public relations manual for local government

68
arsebuli mdgomareoba

Upload: prschool

Post on 16-Nov-2014

5.620 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

Public Relations Manual for Local Government

TRANSCRIPT

Page 1: Public Relations Manual for Local Government

arsebuli mdgomareoba

Page 2: Public Relations Manual for Local Government

2

ავტორი1. კახა მაღრაძე

• პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი• თბილისის პიარ სკოლის ლექტორი

შესწორება და რედაქცია

2. ზვიად დევდარიანი• „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ დირექტორი• რუსთავის მერიის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი

3. მაია ძირკველიშვილი• „თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი• „თბილისის პიარ სკოლის“ დამფუძნებელი და ლექტორი

4. სოსო გალუმაშვილი• პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი• „თბილისის პიარ სკოლის“ დამფუძნებელი და ლექტორი

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)პუბლიკაცია

წიგნის ავტორები და სარედაქციო კოლეგია

Page 3: Public Relations Manual for Local Government

შესავალი 4

ავტორებისგან 5

საზოგადოებასთანურთიერთობისსფეროსისტორია 7

რაარისპიარი? 10

პიარისაჯაროუწყებებში 12

არსებულიმდგომარეობა 14

საკანონმდებლოჩარჩო 15

კომუნიკაციისწარმოებისარსებულიპრაქტიკა 18

SWOTანალიზი 23

საკომუნიკაციოსტრატეგისშექმნა 26

ძირითადიპრინციპები 27

ძირითადიტექნოლოგიები 28

საკომუნიკაციოსტრატეგიისმოდელი

(ქვემოქართლისთვითმმართველობებისთვის) 30

ფასეულობები 31

ხედვა 32

მისია 33

სტრატეგიულიჩარჩო 34

მიზნებიდაამოცანები 35

სამიზნეაუდიტორია 39

შეტყობინებებიდასაკომუნიკაციოარხები 41

კომუნიკაციურისაშუალებები 43

კომუნიკაციასამიზნეჯგუფებთან 49

შეფასებისანგარიშგებისპროცედურა 51

რეკომენდაციები 53

ორგანიზაციულისტრუქტურისდახვეწა 54

შიდაკომუნიკაციისდახვეწა 56

ვიზუალურიიდენტიფიკაციადაერთიანიბრენდინგი 58

საკომუნიკაციოკრიზისებისმართვა 59

სამოქმედოგეგმისმოდელი

(გეგმადამონიტორინგისსქემა) 64

სამოქმედოგეგმისმოდელი 65

შეფასებისმექანიზმები 66

შ ი ნ ა ა რ ს ი

Page 4: Public Relations Manual for Local Government
Page 5: Public Relations Manual for Local Government

5

ავტორებისგან

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვიმმართველობის და მმართველოების ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლობის საქმიანობის სამაგიდო წიგნს, სადაც ასახულია მოსახლეობასთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციისადმი სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობა და აუცილობლობა. სამაგიდო წიგნში თქვენ ასევე იპოვით საკომუნიკაციო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და შეფასება-მონიტორინგის მექანიზმების სამოდელო ვარიანტებს და მათ აღწერას, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვასა და შეფასებაში.

თანამედროვე დემოკრატიაში საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი საჯარო უწყებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ყველა მოსაზრება, რომელსაც პოლიტიკური დემოკრატია ემყარება, ძირითადად, ინფორმაციის მიწოდებას, კომუნიკაციას, სრულფასოვან დიალოგსა და კონსტრუქციულ დისკუსიას ეყრდნობა. ამასთან, მოქალაქეთა მომსახურება, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება, სახელმწიფოს ინტერესების დაცვა ადგილებზე და ასევე, უცხო ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველოების ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს, რისი პოპულარიზაცია და ფართო მოსახლეობამდე მიტანა საჯარო სამსახურის მისია და ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.

მოცემული ნაშრომი შემუშავებულია ინფორმაციული მიმოცვლის გაუმჯობესებისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისა და სერვისების ცალკეული კომპონენტების წარმატებული ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, რაც ერთმნიშვნელოვნად წაახალისებს რეგიონის განვითარებას და ხელს შეუწყობს მუნიციპალური ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას. ტაქტიკური გეგმის, ასევე მისი მონიტორინგისა და შეფასების სქემები კი, რომლებიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია შესული, კომუნიკაციის განმახორციელებელი რგოლისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო მოდელისა და ფორმულის ფუნქციას შეასრულებენ.

ამასთან, სამაგიდო წიგნში კარგად არის გააზრებული ის ფუნქციები, რომელიც გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შეასრულოს თვითმმართველოების ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა. ახალი ტექნოლოგიების, ახალი მიდგომების დანერგვით, მუნიციპალური სამსახურების პიარ გუნდები ხდებიან საზოგადოებასა და თვითმმართველოების ორგანოებს შორის რეალური შუამავალი, საზოგადოებასთან ღია დიალოგის წარმმართველი. ვფიქრობთ, კომუნიკაციური პროცესისადმი სტრატეგიული მიდგომა და სპეციალური დოკუმენტების შექმნა, რომლის ფორმირების გარკვეული ინსტრუქციები მოცემულ წიგნშიცაა, მნიშვნელოვნად გაზრდის ზემოთ აღნიშნული ფუნქციის შესრულების ეფექტიანობას.

ამასთან, სამაგიდო წიგნს წითელ ხაზად გასდევს ის უმთავრესი მიდგომა, რომ ფართო საზოგადოებისთვის და განსხვავებული სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ეფექტიანი სისტემის არსებობა სჭირდება.

Sesavali

Page 6: Public Relations Manual for Local Government

6

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

სისტემის მუშაობა კი, მაშინაა გამართული, როდესაც ის მაქსიმალურ საჯაროობას სთავაზობს საზოგადოებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სამსახურის წარმატება საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად კოორდინირებულია საქმიანობა და ურთიერთქმედება მის შიდა სტურუქტურულ ერთეულებს, თანამშრომლებსა და უწყების გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის.

როგორც ნებისმიერ სტრატეგიას, ასევე საკომუნიკაციო სტრატეგიას რეალიზაცია ჭირდება, რაც, ჩვენ შემთხვევაში, უნდა დაეკისროს ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, მერიებს, საკრებულოებსა და გამგეობებს. სპეციფიკური პასუხისმგებლობა კი, სტრატეგიაში დასახული მიზნების ცხოვრებაში გატარებაზე, აღნიშნული ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებს უნდა დაეკისროთ. ამასთან, სტრატეგიის სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, შესაძლებელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიის (საკონსულტაციო ჯგუფის/სააგენტოს) შერჩევაც. ზოგად მიდგომებთან და აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, წინამდებარე ნაშრომში ავტორები შეეცადენ, მაქსიმალურად მოეთავსებინათ ის საჭირო და გამოსაყენებელი თეორიული მასალა თუ თვალსაჩნო მაგალითები, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველოების ორგანოებში მომუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს ან ამ სფეროზე პასუხისმგებელ პირს გამოადგება, არა მხოლოდ სტრატეგიის ფორმირებასა და მის განხორციელებაში, არამედ მის ყოველდღიურ საქმიანობაში.

Page 7: Public Relations Manual for Local Government

7

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ისტორია

საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგი, როგორც პროფესიული საქმიანობის სფერო, დიდი ხნის ისტორიით არ გამოირჩევა, თუმცა პიარი1, როგორც მას ჩვენთან შემოკლებულად ვუწოდებთ, დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

პიარი წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში. თუმცა: ერაყში (ძველ შუამდინარეთში) არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვნეს წარწერა, რომელშიც

დასაბუთებული იყო, რომ, რაც მეტ მოსავალს მოიყვანდნენ ადამიანები, მით უფრო მდიდარი იქნებოდა ქვეყანა.

ძველ საბერძნეთში აზრების დამაჯერებლად გადმოცემა (ორატორობა) მაღალ თანამდებობაზე მოხვედრის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. მაშინდელ ლოგიკასა და რიტორიკაში წარმატებული ადამიანების (სოფისტების) გამოსვლებში იკვეთება თანამედროვე პიარ-ხერხები.

ძველ რომშიც, დარწმუნების უნარი ლიდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა იყო. იულიუს ცეზარი, ბრძოლის წინ, საზოგადოების მხარდაჭერას მათ წინაშე გამოსვლით, საჭირო ინფორმაციის და არგუმენტების მოყვანით აღწევდა.

მე-17 საუკუნის 60-იან წლებში, რომის პაპმა გრიგოლ XV-მ შექმნა “პროპაგანდის ინსტიტუტი”, რომლის მიზანი იყო “ჭეშმარიტი რწმენის” გავრცელება”. ეს ინსტიტუტი განუმარტავდა ადამიანებს კათოლიკური რწმენის უპირატესობებს. რეალურად, პიარის ფესვები სწორედ პიარიოპაგანდაა.

პიარი წარმოიშვა აშშ-ში რესპუბლიკის შექმნის შემდეგ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ამერიკელებისთვის საზოგადოების დარწმუნება უმთავრესი იყო.

ამერიკული კონსტიტუციის შექმნაც, მნიშვნელოვანწილად, პიარით იყო განპირობებული. კონსტიტუციის მიღების მომხრეები აქტიურ ბრძოლას აწარმოებდნენ პიარიესის, სპეციალური ბროშურების და სხვა საშუალებებით, რათა საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა მოეხდინათ.

პოლემიკა არც კონსტიტუციის მიღების შემდეგ არ დამცხრალა, გამომიდინარე იქედან, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდა პიროვნების დაცვას სახელმწიფოს ზეწოლისგან. ჯეიმს მედისონმა, “კონსტიტუციის მამამ”, შეადგინა კონსტიტუციის ცვლილებები, რომლის I პუნქტში სწორედ პიარის თავისუფლებაზე საუბრობდა: “კონგრესს არ აქვს უფლება, შეზღუდოს სიტყვის, ბეჭდვითი ორგანოს ან მოქალაქის უფლება, ხელისუფლებისადმი საჩივრებით გამოვიდეს თავისუფალ შეკრებებზე ან მთავრობისადმი მიმართვისას”.

პირველი პიარ პიარიოფესიონალის სტატუსი მიიღო კენდალმა, რომელიც 1829 წელს პიარიეზიდენტმა ენდრიუ ჯეკსონმა “თეთრ სახლში” სამუშაოდ მიიწვია. რამდენიმე თვეში კენდალმა, პრაქტიკულად, ყველა პიარ მოვალეობის შესრულება თავის თავზე აიღო: წერდა გამოსვლების ტექსტებს, მიმართვებს,

1 ტერმინი პიარი ინგლისური აბრევიატურაა და PR–ისგან მომდინარეობს, რომელიც იშიფრება, როგორც Public Relations, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩვეულებრივი სინონიმებია და არა განსხვავებული დარგები, რასაც ჩვენთან ხშირად ურევენ.

Sesavali

Page 8: Public Relations Manual for Local Government

8

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

პიარიეს-რელიზებს, ახორციელებდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. კენდალმა პიარიეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო Globe. კენდალი პიარიეს-რელიზს, როგორც წესი, პიარიეზიდენტის სახელით წერდა და გამოსაქვეყნებლად ადგილობრივ გაზეთს აძლევდა, შემდეგ იმავე პიარიეს-რელიზს საკუთარ ორგანოში გადმობეჭდავდა, რითაც ხაზს უსვამდა ქვეყანაში პიარიეზიდენტის პოპულარობას.

ქვეყანაში პიარის განვითარებას ბიძგი მისცა ამერიკულმა სამრეწველო რევოლუციამ. მრეწველობის გიგანტები (მორგანი, ცენტრალური რკინიგზის მფლობელი ვანდერბილტი, ნავთობმაგნატი როკფელერი და სხვები) ასპარეზზე გამოსვლის I ეტაპზე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას საზოგადოების ინტერესებს და ნაკლებად ცდილობდნენ, მათი მხარდაჭერის მოპოვებას. როდესაც ვანდერბილტს დაუსვეს კითხვა, თუ როგორ აფასებს საზოგადოებრივ აზრს მის მიერ ნიუ-იორკის ცენტრალური რკინიგზის გადაკეტვაზე, მის პასუხში სრულად გამოიხატა იმ პერიოდის მაგნატების დამოკიდებულება: “ეშმაკსაც წაუღია საზოგადოება!”

მოგვიანებით, ამერიკელი ჟურნალისტების ჯგუფმა იერიში მიიტანა მაგნატებზე. ისინიც იძულებულნი გახდნენ, ყურადღება მიექციათ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებებისათვის და ამის შედეგად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი განწყობისთვის. ჟურნალისტების იერიშმა იმდენად ძლიერად იმოქმედა საზოგადოებაზე, რომ საკანონმდებლო რეფორმის ტალღა წარმოიქმნა. დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის კონფლიქტი გამწვავდა. ამ ფონზე, თავის მხრივ, გააქტიურდნენ სოციალისტები და კომუნისტები.

მალე მაგნატები ისეთ პირობებში აღმოჩნდნენ, როდესაც უკვე ვეღარ ახერხებდნენ საზოგადოების ბრალდებებისგან საკუთარი ქონების და ძალაუფლების დაცვას. მათ ჯერ ჟურნალისტების მომხრობა ჟურნალ-გაზეთებში რეკლამების განთავსების გზით სცადეს, შემდეგ აგენტები დაიქირავეს და ფულს უხდიდნენ პიარიესასთან ურთიერთობაში მათი პოზიციების წარმოჩენისათვის. დაქირავებული აგენტები ცდილობდნენ, ნათელ ფერებში წარმოეჩინათ კორპორაციების საქმიანობა, მაგრამ საზოგადოების დარწმუნებას ისინი ძნელად ახერხებდნენ.

ნათელი გახდა, რომ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად სხვა გზის მოძებნა იყო საჭირო და ამის გარეშე, თვით ყველაზე სწორადმართულ ორგანიზაციასაც გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა.

აივი ლი – პირველი პიარ კონსულტანტი – იყო ფინანსური რეპორტიორი. პიარ კარიერა 1903 წლიდან დაიწყო. იგი ემხრობოდა პიარიინციპს, რომ “საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია”, რომ, თუკი ბიზნესი პატიოსნად, სწრაფად და ენერგიულად მიაწვდის ინფომაციას საზოგადოებას, მხოლოდ ასე შეძლებს თავის ოპონენტებთან დამაჯერებელ საუბარს (ეს კი, ზოგჯერ, შეიძლება, შეცდომების აღიარებასაც ნიშნავდეს).

1914 წელს ჯონ როკფელერ-უმცროსმა აივი ლი თავისთან მიიწვია სამუშაოდ. როკფელერების კომპანიაში მოგვიანებით მომხდარი საბოტაჟის დროს, როდესაც როკფელერები გაფიცულებთან ანგარიშსწორების გამო, კრიტიკის ცეცხლში გაატარეს, ლის რეკომენდაციით, მათ დაიქირავეს პერსონალთან ურთიერთობის სპეციალისტი, რათა გამოეძიებინათ გაფიცვის მიზეზები. წლების შემდეგ, როკფელერმა აღიარა, რომ ამ

Page 9: Public Relations Manual for Local Government

9

ღონისძიების პაირ–ეფექტი მათი ოჯახის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო.

ლი ცდილობდა, “გაეადამიანურებინა” როკფელერები – ეჩვენებინა საზოგადოებისათვის მათი ადამიანური სახე და ყოფა. გავიდა დრო და, ყველა იმ კრიტიკის მიუხედავად, როკფელერების ოჯახი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი, ქველმოქმედი ოჯახი გახდა.

თუმცა, ლი თავად აღმოჩნდა საზოგადოებრივი რისხვის მსხვერპლი. 20-იანი წლების ბოლოს მან მუშაობა დაიწყო გერმანულ კომპანიაში, რომელიც მოგვიანებით, ჰიტლერის იდეების გამტარებელი აღმოჩნდა. ამის გამო, კონგრესმა ლი ანტიამერიკული მოღვაწეობის ბრალდებით, მოღალატედ შერაცხა.

ამის მიუხედავად, სწორედ ლი ითვლება პიარში გახსნილობის და პატიოსნების ფუძემდებლად. მანამდე არსებული პიარი, მხოლოდ დადებითი ინფორმაციის გავრცელება – ლიმ აქცია სერიოზულ პიარიოფესიად – ღია და სწორი ინფორმაციის მიწოდებით მოიპოვო საზოგადოების ნდობა.

პირველი პიარ ფირმა აშშ-ში Publicity Bureau ბოსტონში 1900 წელს დაფუძნდა.

პირველი პიარ სააგენტო ვაშინგტონში 1902 წელს გაიხსნა.

1920-30-იან წლებში შექმნილი სააგენტოები Hill&Knowlton, Barston&Marsteller, Edelman, Shandwick დღესაც უდიდეს პიარ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც ათიათასობით თანამშრომელს აერთიანებენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

კორპორაცია AT&T-მ 1927 წელს პირველად შემოიღო თანამდებობა - ვიცე-პიარიეზიდენტი პიარის საკითხებში. ეს პოსტი არტურ პეიჯმა დაიკავა, რომლის მიერ შემუშავებული 5 პიარიინციპი დღესაც აქტუალურია: 1. კომპანიის ხელმძღვანელობა დეტალურად უნდა აანალიზებდეს თავის ურთიერთობას საზოგადოებასთან;2. უნდა არსებობდეს კომპანიის პოლიტიკისა და მისი ყოველღიური საქმიანობის შესახებ თანამშრომლების ინფომირების სისტემა;3. უნდა შეიქმნას ყველა იმ თანამშრომლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებისა და უნარ-ჩვევების დანერგვის სისტემა, ვისაც შეხება უხდებათ ადამიანებთან/კლიენტებთან, რათა ისინი ზრდილობიანად და თავაზიანად მოეპყრონ ადამიანებს;4. შეიქმნას სისტემა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამდე მიიტანს ყველა კრიტიკულ შენიშვნას და შეკითხვებს, რომლებიც წარმოიშვება თანამშრომლებში და საზოგადოებაში;5. უნდა წახალისდეს კომპანიის ხელმძღვანელობის პატიოსანი და ღია დიალოგი საზოგადოებასთან ამ კომპანიის მოღვაწეობის შესახებ.

II მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბიზნესი სტაბილურ გარემოში შეუდგა ფუნქციონირებას, პიარის მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა.

Sesavali

Page 10: Public Relations Manual for Local Government

10

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

რა არის პიარი?

ვინაიდან, ეს სფერო ადამიანის სუბიექტურ აღქმასთან მოდის თანხვედრაში და არ არსებობს ერთიანი ობიექტური საფუძველი, რაც გააერთიანებდა პიარის უმთავრეს პრინციპებს, დღესდღეობით, მსოფლიოში საზოგადოებასთან ურთიერთობის 600-ზე მეტი განსაზღვრება არსებობს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, სადაც რამდენი ადამიანიცაა, პიარის იმდენივე გაგებაა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ამ სფეროსადმი სხვადასხვა მიდგომის ცოდნა. ქვემოთ ჩამოთვლილია საზოგადოებასთან ურთიერთობის რამდენიმე ყველაზე პოპულარული განმარტება:

სემ ბლეკი:პიარი – ესაა ორგანიზაციას/პიროვნებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიის მიღწევის ხელოვნება და მეცნიერება, რომლის მიზანია სიმართლესა და სრულ ინფორმირებულობაზე დამყარებული ურთიერთგაგების ჩამოყალიბება.

ფრენკ ჯეფკინსი:პიარი შედგება ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის არსებული შიდა თუ გარე კომუნიკაციების ყველა ფორმისაგან, რომლის მიზანია სპეციფიური მიზნების მიღწევა ურთიერთგაგების დასამყარებლად.

სკოტ კატლიპი:პიარი არის მენეჯმენტის ფუნქცია, რომელიც აყალიბებს და ხელს უწყობს ორგანიზაციასა და პუბლიკას შორის ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობას, რომელზეც დამოკიდებულია წარმატება თუ წარუმატებლობა.

ჟან-ლუის ჰაუსე:რა განსხვავებაა რეკლამას და პიარს შორის? რეკლამაა, როცა თქვენ ამბობთ, რომ კარგი ხართ, პიარია, როცა ამას სხვა ამბობს.

ლონდონის პიარ სკოლა:პიარი – ესაა დაგეგმილი მოღვაწეობა რეპუტაციის განმტკიცებისათვის, რომლის მიზანია გაგების, მხარდაჭერისა და თანხმობის მიღწევა დომინირებად საზოგადოებრივ აზრსა და ქცევაში.

ვიაჩესლავ მოისეევი:პიარი არის სოციალურ–ფსიქოლოგიური მენეჯმენტის ისეთი სახეობა, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ანალიზის შედეგად მიღებული ზუსტი და სრული ინფორმაციის, აგრეთვე საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური ნორმებისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საფუძველზე, გეგმაზომიერად, უწყვეტად ახორციელებს ღონისძიებების კომპლექსს, მიმართულს ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი ნდობის, ჰარმონიული და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების დამყარებისაკენ.

ვიკენტიევი: პიარის დანიშნულება – ესაა პროდუქტის, მომსახურების, კომპანიის, პიროვნების და ა.შ. მართვადი იმიჯის

Page 11: Public Relations Manual for Local Government

11

ფორმირება, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.

МГУ-ს უცხო სიტყვათა ლექსიკონი:პიარი – ეს არის საზოგადოებრივი აზრის ორგანიზება, ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირების და მისი რეპუტაციის ამაღლების მიზნით. იგი ხორციელდება სხვადასხვა გზებით, პირველ რიგში კი – მას. ინფორმაციის საშუალებებით.

ა. ნ. ჩუმიკოვი:პიარი – ესაა საინფორმაციო-ანალიტიკური და პროცედურულ–ტექნოლოგიური ქმედებების სისტემა, რომელიც მიმართულია ცალკეული პროექტის შიგნით, მის მონაწილეებს შორის, აგრეთვე პროექტის მონაწილეებსა და მათ გარემოცვას შორის ურთიერთობის ჰარმონიზაციისაკენ, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

მიხეილ დიმშიცი:პიარი – ესაა საქმიანობა რეპუტაციის გასამყარებლად, რომლის მიზანია საზოგადოებაში დომინანტი შეხედულებებისა და ქცევების მხარდაჭერის მოპოვება. პიარი წარმოადგენს დაგეგმილ და კარგად მომზადებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთგაგებისა და კეთილგანწყობის უზრუნველყოფისკენ.

ანდრეი მამონტოვი:პიარი – ეს არის ინფორმირება, განათლება, ნდობის მოპოვება

მიუხედავად ასეთი, ერთი შეხედვით, განსხვავებული ხედვებისა, საზოგადოებასთან ურთიერთობას მაინც აქვს ყველასთვის საერთო მახასიათებლები, რომლებიც ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია მოცემული

Sesavali

Page 12: Public Relations Manual for Local Government

12

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

პიარი საჯარო უწყებებში

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველოების ორგანოები, რუსთავის მერია, ქვემო ქართლის რაიონული საკრებულოები და გამგეობები, რეგიონის გუბერნატორის ოფისი, - ეს ის საჯარო დაწესებულებებია, რომლებსაც მუდმივი ურთიერთქმედება გააჩნიათ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან. ისინი საკუთარი სპეციფიკური ფუნქციებიდან გამომდინარე, აწარმოებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას ყოველდღიურ რეჟიმში, რადგან საჯარო უწყება შექმნილია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლების კონკრეტული ინტერესების დაკმაყოფილებისთვის: (1) მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და (2) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პრობლემების მოგვარების გზით.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში, სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქცია და მოვალეობაა და არა ფუფუნების საგანი, რომ

1. აწარმოოს სრულფასოვანი კომუნიკაცია2. ჰქონდეს გამართული საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემა

3. და განახორციელოს გამჭვირვალე პიარ აქტივობები

აქვე შეიძლება გამოიყოს, ორი სპეციფიკური მიდგომა და ფუნქცია, რომელიც ენიჭება საჯარო უწყების მიერ წარმოებულ საზოგადოებასთან ურთიერთობას.

Page 13: Public Relations Manual for Local Government

13

Sesavali

Page 14: Public Relations Manual for Local Government
Page 15: Public Relations Manual for Local Government

15

arsebuli mdgomareoba

საკანონმდებლო ჩარჩო

„თვითმმართველობის ორგანოების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველოების ორგანოები შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულებით არიან დაკავებულები:

1. მოქალაქეთა მომსახურება სხვადასხვა სერვისებით, რომელთა განხორციელების ექსკლუზიური უფლებაც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოებს გააჩნიათ, მათ შორის:

მიწათსარგებლობის დაგეგმვა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების

მართვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე

ზედა მხედველობა ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება გარე-ვაჭრობის რეგულირება გარე-რეკლამის განთავსების რეგულირება საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის, მომსახურების წესების დადგენა ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება,

განათება, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო-უსაფრთხოების უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარება შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია

2. ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესის მართვა და ადგილობრივი შესყიდვების წარმოება3. ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფა4. სპეციალური მოსაკრებლებისა და გადასახადების შემოღება და მათი ამოღების ადმინისტრირება5. სკოლამდელი განათლების სისტემის ფუნქციონირება

სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მოვალეობების შესრულებისთვის ადგილობრივ თვითმმართველოების ორგანოებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სრულფასოვანი და ორმხრივი კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულების მმართველი ორგანოების

Page 16: Public Relations Manual for Local Government

16

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ყველა რანგის თანამშრომლები სხვადასხვა დონეზე ჩართულნი არიან შიდა და გარე კომუნიკაციაში, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებობენ სპეციფიკური სტრუქტურული ერთეულები, უმეტესად კი, პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ჩართულები არიან შიდა და გარე კომუნიკაციაში. მათ დასახელებებში უმეტესად გვხვდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, პრეს–სამსახური და მოქალაქეთა მომსახურება.

მიუხედავად ასეთი დაყოფისა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ქვემოთ მოცემული სტრუქტურული მიმართულებების შემსრულებელი სტრუქტურული ერთეულები საკუთრივ აწარმოებენ კომუნიკაციას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან:

სტრუქტურული ერთეული/მიმართულება კომუნიკაციის სამიზნე

ხელმძღვანელის (საკრებულოს თავმჯდომარე,

გამგებელი, მერი, რწმუნებული) სამდივნო

მოქალაქეები (პირველ პირებთან ურთიერთობისას)

თანამშრომლები (პირველ პირებთან ურთიერთობისას)

ცენტრალური ხელისუფლება (აღმასრულებელი,

საკანონმდებლო, სასამართლო)

ადგილობრივი ხელისუფლება (რეგიონის მუნიციპალიტეტები,

რწმუნებულები)

რეგისტრაცია და ადმინისტრაცია

მოქალაქეები (სერვისებით სარგებლობისას)

ადგილობრივი ორგანიზაციები (სერვისებით სარგებლობისას)

სხვა თვითმმართველობები (შესაბამისი სამსახურები)

იურიდიული საკითხები

მოქალაქეები (კონსულტაციების დროს)

ადგილობრივი ბიზნეს ორგანიზაციები (კონსულტაციებისა და

საქმიანი ურიერთობის დროს)

ადგილობრივი არასამთავრობოები

ცენტრალური ხელისუფლება (შესაბამისი სტრუქტურები)

ადგილობრივი ხელისუფლება (შესაბამისი სტრუქტურები)

Page 17: Public Relations Manual for Local Government

17

arsebuli mdgomareoba

ფინანსური საკითხები

ადგილობრივი ორგანიზაციები (ტენდერების გამოცხადების,

შესყიდვებისა და სხვა სახის საქმიანი ურიერთობის დროს)

ცენტრალური ხელისუფლება (შესაბამისი სტრუქტურები)

ადგილობრივი ხელისუფლება (შესაბამისი სტრუქტურები)

საერთაშორისო ურთიერთობის საკითხები

უცხოური თვითმმართველობები (საქმიანი ურთიერთობის

დამყარების მიზნით)

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები

დიპლომატიური კორპუსი

საერთაშორისო კორპორაციები (ინვესტიციების მოზიდვისთვის)

უცხო ქვეყნის მოქალაქეები (ტურისტების მოზიდვისთვის)

Page 18: Public Relations Manual for Local Government

18

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

კომუნიკაციის წარმოების არსებული პრაქტიკა

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ერთეულების ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელობა საზოგადოებასთან ურთიერთობების მართვას უდიდეს და პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც პერსონალური, ასევე ორგანიზაციული იმიჯი და საკუთარი წარმატებების წარმოჩენა, დღესდღეობით, თვითმმართველოების ორგანოებისთვის მნიშვნელოვან ორიენტირს წარმოადგენენ.

ანგარიშვალდებულება

განსხვავებული მიდგომებისა და სამიზნე აუდიტორიის, განსხვავებული ხასიათის და მასშტაბის თვითმმართველი ერთეულების არსებობის მიუხედავად, თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაციასა და პიარზე პასუხისმგებელი თანამშრომლები პირდაპირ ანგარიშვალდებულები არიან ხელმძღვანელობასთან და დავალებებიც/დირექტივებიც მაღალი დონის მენეჯმენტიდან მოდის. კომუნიკაციის პროცესი თვითმმართველობებში ცენტრალიზებულია და მთლიანად არის პირველი პირების დაქვემდებარებაში.

თანამშრომლები – განათლება და გამოცდილება

კომუნიკაციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა აბსულუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება გააჩნიათ, თუმცა არც ერთ მათგანს არ უსწავლია უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების ან კომუნიკაციის სფეროს სპეციალობები და/ან არ გაუვლია შესაბამისი ტრენინგები. ძირითადად, მათი სპეციალობებია ეკონომიკური დარგები. პერსონალის უმეტესობას კი, ჟურნალისტური გამოცდილება გააჩნიათ და ამიტომაც, უფრო მეტად სატელევიზიო, პრესისა და რადიო საშუალებებთან ურთიერთობებზე არიან კონცენტრირებულნი.

თანამშრომლები – ფუნქციები

ქვემო ქართლის თვითმმართველობის ორგანოების საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობების სამსახურების ან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიერ შემდეგი ძირითადი საქმიანობები ხორციელდება:

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა საზოგადოების ინფორმირება თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ ბრიფინგების ორგანიზება და ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება–გავრცელება შემოსულ სატელეფონო და წერილობით შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის

გაწევა ფოტო, ვიდეო მასალის არქივის წარმოება და მედია მონიტორინგი ვებ-გვერდის მართვა და ინფორმაციის განახლება

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მოვალეობა არ არის დოკუმენტალიზირებული, ასახული და გაწერილი სამუშაო აღწერილობაში, თითოეულ თანამშრომელს ნათლად აქვს გააზრებული საკუთარი ფუნქცია და მასზე დაკისრებული მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

Page 19: Public Relations Manual for Local Government

19

arsebuli mdgomareoba

საქმიანობის რეგულირება და კოორდინაცია

პერსონალისა და პროცესების მართვის თვალსაზრისით, საკომუნიკაციო საქმიანობის რეგულირება ხდება ვერტიკალური იერარქიის პრინციპის საფუძველზე. დავალებები მოდის ზემოდან ქვემოთ და გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:

მსგავსი ვერტიკალით, ქვემოდან ზემოთ, ხორციელდება ანგარიშგებაც საზოგადოებასთან ურთიერთობების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. რეპორტინგი არ წარმოებს რაიმე დადგენილი წერილობითი ფორმით და/ან რაიმე გამოხატული რეგულარობით. ანგარიშგება არ ატარებს სისტემურ, რეგულარულ ხასიათს და შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერი ანგარიშით.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაციური ურთიერთდამოკიდებულების გამო, როდესაც ყველა ინფორმაცია ერთ წერტილში აკუმულირდება, თვითმმართველი ორგანოების სხვადასხვა

სტრუქტურულმა ერთეულებმა არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, რაც აძნელებს, როგორც ზოგად საქმიანობას, ასევე ინფორმაციის წარმოქმნის პროცესსაც, რომელიც აუცილებელია საზოგადოებასთან

ურთიერთობის სრულფასოვანი პროცესის წარმოებისთვის.

ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლებების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი ერთეულების ურთიერთობა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან არ ატარებს რეგლამენტირებულ ხასიათს და ეფუძნება საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების პირად კონტაქტებსა და პირველი პირების პიროვნულ ავტორიტეტს, რომლებიც უშუალო კოორდინაციას უწევს პიარ სამსახურს.

Page 20: Public Relations Manual for Local Government

20

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია იმ აუცილებელი მინიმუმით, რაც მისი საქმიანობის შესრულებისთვის არის საჭირო, მათ შორის:

პერსონალური კომპიუტერული ტექნიკით ადექვატური საოფისე სივრცით/ავეჯით საკანცელარიო ნივთებით და სხვა წვრილმანი საჭიროებებით

თუმცა, მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისთვის აუცილებელი დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობის საჭიროება, მათ შორის, (1) ფოტოაპარატის, (2) ვიდეოკამერის და (3) სპეციფიკური ფუნქციის კომპიუტერული აპარატურის. ამასთან, საკომუნიკაციო ერთეულებს, ძირითად შემთხვევებში, არ გააჩნიათ სამსახურეობრივი სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ ეს ნაკლოვანებები, მოცემულ ეტაპზე, ჩანს, რომ სერიოუზულად არ მოქმედებს პიარ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზე.

საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება

ძირითადი საკომუნიკაციო არხები და საშუალებები, რომლებსაც თვითმმართველობების საკომუნიკაციო ერთეულები საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში იყენებენ, მასობრივ მედია საშუალებებს წარმოადგენენ, სადაც წამყვანი ადგილი ტელევიზიებს და საინფორმაციო სააგენტოებს უჭირავს.

მედია საშუალებებთან პიარ სამსახურების წარმომადგენლებს კარგად აწყობილი ურთიერთქმედების სისტემა გააჩნიათ, რომელიც შემდეგი ძირითადი კომპონენტებისაგან შედგება:

თვითმმართველობების უმეტესობა ავრცელებს მედია-რელიზებს საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებში (ზოგიერთი სიახლის შემთხვევაში, ბეჭდვით მედიასა და რადიოებშიც) ან აწყობს პრეს-კონფერენციებს.

მედია საშუალებები სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თითქმის მუდმივად ესწრებიან ორგანოების ღონისძიებებს და რეაგირებენ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რაც გამოიხატება უწყების აქტივობების გაშუქებაში

მედიის წარმომადგენლების დაინტერესების შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და/ან პასუხისმგებელი პირები პასუხობენ მათ საჭიროებებს, პიარ სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე კი – ჟურნალისტები და მედია პროდიუსერები „ასწორებენ“ მათ მიერ მომზადებულ მასალას

რაც შეეხება სხვა ტიპის საკომუნიკაციო საშუალებებს, მათი გამოყენება არ ატარებს ინტენსიურ ხასიათს, თუმცა, შეიძლება, შემდეგი ორი არხის გამოყოფა, მათივე მახასიათებლების ჩვენებით:

Page 21: Public Relations Manual for Local Government

21

arsebuli mdgomareoba

ვებ–საიტი უმრავლესობა თვითმმართველობას არ

გააჩნია საკუთარი საიტი არსებული ვებ–გვერდები არ მოიცავს

დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას საიტები ფუნქციონალურად მწირია საიტები არ არიან ადვილად მართვადი

ადმინისტრატორებისთვის მომხმარებლისთვის რთულად აღსაქმელი

და ძნელად გასაგები სტრუქტურა გააჩნია

შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან სხვადასხვა უწყებები სხვადასხვა მიზნისა

და სხვადასხვა ხასიათისას ახორციელებენ არის მაგალითები მიზამნიმართული და

პერმანენტული ხასიათის შეხვედრებისა არ ხორციელდება განსხვავებულ სამიზნე

ჯგუფებთან მიმართებაში არ ხდება ხელმძღვანელი თანამდებობის

პირების ბოლომდე მონაწილეობა

რაც შეეხება კომუნიკაციას შიდა აუდიტორიასთან, ამ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე სისტემა შიგნით ინფორმაციის გაცვლისა. ერთადერთი მექანიზმი, რაიმე სიახლის გავრცელებისა, კვლავ მინისტრი და მისი სამდივნოა, სადაც წამყვანი ადგილი ვერბალურ კომუნიკაციას უჭირავს.

აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი

მოცემული თავისთვის საჭირო იქნება საქმიანობის მთლიანი პროცესის ძირითადი კომპონენტების შეფასება, როგორიცაა:

1. სიტუაციის ანალიზი2. მიზნების დასახვა3. გადაწყვეტის გზების გამონახვა4. დაგეგმვა5. დაბიუჯეტება6. განხორციელება7. შეფასება8. ანგარიშგება

ეს ერთიანი ციკლი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობებში, ძირითადად, დარღვეულია, რაც გამოწვეულია ხელმძღვანელი პირების პროცესში უშუალო მონაწილეობით. რამდენიმე კომპონენტი: (1) სიტუაციის ანალიზი; (2) მიზნების და პრიორიტეტების განსაზღვრა და ხშირ შემთხვევაშიც, (3) კრეატიული გადაწყვეტილება ხორციელდება ზედა დონეზე, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სამსახურის ან ადამიანის ფუნქცია იწყება დასახული მიზნებისა და ამოცანების უშუალო შესრულების პროცესში, როდესაც უნდა (4) დაიგეგმოს და (6) განხორციელდეს საკომუნიკაციო ფორმა. (5) დაბიუჯეტება და (7) შეფასება, ფაქტობრივად, არ ხორციელდება, რადგან ზედა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის ფინანსების მოძიება არ წარმოადგენს პრობლემას, ხოლო შეფასებას ხელმძღვანელობა სუბიექტურად ახდენს. (8) ანგარიშგება კი, მხოლოდ ვერბალური ხასიათისაა და არ წარმოადგენს გარკვეულ პროცედურას.

Page 22: Public Relations Manual for Local Government

22

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

შეფასების სისტემა

ქვემო ქართლის თვითმმართველი ერთეულების მიერ წარმოებული საზოგადოებასთან ურთიერთობების შეფასების ძირითად საშუალებას მედია მონიტორინგის დოკუმენტების შემუშავება წარმოადგენს, სადაც შედის საკუთარი რესურსებით მომზადებული პრეს–დაიჯესტები და გარედან მობილიზებული მედია მონიტორინგის ანგარიშები. თუმცა, ამას შეზღუდული სარგებელი მოაქვს. გარდა იმისა, რომ საკომუნიკაციო პროცესების შეფასებისთვის არ ტარდება შიდა და გარე კვლევები, რაც განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობისა და ინფორმაციულ ურთიერთქმედებაში ჩართული სამიზნე აუდიტორიის კმაყოფილების დონის დადგენის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

Page 23: Public Relations Manual for Local Government

23

arsebuli mdgomareoba

SWOT ანალიზი

SWOT ანალიზის დროს, სამოდელო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა – წინამდებარე სახელმძღვანელოს ავტორებმა, მოახდინეს თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო აქტივობების ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და საფრთხეების ანალიზი.

ძლიერი მხარეები

საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით, ძლიერ მხარეებად გამოიკვეთა ქვემო ქართლის თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო პროცესისა და მძლავრი საშუალებების არსებობა, მათ შორის:

1. გამართული კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთანადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე და საკომუნიკაციო ურთიერთობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების უმეტესობა, მრავალი წელია, დაკავებულია ადგილობრივი პრობლემების მოგვარებით, ასევე მათთან და შესაბამის ორგანიზაციებთან მუდმივი კომუნიკაციით, რაც, მეტ-ნაკლებად, სისტემურ ხასიათს ატარებს ამ ეტაპზე. ისინი თავად იმ გარემოს მაცხოვრებლები არიან და საკუთარ თემში კომუნიკაცია არ უჭირთ.

2. მედიის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობებისაზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების უმრავლესობა, ასევე კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირები, მასობრივი საშუალებებიდან მოხვდნენ საკომუნიკაციო ერთეულში და კარგად იცნობენ „მედია–სამზარეულოს“.

3. სტრატეგიული გეგმის გაზიარება და გააზრებასტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო გუნდის წევრებს კარგად აქვს გააზრებული თვითმმართველობებში და მთლიანად სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მიმდინარე პროცესების ნაწილად მოიაზრებენ საკუთარ თავს. მათი ძალისხმევა მიმართულია საზოგადოებისათვის რეფორმებისა და სიახლეების მიწოდებისაკენ.

4. მაღალი დონის მენეჯმენტის მხარდაჭერახელმძღვანელებს კარგად ესმით საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის ინიციატივებსა და წამოწყებებს.

სუსტი მხარეები

SWOT ანალიზით ხელმძღვანელობის დროს ძლიერი მხარეების გამოყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სუსტი მხარეების წარმოჩენაც. მნიშვნელოვანია, იმ ხელისშემშლელი პირობების ჩამოთვლა, რომლებიც არსებული სიტუაციის ანალიზის დროს გამოიკვეთა.

Page 24: Public Relations Manual for Local Government

24

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ხელისშემშლელი ფაქტორებიდან შევჩერდეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ქვემო ქართლის თვითმმართველობების სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს:

1. არაეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურაფუნქციონალური დაქვემდებარებისა და ანგარიშვალდებულებების კუთხით, დებულებით განსაზღვრული და რეალურად არსებული სიტუაცია, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება ერთიმეორეს, რაც იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს და არაეფექტიანს ხდის საკომუნიკაციო ერთეულის საქმიანობას.

2. თვითმმართველობების დახურული იმიჯი და საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულებასამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ადექვატური წარმოდგენა ქვემო ქართლის რწმუნებულის ოფისზე, რუსთავის მერიაზე, რაიონული მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებზე. ამის მთავარი მიზეზი კი, შეიძლება, ინფორმაციის მოსახლეობისთვის არასწორი მიწოდებაც იყოს. ამიტომ, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების წარმატებით ფუნქციონირების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად, შეიძლება, ეს ასპექტი მივიჩნიოთ.

კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შეზღუდული ცოდნა თვითმმართველობების ზოგად მიზნებზეშიდა კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო ერთეულებს შორის მცირე კოორდინაციის გამო, ასეთი სახის ინფორმაცია არ აქვს ყველა ერთეულის წარმომადგენელს.

4. პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმარების სპონტანური ხასიათითვითმმართველობებში არსებობს მაქსიმუმ ერთთვიანი წინასწარი გეგმები (მინისტრის სამდივნოში), რომელთა შედგენაც, ძირითადად, ხელმძღვანელობის დავალებების საფუძველზე ხდება. რეკომენდირებულია, გაიწეროს წლიური გეგმები, ამოცანები და მათი მოსალოდნელი შედეგები, რისი ბიუჯეტიც წლის ბოლოს უნდა შედგეს.

5. ვებ–გვერდის არარსებობა ან არსებობის მიუხედავად, მისი ნაკლებად გამოყენებაუმეტესობა მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ოფიციალური ვებ–გვერდი, ხოლო არსებობის შეთხვევაში, არ ხდება ინფორმაციის სწრაფი განახლება, საიტის გადახალისება და ა.შ.

ხელისშემშლელი პირობებიდან უმეტესობის გამოსწორების მექანიზმები გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმების სამოდელო ვარიანტებში, რომელიც ქვემოთ არის მოცემული, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო პროცესის ეფექტიანობის გაზრდას.

შესაძლებლობები

1. სტრატეგიული გეგმის შემუშავებასტრატეგიული გეგმა ნათლად გამოკვეთს როგორც სისტემის, ასევე ცალკეული თანამშრომლის კონკრეტულ გეგმას, სტრატეგიას და სამოქმედო მიმართულებებს. გადაწყვეტილებების მიღება

Page 25: Public Relations Manual for Local Government

25

arsebuli mdgomareoba

სისტემურ და ინსტიტუციონალურ ხასიათს მიიღებს. თანამშრომლების საქმიანობის შეფასება კონკრეტული დავალებების შესრულების ხარისხით მოხდება.

2. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვათანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა გაზრდის სამიზნე აუდიტორიებისათვის შეტყობინების მიწოდების ხარისხს. კომუნიკაციების ინტეგრირებულად გამოყენება დახვეწს უკუკავშირის მექანიზმებს და მეთოდებს.

3. კადრების პროფესიული ზრდატრენინგებისა და სხვა სასწავლო ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლებს, სრულყონ საკუთარი უნარ-ჩვევები, ცოდნა და უფრო აქტიურად ჩაერთონ სისტემის საქმიანობაში.

საფრთხეები

1. არასტაბილური პოლიტიკური და სოციალური გარემო გარე და შიდა არასტაბილურობის ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ შეფერხებებს. 2008 წლის ომის შედეგად ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე დევნილი გახდა.

2. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიგლობალური საფინანსო და ეკონომიკური კრიზისი ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პრობლემას ამწვავებს კრიზისთან დაკავშირებული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაც.

Page 26: Public Relations Manual for Local Government
Page 27: Public Relations Manual for Local Government

27

ძირითადი პრინციპები

ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია შევქმნათ ქმედითი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ საქმიანობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და რეალურად წაადგება ამა თუ იმ მიმართულების განვითარებას. მსგავსი მიდგომაა საჭირო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების დროსაც. გააცნობიერეთ, რომ ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, რომელიც დროს საჭიროებს და სანამ მის შექმნას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, სტრატეგიული დაგეგმარების შემდეგი ძირითადი პრინციპები:

1. სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი ხანგრძლივი პროცესია და მასზე დროის ეკონომია არ არის მიზანშეწონილი

2. დოკუმენტის ფორმირებაში უნდა იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებები

3. სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვარიანტის შექმნამდე, უმჯობესია, მისი გაცნობა გარე დაინტერესებული მხარეებისათვის და მათი შენიშვნების გაზიარება

4. პროცესს უნდა უხელმძღვანელოს სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ყველა აქტივობის განხორციელებას გაუწევს კოორდინაციას და იქნება პასუხისმგებელი სტრატეგიული

გეგმის საბოლოო ვარიანტის შემუშავების საკითხზეც

sakomunikacio strategiis Seqmna

Page 28: Public Relations Manual for Local Government

28

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ძირითადი ტექნოლოგიები

საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნის ძირითადი პრინციპების გათვალისწინების შემდეგ, აუცილებელია, გავიაროთ მისი შემუშავებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი და ძირითადი პროცედურა, რომელთა ზოგადი აღწერილობაც ქვემოთაა მოცემული.

დოკუმენტების შესწავლა

საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების პირველ ეტაპზე, უმჯობესია, განხორციელდეს ისეთი ტიპის დოკუმენტაციის შესწავლა, რომლებშიც იქნება ინფორმაცია: (1) საჯარო უწყების ზოგად პრიორიტეტებსა და საერთო სტრატეგიულ მიზნებზე; (2) არსებულ სტრუქტურულ გადანაწილებასა და (3) მიმდინარე საკომუნიკაციო პრაქტიკაზე.

ინტერვიუები

დოკუმენტების კვლევასთან ერთად, არსებული სიტუაციის ანალიზისთვის, მნიშვნელოვანია, თანამშრომლების ინტერვიურება. ამ დროს უნდა გამოიკითხოს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულის, აგრეთვე კომუნიკაციის პროცესზე პასუხისმგებელი თანამშრომლები და, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა. ინტერვიუების შედეგად შესწავლილ უნდა იქნას:

საკომუნიკაციო დეპარტამენტების სტრუქტურა პასუხისმგებელ თანამშრომელთა რაოდენობა, გამოცდილება, ფუნქციები საქმიანობის რეგულირება-კოორდინაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების პროცესი საქმიანობის დროს გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალებები სამართლებრივი ბაზა ანგარიშგების სისტემა და სხვ.

შეფასებითი ანგარიში

დოკუმენტების შესწავლისა და ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე მომზადდება შეფასებითი ანგარიში, რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნულ საკითხებს და მათი განხილვის შედეგად აფასებს საკომუნიკაციო აქტივობებში ჩართული სტრუქტურული ერთეულებისა და პასუხისმგებელი პირების საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხელისშემშლელ ფაქტორებს, საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

გასვლითი სამუშაო შეხვედრები

გასვლითი სამუშაო შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელმძღვანელი პირები, ტოპ-

Page 29: Public Relations Manual for Local Government

29

მენეჯმენტის წარმომადგენლები და კომუნიკაციაში ჩართული თანამშრომლები, შეიძლება, ორი სხვადასხვა მიზნით განხორციელდეს:

1. სტრატეგიის ძირითადი ნაწილების ჩამოყალიბება2. სტრატეგიული გეგმის საბოლოო სამუშაო ვარიანტის განხილვა

მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ორგანიზაციის ამდენი თანამშრომლის ერთად შეკრებისათვის და შემოქმედებითი სამუშაოს ჩატარებისთვის, აუცილებელია, თავისუფალი გარემოს და გრაფიკის უზრუნველყოფა, რათა საჯარო უწყებების თანამშრომლებმა შეძლონ (1) განსაზღვრონ სტრატეგიული ჩარჩო და (2) მოამზადონ საბოლოო რეკომენდაციები სტრატეგიის სამუშაო ვარიანტებზე.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები

გასვლით სამუშაო შეხვედრებს შორის საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებზე მუშაობის მთელი ტვირთი გადადის სპეციალურად შერჩეულ სამუშაო ჯგუფზე, რომლის შეხვედრების დროსაც მოხდება სტრატეგიული ჩარჩოს დახვეწა და სტრატეგიის შემდეგ პუნქტებზე მუშაობა:

სტრატეგიული ჩარჩო რეკომენდაციები სტრუქტურულ ცვლილებებზე რეკომენდაციები შიდა კომუნიკაციაზე სტრატეგიის განხორციელების შეფასების ანგარიშგება სამოქმედო გეგმა ბრენდინგი და ვიზუალური იდენტიფიკაცია კრიზისების მართვა სამოქმედო გეგმის შეფასება და მონიტორინგი

საკომუნიკაციო სტრატეგიის სამუშაო ვარიანტები

სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შუალედებში სტრატეგიის შექნაზე პასუხისმგებელი პირის ან პირების მიერ ხდება საკომუნიკაციო სტრატეგიის სამუშაო ვარიანტების ფორმირება, რომელთა წარდგენაც მუდამ ხდება ორგანიზაციის შიდა დაინტერესებულ მხარეებთან და ასევე, გარე ექსპერტებთან, რათა მოხდეს მათი მუდმივი დახვეწა. დასკვნითი გასვლითი სამუშაო შეხვედრის წინ კი, მომზადდება სტრატეგიული გეგმის საბოლოო სამუშაო ვარიანტი.

sakomunikacio strategiis Seqmna

Page 30: Public Relations Manual for Local Government
Page 31: Public Relations Manual for Local Government

31

ფასეულობები

საკომუნიკაციო ფასეულობები, მთლიანი სტრატეგიული გეგმის საფუძველს წარმოადგენენ, რომელზეც უნდა დაშენდეს დოკუმენტის ყველა დანარჩენი ნაწილი. ამიტომ მის შემუშავებას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოების, როგორც ძლიერი და ღია დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, საზოგადოებასთან ურთიერთობების გუნდში მომუშავე ადამიანებზეა დამოკიდებული. რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი შიდა და გარე კომუნიკაციაზე.

რუსთავის, მარნეულის, გარდაბანის, წალკის, დმანისის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში ჩართული გუნდი ქვემოთ ჩამოყალიბებული ფასეულობების ერთგულია და თავის საქმიანობას ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ახორციელებს:

• კომუნიკაბელურობა – ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმატებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს

• პროფესიონალიზმი – ორგანიზებულები და კარგად ინფორმირებულები საკუთარი უწყების პოლიტიკისა და საქმიანობის თაობაზე, თვითმმართველობის თანამშრომლები უნდა მიისწრაფოდნენ მხარი დაუჭირონ ადგილობრივი მმართველობის ზოგადი მისიის ეფექტიანად და კომპენტენტურად შესრულებას

• ნოვატორობა – ახალი მიდგომები კომუნიკაციისადმი, საკუთარი საქმიანობისადმი ობიექტური და კრიტიკული დამოკიდებულება, უზრუნველყოფს მის გაუმჯობესებას

• სამართლიანობა – ობიექტურობა და კორექტულობა აუცილებელია სხვადასხვა ინტერესებისა და საჭიროებების მქონე სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის დროს

• პროაქტიულება – ხელმძღვანელობის მხარდაჭერა უნდა იქნას გამოყენებული კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ინდივიდუალური და გუნდური ინიციატივების განხორციელებისათვის

• გულისხმიერება – უნდა ჩამოყალიბდეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები შიდა და გარე სამიზნე ჯგუფებთან, რაც გულისხმობს გულისხმიერებას მათი საჭიროებების მიმართ

sakomunikacio strategiis modeli

Page 32: Public Relations Manual for Local Government

32

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ხედვა

საკომუნიკაციო ფასეულობების განსაზღვრის შემდეგ, ჯერი სტრატეგიული ხედვის შემუშავებამდე მიდის, რომლის დროსაც, საბოლოოდ დაფიქსირდება თქვენი გადაწყვეტილება სტრატეგიის ვადებისა და პერიოდის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, იყოს გრძელვადიანი, მაგრამ მაინც დროში შეზღუდული. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, სამწლიანი სტრატეგიის არსებობა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთება და გაიწერება ქვემო ქართლის თვითმმართველობის ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისა და, ზოგადად, კომუნიკაციების პროცესში ჩართული გუნდის ხედვა, თუ როგორი იქნება ადგილობრივი დონის საჯარო უწყება და მისი პიარი 3 წლის შემდეგ.

ხედვაში დაფიქსირებულია, რომ მოცემული გუნდი საკუთარი ძირითადი ფუნქციის შესრულებას „საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციის“ მქონე საჯარო დაწესებულების შემადგენლობაში ხედავს და ძალისხმევას არ დაიშურებს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ამ მიზნების განხორციელებაში.

სრულფასოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული და ორმხრივი კომუნიკაციის არსებობის ფონზე, 2012 წლისთვის, ქვემო ქართლის

ადგილობრივი მმართველობის ორგანოები იქნებიან ფართო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და ყველა სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი,

ადგილობრივი დონის საჯარო უწყებები

Page 33: Public Relations Manual for Local Government

33

მისია

ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო სტრატეგიული მისია სტრატეგიულ გეგმაში დაფიქსირებულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით შეიქმნება.

მისიაში ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ადგილობრივი საჯარო უწყებების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების გუნდის როლი და გააზრებული ის ფუნქციები, რომელიც უახლოესი 3 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს ამ ჯგუფმა და, ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ყველა დონის თვითმმართველ ერთეულში.

ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო მისიაა:

უზრუნველყონ უწყებების საქმიანობის გამჭვირვალობა და მომსახურებაზე ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება, ხელი შეუწყონ ადგილობრივი საზოგადოების

ფართო ფენების მონაწილეობას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში,

რისთვისაც თვითმმართველობები დანერგავენ ორმხრივი კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საშუალებებს

sakomunikacio strategiis modeli

Page 34: Public Relations Manual for Local Government

34

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

სტრატეგიული ჩარჩო

Page 35: Public Relations Manual for Local Government

35

მიზნები და ამოცანები

ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო პროცესის არსებული მდგომარეობის აუდიტის ჩატარების, ასევე საკომუნიკაციო ფასეულობების, ხედვისა და მისიის განსაზღვრის შემდეგ, აუცილებელი გახდა სტრატეგიული მიზნების გამოყოფა. საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაზე პასუხისმგებელი გუნდისა და თვითმმართველობის თანამშრომლების მიერ უნდა მოხდეს უკვე კონკრეტული, მიღწევადი და გასაგები მიზნების შემუშავება, რომელთა შესრულებაც უნდა მოხდეს სამი წლის განმავლობაში.

ჩვენ შემთხვევაში, განსაზღვრულ იქნა 3 მთავარი მიზანი, რომელიც თვითმმართველობებმა უნდა დაისახონ:

1. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და მომსახურებაზე ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისწავდომობა და გამჭვირვალობა

2. ჩართულობის წამახალისებელი კომუნიკაცია – დიალოგი3. თვითმმართველობის ორგანოების კომუნიკაციური პროცესის ეფექტიანი ორგანიზება

სვოტ-ანალიზის დროს აღვნიშნეთ, რომ თვითმმართველობების საქმიანობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობა ზოგიერთი საჯარო დაწესებულებების დახურული იმიჯია. თუ ადგილობრივი საჯარო უწყებების საქმიანობა გახდება გამჭვირვალე და ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, საზოგადოების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება შეიცვლება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთ საკომუნიკაციო მიზნად სწორედ საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დაისახა. ასევე ყურადსაღებია, მოქალაქეთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს, თავის მხრივ, მომხმარებელზე ორიენტირებულობას გულისხმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ასეთი იმიჯის დამკვიდრება ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ნდობის ხარისხის გაზრდას. ყოველივე ეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგად ორგანიზებული პროცესის დახმარებით არის შესაძლებელი, რაც მესამე მიზანს წარმოადგენს.

ს.მ №1– პირველი მიზანი:

თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და მომსახურებაზე ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისწავდომობა და გამჭვირვალობა სამი ამოცანის შესრულებით არის შესაძლებელი.

პირველი ამოცანა – ინფორმაციის გავრცელების მიზნით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებაა. ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებმა აღნიშნული ამოცანის შესრულება შემდეგ მოსალოდნელ შედეგებს დაუკავშირეს.ვებ-გვერდების შექმნა და ყოველდღიური განახლება 2

2 აქ და შემდგომში ყველა მოყვანილი მაგალითი საილუსტრაციოა. საქმიანობების დეტალური გაშლა მოცემულია სამოქმედო გეგმებში

sakomunikacio strategiis modeli

Page 36: Public Relations Manual for Local Government

36

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

უნდა შეიქმნას თვითმმართველოების ახალი საიტები gardabani.gov.ge, marneuli.gov.ge, dmanisi.gov.ge, bolnisi.gov.ge, tetritskaro.gov.ge რომლის მთავარი უპირატესობა ინფორმაციის ყოველდღიური განახლება იქნება.სოციალურ და ფორუმ-საიტებზე, ყოველკვირეულად, თვითმმართველობების შესახებ ახალი

თემის გახსნა მოგეხსენებათ, თანდათან, მკვეთრად იზრდება სხვადასხვა სოციალური და ფორუმ-საიტების რეიტინგები, რომლითაც განათლებული და აქტიური საზოგადოების საკმაო ნაწილი სარგებლობს. საიტებზე ყოველკვირეულად ახალი ინფორმაციის დადება საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობას გაზრდის. ყოვეთვიური ნიუსლეთერების გავრცელება

თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ დაინტერესებულ პირებს, ყოველთვიურად, ელ. ფოსტის მისამართებზე გაეგზავნებათ ელექტრონული ნიუსლეთერი, რომელშიც აღნიშნული საჯარო დაწესებულებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობას ვრცლად გაეცნობიან.

მეორე ამოცანა, რომელიც მოცემული მიზნის მიღწევაში დაეხმარება თვითმმართველობებს, მედიასთან ურთიერთობის დახვეწაა

მოსალოდნელი შედეგები კი, რაც ამ ამოცანას შეიძლება მოყვეს, არის: ორ კვირაში ერთხელ ოფიციალური ბრიფინგის ჩატარება თვითმმართველობის

ხელმძღვანელობის მონაწილეობით ოფიციალური წლიური ანგარიშის წარდგენა მედიისთვის პირველი პირების მონაწილეობით წელიწადში ორჯერ სემინარი ჟურნალისტებისთვის

ინფორმაციის გავრცელებას ხელს მედია-საშუალებები უწყობენ, ამიტომ მედიასთან უწყვეტი კონტაქტი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხემისაწვდომობას გაზრდის. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თვითმმართველობების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს ორ კვირაში ერთხელ ოფიციალური ბრიფინგების ჩატარება, წლიური ანგარიშის პრეზენტაციის ჩატარება და ჟურნალისტებისთვის წელიწადში ორჯერ სემინარის ორგანიზება, მნიშვნელოვნად მიაჩნია.

მესამე ამოცანა არის საინფორმაციო მასალების მიწოდების ზრდა

სამწუხაროდ, დღესდღეობით, ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობების შესახებ ინფორმაცია რეგიონის ყველა დასახლებას თანაბრად არ მიეწოდება. ამ ხელისშემშლელი პირობის გათვალისწინებით, პიარ-ჯგუფმა შემდეგი მოსალოდნელი შედეგი დაისახა. დასახლებებში საინფორმაციო სტენდების მოწყობა და მათი მუდმივი ინფორმაციული

განახლებარადგან სატელევიზიო და რადიო პროდუქცია ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომია და ტელევიზიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება არამარტო წერილობითი, არამედ გამოსახვითაც ხდება, ამიტომ უნდა მომზადდეს და გავრცელდეს რეგიონული ტელევიზიების და რადიოს მეშვეობით

Page 37: Public Relations Manual for Local Government

37

15-წუთიანი ტელე და რადიო გადაცემები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის თაობაზე

ს.მ№2 – მეორე მიზანი:

ჩართულობის წამახალისებელი კომუნიკაცია – დიალოგის უზრუნველოყოფა 3 ამოცანის შესრულებით არის მიღწევადი.

პირველი ამოცანა გახლავთ თვითმმართველობების რეფორმების შესახებ დიალოგის განვითარება.რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, მოქალაქეთა აზრის გაგება და გაზიარება შესაძლებელი იქნება შემდეგი მოსალოდნელი შედეგებით: ყოველთვიური საჯარო შეხვედრები საკრებულოების და გამგეობების წარმომადგენლების

მონაწილეობით რეფორმებთან დაკავშირებითნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისა თუ სიახლის დანერგვის დროს, საჭირო იქნება, საჯარო შეხვედრების ორგანიზება მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან, უშუალო ბენეფიციარებთან, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და პოლიტიკური სტრუქტურების მონაწილეობით. „წინადადებების ყუთის“ დამონტაჟება საინფორმაციო სტენდებზე

დასახლებებში არსებულ საინფორმაციო სტენდებზე განთავსებულ სპეციალურ ყუთებში უნდა შეგროვდეს წერილობითი წინადადებები და რეკომენდაციები ბენეფიციარების მხრიდან

მეორე მნიშვნელოვანი ამოცანაა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ზრდა მოქალაქეთა ჩართულობისთვის

ეს კი გულისხმობს: rustavi.gov.ge/reforms [email protected] rustavi.gov.ge /service [email protected] F A Q განახლება ყოველდღიური

თვითმმართველობის ორგანოების ახალ საიტებზე უწყებების საქმიანობასთან ერთად, უნდა იყოს ინფორმაცია რეფორმების და მომსახურების შესახებ, ხოლო სპეციალური ელ.ფოსტის მისამართების დახმარებით, მოსახლეობას უნდა შეეძლოს ჩაერთოს რეფორმების შემუშავებაში, აღნიშნულ მეილზე ისინი გადააგზავნიან თავიანთ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

მესამე ამოცანა არის თვითმმართველობასა და მომხმარებელს შორის დიალოგის განვითარება მომსახურების თაობაზე, რისთვისაც უნდა გაკეთდეს:საჯარო შეხვედრები თვეში ერთხელდიალოგის განვითარება სატელეფონო–ცენტრისა და ცენტრალური მისაღების საშუალებით

თითოეული აქ ჩამოთვლილი პუნქტის შესრულება მომსახურების ხელმისაწვდომობის ამაღლებას

sakomunikacio strategiis modeli

Page 38: Public Relations Manual for Local Government

38

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სერვისი ნებისმიერი პირისათვის უნდა იყოს მარტივად გასაგები, მაგრამ თუ ვინმე ვერ ახერხებს მის აღქმას, თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, უპასუხოს მის შეკითხვას. აქ ჩამოთვლილი დებულებები საჯარო უწყებასა და მომხმარებელს შორის დიალოგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ს.მ№3 – მესამე მიზანი

მეოთხე სტრატეგიული მიზანი არის თვითმმართველობის კომუნიკაციური პროცესის ეფექტიანი ორგანიზება. მიზანი 3 ამოცანის შესრულებით მიიღწევა.

პირველი: ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწაპიარ-სამსახურის სტრუქტურულად დახვეწა და სრულყოფა თვითმმართველობის ორგანოების წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც შეაგროვებს და შეიმუშავებს

ინფორმაციას და მოახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვას (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)

პიარ სტრუქტურების უშუალო დაქვემდებარება ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო აღწერილობა პიარ თანამშრომლებისთვის

მეორე ამოცანა არის პიარ თანამშრომლების კვალიფიკაციის ზრდათვითმმართველობის ორგანოების პიარ-სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობის სურვილია, მიიღოს მეტი პროფესიული ინფორმაცია და ჩაიდოს ინვესტიცია მათ გადამზადებაში. მოსალოდნელი შედეგები, რაც ამ ამოცანის შესრულებას შეუწყობს ხელს, არის: 1 წლის განმავლობაში პიარ თანამშრომლებისთვის უნდა ჩატარდეს ტრენინგები შემდეგი

მიმართულებებით: პიარ ტექნოლოგიები და ანტიკრიზისული პიარი საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა კვლევების ორგანიზება

მესამე ამოცანა გახლავთ შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დონეზე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების სამუშაო შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების ხშირი შეხვედრები გააადვილებს ერთიანი მიზნების მიღწევას, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს: ერთიანი შიდა ქსელი (საერთო ფოლდერი) ყოველკვირეული შეხვედრები უწყების ხელმძღვანელებსა და პიარ თანამშრომლებს შორის კორპორატიული ღონისძიება, სადაც ყველა თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას

Page 39: Public Relations Manual for Local Government

39

სამიზნე აუდიტორია

წარმატებული და ეფექტიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოების მიზნით მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მიმღების, ანუ სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა, რასაც ავტომატურად მოყვება: (1) სწორი გზავნილების შემუშავება; (2) შესაბამისი საკომუნიკაციო არხისა და (3) საკომუნიკაციო საშუალების ადექვატური შერჩევა.

ძირითადი სამიზნე ჯგუფები

ადგილობრივი მოსახლეობა (თვითმმართველი ერთეულის შიგნით მაცხოვრებლები)

გარე აუდიტორია შიდა აუდიტორია

ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებებიმერიის და მუნიციპალური საწარმოების თანამშრომლები

ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საკრებულოს წევრები

ადგილობრივი ბიზნესი საკრებულოს თანამშრომლები

ახალგაზრდები გუბერნატორის ოფისი

ლოკალური ავტორიტეტული ჯგუფები (პედაგოგები, მეცნიერები, ინტელექტუალები)

ადგილობრივი და რეგიონული სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის გარეთ მაცხოვრებლები

გარე აუდიტორია შიდა აუდიტორია

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურები

დაძმობილებული ქალაქებინაციონალური მასშტაბის მედია საშუალებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები

სამიზნე ჯგუფები – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე

ადგილობრივი მოსახლეობაუმთავრესი პრიორიტეტი მოცემული სტრატეგიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის. აღნიშნული სამიზნე ჯგუფი საკვანძო ერთეულს წარმოადგენს კომუნიკაციურ პროცესში, რაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ პირველად ინფორმაციულ მიმღებად. წინამდებარე სტრატეგიის ფარგლებში, მათი კატეგორიზაცია შეუძლებელია ადეკვატური ინფორმაციის უქონლობის გამო. შესაბამისი კვლევითი მონაცემების არსებობისას, შესაძლებელი იქნება, ზუსტად განისაზღვროს სპეციფიური მიდგომები (ინფორმაცია, კომუნიკაციური არხები და ა.შ.) მათი ფსიქო-დემოგრაფიული და სოციალური სტატუსის შესაბამისად.

sakomunikacio strategiis modeli

Page 40: Public Relations Manual for Local Government

40

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

გარე აუდიტორიააღნიშნულ ჯგუფში იგულისხმება მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ლოკალურ დასახლებებში ავტორიტეტულ გაერთიანებებს წარმოადგენენ, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე განვითარების კონტექსტში, მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, ინტელექტუალური ელიტა და ახალგაზრდობა.

შიდა აუდიტორიააღნიშნული პროექტის ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანია, საქალაქო და რეგიონალური სამთავრობო სტრუქტურების – მერიის, საკრებულოს, გუბერნატორის ოფისის და სხვა მუნიციპალური თუ რეგიონალური ორგანოების თანამშრომელთა ერთიანი სტილით ინფორმირება, რადგან ისინი ე.წ. დამხმარე კომუნიკატორების როლში გამოდიან.

სამიზნე ჯგუფები – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის გარეთ

საერთაშორისო ორგანიზაციები და დაძმობილებული მუნიციპალიტეტებისაერთაშორისო-საინვესტიციო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, თუ სხვა სახის პროექტების განხორციელება ქვემო ქართლში უმნიშვნელოვანესია რეგიონის განვითარებისა და მისი მომავალი გეგმების შესრულების საქმეში, შესაბამისად, დიდი როლი ენიჭება საერთაშორისო დონორებთან და უცხოურ მუნიციპალიტეტებთან მიზანმიმართულ ინფორმაციულ ურთიერთქმედებას.

საქართველოს ხელისუფლებაცენტრალური ხელისუფლება, მათ შორის, არამხოლოდ აღმასრულებელი, აუცილებელი მხარდამჭერია რეგიონალური და ადგილობრივი ცვლილებების განხორციელების საქმეში და მათი ინფორმირება, ამასთან, ერთგვარი ანგარიშგების ფორმასაც ატარებს.

ეროვნული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებიქვემო ქართლის, როგორც წამყვანი რეგიონის პოზიციონირება და აღნიშნული მესიჯის არსებობის უფლება, დამოკიდებულია სწორედ ეროვნული მასშტაბის მასმედიისა და საზოგადოებრივი სექტორის აღიარებაზე.

Page 41: Public Relations Manual for Local Government

41

შეტყობინებები და საკომუნიკაციო არხები

ძირითადი გზავნილები

მიზნობრივი ჯგუფები მესიჯები

თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობა

გამგეობა და საკრებულო ბევრს იღწვიან ნათელი მომავლისთვის

დასახლება ყველასია და ყველამ უნდა იზრუნოს მის განვითარებაზე

თითოეული მოქალაქის მონაწილეობა აუცილებელია საბოლოო შედეგისთვის

ავტორიტეტული ჯგუფები

გამგეობა და საკრებულო მაქსიმალურად დაეხმარებიან ადგილობრივ ბიზნესს

ავტორიტეტული ჯგუფების არსებობა და მათი ჩართულობა აუცილებელი პირობაა ქალაქის განვითარებისთვის

ადგილობრივი ხელისუფლება

ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, მნიშვნელოვანია, ახალი იდეები და ჯანსაღი ინიციატივა

შეთანხმებული მუშაობა, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რაც არ ნიშნავს პრობლემების არდანახვას და წაყრუებას

ცენტრალური ხელისუფლება

ქვემო ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით

ქვემო ქართლი პოლიტიკურად სტაბილური რეგიონია

ეროვნული მედია/არასამთავრობოები

ქვემო ქართლის თვითმმართველობების საქმიანობა ყველასთვის ღია და გამჭვირვალეა

ეფექტური სოციალური და ჰუმანიტარული საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებისთვის ქვემო ქართლი ხელსაყრელი ადგილია

უცხოელები

ინდუსტრიულად განვითარებული რუსთავი და აგრარულად მოწინავე ქვემო ქართლი, მიმზიდველია სხვადასხვა საინვესტიციო/ეკონომიკური და სოციალური პროექტებისთვის

sakomunikacio strategiis modeli

Page 42: Public Relations Manual for Local Government

42

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

საკომუნიკაციო არხები

მრავალმხრივი და ფართო სტრატეგიული მიზნების არსებობის გამო, მათ მისაღწევად, საჭიროა, სხვადასხვა ტიპის შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენება:

მიზნობრივი ჯგუფები არხები

ადგილობრივი მოსახლეობა

ტელევიზია რადიო პრესა პირდაპირი კომუნიკაცია ცხელი ხაზი ინტერნეტი

ავტორიტეტული ჯგუფები პირდაპირი კომუნიკაცია ტელევიზია ინტერნეტი

ადგილობრივი ხელისუფლება პირდაპირი კომუნიკაცია

ცენტრალური ხელისუფლება ტელევიზია პრესა პირდაპირი კომუნიკაცია

ეროვნული მედია/არასამთავრობოები ინტერნეტი ტელევიზია პირდაპირი კომუნიკაცია

უცხოელები ინტერნეტი ინგლისურენოვანი პრესა

Page 43: Public Relations Manual for Local Government

43

კომუნიკაციური საშუალებები

მუდმივმოქმედი კომუნიკაციის სისტემა

ცხელი ხაზიცხელი ხაზი, როგორც წესი, კომუნიკაციური ურთიერთქმედების ყველაზე გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს ჩვენ ქვეყანაში. საკომუნიკაციო საშუალებებზე, მეტ-ნაკლებად, შეზღუდული ხელმისაწვდომობის ფონზე, ცხელი ხაზი, ძალზედ ქმედითი საშუალებაა. ამასთან, ოპერატიულობის თვალსაზრისით, აღნიშნული მეთოდი შეუცვლელია.

იმისათვის, რომ ცხელი ხაზის ფუნქციონირება იყოს ადექვატური, ეფექტური და მდგრადი ხასიათის მატარებელი, საჭიროა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება:

ცხელი ხაზი უნდა იყოს ერთიანი, ანუ უნდა არსებობდეს საერთო ნომერი ყველა სტრუქტურისთვის

ცხელი ხაზის საქმიანობა შესაბამისი ნორმატიული აქტით (ბრძანება) უნდა იყოს რეგულირებული და რეგლამენტირებული

ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია და მასზე რეაგირება უნდა იყოს დოკუმენტალურად აღრიცხული. პერიოდულად კი, უნდა ხდებოდეს ამ მონაცემების ანალიზი.

მოქალაქეთა მისაღები/საჯარო ინფორმაციასაქართველოში დღემდე მძლავრად არის გამჯდარი სახელმწიფო უწყებებთან და, განსაკუთრებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან უშუალოდ ურთიერთობების აუცილებლობის სტერეოტიპული წარმოდგენა. ნებისმიერ მოქალაქეს, ურჩევნია, თავად მივიდეს მერიაში ან საკრებულოში და პირადად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, იმის მაგივრად, რომ ისარგებლოს ტელეფონით ან ინტერნეტით. ამასთან, ხშირად, მერიაში მისვლა აუცილებლობასაც წარმოადგენს და ეს პროცესი უნდა იყოს გამართული და მოქალაქისთვის დამაკმაყოფილებელი.

ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების შენობების ერთიანი მისაღებების გაკეთებას შენობების ფოიეებში, სადაც მუნიციპალიტეტის სერვისებით მოსარგებლე -ნებისმიერი მომსვლელი (1) დროის ნაკლები დანაკარგის; (2) მაქსიმალური კონსულტაციის მიღებისა და (3) „ერთი ფანჯრის პრინციპის” გამოყენებით, მიიღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას, საბუთს, რჩევას თუ სხვ.

საზოგადოებრივი საბჭო3 საზოგადოებრივი საბჭო მძლავრი საიმიჯო იარაღია სახელმწიფო სტრუქტურების ხელში, რადგან ის მიუთითებს მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის საჯაროობაზე და ნებისმიერი მოქალაქის მის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

3 რუსთავის მერიაში უკვე შეიქმნა მსგავსი სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობს თვითმმართველი ქალაქის ხელისუფლებასთან

sakomunikacio strategiis modeli

Page 44: Public Relations Manual for Local Government

44

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა საბჭომ რეალურად იფუნქციონიროს, იყოს ეფექტური და მდგრადი, საჭირო იქნება, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება:

საზოგადოებრივი საბჭოს წევრები უნდა იყვნენ აბსოლუტურად აპოლიტიკურები საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი უნდა ირჩეოდეს როტაციის წესით, ყოველ სამ თვეში

ერთხელ საბჭოს საქმიანობა შესაბამისი ნორმატიული აქტით (ბრძანება) უნდა იყოს რეგულირებული და

რეგლამენტირებული საზოგადოებრივი საბჭოს რეკომენდაციები და მათზე რეაგირება უნდა იყოს დოკუმენტალურად

აღრიცხული. პერიოდულად კი, ხდებოდეს ამ მონაცემების ანალიზი.

ვებ-გვერდი და მაილინგ-ლისტიოფიციალური ვებ-გვერდი წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას, როგორც ლოკალურ, ასევე ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, ამ მედია საშუალებას შეზღუდული სამიზნე ჯგუფი გააჩნია, თუმცა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ის საკმაოდ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების, დონორების და მედიას შორის ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. ვებ-გვერდებით ინფორმაციის მიღება, ასევე შეუძლიათ პოტენციურ ტურისტებსაც.

თვითმმართველობის ვებ-გვერდზე მოხდება მუდმივი ინფორმაციის მიმოცვლა და საქმიანობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ახალი საინფორმაციო მასალების — საინფორმაციო წერილების, ანონსების, ასევე ვაკანსიების თუ სატენდერო განცხადებების განთავსება. ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს საჯარო უწყების გამჭირვალეობას და უზრუნველყოფს სპეციფიკური სამიზნე ჯგუფების მუდმივ ინფორმირებულობას (მაილინგ-ლისტი).

ნიუსლეთერინიუსლეთერიც, ვებ-გვერდის მსგავსად, წარმოადგენს პიარის ინტერნეტ საშუალებას, რომელსაც თავისი გარკვეული პერიოდულობა გააჩნია. თვეში ერთხელ, მაილინგ-ლისტის საშუალებით, უნდა მოხდეს ელექტრონული ნიუსლეთერის გავრცელება, რომელიც საკრებულოების, გამგეობებისა და მერიის საქმიანობის ერთგვარ მოკლე ანგარიშს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული კომუნიკაციური საშუალების სპეციფიურობიდან გამომდინარე, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ფოტო და ვიზუალური მასალების განთავსებაზე და ნაკლები ყურადღება გამახვილდეს ტექსტზე.

მედიასთან ურთიერთობაფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებას მასობრივი მედია საშუალებები წარმოადგენენ. მათი დახმარებით, შესაძლებელია, კონკრეტული შეტყობინებების მიტანა სამიზნე ჯგუფებამდე, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინფორმირებულობის დონე პროექტის მიზნებთან, ამოცანებთან, მიმდინარეობასთან და კონკრეტულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების ბაზა და პრეს-კიტიპირველ ეტაპზე, მედიასთან სრულფასოვანი ურთიერთქმედებისათვის, საჭიროა, ჟურნალისტების

Page 45: Public Relations Manual for Local Government

45

სრულყოფილი ბაზის შემუშავება, სადაც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება ის სფეროები, რისი გაშუქებითაც არიან მედიის ესა თუ ის წარმომადგენლები დაინტერესებულები. ბაზის გარდა, აუცილებელია, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის მიერ მომზადდეს სპეციალური პრეს-კიტი, რომელშიც შევა შემდეგი სახის ინფორმაცია:

ძირითადი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის სერვისების აღწერა ფოტო არქივი ვიდეო მასალების არქივი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ბიოგრაფიები სტატისტიკური მონაცემები

პრეს-კიტი უნდა იყოს მზად, როგორც ელექტრონული, ასევე ამობეჭდილი სახით, რათა ნებისმიერ დროს მოხდეს დაინტერესებული ჟურნალისტისთვის მისი მიწოდება. მედიის წარმომადგენლებისთვის რაიმე სპეციალური სივრცის არსებობა, სადაც მოხდება მათი შეკრება, ძალზედ ეფექტური იქნება.

პრეს-რელიზიმედიის მუდმივი ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილია, მათი მუდმივი საინფორმაციო უზრუნველყოფა პრეს-რელიზების დახმარებით. რა თქმა უნდა, ეს არ მოგვცემს სრულფასოვან შედეგს ინფორმაციის გაშუქების თვალსაზრისით, თუმცა უზრუნველყოფს მედიის მუდმივ ჩართულობას პროექტის მიმდინარეობაში.

თითოეული პრეს-რელიზი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებით და აღწერდეს, თუ ვინ, რა, სად, როდის, რა მიზნით განახორციელა (ან განახორციელებს მომავალში) აღნიშნული აქტივობა — პრეს-კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა, ღია დებატები და ა.შ. იგი უნდა თავსდებოდეს განსაკუთრებული დიზაინის გვერდზე, სადაც მითითებული იქნება ვიზუალური ატრიბუტიკა და საკონტაქტო ინფორმაცია.

მედია ღონისძიებებიმოცემული სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, სიახლეებთან და თვითმმართველი ქალაქისთვის პრიორიტეტული პროექტების თაობაზე, მიზანშეწონილია, მოეწყოს ჟურნალისტებისთვის სპეციალური ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება, მათ შორის: (1) პრეს-კონფერენციები/ბრიფინგები (2) ტრეინინგ-სემინარები; (3) მედია-ტურები; (4) ჟურნალისტების კონკურსები და სხვ.

საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მათი ჩართულობისა და დაინტერესების დონის გაზრდის მიზნით, უმჯობესია, შეირჩეს ისეთი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად მუშაობს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე და რომელთა კომპეტენტურობა ხელს შეუწყობს სტრატეგიული მიზნების სრულფასოვან რეალიზაციას.

საინფორმაციო მასალები

საინფორმაციო ლიფლეტების შემუშავება მიზანშეწონილი ინფორმაციის მარტივი ფორმით გადაცემის მიზნით. მათი თვითღირებულება დაბალია, ხოლო ინფორმატიულობის თვალსაზრისით, ის საკმაოდ

sakomunikacio strategiis modeli

Page 46: Public Relations Manual for Local Government

46

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ძლიერ საშუალებას წარმოადგენს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციისას.

მოცემული სტრატეგიის განმახორციელებელი ერთეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით, შეიმუშავებს საინფორმაციო ფორმატს. ლიფლეტები შეიქმნება სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა თემების შესახებ, რადგან შესაძლებელი იყოს შემცველი ინფორმაციის გადაცემა, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.

საინფორმაციო წერილისაინფორმაციო წერილი წარმოადგენს თვითმმართველობების მოკლე, ერთჯერად ბეჭდვით გამოცემას ქართულ და ინგლისურ ენებზე და შეიცავს რწმუნებულის ოფისის, გამგეობის, მერიისა და საკრებულოს მუშაობის მოკლე აღწერილობებს/სტატიებს და სტატისტიკურ მონაცემებს საქმიანობების მიმდინარეობასთან, ფუნქციებთან დაკავშირებით. ამ სახით აღნიშნული საინფორმაციო წერილები უზრუნველყოფენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მაქსიმალურ გამჭირვალეობას და მოახდენენ საინფორმაციო უზრუნველყოფას მოკლევადიან ჭრილში.

შესაბამისად, აღნიშნული წერილების გავრცელება უნდა მოხდეს პროექტის მთელ სამოქმედო არეალზე, კომუნიკაციური ბალანსის შენარჩუნების მიზნით (აუცილებელია, ინფორმაციის თანაბარი გადანაწილება და თითოეული რეგიონის მაქსიმალური დაფარვა). აღნიშნული საინფორმაციო წერილები გავრცელდება, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით.

პოსტერები და დასაკრავი ფურცლებიაღნიშნული მედია საშუალების ძლიერ მხარეს მისი ხელმისაწვდომობა და იოლი აღქმა წარმოადგენს. აღნიშნული პოსტერები თუ დასაკრავი ფურცლები (Sticks) უნდა გავრცელდეს/გაიკრას მასობრივი თავშეყრის ადგილებში (ტრანსპორტის გაჩერებებთან, საბანკო დაწესებულებებში, თვითმმართველობის შენობაში და ა.შ.) ნებისმიერი სიახლისა თუ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ.

კალენდარი/ბლოკნოტისაიმიჯო ტიპის და ასევე ინფორმატიული შინაარსის საინფორმაციო მასალას, რომელიც საქართველოში ძალზედ გავრცელებულია, არის კორპორატიული კალენდარი და ყოველდღიური ბლოკნოტი, სადაც მუნიციპალიტეტის შესახებ მცირე ინფორმაციასთან ერთად, საჭირო იქნება ადგილობრივი ღირშესანიშნაობების და/ან რიგითი მოქალაქეების ფოტო მასალის გამოქვეყნება. კალენდრის უპირატესობა მისი ხანგრძლივი გამოყენების პერსპექტივაში მდგომარეობს, რადგან შესაძლებელია, მუდმივად ერთი და იმავე მესიჯების გამოყენება.

მედია პროექტები

სატელევიზიო გადაცემები წარმოადგენენ ღია განხილვისა თუ ვრცლად ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს. პროექტის სირთულიდან გამომდინარე, საკმაოდ პრობლემურია მისი შინაარსის სრული გადაცემა მხოლოდ ნაბეჭდი მასალების გამოყენებით. აღნიშნული მიზნით, უნდა შეიქმნას კონკრეტული საინფორმაციო, ანალიტიკური თუ თოკ-შოუს ტიპის გადაცემები, სადაც განხილული

Page 47: Public Relations Manual for Local Government

47

იქნება მუნიციპალიტეტის მიმდინარე საქმიანობების გარშემო არსებული პრობლემები, პროექტის მიზნები, ამოცანები და პრობლემების გადაჭრის შესაბამისი გზები.

სტატიებისაინფორმაციო სტატიები უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს სხვადასხვა სახის ინფორმაციის (პოზიტიური და ნეგატიური) გავრცელებისათვის. როგორც ნაციონალური, ასევე რეგიონალური პრესა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფით ხელი შეუწყოს პროექტის სრულფასოვან განხორციელებას.

კომუნიკაციური სტრატეგიის განმახორციელებელი ერთეული, რომელიც შეიმუშავებს მედია წარმომადგენლების მონაცემთა ბაზებს და დაამყარებს მჭიდრო ურთიერთობებს სხვადასხვა მედია არხებთან, უზრუნველყოფს ნაბეჭდი მასალების კორექტულობასა და ინფორმატიულობას შესაბამისიშეფასებითი მექანიზმების გამოყენებით (მედია მოცვა, შიგთავსის ანალიზი და ა.შ.).

ვიდეო რგოლებისპეციფიური მიზნების და არსებული პროექტების მიმდინარეობის თუ სხვა კონკრეტული ინფორმაციის გადაცემის მიზნით, მიზანშეწონილია, სარეკლამო-სატელევიზიო რგოლების მომზადება. აღნიშნული რგოლების დატვირთა იქნება ორმაგი – საინფორმაციო და საგანმანათლებლო. პირველ შემთხვევაში, საინფორმაციო რგოლების აუცილებლობა განპირობებულია სწორი ინფორმაციის მიღებით, ხოლო მეორე შემთხვევა კი — გარკვეული პროცედურების სწავლების მიზნით.

რადიო სპონსორობა/რადიო გადაცემებირადიოში მედია პროექტების განხორციელება შედარებით ნაკლებ მატერიალურ-ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, თუმცა სამიზნე აუდიტორიის მოცვის თვალსაზრისით, არ ჩამოუვარდება სხვა მედია საშუალებებს. ამასთან, რადიო გადაცემების ფორმატი უფრო ინტერაქტიულია, რაც მეტად უხდება მუნიციპალიტეტის კომუნიკაციის სპეციფიკას.

გარე რეკლამანებისმიერი სიახლის, სწრაფად გასავრცელებელი ინფორმაციის, საიმიჯო თუ სხვა სახის პროექტების თაობაზე კომუნიკაციის ეფექტურად საწარმოებლად, მნიშნველოვანია, გარე რეკლამის ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა:

ბილბორდი ქუჩაზე გადაკიდებული ბანერი რეკლამა ავტობუსებზე ქუჩების მანიშნებლები/ნომრები (აღნიშნული საშუალებების გამოყენება დამატებითი შემოსავლის

წყაროს სახითაც შეიძლება)

sakomunikacio strategiis modeli

Page 48: Public Relations Manual for Local Government

48

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

პირდაპირი კომუნიკაციაშეხვედრებიპირდაპირი კომუნიკაცია უზრუნველყოფს პროექტის სწორ და ადექვატურ აღქმას ისეთი სამიზნე ჯგუფების მხრიდან, რომელთა მხარდაჭერასაც საჭიროებს მიმდინარე პროექტი (სამთავრობო სტრუქტურები ყველა დონეზე, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები და ა.შ.). შესაბამისად, ამ შეხვედრების პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს ლოკალურ დონეზე ჩართულ ერთეულებთან – კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან. მათ შორის:

სტუდენტებთან პედაგოგებთან ბიზნესის წარმომადგენლებთან დევნილებთან პენსიონერებთან ექიმებთან მსხვილი საწარმოების პერსონალთან

მსგავსი შეხვედრების გარდა, მნიშნველოვანი იქნება, კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათის ღია კარის დღედ გამოცხადება, რომლის განმავლობაშიც, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები პირადად მიიღებენ მოქალაქეებს და გაესაუბრებიან მათ.

ვორკშოპებივორკშოპები გვაძლევს თემის ფართოდ განხილვის საშუალებას მცირე ჯგუფებთან, რაც საკმაოდ კარგ საშუალებას წარმოადგენს ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფებს, რომელთა ინფორმირებულობის დონე უნდა შეესაბამებოდეს მათ პროექტში ჩართულობას.

თითოეულ რეგიონში ჩატარდება ვორკშოპი, სადაც ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ თვითმმართველობის ორგანოებს სრულფასოვნად მიეწოდება ინფორმაცია პროექტის შესახებ, განისაზღვრება მათი როლი და პროექტში ჩართულობის ხარისხი.

დამოუკიდებელი პიარ პროექტები

საიმიჯო პროექტებითვითმმართველობის ორგანოების სამომავლო პრიორიტეტებიდან, რაც სტრატეგიის გეგმაში არის ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვანია, მისი იმიჯის მკვეთრი გაჯანსაღება საკომუნიკაციო პროექტების განხორციელების გზით. მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული რეგიონისთვის კი, მნიშნველოვანია, (1) ადგილობრივი ბიზნესის ხელშწყობაზე და (2) ახალგაზრდობის ჩართულობაზე მიმართული პიარ კამპანიების განხორციელება, თუმცა ქვეყნის სპეციფიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება, ასევე (3) სოციალური ტიპის პროექტების დანერგვაც.

Page 49: Public Relations Manual for Local Government

49

კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან

მომდევნო ცხრილი ასახავს იმ ძირითად საშუალებებს, რომელიც გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფებთან სწორი და მიზანმიმართული კომუნიკაციის დასამყარებლად.

კომუნიკაცია ფართო მოსახლეობასთან

მუდმივმოქმედი კომუნიკაცია

ცხელი ხაზი

ვებ-გვერდი

მოქალაქეთა მისაღები

პირდაპირი კომუნიკაცია პირისპირ შეხვედრები

ღია კარის დღეები

მედია პროექტები

ტელეგადაცემები

ვიდეო რგოლები

რადიო გადაცემები

სტატიები

გარე რეკლამა

საინფორმაციო მასალებისაინფორმაციო ლიფლეტები

პოსტერები და დასაკრავი ფურცლები

ადგილობრივი მედია, ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდები

მუდმივმოქმედი კომუნიკაცია

ვებ-გვერდი და მაილინგ-ლისტი

საზოგადოებრივი საბჭო

ნიუსლეთერი

მედიასთან ურთიერთობაპრეს-რელიზი

მედია ღონისძიებები

საინფორმაციო მასალებისაინფორმაციო წერილი

კალენდარი

მედია პროექტები

ტელეგადაცემები

ვიდეო რგოლები

რადიო გადაცემები

სტატიები

პირდაპირი კომუნიკაციაშეხვედრები

ვორკშოპები

პიარ კამპანიები საიმიჯო პროექტები

ადგილობრივი ხელისუფლება

მუდმივმოქმედი კომუნიკაციავებ-გვერდი და მაილინგ-ლისტი

ნიუსლეთერი

საინფორმაციო მასალებისაინფორმაციო წერილი

კალენდარი

მედია პროექტები სტატიები

პირდაპირი კომუნიკაცია შეხვედრები

sakomunikacio strategiis modeli

Page 50: Public Relations Manual for Local Government

50

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ცენტრალური ხელისუფლება

მუდმივმოქმედი კომუნიკაციავებ-გვერდი და მაილინგ-ლისტი

ნიუსლეთერი

საინფორმაციო მასალებისაინფორმაციო წერილი

კალენდარი

მედია პროექტები სტატიები

ეროვნული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მუდმივმოქმედი კომუნიკაციანიუსლეთერი

ვებ-გვერდი და მაილინგ-ლისტი

მედიასთან ურთიერთობაპრეს-რელიზი

მედია ღონისძიებები

საინფორმაციო მასალებიკალენდარი

საინფორმაციო წერილი

მედია პროექტებიტელეგადაცემები

სტატიები

პირდაპირი კომუნიკაციაშეხვედრები

ვორკშოპები

დონორი ორგანიზაციები, დაძმობილებული ქალაქები, უცხოელი ინვესტორები

მუდმივმოქმედი კომუნიკაციავებ-გვერდი და მაილინგ-ლისტი

ნიუსლეთერი

საინფორმაციო მასალებისაინფორმაციო წერილი

კალენდარი

პირდაპირი კომუნიკაციაშეხვედრები

ვორკშოპები

Page 51: Public Relations Manual for Local Government

51

შეფასების ანგარიშგების პროცედურა

ქვემო ქართლის თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო სტრატეგიის პროცესის შესრულების მონიტორინგი და შეფასება, რომლის მექანიზმებიც წინა თავებშია მოცემული, მკაცრად განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე წარიმართება. აღსანიშნავია, რომ მოცემული დოკუმენტის, როგორც სტრატეგიული, ასევე სამოქმედო ნაწილი, არ წარმოადგენს თვითმმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოების საბოლოო პრინციპს და არის მხოლოდ დღევანდელი ხედვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მასში ცვლილებების შეტანის და მუდმივი დახვეწის პროცედურების არსებობაც.

ამისათვის, მნიშვნელოვანია, თვითმმართველობების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიერ საკომუნიკაციო პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან. პირველ ეტაპზე, სამი თვის შემდეგ, ხოლო შემდეგ, ყოველ 6 თვეში ერთხელ პიარ განყოფილებების მიერ უნდა მომზადდეს სამოქმედო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში, რომელიც შემდეგ ინფორმაციას მოიცავს:

რა საქმიანობა იყო ამ დროისთვის დაგეგმილი რა და როგორ შესრულდა მოცემული პერიოდის განმავლობაში რა ვერ განხორციელდა და რა იყო ამის მიზეზი რეკომენდაციები იმ ცვლილებების თაობაზე, რაც უნდა განხორციელდეს გეგმის ადექვატურად

შესასრულებლად და ხელისშემშლელი პირობების გასანეიტრალებლად რა უნდა შეიცვალოს თავად გეგმაში ახალი რეალობის გათვალისწინებით

ქვემო ქართლის თვითმმართველობების კომუნიკაციური სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადებისა და გავრცელების პროცესი გავლენას უნდა ახდენდეს თავად გეგმისა და, ზოგადად, სტრატეგიის დახვეწაზეც, რაც შემდეგი სქემის გამოყენებით უნდა ხდებოდეს:

sakomunikacio strategiis modeli

Page 52: Public Relations Manual for Local Government

52

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ამასთან, მნიშვნელოვანია, ანგარიშგების მიმართულებების განსაზღვრა, რადგან გეგმის შეფასებისა და დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ბევრი რგოლი უნდა იყოს ჩართული, დაწყებული საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირებიდან, დამთავრებული მთავარი გადაწყვეტილების მიმღებამდე. ინფორმაციის გაცვლა და გაუმჯობესების პროცედურა შემდეგი სქემის მიხედვით უნდა წარიმართოს:

Page 53: Public Relations Manual for Local Government
Page 54: Public Relations Manual for Local Government

54

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა

მოცემული სტრატეგიის მესამე მიზანი პირდაპირ მიუთითებს ქვემო ქართლის თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწაზე იმ მიზნით, რომ პიარი და კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი გახდეს.

საბოლოოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის მიდგომა ასე ჩამოყალიბდა:

ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეული, ხოლო სადაც არის, დაერქვას

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც პასუხს აგებს ინფორმაციის აკუმულირების, შექმნის, ანალიზის, პროგნოზირებისა და პიარის განხორციელების პროცესზე. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული უნდა იყოს

უშუალოდ პირველი პირის დაქვემდებარებაში

ამასთან, სამი წლის განმავლობაში აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის კუთხით

აღნიშნული ცვლილებები დაეხმარება სამმართველოს თანამშრომლებს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ:

გადაწყვეტილების მიღებაში (საკომუნიკაციო და სხვა სახის კამპანიების ბიუჯეტის განსაზღვრა და რეკომენდაციების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის)

დავალებების დაგეგმვის პროცესში ეფექტიან ანგარიშგებაში

გამომდინარე იქიდან, რომ, მნიშვნელოვანია, მოცემული სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომელიც ასევე გაუწევს კოორდინაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და, ზოგადად, კომუნიკაციის პროცესს, შესაბამისად:

Page 55: Public Relations Manual for Local Government

55

1. პიარ სამსახურის უფროსებმა უნდა შეასრულონ თვითმმართველობის პრეს–სპიკერის ფუნქცია, რომელიც პირადად იქნება მედიასთან

ურთიერთობაზე პასუხისმგებელი

2. სამსახურის საშტატო განრიგი უნდა განისაზღვროს საშუალოდ 5 ადამიანით, რომელთაც საქმიანობის შემდეგი ტიპის გადანაწილება ექნებათ:

თანამდებობა ფუნქციები

უფროსი

1) თათბირების დანიშვნა და წარმართვა2) საზოგადოებრივი საბჭოს კოორდინაცია3) თანამშრომლების ხელმძღვანელობა4) ანგარიშვალდებულება მინისტრთან

მედია მენეჯერი

1) მედიასთან ურთიერთობა2) ნიუსლეთერის გავრცელება3) პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება4) ჟურნალისტების ბაზის მართვა5) მედია მონიტორინგი

ვებ–მენეჯერი

1) საიტის განახლება2) ვების ადმინისტრირება3) სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება4) ინგლისურის კარგად ცოდნა5) ინგლისურად თარგმნა

ღონისძიებების მენეჯერი

1) საჯარო შეხვედრების ორგანიზება2) ბრიფინგების, პრეს-კონფერენციების მოწყობა3) რეგიონული ღონისძიებების მართვა4) ბენეფიციარებში ინფორმაციის გავრცელება

(რეგიონული სამსახურების დახმარებით)

ტექნიკური მენეჯერი

1) ფოტოგრაფია2) ვიდეო ოპერატორობა3) მონტაჟი4) არქივაცია

საქმიანობის გადანაწილებასთან ერთად, უნდა მომზადდეს თითოეული თანამშრომლის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

rekomendaciebi

Page 56: Public Relations Manual for Local Government

56

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

შიდა კომუნიკაციის დახვეწა

თვითმმართველობის ორგანოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისა და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამშრომლების უფრო მეტი ჩართვა შიდა კომუნიკაციების (შიდა პიარის) და, მათ შორის, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების საქმეში, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს ზოგადად საკომუნიკაციო პროცესის გაუმჯობესებაში.

შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საქმიანობა განხორციელდება ერთიანი პრინციპით და ერთიანი პროცედურებით, რომელსაც ციკლური ხასიათი აქვს და ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზეა მოცემული.

სტრატეგიაზე მომუშავე გუნდის წევრები უნდა აცნობიერებდნენ, რომ შიდა კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელება გარკვეული სახის ფორმალიზებული პროცედურების განუხრელ დაცვასთან არის დაკავშირებული. პროცედურების შინაარსიდან გამომდინარე, სასურველია, მოხდეს დოკუმენტ-ბრუნვისა და სხვა საერთო წესებზე შეთანხმება, რომელიც გაწერილი იქნება ე.წ. გაიდლაინების სახით.

სამიზნე აუდიტორიასთან შიდა კომუნიკაციის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. განისაზღვრა დრო, მონაწილეთა ვინაობა, ფორმატი, მიზანი და მოსალოდნელი შედეგი.

შიდა კომუნიკაციის დახვეწის საბაზისო ინსტრუმენტებია:

1. პიარ ერთეულების თანამშრომლების ყოველდღიური თათბირი1.1. ჩართულობა და კორექტირების შეტანა გეგმაში

Page 57: Public Relations Manual for Local Government

57

2. თათბირი ხელმძღვანელ პირებთან კვირაში ერთხელ2.1. განვლილი პერიოდის ანალიზი და შემდგომი პერიოდის დაგეგმვა2.2. ორკვირიანი ცხრილი/გრაფიკი2.3. ადმინისტრაციის უფროსთან აკუმულირება

3. შიდა კვლევა წელიწადში ოთხჯერ3.1. სიტუაციის ანალიზი3.2. რეკომენდაციები ხელმძღვანელობას

4. ერთიანი ფოლდერი კომპიუტერულ ქსელში4.1. ღონისძიებების კალენდარი4.2. მონაცემთა ბაზა4.3. ნებისმიერი სიახლე

5. შეხვედრები ადგილებზე (დასახლებებში) თვეში ერთხელ5.1. ინფორმაციის გავრცელება5.2. ურთიერთობების ჩამოყალიბება5.3. უკუკავშირი

6. კორპორატიული შეხვედრები წელიწადში ერთხელ6.1. გუნდის შეკავშირება6.2. მოტივაციის ამაღლება

rekomendaciebi

Page 58: Public Relations Manual for Local Government

58

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

ვიზუალური იდენტიფიკაცია და ერთიანი ბრენდინგი

ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების საერთო ვიზუალური იდენტიფიკატორების უცვლელი სახით გამოყენება, მნიშვნელოვანია, საკომუნიკაციო პროცესის წარმოების დროს. ამასთანავე, აუცილებელია, თანამშრომლების გარეგნული სახის ადექვატური კონტროლი და ზოგადი „დრეს–კოდის“ არსებობაც.

შესაბამისად, უნდა მოხდეს:

1. ერთიანი ვიზუალური დიზაინის ე.წ. ბრენდ-ბუქის შემუშავება, რომელშიც მოხდება დოკუმენტაციის, აქსესუარებისა და სარეკლამო-საინფორმაციო

მასალების ერთიანი ვიზუალური სახის შექმნა2. რეკომენდაციების შემუშავება თანამშრომლების ჩაცმულობაზე

ბრენდ–ბუქის შემუშავების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგი მასალების დიზაინის მომზადებაზე:1. დოკუმენტაცია ბლანკი სავიზიტო ბარათები შიდა და გარე წერილი ელ. ფოსტის ფორმატი

2. აქსესუარები მანქანის გასაფორმებელი ლოგო შენობებზე დასაკიდებელი დაფა სახელის მანიშნებელი (ორენოვანი) ალამი კალამი ჭიქა ჰალსტუხი/ყელსახვევი პარკი/ჩანთა

3. სარეკლამო-საინფორმაციო მასალები პრეს-რელიზი მედია ანონსი ნიუსლეთერი ფლაერი ბროშურა წლიური ანგარიში საპრეზენტაციო ფაილი

Page 59: Public Relations Manual for Local Government

59

საკომუნიკაციო კრიზისების მართვა

ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის წარმოების დროს, განსაკუთრებით კი ისეთ ჯგუფთან, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბენეფიციარები, მნიშვნელოვანია, არსებობდეს პიარ კრიზისის მართვის წინასწარ ჩამოყალიბებული სისტემის არსებობა, რომლის ამუშავებაც რეალური პრობლემის „გამოჩენისთანავე“ მოხდება. მოცემული საკომუნიკაციო სტრატეგიის აღმასრულებელი რგოლისთვის, აუცილებელია, ამ საკითხის სწორად გააზრება და მისადმი სრული პასუხისმგებლობით მიდგომა.

კრიზისის ძირითადი ტიპოლოგია 4

მოულოდნელი კრიზისები

ამგვარი სახის კრიზისი ყველაზე მეტად საშიშია, რადგან მისი მოულოდნელი განვითარების გამო, მეტად მცირე დრო რჩება მომზადებისათვის. ამ კრიზისებს, მეტწილად, წარმოშობს ფორს-მაჟორული გარემოებები, რომელთა მართვა და პროგნოზირება, ფაქტიურად, შეუძლებელია.

განვითარებადი კრიზისები

ასეთი სახის კრიზისები მწიფდება საკმაო პერიოდის მანძილზე, რის გამოც, მათი პროგნოზირება და შემდგომი მართვა, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია.

მდგრადი კრიზისები

ასეთი სახის კრიზისები შეიძლება გრძელდებოდეს კვირებისა და თვეების მანძილზე, მათი შეჩერება სირთულეს წარმოადგენს, რადგან მათი ესკალაცია, ძირითადად, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის ჭორი, მას-მედიის საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია და ა.შ.

ძირითადი შეცდომები კრიზისის დაძლევის პერიოდში

ყოყმანი, რომელიც აღიქმება საზოგადოების მხრიდან, როგორც გაურკვევლობა და გულგრილობა, არაკომპეტენტურობა ან მოუმზადებლობა;

„ბურუსით მოცვა“, რასაც საზოგადოება არაკეთილსინდისიერებად და რაღაცის დამალვის მცდელობად აღიქვამს;

შურისძიება, რომელიც ამძაფრებს შექმნილ ვითარებას და აძლიერებს ემოციურ ფონს; თავის არიდება ან არაგარკვევითობა, რაც ყველაზე დიდ პრობლემებს ქმნის (სიმართლე

შეუცვლელია!); დოგმატური ყბედობა და დემაგოგია, რაც ართულებს საზოგადოების მხრიდან რეალური

ვითარების აღქმას; კონფრონტაცია, რომელიც ქმნის ქმედების ილუზიას, ყველა დაძაბულია, რეალურად, საქმეს

არავინ აკეთებს და კრიზისი მძაფრდება.

4 კრიტიკულ ცვლადს მოცემულ სისტემაში წარმოადგენს დრო

rekomendaciebi

Page 60: Public Relations Manual for Local Government

60

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

მართვა კრიზისის პირობებში

თუ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა კრიზისის წინა პრობლემების მართვის გზით კრიზისიდან თავის დაღწევა, აუცილებელია, განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება შექმნილი კრიზისის გასანეიტრალებლად.

კრიზისის დაძლევის ჯგუფი 5

კრიზისის დაძლევის გუნდის ფორმირება. შესაძლებელია, გუნდში შევიდნენ, როგორც მერიის, საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. გუნდის ფორმირებას აკეთებს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ამ გუნდის წევრები დროებით უნდა გათავისუფლდნენ სხვა დანარჩენი საქმიანობისგან.

ჯგუფის ფუნქციები ჯგუფის წევრები უნდა (კარგი იქნებოდა) იყვნენ

საინფორმაციო ანალიზი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მედია-ანალიზი კრიზისის დაძლევის სტრატეგიის

შერჩევა კრიზისის დაძლევის გზების შემუშავება;

კომუნიკაციის წარმოება პროცესის მონიტორინგი

გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებასთან ურთიერთობების ერთეულის

უფროსი თვითმმართველობის თანამშრომლები – ექსპერტები/

სპეციალისტები მოწვეული კონსულტანტი (პიარის, ფინანსების,

სამართალმცოდნეობის დარგში)

ძირითადი ღონისძიებები კრიზისის პერიოდშიკრიზისის წარმოშობის შემთხვევაში, ორგანიზაციის თანამშრომლებმა, კონსულტანტებთან ერთად, რაც

5 კრიტიკულ ცვლადს მოცემულ სისტემაში წარმოადგენს დრო

Page 61: Public Relations Manual for Local Government

61

შეიძლება მოკლე დროში, უნდა მოახდინონ სიტუაციის ანალიზი კონკრეტული მიზეზების გასარკვევად და დასვან ორი ამოცანა, რა გაკეთდეს და რა ითქვას.

პოზიციის დაფიქსირება ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია კრიზისთან მიმართებაში: პოზიცია არ უნდა იყოს ორაზროვანი, მაგრამ ამავე დროს, მეტად მოქნილი, რათა შეძლოს ლავირება მოვლენების ცვლილების შემთხვევაში; კონკრეტულად უნდა იყოს ახსნილი კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და ის ნაბიჯები, რითაც ორგანიზაცია შეეცდება მის აღმოფხვრას.

„მესამე მხარის“ დახმარება 6

თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა დაიხმარონ და ითანამშრომლონ საზოგადოების (სამთავრობო თუ კერძო სექტორის) იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც გააჩნიათ ავტორიტეტი იმ საკითხთან მიმართებაში, რომლის გარშემოც არის შექმნილი კრიზისი. ამისთვის, აუცილებელია: (1) წინასწარ მოხდეს ასეთი სახის ორგანიზაციების შერჩევა და (2) მათთან მჭიდრო თანამშრომლობის დაგეგმვა, რათა კრიზისის წარმოშობის შემთხვევაში, არ გახდეს აუცილებელი ასეთ ორგანიზაციებთან კონტაქტების მოძებნა.

კრიზისის განვითარების პერიოდში საზოგადოების ცნობიერებაზე უდიდეს გავლენას ახდენს მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი, ნეიტრალური ექსპერტების პოზიცია, ამიტომ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად

უნდა გაშუქდეს მათი მხარდაჭერის, ან პირიქით, მათგან გამიჯვნის შესახებ გაკეთებული თვითმმართველობებისთვის სასურველი განცხადებები

კომუნიკაციის ცენტრალიზაცია კრიზისის წარმოქმნისთანავე, უნდა დაინიშნოს პიროვნება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ინფორმაციის გავრცელებაზე. ის იქნება საკვანძო ფიგურა, რომელიც გააკეთებს განცხადებებს ორგანიზაციის სახელით.

შერჩეული ადამიანი: უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით გააჩნდეს შედარებით მაღალი ცნობადობა უნდა გააჩნდეს კომპეტენცია იმ საკითხში, რომელზეც გაჩნდა კრიზისი გააჩნდეს კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

შიდა აუდიტორიასთან ურთიერთობაკრიზისის პერიოდში, აუცილებელია, პირველ რიგში, შიდა საზოგადოების ანუ თანამშრომლების ინფორმირება, მათთან სპეციფიკური ღონისძიებების ჩატარება და ა.შ. ეს ეტაპი აუცილებელია, რადგან მისი არ ჩატარების შემთხვევაში, დგება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების საშიშროება ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ.

6 უმჯობესია, რომ კრიზისის დაძლევის გუნდის ფორმირება და მის შემადგენლობაში მყოფი პირების შერჩევა, მოხდეს არა უშუალოდ კრიზისის წარმოქმნისას, არამედ მანამდე

rekomendaciebi

Page 62: Public Relations Manual for Local Government

62

strategiuli midgoma warmatebuli sazogadoebasTan urTierTobisTvis

კრიზისის შემდგომი ორგანიზაციის პოზიციონირებაკრიზისის დროს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ყველა შეტყობინებებს, რათა კრიზისის დასრულების შემდეგ, მოხდეს ორგანიზაციის ზუსტი პოზიციონირება. ორგანიზაციის ყველა საკვანძო თანამშრომელს უნდა აეკრძალოს პრესასთან ურთიერთობა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ გეგმაში.

კრიზისის მიმდინარეობის შეფასება და მონიტორინგი კრიზისის პერიოდში და თითოეულ მის ეტაპზე უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, კრიზისის მართვისა და მისი აღსაკვეთი ღონისძიებების ეფექტურობის დასადგენად.

აქცენტების გადატანა კრიზისის განვითარებისას, პიარ კამპანიის წარმართვისთვის, შესაძლებელია, განხორციელდეს სტრატეგიულ ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანი იქნება აქცენტის გადატანა (სხვა პიროვნებაზე, ორგანიზაციაზე, თემაზე ა.შ.).

სასურველია, თუ კრიზისის მიმდინარეობის პერიოდში მოხდება სხვა აქტუალიზაცია, რაც გადაფარავს კრიზისის თემას, რითაც მოხდება საზოგადოების ყურადღების გადატანა. სასურველია, რამდენიმე აქტუალური თემის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, მისი აქტუალიზაცია.

კრიზისის შემდგომი ეტაპიადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოხდება კრიზისის დაძლევის სტრატეგიის განხორციელება. რაც უფრო მეტად მოხდება კრიზისის ესკალაცია და საზოგადოებაში მერიის ან საკრებულოს მიმართ ნეგატიური ფონის გაღრმავება, მით უფრო დიდი დრო დასჭირდება მათ მიმართ ნდობის აღდგენას.

კრიზისის შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს კრიზისის განვითარების ანალიზი და მისი განეიტრალების ეფექტურობის განსაზღვრა. უნდა შეფასდეს თვითმმართველობების იმიჯისთვის მიყენებული ზარალი. შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ უნდა დადგინდეს, თუ იმიჯის რომელ კომპონენტებს შეეხო კრიზისი.

კრიზისის პრევენციასაკომუნიკაციო კრიზისების ეფექტიანი მართვისთვის, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოებმა, როგორც ხშირი კრიზისების ობიექტებმა, უნდა გაამახვილონ ყურადღება პრევენციული მექანიზმების შექმნაზე, რისთვისაც აუცილებელი იქნება:

Page 63: Public Relations Manual for Local Government

63

arsebuli mdgomareoba

1. თვითმმართველობის ორგანოებმა მთელი აქცენტი უნდა გააკეთონ სრულფასოვანი და ქმედითი პიარ სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაზე

2. არ უნდა დახარჯონ რესურსი ე.წ. პოზიტიური ინფორმაციის გავრცელებაზე ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც: (ა) ხშირ შემთხვევაში, არ ეხება უშუალოდ თვითმმართველობის ფუნქციების შესრულებას და (ბ) იწვევს მოსახლებისა და ბენეფიციარების „გაღიზიანებას“,

როდესაც არ არის საუბარი რეალურ პრობლემებსა და მათ მოგვარების გზებზე3. შეცდომების აღიარება და პრობლემის მყისიერი მოგვარების დაპირება უნდა იქცეს ქვემო

ქართლის ადგილობრივი ხელისუფლებების ქცევის წესად. გულწრფელობა ნებისმიერი კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზაა

აღნიშნული რეკომენდაციები უნდა იქცეს ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოველდღიური პროცესის ქვაკუთხედად, სტრატეგიულ ფასეულობებთან, ხედვასთან, მისიასთან, მიზნებსა და ამოცანებთან ერთად.

Page 64: Public Relations Manual for Local Government
Page 65: Public Relations Manual for Local Government

სამო

ქმედ

ო გ

ეგმი

ს მო

დელ

ქვემ

ო ქ

ართ

ლის

თვი

თმმ

ართ

ველ

ობი

ს ო

რგა

ნოებ

ის ს

აკო

მუნი

კაცი

ო ს

ტრ

ატეგ

იის

სამო

ქმედ

ო გ

ეგმი

ს შე

მუშა

ვები

ს დ

რო

ს,

რო

მლებ

იც ე

რთ

წლია

ნ პე

რიო

დზე

იქნ

ება

გათ

ვლილ

ი, 2

010

წლის

იან

ვრიდ

ან 2

010

წლის

დეკ

ემბრ

ამდ

ე, ყ

ურად

ღებ

ა უნ

და

გამა

ხვილ

დეს

თით

ოეუ

ლი

აქტივ

ობი

ს (1

) კა

ვშირ

ზე ს

ტრ

ატეგ

იულ

მიზ

ნებთ

ან დ

ა ამ

ოცა

ნებთ

ან, (2

) თ

ვლად

ი შე

დეგ

ების

წინ

ასწა

განს

აზღ

ვრას

და

(3)

კონკ

რეტ

ული

პასუ

ხისმ

გებე

ლი

პირ

ისა

და

საბო

ლო

ო ვ

ადის

დაფ

იქსი

რებ

ას, რ

აც ქ

ვემო

თ თ

ვალ

საჩი

ნოდ

აა

წარ

მოდ

გენი

ლი

ერთ

ი კო

ნკრ

ეტულ

ი პრ

ოგრ

ამულ

ი შე

დეგ

ის მ

აგალ

ითზე

:

სტრ

ატეგ

იულ

ი მი

ზანი

1: თ

ვით

მმარ

თვე

ლო

ბის

საქმ

იანო

ბასა

და

მომს

ახურ

ებაზ

ე ინ

ფო

რმა

ციის

მაქ

სიმა

ლურ

ი ხე

ლმი

სწავ

დო

მობა

და

გამჭ

ვირ

ვალ

ობა

ამო

ცანა

1.1

: თ

ანამ

ედრ

ოვე

საი

ნფო

რმა

ციო

ტექ

ნოლ

ოგი

ების

გამ

ოყე

ნება

პრო

გრამ

ული

შედ

ეგი

საქმ

იანო

ბაშე

დეგ

ი (პ

რო

დუქ

ტი)

პრიო

რიტ

ეტი

პასუ

ხისმ

გებე

ლი

თან

ამდ

ებო

ბის

პირ

საბო

ლო

ვად

ები

ან

პერ

იოდ

ულო

ბაO

utco

mes

მოსა

ლო

დნე

ლი

შედ

ეგი,

ომე

ლთ

აგან

ც ზო

გიერ

თი

დაფ

იქსი

რებ

ულია

სტ

რატ

ეგია

ში

კონკ

რეტ

ული

აქტივ

ობა

, რ

ომე

ლიც

მო

იცავ

ს “გ

აზო

მვად

” სა

ქმია

ნობა

კონკ

რეტ

ული,

იცხვ

ებში

გამ

ოხა

ტულ

ი შე

დეგ

ი,

რო

მელ

იც

მიიღ

ება

აქტივ

ობი

ს გა

ნხო

რცი

ელებ

ის შ

ემდ

ეგ

A, B დ

ა C

კა

ტეგ

ორ

იები

პრ

იორ

იტეტ

ების

მი

ხედ

ვით

. A

ყველ

აზე

უფრ

პრიო

რიტ

ეტულ

ს ნი

შნავ

კონკ

რეტ

ული

თან

ამდ

ებო

ბა

(ძირ

ითად

ად, პი

არ

სამს

ახურ

იდან

), რ

ომე

ლსა

ც დ

აეკი

სრებ

ა პა

სუხი

სმგე

ბლო

ბა

შესა

ბამი

სი ა

ქტივ

ობი

ს გა

ნხო

რცი

ელებ

ისთ

ვის

საქმ

იანო

ბის

დას

რულ

ების

არიღ

ები

განა

ხლებ

ული

ვებ–

გვერ

დი

განა

ხლებ

ული

დიზ

აინი

ა პრ

ოგრ

ამულ

ი უზ

რუნ

ველ

ყოფ

1 ახ

ალი

დიზ

აინი

და

1 ახ

ალი

პრო

გრამ

ული

უზრ

უნვე

ლყო

ფა

Aსა

მსახ

ურის

უფ

რო

სი03

.201

0

სიახ

ლეე

ბის

ყოვე

ლდ

ღიუ

რი

განა

ხლებ

ა1

ახალ

ი ამ

ბავი

ყო

ველ

დღ

ეA

მთავ

არი

სპეც

იალ

ისტი

12.2

010

RSS F

eed

სისტ

ემის

ანერ

გვა

ახალ

ი ინ

ფო

რმა

ციის

მიწ

ოდ

ების

მი

ზნით

დაი

ნტერ

ესებ

ული

პირ

ების

თვი

1 ახ

ალი

სისტ

ემა

Aმთ

ავარ

ი სპ

ეცია

ლის

ტი

03.2

010

Page 66: Public Relations Manual for Local Government

შეფ

ასებ

ის მ

ექან

იზმე

ბი

სამო

ქმედ

ო გ

ეგმი

ს მო

ნიტო

რინ

გისა

და

შეფ

ასებ

ის მ

ექან

იზმე

ბის

შემუ

შავე

ბის

დრ

ოს

კი, უნ

და

მოხდ

ეს ი

სეთ

ი მნ

იშვნ

ელო

ვანი

პა

რამ

ეტრ

ების

გათ

ვალ

ისწი

ნება

, რ

ოგო

რიც

აა: (1

) კო

ნკრ

ეტულ

ი სა

ქმია

ნობი

ს შე

სრულ

ების

ინდ

იკატ

ორ

ი დ

ა მი

სი გ

ადამ

ოწმ

ების

სა

შუალ

ებებ

ი, (

2) ს

ავარ

აუდ

ო ხ

ელშე

მშლ

ელი

ფაქ

ტო

რებ

ი დ

ა (3

) გა

დამ

ოწმ

ების

კო

ნკრ

ეტულ

ი პე

რიო

დულ

ობა

ან

ვად

ები,

რაც

წა

რმო

დგე

ნილ

ია შ

ემდ

გომ

ცხრ

ილში

ზემ

ოთ

მო

ცემუ

ლი

პრო

გრამ

ული

შედ

ეგებ

ის ა

ქტივ

ობე

ბის

მაგა

ლით

ზე:

სტრ

ატეგ

იულ

ი მი

ზანი

1: თ

ვით

მმარ

თვე

ლო

ბის

საქმ

იანო

ბასა

და

მომს

ახურ

ებაზ

ე ინ

ფო

რმა

ციის

მაქ

სიმა

ლურ

ი ხე

ლმი

სწავ

დო

მობა

და

გამჭ

ვირ

ვალ

ობა

ამო

ცანა

1.1

: თ

ანამ

ედრ

ოვე

საი

ნფო

რმა

ციო

ტექ

ნოლ

ოგი

ების

ინტ

ენსი

ური

გამო

ყენე

ბა

საქმ

იანო

ბაინ

დიკ

ატო

რი

გად

ამო

წმებ

ის ს

აშუა

ლებ

არ

ისკე

ბიპე

რიო

დულ

ობა

და/

ან

საბო

ლო

ო ვ

ადებ

კონკ

რეტ

ული

აქტივ

ობა

, რ

ომე

ლიც

მო

იცავ

ს “გ

აზო

მვად

” სა

ქმია

ნობა

რა

უნდ

ა იყ

ოს

საქმ

იანო

ბის

განხ

ორ

ციელ

ების

შედ

ეგი.

მა

გ: დ

ამზა

დებ

ა, შ

ექმნ

ა,

შემუ

შავე

ბა დ

ა ა.

შ.

საშუ

ალებ

ა, რ

ითაც

შეი

ძლებ

ა გა

იზო

მოს

ინდ

იკატ

ორ

ის

შესრ

ულებ

სავა

რაუ

დო

საფ

რთ

ხეებ

ი დ

ა ხე

ლშე

მშლ

ელი

პირ

ობე

ბი, რ

ომლ

ებიც

შე

აფერ

ხებე

ნ მო

ცემუ

ლი

აქტივ

ობი

ს გა

ნხო

რცი

ელებ

ას

გად

ამო

წმებ

ის კ

ონკ

რეტ

ული

ვად

ა, დ

ასრ

ულებ

ადი

საქმ

იანო

ბის

დრ

ოს

ან

პერ

იოდ

ულო

ბა გ

ანგრ

ძობი

თი

საქმ

იანო

ბის

დრ

ოს

განა

ხლებ

ული

დიზ

აინი

ა პრ

ოგრ

ამულ

ი უზ

რუნ

ველ

ყოფ

დიზ

აინი

სა დ

ა პრ

ოგრ

ამის

შე

ქმნა

ვებ–

გვერ

დზე

შეს

ვლა

rust

avi.g

eტექ

ნიკუ

რი

გაუმ

ართ

აობა

ა ბი

უჯეტ

ის ს

იმცი

რე

03.2

009

სიახ

ლეე

ბის

ყოვე

ლდ

ღიუ

რი

განა

ხლებ

სიახ

ლეე

ბის

ამსა

ხველ

ი ტექ

სტებ

ის ა

რსე

ბობა

ვებ

–გვ

ერდ

ის მ

თავ

არ გ

ვერ

დზე

და

სიახ

ლეე

ბის

განყ

ოფ

ილებ

აში

ვებ–

გვერ

დზე

შეს

ვლა,

ru

stav

i.ge

ტექ

ნიკუ

რი

გაუმ

ართ

აობა

ა ბი

უჯეტ

ის ს

იმცი

რე

12.2

010

RSS F

eed

სისტ

ემის

ანერ

გვა

ახალ

ი ინ

ფო

რმა

ციის

მიწ

ოდ

ების

მი

ზნით

დაი

ნტერ

ესებ

ული

პირ

ების

თვი

სისტ

ემის

დად

ება

ვებ–

გვერ

დზე

. მთ

ავარ

გვე

რდ

ზე

მისი

ნიშ

ანის

არ

სებო

ბა

ვებ–

გვერ

დზე

შეს

ვლა,

ru

stav

i.ge

ტექ

ნიკუ

რი

გაუმ

ართ

აობა

ა ბი

უჯეტ

ის ს

იმცი

რე

03.2

010

Page 67: Public Relations Manual for Local Government
Page 68: Public Relations Manual for Local Government