ღია გაკვეთილის გეგმა ,,3–ისა და 4–ის...

3
სსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს სსსსსსსს № 173 სსსსსს სსსსსს I 4 სსსსსს სსს სსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსს სსს: 06.12.13 სსსსსსსსსს სსსს: 3-სსს სს 4-სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს I სსსსსსსს, სსსსს I 4 სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს: 29 სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსს სსსსს სსსსსსსსს: 0 სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს/სსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს 3-სსს სს 4-სს სსსსსსსსსსსს სსსს-სსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს. სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს/სსსსსსსს სსსსსსსს 3-სსს სს 4-სს სსსსსსსსსსსს (სსსსს სსსსს სსსსსსსსსს) სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსს; სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს/სსსსსსსსსსსს 1.3.1.სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსს, სსსსსსსსსს, სსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს (სსს.,,სსსსსსსსს’’, ,,სსსსსსსს’’, სსსსსსსს-სსსსსს; სსსსსსსსს-სსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსს); 1.3.2. სსსსსს სსსსსსს -სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს (სსს. სსსსსსსს სსსსსსსს/სსსსსსსს?) სს სსსსსს სსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსსსსს. სსს სსსს. 1.1.სსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსს სს სსსსსს-სსსსსსსსს სსსსსსსსსსს, სს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსს (სსსსს,სსსსსსსსსს, სსსსსსსს); სსსსსსსსს სსსსს სსსსსს 1-სსსს 9-სს სსსსსსს

Upload: lia-gelovani

Post on 21-Jan-2017

836 views

Category:

Education


10 download

TRANSCRIPT

Page 1: ღია გაკვეთილის გეგმა ,,3–ისა და 4–ის შედგენილობა

სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის

№ 173 საჯარო სკოლის I 4 კლასის ღია გაკვეთილის გეგმა

ჩატარების დრო: 06.12.13გაკვეთილის თემა: 3-ისა და 4-ის შედგენილობა

სწავლების საფეხური I საფეხური, კლასი I 4

საგანი მათემატიკამასწავლებელი ლიანა გელოვანი

მოსწავლეთა რაოდენობა: 29

განსაკუთრებული მიდგომის მქონე პირთა რაოდენობა:

0

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

ამ გაკვეთილზე განხილული მასალით მოსწავლეები განიმტკიცებენ 3-ისა და 4-ის შედგენილობის უნარ-ჩვევებს და გამოიყენებენ პრაქტიკაში.

გაკვეთილის მიზნები საგნის/საგნების მიხედვით

3-ისა და 4-ის შედგენილობის (ჯამის სახით წარმოდგენა) ჩვენების უნარის განვითარება; მსჯელობისა და არგუმენტირების უნარის განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

1.3.1.სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგ.,,დავუმატოთ’’, ,,მოვაკლოთ’’, მიმატება-გაზრდა; გამოკლება-შემცირება,განცალკევება, განსხვავება);1.3.2. ახდენს შეკრება -გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგ. რამდენით გაიზარდა/შემცირდა?) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.ისტ ტექნ. 1.1.მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო-ნირების მიზნით (მაუსი,კლავიატურა, მონიტორი);

წინასწარი ცოდნა ფლობენ 1-იდან 9-ის ჩათვლით რიცხვების, მათი ერთმანეთთან კავშირის , ურთიერთმიმარ-თებისა და შედგენილობის შესახებ ცოდნას. იცის ბუკთან მუშაობა, შესაბამისი ფაილის მოძებნა, გახსნა და მასწავლებლის მიერ მითითებული სავარჯიშოების შესრულება.

გაკვეთილის მსვლელობა/მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხები- 2 წთ. გავაკონტროლებ დასწრებას, ჩავრთავთ

Page 2: ღია გაკვეთილის გეგმა ,,3–ისა და 4–ის შედგენილობა

ბუკებს და გადავუგზავნი მოსწავლეებს მასალას. A ფაზა- (გამოწვევა)- 10 წთ. ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანსა და კრიტერიუმებს, შევახსენებ გაკვეთილზე მათ მიერ ჩემი დახმარებით შედგენილ ქცევის წესებს, გავიხსენებთ განვლილ მასალას ,შემდეგ კი დავსვამ კითხვებს: - რა რიცხვია დღეს? (6) - რამდენნიშნა რიცხვია 6 ? - რატომ ფიქრობ ასე? - დაასახელეთ უკვე შესწავლილი რიცხვები; - დაასახელეთ 6–ის წინა და მომდევნო რიცხვი და დაასაბუთეთ რატომ ფიქრობთ ასე ? ახლა კი თამაში: ,,ვკითხულობთ სხვადასხვანაირად“ , იხილეთ დავ. №1. დაფაზე გამზადებული მაქვს ჩანაწერი გამოსახულებები მოსწავლეებმა სხვადასხვანაირად უნდა წაიკითხონ. კიდევ ვითამაშოთ თამაში : ,, ვინ გამოიცნობს ? “ იხილეთ დავალება №2 3 –ისა და 4 –ის შედგენილობაზე სამუშაოდ. დაფაზე ან ფორმატზე წარმოადგენილი მაქვს ოთ–ხკუთხედები 3-ისა და 4 -ის შედგენილობაზე სამუშაოდ. მივმართავ მოსწავლეებს: მაგიდიდან ავიღებ 4 ჩხირს და ხელში დავმალავ. თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელ ხელში რამდენი ჩხირი მიჭირავს. განვიხილოთ ყველა შემთხვევა და შევავსოთ სქემები, თან შევადგინოთ გამოსახულებები. ვასრულებთ შესაბამისად. B ფაზა-სიღრმისეული წვდომა- 15წთ.სახელმძღვანელოს მიხედვით ბუკში მუშაობა.მოსწავლეები ასრულებენ სამუშაოებს ბუკში, რომლებიც აგებულია სახელმძღვანელოს სავარჯიშოების მგავსად,კერძოდ,იხილეთ დავალება 3,4,5. შემდეგ შეასრულებენ სახელმძღვანელოს №8 და №9 სამუშაოებს. C-ფაზა-გააზრება- 8 წთ.ახლა კი იმსჯელეთ:

რა გაიგეთ ახალი ? რაში დარწმუნდით?

მოდით, ცოდნის შემოწმების მიზნით შევასრულოთ დამოუკიდებელი სამუშაო № 6. შევამოწმებ შესრულებულ დავალებებს , შევაჯამებ გაკვეთილს,გამოვიტანთ დასკვნებს,შევაფასებ მოსწავლეებს სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.

შეფასების საგანი და პროცედურები

დაწყებით კლასებში ქულები არ იწერება,ამიტომ გამოვიყენებ სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას,ასევე მოსწავლეთა თვითშეფასებას (ზეპირი).

Page 3: ღია გაკვეთილის გეგმა ,,3–ისა და 4–ის შედგენილობა

შეფასების საგანი იქნება მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.გამოვიყენებ შემდეგ კრიტერიუმებს:

წარმოადგენს რიცხვებს ჯამის სახით; ახდენს შეკრება–გამოკლების

თვალსა-ჩინოდ დემონსტრირებას.

მუშაობს ბუკში მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

დაფაზე წარმოდგენილი ფორმატზე გამზადებული სამუშაოები

ბukში გამზადებული სამუშაოები. მათემატიკის

სახელმძღვანელო,ავტორები–თინა ბექაური,ავთანდილ საგინაშვილი