v კლასი - tpdctpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა...

23
v კლასი

Upload: buidan

Post on 10-Feb-2018

269 views

Category:

Documents


16 download

TRANSCRIPT

Page 1: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

v კლასი

Page 2: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

სულ კლასში არის 30 მოსწავლე

მათ შორის 2 სსსმ მოსწავლე ინა და გიო (მსუბუქი და საშუალო გონებრივი ჩამორჩენით)

Page 3: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

სად მდებარეობს და ვის ემეზობლება საქართველო

Page 4: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;

უჩვენებს გზებს, რომლებითაც საქართველო გარე სამყაროს უკავშირდება (მაგ. შავი ზღვის საშუალებით);

მიმართულება: დრო და სივრცე

Page 5: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

შეიტყობს, სად მდებარეობს საქართველო.

ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს.

უჩვენებს გზებს, რომლებითაც საქართველო გარე სამყაროს უკავშირდება (მაგ. შავი ზღვის საშუალებით).

Page 6: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

ასახელებს საქართველოს და მის მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;

კონტურული რუკის დახმარებით აჩვენებს საქართველოს მდებარეობას (კავკასიის შუაგული);

კონტურული რუკის დახმარებით აჩვენებს (შემოხაზავს) საქართველოს საზღვრებს.

Page 7: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა
Page 8: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

• მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს დაფაზე გაკრულ საქართველოს ღირშესანიშნაობების სურათებს (სვეტიცხოველი,გელათი, სვანეთის კოშკები, კავკასიონის მწვერვალები, შავი ზღვა, თბილისის საერთო ხედი) და თხოვს ერთი ფრაზით ან წინადადებით აღნიშნონ, გადმოსცენ, რა არის სურათებზე გამოსახული.

• მასწავლებელი:

-სურათებში ასახული ადგილები რომელ ქვეყანაში მდებარეობს?

მოსწავლეების პასუხი:

-საქართველოში.

Page 9: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა
Page 10: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

მასწავლებელი: •-საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს. მასწავლებელი რუკაზე მონიშნავს კავკასიას და ასახელებს მის შემადგენელ ქვეყნებს: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი.

Page 11: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

მასწავლებელი:

• -საქართველოს ტერიტორიის ფართობი 69, 7 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

Page 12: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

კითხვას მასწავლებელი აძლევს სსსმ მოსწავლეს, ინას.

-რა ყოფს ჩვენს საკლასო ოთახს მეზობელი საკლასო

ოთახისგან ?

მოსწავლის პასუხი:

-კედელი...

მასწავლებელი ეკითხება სხვა მოსწავლეებს:

-რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ეზოს ქუჩისგან?

მოსწავლეების პასუხი:

-ღობე...

Page 13: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

მასწავლებელი ხსნის, რომ კედელი, ღობე.... ამ შემთხვევაში არის საზღვარი ჩვენს საკლასო ოთახებს შორის; სკოლის ეზოსა და ქუჩას შორის.

მასწავლებელი:

• -რა საჭიროა ეს საზღვარი (კედელი, ღობე)?

მოსწავლეების პასუხები:

• -ეს საზღვარი (კედელი, ღობე) გამოყოფს ორ ოთახს, სკოლას და ქუჩას ერთმანეთისგან...

Page 14: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

დარიალის ხეობა აზერბაიჯან- საქართველოს

საზღვარი

სომხეთ -საქართველოს საზღვარი

შავი ზღვა

მასწავლებელი ურიგებს ფოტოებს (დარიალის ხეობა, შავი ზღვა, აზერბაიჯან-საქართველოს

საზღვარი , სომხეთ-საქართველოს

საზღვარი) 4 წყვილს, მათ შორის 1 სსსმ

მოსწავლეა, გიო (მას ეძლევა შავი ზღვის ფოტო). აძლევს

დავალებას-აღწერონ, რა არის მოცემული

ფოტოებზე.

Page 15: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

მასწავლებელი: -საზღვრების როლს ხშირად მთები, ხეობები, ველები, მდინარეები, ზღვები და კლდეები ასრულებენ.

Page 16: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა
Page 17: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

თავდაპირველად მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლეები რუკაზე სხდასხვა ფერის მარკერით ავლებენ კონტურს ცალკეული ქვეყნის საზღვრებს. მასწავლებელს სხვა მოსწავლეებთან ერთად დაფასთან გამოჰყავს ინა. მასწავლებელი: - რომელი ქვეყნის საზღვარია ყველაზე გრძელი? მოსწავლეების პასუხი: - რუსეთი; მასწავლებელი: - ყველაზე გრძელი საზღვარი ჩვენს ქვეყანას რუსეთთან აქვს. იგი 800კმ.-ზე მეტია. თავად საქართველოს საზღვრის საერთო სიგრძე თითქმის 2000 კილომეტრია.

Page 18: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

კლასი იყოფა სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა თავისი კონკრეტული დავალება. დავალება ჯგუფში ეძლევა კონკრეტულად სსსმ მოსწავლეებს.

1 ჯგუფი: მოსწავლეები ნიმუშად გამოყენებული რუკის მიხედვით კონტურულ რუკაზე აფერადებენ საქართველოს და ოთხივე მოსაზღვრე ქვეყანას; ყველა მათგანს აწერენ საკუთარ სახელწოდებას; (პირველ ჯგუფში მუშაობს 1 სსსმ მოსწავლე-გიო. ეძლევა დავალება:”გააფერადე საქართველო!”)

მე-2 ჯგუფი: რუკის ნიმუშზე, ქვეყნებს შორის საზღვრებზე მოსწავლეები ჭრიან და აწებებენ ფოტოებს, რომლებზეც გამოხატულია ბუნებრივი საზღვრები (დარიალის ხეობა, შავი ზღვა, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი , სომხეთ-საქართველოს საზღვარი ); (მე-2 ჯგუფში მუშაობს მეორე სსსმ მოსწავლე-ინა. ეძლევა დავალება: “დააწებე შავი ზღვა!”);

მე-3ჯგუფი: მოსწავლეები ნაწილებად დაშლილ რუკას (რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვა, თურქეთი, ბუნებრივი საზღვრების ფოტოები) აწყობენ მიცემული ნიმუშის მიხედვით თავისი ბუნებრივი საზღვრებით .

Page 19: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

კლასში ყველა მოსწავლეს ურიგდება ორი სხვადასხვა ფერის ფურცელი.

წითელ ფურცელზე წერენ რამდენიმე სიტყვით, ხატავენ, ან ხაზავენ, რა გაიგეს ახალი აღნიშნული მასალის (სად მდებარეობს და ვის ესაზღვრება საქართველო) ირგვლივ.

მწვანე ფურცელზე წერენ რამდენიმე სიტყვით, ხატავენ, ან ხაზავენ, რა უნდათ რომ კიდევ იცოდნენ აღნიშნული მასალის (სად მდებარეობს და ვის ესაზღვრება საქართველო) ირგვლივ.

ფურცლებს მოსწავლეები აკრავენ მაგნიტურ დაფაზე წინასწარ გამზადებულ ცხრილზე.

ყველა მოსწავლე მასწავლებლისგან გაკვეთილის მანძილზეც და შემაჯამებელ სამუშაოზეც იღებს შესაბამის განმამტკიცებელს.

Page 20: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

მასწავლებელი იატაკზე აგებს ბავშვების მიერ გამზადებულ დიდ ფორმატს, რომელზეც დახაზულია კონტურული რუკა. რუკაზე გამოსახულია ქვეყნები: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ქვეყნებს შორის საზღვარი გამუქებულია სხვადასხვაფერი მარკერით და მასზე დაწებებულია ფერადი ფოტოები (ბუნებრივი საზღვრები).

დავალების შესრულებისთვის გამოგვყავს 7 მოსწავლე, აქედან 2 სსსმ მოსწავლეა-ინა და გიო. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება-დადგნენ ქვეყნებზე: 1-სომხეთზე; 1-აზერბაიჯანზე; 1-თურქეთზე; 2-რუსეთზე (რადგან საზღვარი ყველაზე გრძელია); 1-საქართველოზე; 1-შავ ზღვაზე.

ყველა მოსწავლეს ვეუბნებით, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე ან საზღვარზე დადგეს. სსსმ

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება:

გიოს-”დადექი შავი ზღვის საზღვარზე!”

ინას- ”დადექი საქართველოს ტერიტორიაზე!”

Page 21: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

ყველა მოსწავლე მასწავლებლისგან გაკვეთილის მანძილზეც და შემაჯამებელ სამუშაოზეც იღებს შესაბამის განმამტკიცებელს (სოციალური განმამტკიცებელი და ქულები).

სსსმ მოსწავლეების შეფასება ხდება სოციალური განმამტკიცებლისა და ქულების საშუალებით.

Page 22: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

1. კლასის ერთი ჯგუფისთვის (მასში შედის ორივე სსსმ მოსწავლე)

ენციკლოპედიების და ინტერნეტის დახმარებით ( მაგ.

www.ka.wikipedia.org) გაარკვიონ საქართველოს მეზობელი სახმელეთო ქვეყნებიდან ტერიტორიის ფართობის მიხედვით, რომელია: ა) უდიდესი ; ბ) უმცირესი და შეიტანონ ცხრილში.

2. კლასის მე-2 ჯგუფისთვის წყარო ბ-ს დახმარებით (გვ.#9) განსაზღვრონ თითოეულ შემთხვევაში (რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი , ბულგარეთი, უკრაინა) როგორია საქართველოს საზღვარი : ა ) სახმელეთო, ბ) საზღვაო; გ) სახმელეთო-საზღვაო. შედეგები ცხრილში უნდა აისახოს.

ორივე ჯგუფმა დავალება პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს ერთ კვირაში. პრეზენტაციისთვის ფასდება მთელი ჯგუფი ქულებით საკლასო ჟურნალში.

Page 23: v კლასი - TPDCtpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/chveni saqartvelo.pdf · -რა გამოყოფს ჩვენი სკოლის ... კლასი იყოფა

მე-5 კლასის სახელმძღვანელო: “ჩვენი საქართველო”;

გზამკვლევი მასწავლებლისთვის: “ჩვენი საქართველო”;

საქართველოს კონტურული რუკა;

სხვადასხვა ფერის მარკერები;

მაკრატლები;

წებოები;

ფოტოები (დარიალის ხეობა, შავი ზღვა, აზერბაიჯან- საქართველოს საზღვარი , სომხეთ -საქართველოს საზღვარი);

ვებ-გვერდი: www.ka.wikipedia.org;

მწვანე და წითელი წებოვანი ფურცლები;

მაგნიტური დაფა.

დიდი ფორმატი.