადამიანის გენომის სრული თანმიმდევრობის გაშიფვრა და მისი საზოგადოებრივი მოხმარებისთვის გაშვება არაკომერციული მიზნით უფრო ნაკლებ დროში და თანხებში ვიდრე ეს ადამიანის გენომის პროექტი დაჯდა. კომპანიას იმედი ჰქონდა სარგენელი ენახა გენომის მონაცემთა ბაზის შექმნით, რომელსაც მომხმარებელი გამოიყენებდა გარკვეული თანხის საფასურად. ხუთი დემოგრაფიულად განსხვავებული ადამიანის დნმ-ი გამოიყენა Celera-ს მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანის გენომის გასაშიფრად. ერთ-ერთი პიროვნება ვისი დნმ-იც გამოიყენეს თვით ვენტერი იყო. 2000 წელს ვენტერმა და ფრანსის კოლინსმა, ასევე  National Institutes of Health და U.S. Public Genome Project-მა ერთობლივი განცხადება გააკეთა ადამიანის გენომის გაშიფვრის თაობაზე. ეს მოხდა მთელი სამი წლით ადრე ვიდრე პროექტის ხანგრძლივობა იყო გაწერილი. ამ მიღწევის შესახებ განცხადება ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტონი ბლერთან ერთად გაკეთდა. ვენტერმა და კოლინსმა გადაინაწილეს A&E Network-ის მიერ დაწესებული ჯილდო „წლის ბიოგრაფია“. 2001 წლის 15 თებერვალს Human Genome Project-კონსორციუმმა პირველად გამოაქვეყნა ადამიანის გენომი ჟურნალ Nature-ში და ერთი დღის შემდეგ Celera-ის გამომცემლობამ- Science-ში. მიუხედავად ზოგიერთის მტკიცებისა რომ თანმიმდევრობის განსაზღვრა ეგრეთწოდებული შოთგანის მეთოდით გარკვეულწილად არაზუსტია ვიდრე clone-by-clone მეთოდი, მისი გამოყენების ტექნიკა მეცნიერების მიერ ფართოდ იქნა მიღებული და დღემდე დე ფაქტო სტანდარტად ითვლება.

ადამიანის გენომის პროექტში წვლილის შეტანისა და გასაჯაროების შემდეგ ვენტერი დაითხოვეს Celera Genomics-იდან 2002 წელს. მის ბიოგრაფიაში ის წერს რომ მზად იყო Celera-ს დასატოვებლად, რადგანაც მის მთავარ ინვესტორ ტონი უაითთან პირველი დღიდანვე ჰქონდა კონფლიქტი. ვენტერი ასევე წერს, რომ მისი უპირველესი მიზანი მეცნიერების დაწინაურება და აღმოჩენები იყო და მხოლოდ მაშინ მიმართავდა

Page 3: კრეიგ ვენტერი

კორპორაციულ სამყაროს დახმარებისთვის, როცა საჯარო სექტორში შესაბამის ფინანსებს ვერ პოულობდა.

სინთეტიკური დენომი

ვენტერი ამჟამად J. Craig Venter Institute-ის პრეზიდენტია, რომელიც სინთეზური ბიოლოგიის კვლევას ახორციელებს. 2005 წლის ივნისში მან თანადამფუძნებელთან ერთად Synthetic

Genomics დააფუძნა. ფირმა, რომელიც სახეშეცვლილი მიკროორგანიზმების გამოყენებას ცდილობს სუფთა საწვავისა და ბიოქიმიური ნივთიერებების საწარმოებლად. 2009 წლის ივლისში, ExxonMobil-მა გამოცხადა Synthetic Genomics-თან $ 600 მილიონი თანამშრომლობის პროექტის წამოწყება მომავალი თაობების ბიოსაწვავების კვლევისა და განვითარებაზე.

ვენტერი ცდილობს დაპატენტებას კაცობრიობის მიერ პირველად შექმნილი ცხოვრების ფორმისა,რომელსაც შესაძლოა ერქვას Mycoplasma laboratorium. არსებობს ვარაუდი, რომ ჯვლევის ამ მიმართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს ბაქტერიების წარმოებისკენ , რომლებიც შეასრულებენ კონკრეტულ რეაქციას , მაგალითად , აწარმოებენ საწვავს, შექმნიან მედიკამენტებს, შეებრძოლებიან გლობალური დათბობას, და ასე შემდეგ.

2010 წლის მაისში მეცნიერთა გუნდი ვენტერის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ვინც წარმატებით შექმნა ეგრეთწოდებული " სინთეზური სიცოცხლე". ეს გაკეთდა სინთეზირების საშუალებით ძალიან გრძელი დნმ მოლეკულისა ბაქტერიულ გენომის შემცველობით სხვა უჯრედში გადანერგვით.