Transcript
Page 1: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილისდარღვევებიბავშვებში

ნანა ტატიშვილი, თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია

Page 2: ძილის დარღვევები ბავშვებში
Page 3: ძილის დარღვევები ბავშვებში

ბავშვობის ასაკის ძილის დარღვევები და მათი მართვა .....................5

უძილობა, ანუ ინსომნია ......................................................................15

მოუსვენარი ფეხების სინდრომი .........................................................20

კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი ...............................25

ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა ...................28

ღამით შეღვიძებები .............................................................................35

ღამის შიშები ........................................................................................39

ღამის კოშმარები .................................................................................44

ძილის შიშები .......................................................................................47

უნებლიე შარდვა ძილში .....................................................................52

ძილში სიარული ..................................................................................57

ბრუქსიზმი ანუ კბილების კრაჭუნი.......................................................61

თავის დარტყმა, ქნევა, სხეულის რწევა, ბრუნვა ...............................63

ძილის ობსტრუქციული აპნოე ............................................................66

ნარკოლეფსია .....................................................................................70

0-დან 6 წლამდე ასაკის ფუნქციური დარღვევების ეფექტური და

უსაფრთხო მკურნალობის მეთოდები ................................................92

სარჩევი

დორმიკინდი

ძილის დარღვევების

ეფექტური და უსაფრთხო

მკურნალობა

შფოთვისა და ძილის

დარღვევების სიმპტომები

დორმიკინდის უპირატესობები

დორმიკინდის დოზირება

უძილობა

ჭირვეულობა

გაღიზიანებადობა

მომატებული აგზნებადობა

ნატურალური კომპონენტები 0 წლიდან

აყალიბებს ძილის სტრუქტურას და ნორმალურ რეჟიმს

ხსნის გადაჭარბებულ გაღიზიანებასა და შფოთვას

150 таблеток

ДОРМИКИНД Dormikind ®

ძილთან დაკავშირებული პრობლემები

აღინიშნება 1-დან 5 წლამდე ასაკის

ბავშვთა 25%-ში

მცენარეულ კომპონენტებთან ერთად შეიცავს ნერვული

სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ

მიკროელემენტებს მაგნიუმსა და თუთიას

მკურნალობის კურსი: არანაკლებ 4 კვირა.

0-6 წელი 1-4 ტაბლეტი დღეში

Page 4: ძილის დარღვევები ბავშვებში
Page 5: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და

მოთხოვნილებაა. ამასთან, რაც უფრო მცირეა მისი ბიოლო-

გიური ასაკი, მით მეტია დღე-ღამის მანძილზე საჭირო ძი-

ლის მინიმუმი, ხოლო ძილის დარღვევის ფონზე ღვიძილის პე-

რიოდის ფუნქციონირება უფრო მოწყვლადია. ძილის დარღვევა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია საზოგადოებაში. ძნელად

მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც

არ ჰქონია პრობლემა და ჩივილი ძილთან დაკავშირებით. მათი

უმრავლესობა გარდამავალია და თვითგანკურნებადი, ამავე დროს

ძალიან გავრცელებული და საყოველთაო, რაც ადუნებს აღნიშნული

პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღებას. მეორეს მხრივ,

ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას გავრცელე-

ბული ხალხური თუ ტრადიციული რეკომენდაციებით. რის გამოც,

სპეციალისტებთან ხვდებიან უკვე დაგვიანებული და გართულებული

შემთხვევები. ამის შემდეგ, სამედიცინო საზოგადოებაში ყველაზე

გავრცელებული შეცდომაა ჩაძინებისა და ხშირი შეღვიძებების მხო-

ლოდ სიმპტომური მკურნალობა, საძილე მედიკამენტების ზედმეტად

და არამიზანმიმართული გამოყენება და ძირითადი გამომწვევი მი-

ზეზების იგნორირება.

ძილის დარღვევების მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის

ყურადღება ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. მიუხედავად

ამისა, დღემდე დეფიციტურია ძილის დარღვევების ადეკვატური

დიაგნოსტიკისა და მართვის სპეციალიზირებული სერვისები. მათი

ორგანიზების პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახ-

ბავშვობის ასაკის ძილის დარღვევები და მათი მართვა

5

Page 6: ძილის დარღვევები ბავშვებში

ლეობის სწორი ინფორმირება,

ძილის სწორი რეჟიმის ორ-

განიზება ადრეული ასაკიდან-

ვე, რაც მშობლებისა და ოჯა-

ხის ექიმების ფუნქციაა.

აღნიშნული სახელმძღვანელო ემ-

სახურება საზოგადოების ცნობადობის

ამაღლებას ბავშვთა ასაკის ძილის ყვე-

ლაზე გავრცელებული დარღვევების

მიმართ. ასევე, ძილის ჯანსაღი რეჟიმისა და

ჰიგიენის ძირითადი პრინციპების გაცნობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექიმთან პაციენტის მიმართვიანობა

არ ემთხვევა ძილთან დაკავშირებული ჩივილების გავრცელების

რეალურ სიხშირეს, ამიტომ შეუძლებელია მტკიცება როგორია

ძილის დარღვევების რეალური გავრცელება პოპულაციაში. ამავე

დროს ითვლება, რომ ბავშვების 20-30% ცხოვრებაში ერთხელ მაინც

აღენიშნება ძილის ისეთი დარღვევა, რომელიც საჭიროებს ექიმთან

მიმართვას. ამასთან, სხვადასხვა ასაკის ბავშვები განსხვავებულად

რეაგირებენ ძილის დარღვევაზე და განწყობაც ასაკის მიხედვით

განსხვავებულია. მთავარი მიზეზი უნდა უკავშირდებოდეს ასაკთან

დაკავშირებულ ძილის ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. კერძოდ:

ž ადრეული ჩვილობის ასაკში, ბავშვის ძილის ძირითადი წილი

მოდის სწრაფი ძილის სტადიაზე, რის გამოც ძილის რეჟიმი უფრო

მყიფე და არასტაბილურია.

ž მოგვიანებით ჩვილობის ასაკიდან უკვე ძალიან მნიშვნელოვა-

ნია ძილის სწორი რეჟიმისა და ჰიგიენის ორგანიზება, რაც გან-

საკუთრებით მტკივნეული თემაა მშობლებისათვის. ხშირია არას-

წორი მიდგომა და შეცდომები. ამიტომ, ამ ასაკში წამყვანი ჩივილი

უკავშირდება ძილის დადგომისა და შენარჩუნების პრობლემებს,

ანუ ხშირ შეღვიძებებს ღამის მანძილზე.

ბავშვების 20-30% ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღენიშნება

ძილის ისეთი დარღვევა, რომელიც საჭიროებს ექიმთან მიმართვას

6

Page 7: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž ადრეული ბავშვობის ასაკიდან იზრდება ღრმა, ნელი ძილის

სტადიის ხანგრძლივობა. შესაბამისად, აღნიშნული სტადიის

დარღვევები, მაგ: ძილში სიარული და ა.შ., აღმოცენდებიან

განსაკუთრებით ხშირად.

ž ნელტალღოვანი ძილის ხანგრძლივობა და წილი თანდათან

იკლებს ასაკის მატებასთან ერთად. თუმცა ეს არ ეხება ზოგადად

ძილის მოთხოვნილებას. ძილის დარღვევებზე რა თქმა უნდა

გავლენას ახდენს სხვადასხვა ბიოლოგიური ცვლილება,

რომელსაც ადგილი აქვს მაგ: პრე- და პუბერტულ ასაკში.

ცირკადული რიტმის ცვლილებები აისახება მელატონი-

ნის სეკრეციაზე და პირიქით. ასაკის კიდევ უფრო

მატება გარდაუვალს ქმნის სოციალური გარე-

მოსა და საზოგადოებრივი აქტივობის

რიტმის გავლენას ძილის რეჟიმსა და

ჰიგიენაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია

ოჯახის წევრებისა და თავად

პაციენტის განწყობა და დამო-

კიდებულება ძილის სხვადასხ-

ვა ტიპის დარღვევასთან მიმარ-

თებაში. ცხადია, რომ ერთი და

იგივე ტიპის ჩივილი სხვადასხვა

სიმწვავით აღიქმება სხვადასხვა ოჯახში.

შესაბამისად, არა მხოლოდ თავად

პაციენტის, არამედ ოჯახის წევრების

ფსიქოლოგიურმა სტატუსმა, ასევე

სოციალურმა და საზოგადოებრივმა

აქტივობამ, შეიძლება იქონიოს გავლე-

ნა ბავშვის ძილის მახასიათებლებზე.

7

Page 8: ძილის დარღვევები ბავშვებში

ბავშვები, რომლებიც მეტად არიან განწყობილი ძილის დარღვევე-

ბის აღმოცენებისადმი არიან პაციენტები მაგ: გონებრივი შეფერხე-

ბით, დასწავლის სიძნელეებით, ქცევის დარღვევებით, ყურადღე-

ბის დეფიციტი ჰიპეაქტივობის სინდრომით, აუტისტური სპექტრის

აშლილობით და ა.შ.

ცალკე თემაა სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადება თუ

მდგომარეობა, რომლებმაც ასევე შეიძლება მეორადად დაარღვი-

ოს ძილის რეჟიმი. ასეთია მაგ: ტკივილი, რომელიც აღმოცენდება

ღამის საათებში; ქავილი, სხვადასხვა ალერგიული და ინფექციური

დაავადების დროს; ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე

მდგომარეობები, რაც არღვევს ძილის დროს სუნთქვის ფუნქციას;

ეპილეფსია ძილის გულყრებით; პაციენტები მხედველობის მნიშვ-

ნელოვანი დაქვეითებით, როდესაც დარღვეულია სინათლის აღქმა,

რაც უარყოფითად აისახება ძილ-ღვიძილის დღე-ღამურ ციკლზე

და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვობის ასაკში გამოყენებად

ზოგიერთ მედიკამენტს ასევე ახასიათებს ძილის დარღვევა, რო-

გორც გვერდითი ეფექტი. მათ მიეკუთვნება მაგ: ანტიალერგიული,

ტკივილგამაყუჩებელი, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები,

კორტიკოსტეროიდები, გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები,

ფსიქოტროპული საშუალებები, სტიმულატორები (მაგ: ყურადღების

დეფიციტი ჰიპერაქტივობით პაციენტების შემთხვევაში) და ა.შ.

აქვე უნდა ვისაუბროთ იმ გავლენაზე, რასაც უკვე ძილის ქრო-

ნიკული დარღვევა ახდენს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ

ფუნქციონირებაზე. როგორც უკვე ვისაუბრეთ, რაც უფრო პატარაა

ბავშვი, მისი ორგანიზმი მით უფრო მგრძნობიარეა ძილის დარ-

ღვევის მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნორმალური ძილი

ნაკლებმნიშვნელოვანია მოზრდილებისათვის. 1905წ Duke მიერ

მიზანმიმართულად გამახვილდა ყურადღება ამ პრობლემაზე. მას

შემდეგ კიდევ მრავალი კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგებზე

8

Page 9: ძილის დარღვევები ბავშვებში

დაყრდნობით, დღეს უკვე აღიარებულია,

რომ ხანგრძლივად მიმდინარე ძილის დარ-

ღვევა უარყოფითად აისახება ბავშვის

ზრდა-განვითარებაზე, იმუნურ სისტემა-

ზე, პაციენტის გონებრივ განვითარე-

ბასა და დასწავლის უნარებზე. ცნო-

ბილია, რომ ძილის დეფიციტის

ფონზე უარესდება მეხსიერება და

ყურადღების კონცენტრირების უნარი,

ვიზუალურ-სივრცითი და შემოქმედებითად აზროვნების

უნარები. ამასთან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა პერი-

ოდის შემდეგ გამოვლინდება ეს დარღვევები და რამდენად შექ-

ცევადი იქნება ისინი. შედარებით ადრეული და უფრო ხშირია

ხასიათობრივი ცვლილებები და ქცევის პრობლემები, კერძოდ

გაღიზიანებადობა, ზოგჯერ აგრესიაც, დეპრესიული განწყობა, სა-

ერთო სისუსტე. დროში გახანგრძლივების ფონზე სიმპტომები უფრო

დრამატული და შეუქცევადი ხდება. მოზრდილ ასაკში შეიძლება

აღმოცენდეს არაადეკვატური ქცევა, ჰალუცინაციები და დეზორი-

ენტაციის ეპიზოდებიც კი. ამ პერიოდში ხშირია, დღის მანძილზე

ხანმოკლე ჩაძინებები და ავტომატიზმები, რამაც პირველ ეტაპზე

შეიძლება ფსიქიატრიული პათოლოგიის შთაბეჭდილება შექმნას.

გასათვლისწინებელია, რომ მოზრდილებში ძილის დეფიციტი დღის

მანძილზე საერთო აქტივობის დაქვეითებით გამოვლინდება, მაშინ

როდესაც ადრეული ასაკის ბავშვები ჰიპერაქტივობისკენ არიან

მიდრეკილნი. ამ ბავშვებში ჭარბობს მოუსვენრობა, იმპულსური

ქცევა და ყურადღების დეფიციტი. ძილის საშუალო მინიმალური

ხანგრძლივობა ჯანმრთელ ბავშვებში მოცემულია ცხრილში 1. აქვე

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი შედგენილია საერთო პოპუ-

ლაციაზე დაკვირვებით და არ გამორიცხავს ინდივიდურ მაჩვენებლებს.

9

Page 10: ძილის დარღვევები ბავშვებში

ამასთან, ცხრილში მითითებულია ძილის საშუალო, დღეღამური

ხანგრძლივობა, რაც გასათვალისწინებელია ადრეული ასაკის ბავ-

შვების შემთხვევაში, რომლებიც იძინებენ დღის მანძილზე ერთხელ,

ან რამდენჯერმე.

ძილის საშუალო ხანგრძლივობა ჯანმრთელ

ბავშვებში ასაკის გათვალისწინებით:

ახალშობილი 16-18 სთ

1 წლის 15 სთ

2 წლის 13-14 სთ

4 წლის 12 სთ

10 წლის 8-10 სთ

ადრეული მოზარდობის ასაკი 8,5 სთ

გვიანი მოზარდობის ასაკი 7-8 სთ

ცხრილი 1.

რას წარმოადგენს ძილის დარღვევა?

ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას ვუწოდებთ ძილის

დარღვევას. ნათელია, რომ პრობლემის სუბიექტური აღქმა ძალი-

ან განსხვავდება სხვადასხვა მშობლის შემთხვევაში. გავლენას ახ-

დენს ოჯახური, კულტურული, სოციო-ეკონომიკური და ეთნიკური

თავისებურებები და ტრადიციები. ბავშვის ძილთან მიმართებაში

მშობლის მოლოდინის და სურვილის გათვალისწინებით შეიძლება

ნორმის ვარიანტი შეფასდეს დარღვევად, ან პირიქით არასათანადო

მიდგომით წახალისდეს არასწორი ქცევა და გარკვეულ ეტაპამდე

მშობელი არ მიიჩნევდეს მას დარღვევად.

10

Page 11: ძილის დარღვევები ბავშვებში

ზოგადად ძილის დარღვევები შემდეგი ფორმით შეიძლება გამოვ-

ლინდეს: ძილის დეფიციტი, ანუ დღეღამური ძილის საერთო ხანგ-

რძლივობის შემცირება, ჭარბი ძილიანობა, ანუ დღეღამური ძილის

საერთო ხანგრძლივობის მატება და ძილის ხარისხის, ან დღეღამური

გადანაწილების დარღვევა მისი ხანგრძლივობის ცვლილების გარეშე.

ძილის დარღვევების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით

გამოყოფენ შემდეგი ტიპის დარღვევებს:

ž დისსომნიები, ანუ ძილის პირველადი დარღვევები. ამ ჯგუფში

ერთიანდება როგორც ძილის დეფიციტით, ისე სიჭარბით მიმ-

დინარე მდგომარეობები. ამასთან, განასხვავებენ შინაგანი და

გარეგანი ფაქტორებით განპირობებულ დისსომნიებსა და ცირ-

კადული (დღეღამური) რიტმის დარღვევით მიმდინარე დის-

სომნიებს.

ž პარასომნიები, ძილის ციკლურობის დარღვევებით მიმდინარე

მდგომარეობები. თავის მხრივ, ამ ჯგუფში ერთიანდება გამოღ-

ვიძების პარასომნიები (აღმოცენდებიან ნელი ძილის ფაზაში),

ძილ-ღვიძილის გარდამავალი ფაზის პარასომნიები და სწრაფი

ძილის პარასომნიები. ასევე პარასომნიები, რომლებიც არ კლა-

სიფიცირდებიან არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში.

ž ძილის დარღვევები, რომლებიც ასოცირდებიან სხვადასხვა მენ-

ტალურ, ნევროლოგიურ და სამედიცინო მდგომარეობებთან და

თავისი ბუნებით წარმოადგენენ არა ძილის პირველად დარ-

ღვევას, არამედ სხვა დაავადებების სიმპტომს.

ž სავარაუდო ძილის დარღვევები (Proposed Sleep Disorders). ამ

ჯგუფში გაერთიანებულია ყველა ის მდგომარეობა, რომლებიც

დამატებით შესწავლას საჭიროებს მათი ბუნების იდენტიფიცი-

რებისათვის.

11

Page 12: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ხდება ძილის დარღვევების დიაგნოსტიკა?

ძალიან მნიშვნელოვანია ძილის ნებისმიერი ტიპის დარღვევის

გამოვლენა ადრეულ ეტაპზევე, რისთვისაც შეიძლება ვიხელმძ-

ღვანელოთ რამდენიმე სკრინინ-შეკითხვით:

ž ხომ არ უჭირს თქვენს შვილს ჩაძინება, ან ხომ არ ეღვიძება

ღამის განმავლობაში რამდენჯერმე?

ž ხომ არ ამჩნევთ დღის მანძილზე მომატებულ ძილიანობას?

ž ხომ არ აღენიშნება რაიმე ტიპის დისკომფორტი, ან უცნაური

ქცევა ძილის დროს?

ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ერთ კითხვაზე მაინც დადებითი პასუხი

წარმოადგენს ჩვენებას, რომ ბავშვის ძილი უფრო დეტალურად იქნას

გამოკვლეული.

გამოკვლევის სქემაში წამყვანი და ბაზისურია მშობლისა და ასაკის

გათვალისწინებით თავად პაციენტის ინტერვიუ. აღნიშნული ტიპის

გამოკითხვა, როგორც წესი, მრავალმხრივია და ხშირ შემთხვევაში

მოითხოვს, როგორც მშობლების, ასევე ოჯახის სხვა წევრების ჩარ-

თულობასაც. ხშირ შემთხვევაში აქტუალურია პაციენტის ძიძის და

საბავშვო ბაღის, ან დღის ცენტრის პედაგოგის მიერ მოწოდებული

ინფორმაციაც. ინტერვიუ მოიცავს, როგორც უშუალოდ ძილის მახა-

სიათებელების შესახებ შეკითხვებს, ასევე დღის მანძილზე ბავშვის

ჩვეული აქტივობებისა და განსაკუთრებით ძილისწინა ქცევის შესახებ

ინფორმაციას. ძალიან ეფექტურია 24-საათიანი ძილ-ღვიძილის

დღიურის წარმოება და მისი წარდგენა სპეციალისტისათვის. საერ-

თაშორისო პრაქტიკაში ასევე დანერგილია არაერთი კითხვარი,

რომელთა მიზანია ძილის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის

დეტალური და სტრუქტურირებული შეკრება.

თუ მშობლის ჩივილში ფიგურირებს ბავშვის მხრიდან რაიმე ტიპის

ვოკალიზაცია, უცნაური, არაადეკვატური ქცევა, ან მათი კომბინაცია,

12

Page 13: ძილის დარღვევები ბავშვებში

იდეალურია თუ ოჯახის წევრი მოახდენს ამ ქცევის ვიდეო-ჩანაწერის

დაფიქსირებას და მის მიწოდებას სპეციალისტისათვის. ამ ფორმით,

თავიდან ავიცილებთ მშობლების მხრიდან ქცევის სუბიექტურ ინ-

ტერპრეტაციას. შესაბამისად, დაზღვეული ვიქნებით კვლევების არა-

მიზნობრივი გაღრმავებისაგან, ისევე როგორც დროულად მოვახდენთ

სხვადასხვა საყურადღებო თუ საგანგაშო სიმპტომის დაფიქსირებას.

საჭიროების შემთხვევაში ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს შემ-

დგომი ინსტრუმენტული კვლევების საჭიროებას, როგორიცაა მაგ:

აქტიგრაფია, ან პოლისომნოგრაფია. არცთუ იშვიათად, ძილის დარ-

ღვევების დიაგნოსტიკაში ჩართულია მულტიპროფილური გუნდი,

რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ძილის დარღვევებს ხშირად

განაპირობებს სხვა სომატური, ფსიქიატრიული თუ ნევროლოგიური

პათოლოგია, მაგ: ძილის დარღვევად შეფასებული მდგომარეობა

შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ძილის დარღვევა?

ძალიან მნიშვნელოვანია ძილის სწორი რეჟიმისა და ჰიგიენის ორ-

განიზება და უზრუნველყოფა ადრეული ასაკიდანვე. სიცოცხლის

პირველ თვეებში წახალისებული არასწორი მიდგომა, მოგვიანებით

ძილის დარღვევის ჩამოყალიბების წინაპირობაა.

ცხრილი 2 წარმოგიდგენთ ძილის ჰიგიენის სწორი ორგანიზების

ძირითად პრინციპებს, რომელიც აქტუალურია ყველა ასაკის პაცი-

ენტისათვის. ძილის ჰიგიენა გულისხმობს ძილისთვის შესაფერისი

გარემოსა და ძილისთვის განწყობის სწორ ორგანიზებას, რაც მო-

იცავს როგორც საძინებლის, ასევე დღის მანძილზე ბავშვის აქტი-

ვობის სწორ ორგანიზებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სა-

ყურადღებოა უშუალოდ ძილისწინა რამდენიმე საათი.

13

Page 14: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილის ჰიგიენის ზოგადი პრინციპები

შექმენით ძილისთვის შესაფერისი გარემო:

ž ნაცნობი ოთახი,

ავეჯი და საგნები

ž კარგად დარეგულირებული

ოთახის ტემპერატურა

ž დაბნელებული

და მშვიდი ოთახი

ž არააღმგზნები გარემო

ž დადებითი ასოციაციები

რეკომენდებულია:

ž ძილისწინა რიტუალი და

რუტინა

ž ძილის რეჟიმი - დადგენილი

დრო დაძინების და

გაღვიძებისათვის, მათ შორის

დასვენების დღეებსა და

დღესასწაულებზე

ž დასაძინებლად წასვლა,

როდესაც ბავშვი

ამისათვის რეალურად

მზადაა, მოდუნებულია და

რეალურად ეძინება

ž მშობლების გარეშე დაძინება,

საწოლში მარტო ძილი

ž რეგულარული ფიზიკური

დატვირთვა დღის მანძილზე

არ არის რეკომენდებული:

ž ემოციური და ფიზიკური

გადაძაბვა უშუალოდ ძილის

წინ

ž ფიზიკური ვარჯიში გვიან

საღამოს

ž კოფეინის შემცველი სასმელი

/ საკვები საღამოს საათებში

ž თამბაქოსა და ალკოჰოლის

ჭარბი მოხმარება

(აქტუალურია თინეიჯერებში)

ž მსუყე ვახშამი გვიან საღამოს

ž დღის მანძილზე ჭარბი ძილი,

ან დღის ძილიდან გვიან

გამოღვიძება

ž ლოგინში ხანგრძლივად

დარჩენა, თუ ძილი არ დგება.

ცხრილი 2.

A clinical guide to sleep disorders in children and adolescents, G. Stores, Cambridge University Press 2004.

14

Page 15: ძილის დარღვევები ბავშვებში

რას წარმოადგენს ინსომნია?

ინსომნია წარმოადგენს ძილის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელე-

ბულ დარღვევას. ეს არის ძილის ხანგრძლივობის და/ან მისი უწყ-

ვეტობის დარღვევა ნორმალური ძილისათვის ხელსაყრელ გარემო

პირობებში.

რიგ შემთხვევებში ინსომნია გარდამავალი მდგომარეობაა, რომე-

ლიც აღმოცენდება რომელიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის შედე-

გად, მაგ: სტრესზე საპასუხოდ და გამომწვევი მიზეზის მოცილებასთან

ერთად შექცევადია.

სხვა შემთხვევებში ის დროში ხანგრძლივდება და ქრონიკულ ხა-

სიათს ღებულობს. ინსომნია, რომელიც არ უკავშირდება სხვა ნევრო-

ლოგიურ, სომატურ, თუ ფსიქიატრიულ მდგომარეობას განიხილება,

როგორც პირველადი, „ფსიქოფიზიოლოგიური ინსომნია“. სხვა

შემთხვევაში საუბრობენ მეორად ინსომნიაზე. ბუნებრივია, მიდგომა

და პროგნოზი ორივე შემთხვევაში განსხვავებულია.

რა იწვევს ინსომნიას?

პირველადი ინსომნიის მიზეზებიდან აუცილებელია აღინიშნოს ძი-

ლის არასწორი რეჟიმი და ჰიგიენა. ასეთი პაციენტები დიდ დროს

ატარებენ, ანუ ფხიზლობენ საწოლში ძილის გარეშე, ახასიათებთ

უძილობა, ანუ ინსომნია

15

Page 16: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ვლინდება ინსომნია?

ინსომნიის ძირითადი მახასიათებლებია ძილის დადგომის გაძნელება,

წყვეტილი ძილი, ანუ პერიოდული შეღვიძებები და დილით სასურველ

დროზე ადრე გაღვიძება. ერთ პაციენტში შეიძლება წარმოდგენილი

იყოს სამივე სიმპტომი ან მათი ნებისმიერი კომბინაცია.

ინსომნიით პაციენტებში ხშირია დღის მანძილზე ძილთან დაკავში-

რებული შფოთვა და ჩაძინებისთვის მეტისმეტი ძალისხმევის გამოვ-

ლინებაც. ამასთან, აღნიშნული პაციენტების უმეტესობა „ადვილად“

იძინებს ძილისთვის შეუფერებელ გარემოში, მაგ: ტელევიზორის

წინ. ამავე დროს, უჭირს ძილისათვის მობილიზება და საწოლში

დროულად ჩაწოლა.

უძილობით პაციენტებში დღის მანძილზე ხშირია ისეთი ჩივილები,

როგორიცაა გაღიზიანებადობა, დაღლილობის განცდა, უხასიათობა

და აუხსნელი ჭირვეულობა, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში; ძი-

ლიანობა და მოდუნება გაკვეთილზე, სასკოლო ასაკის პაციენტებში.

ქვეითდება აზროვნების სისხარტე და განსაკუთრებით შემოქმედე-

ბითი აქტივობის უნარი. დროში გახანგრძლივების შემთხვევაში

უარესდება ლოგიკური აზროვნება, სკოლაში მოსწრება. იმუნური

სისტემის დისფუნქცია შეიძლება აისახოს ხშირ ავადობაზე, ხოლო

განსაკუთრებით გახანგრძლივების შემთხვევაში დაირღვეს ბავშვის

ფიზიკური ზრდა-განვითარებაც.

ხშირი „წაძინებები“ დღის მანძილზე, იძინებენ და იღვიძებენ სხვა-

დასხვა დროს. გასათვალისწინებელია ძილის მიმართ მათი ნეგა-

ტიური დამოკიდებულება, შფოთვა და დაძაბულობა ძილის წინ. შე-

დარებით მოზრდილებში ხშირია პესიმისტური დამოკიდებულება

ძილის რიტუალთან, „მაინც არ დამეძინება“, „ამაღამ ვერაფრით

დავიძინებ“ და ა.შ.

16

Page 17: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ დავსვათ ინსომნიის დიაგნოზი?

ინსომნია წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს, რაც გულისხმობს,

რომ დიაგნოსტიკა ემყარება სიმპტომების აღწერას. სამწუხაროდ,

არ არსებობს ინსტრუმენტული კვლევის მეთოდი ინსომნიის დიაგ-

ნოსტირებისათვის. დიაგნოზი ემყარება სიმპტომების, ჩივილების

დეტალურ აღწერას. ამ მიზნით აქტიურად შეიძლება სხვადასხვა

ტიპის კითხვარების გამოყენება, რომელსაც შეავსებენ პაციენტი და/

ან მისი ოჯახის წევრები. ამასთან, შეკითხვები მოიცავს არა მხოლოდ

ძილთან დაკავშირებულ ჩივილებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიგ

შემთხვევებში ინსომნია მეორადად განვითარებული მდგომარეობაა.

როგორ ვუმკურნალოთ ინსომნიას?

მეორადი ინსომნიის მკურნალობა მთლიანად დამოკიდებულია ძი-

რითადი დაავადების მკურნალობაზე.

პირველადი ინსომნიის მკურნალობა გულისხმობს ძილის ჩვევის დას-

წავლას და გამომუშავებას, რაც თავის მხრივ მოითხოვს ძალისხმევას

და მოთმინებას.

ž დაიცავით ძილის ჰიგიენის ძირითადი პრინციპები (იხ. ცხრილი 2) -

ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანია ყველა ასაკის პაციენტისათვის.

ქვემოთ მოცემულია 7 ძირითადი რეკომენდაცია „როგორ დავამარ-

ცხოთ ინსომნია“:

ž შეარჩიეთ და დაადგინეთ გაღვიძების ერთი და იგივე დრო, იმის

მიუხედავად რამდენად ბევრი ან ცოტა ეძინა პაციენტს ღამით.

ž შეარჩიეთ და დაადგნეთ დაწოლის დრო, როდესაც პაციენტი

საკმარისად მოდუნებული და ძილიანია ხოლმე და შესაბამისად

მზადაა ძილისათვის.

17

Page 18: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž დააწვინეთ საწოლში მაშინ, როდესაც უკვე ძილიანია, მაგრამ

არაუადრეს წინასწარ შერჩეული დროისა. ამასთან, თუ შერჩეულ

დროს ბავშვი ჯერ კიდევ ფხიზელია, დააყოვნეთ ცოტა ხანი და

დაელოდეთ რომ ძილი უფრო მოერიოს.

ž თუ დაწოლის შემდეგ ბავშვი ვერ ახერხებს დაძინებას, უმჯობე-

სია ავაყენოთ ის ლოგინიდან და დავკავდეთ რომელიმე მომა-

დუნებელი, მშვიდი აქტივობით, მაგ: წიგნის კითხვით. გაიმეორეთ

ეს აქტივობა რამდენჯერმე თუ საჭიროა. ამასთან აღნიშნული

ტაქტიკა გამოიყენეთ მაშინაც, თუ ბავშვი იღვიძებს შუაღამით და

ვერ ახერხებს ძილის შებრუნებას.

ž თავი აარიდეთ ძილის წინ მშფოთვარე ემოციებს, მაგ: მეორე

დღის დაგეგმვას, უარყოფით განცდებს და შენიშვნებს დღის მან-

ძილზე ჩადენილი საქციელის გამო.

ž გამოიყენეთ საწოლი მხოლოდ ძილისათვის. ის არ უნდა ასო-

ცირდებოდეს თამაშთან, ტელევიზორის ყურებასა თუ მეცადი-

ნეობასთან.

ž თავი აარიდეთ დღის მანძილზე ხანმოკლე „წაძინებებს“.

ამასთანავე, სასკოლო და მოზრდილი ასაკის ბავშვების შემთხვევაში

შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების გამოყენება:

ž განახორციელონ მომადუნებელი პროცედურები ძილის წინ.

მაგ: ღრმა და მშვიდი სუნთქვა, დადებითი ასოციაციები („ვითომ

პლაჟზე ვართ“) და/ან მედიტაცია, ფიქრი რაიმე მისთვის სასი-

ამოვნოზე.

ž შეცვალონ ძილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, ასეთის

არსებობის შემთხვევაში. მაგ: ნაცვლად „ამაღამაც არ დამეძინება!“

იფიქრონ „ამაღამ მოვახერხებ მოდუნებას და დაძინებას!“.

18

Page 19: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž თავი აარიდეთ დროის კონტროლს საძინებელში. სასურველია

საერთოდ გაიტანოთ საათი საძინებლიდან. დროის ხშირი

კონტროლი ართულებს ჩაძინებას და იწვევს არასასურველი

შფოთვის მატებას.

ž რეკომენდებულია საწოლში გაატარონ იმდენი დრო, რაც შე-

ესაბამება ძილის ასაკობრივ ხანგრძლივობას, მაგ: 7-8 სთ მო-

ზარდის შემთხვევაში. ეს დაეხმარებათ დაწოლის შემდეგ სწრა-

ფად დაძინებაში. რუტინის გამომუშავების შემდეგ 15-15 წთ-ით

გადმოსწიეთ დაწოლის დრო და დაუახლოვეთ ის სასურველ

მაჩვენებელს.

ž თუ საწოლში დაწოლიდან 20 წუთში ბავშვი, ან მოზარდი ვერ

იძინებს, უმჯობესია ადგეს და დაკავდეს სხვა, მომადუნებელი

აქტივობით, მაგ: წიგნის კითხვით. (დაუშვებელია ამ მიზნით

ტელევიზორის ყურება!). 20 წუთი მსგავსი აქტივობის შემდეგ,

კვლავ სცადეთ დაძინება. აღნიშნული ტიპის მონაცვლეობა გა-

იმეორეთ დაძინებამდე. ასე თავიდან აიცილებთ არასასურველ

ასოციაციებს, როდესაც საწოლი ასოცირდება არა ძილთან, არა-

მედ უძილობასთან.

მედიკამენტური მკურნალობა ბავშვებსა და

მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

19

Page 20: ძილის დარღვევები ბავშვებში

რას წარმოადგენს მოუსვენარი ფეხების სინდრომი?

მოუსვენარი ფეხების სინდრომი წარმოადგენს ნევროლოგიური

ბუნების დარღვევას, რომელიც ხასიათდება ქვედა კიდურების

ამოძრავების დაუოკებელი სურვილით. პაციენტები აღწერენ ჭიან-

ჭველების ცოცვის, წვის, ან ქავილის უაღრესად შემაწუხებელ შეგ-

რძნებას, რიგ შემთხვევაში ტკივილსაც კი ქვედა კიდურებში. მდგო-

მარეობა ძლიერდება მოსვენებულ მდგომარეობაში, მათ შორის

ჩაძინების წინ და მნიშვნელოვნად სუსტდება ან საერთოდ ქრება

კიდურების ამოძრავებისთანავე. შეგრძნებები, როგორც წესი, ქვე-

და კიდურებს მოიცავს, თუმცა აღწერილია ხელებშიც. შეგრძნება

უმეტესად სიმეტრიულია ორივე კიდურში, ამავე დროს გამორიცხული

არ არის ასიმეტრული, ან ცალმხრივი ლოკალიზაციაც. აღნიშნული

მდგომარეობა მნიშვნელოვნად არღვევს ჩაძინების პროცესს და

შეიძლება გახდეს ხშირი შეღვიძებების მიზეზი, რაც ინსომნიის გან-

ვითარების პირობებს ქმნის.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის პარალელურად აღნიშნულ პაცი-

ენტებში ხშირია ძილში კიდურების უნებლიე მოძრაობების აღმოცენება,

როგორიცაა მოხრა-გაშლა, ბიძგისებრი მოძრაობები, რასაც კიდუ-

რების პერიოდული მოძრაობის სინდრომი ეწოდება. აღნიშნული

მდგომარეობა ადვილად შესამჩნევია გარშემომყოფებისათვის

და ასევე, შეიძლება მათი დაფიქსირება აქტიგრაფიით, მაშინ რო-

დესაც მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომები მხოლოდ

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

20

Page 21: ძილის დარღვევები ბავშვებში

პაციენტისთვისაა შესამჩნევი და

დიაგნოსტიკა მთლიანად პაცი-

ენტის აღწერილობას ემყარება.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

საკმაოდ გავრცელებული მდგო-

მარეობაა, თუმცა სხვადასხვა მი-

ზეზების გამო ის ხშირად არადი-

აგნოსტირებულია. მიზანმიმართული

პოპულაციური კვლევებით მისი სიხშირე 10-

15% აღწევს. გავრცელება მეტია ევროპული

და კავკასიური რასის წარმომადგენლებში და ძალიან დაბალია

0,1% აზიურ ქვეყნებში. აღნიშნულის მიზეზი ცალსახად არ არის

დადგენილი. სავარაუდოა როგორც გენეტიკური, ისე გარემო და

კულტურული თავისებურებების გავლენა.

სიხშირე ასევე მაღალია ბავშვთა პოპულაციაში, თუმცა ენობრივი

ბარიერის გათვალისწინებით ზუსტი სიხშირის დადგენა კიდევ უფ-

რო რთულია. მოუსვენარი ფეხების სინდრომის მსგავსი ქცევა აღ-

წერილია ჩვილებშიც, თუმცა დიაგნოსტიკა ძირითადად ხერხდება

>2-3 წ ასაკიდან, როდესაც მეტ-ნაკლებად განვითარებულია ფრა-

ზული მეტყველება. ბავშვები უმეტესად აღწერენ მაგ: „ობობების,

ან ჭიანჭველების ცოცვას“ ფეხებზე და ამ კიდურების ამოძრავების,

დასრესვის სურვილს, რომ „ეს ობობები მოიშორონ“.

მიზანმიმართული პოპულაციური კვლევებით მოუსვენარი ფეხების

სინდრომის სიხშირეა

10-15%

რა იწვევს მოუსვენარი ფეხების სინდრომს?

დაავადების ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი ბოლომდე ჯერ

კიდევ შეუსწავლელია. დადასტურებულია აღნიშნული სინდრომის

გენეტიკური ბუნება. შემთხვევათა უმეტესობაში ოჯახური ანამნეზი და-

21

Page 22: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა წარმოადგენს მოუსვენარი ფეხების სინდრომის ძირითად გამოვლინებას?

მოუსვენარი ფეხების სინდრომის დიაგნოსტირებისათვის აუცილებე-

ლი პირობაა ზემოთ აღწერილი სიმპტომებისა და ჩივილების გაუ-

არესება საღამოს საათებში და მოსვენებულ მდგომარეობაში, მათ

შორის ძილის წინ, ისევე როგორც ჩივილებისა და სიმპტომების ინტენ-

სივობის შემცირება ან გაქრობა კიდურების ამოძრავებისთანავე.

ამოძრავებასთან ერთად შვების მომგვრელი შეიძლება იყოს

კიდურების მასაჟი და სრესვა.

აღნიშნული მდგომარეობის ფონზე როგორც წესი ირღვევა

ჩაძინების პროცესი და ვითარდება ინსომნია, ყველა თავისი მახა-

სიათებლითა და დღის მანძილზე უძილობისათვის დამახასიათებელი

სიმპტომებით. ამ პაციენტებში განსაკუთრებით ხშირია ჩივილები

თავის ტკივილზე, ასევე გამოხატული შფოთვითი აშლილობა და

ქცევითი დარღვევები.

დებითია. გარდა ამისა, დადგენილია რიგი მდგომარეობები, რომ-

ლებიც მნიშვნელოვნად აღრმავებს, ან აპროვოცირებს მოუსვენარი

ფეხების სინდრომის განვითარებას. ესენია რკინის დეფიციტი,

თირკმლის უკმარისობა და ურემია, ორსულობა, სიმსივნეები, ნე-

იროპათიები (მაგ: შაქრიანი დიაბეტის ფონზე), კოფეინისა და თამ-

ბაქოს აქტიური მოხმარება და რიგი მედიკამენტების ხანგრძლივი

გამოყენება (ანტიფსიქოზური, ანტიჰისტამინური, ღებინების საწი-

ნააღმდეგო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, დოფა-

მინანტაგონისტები და ა.შ.)

22

Page 23: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ დიაგნოსტირდება მოუსვენარი ფეხების სინდრომი?

ინსტრუმენტული კვლევები ამ შემთხვევაში არაინფორმატიულია.

დიაგნოსტიკა მთლიანად ემყარება პაციენტის მიერ სიმპტომების

აღწერას. მეორეული მდგომარეობის შემთხვევაში გვეხმარება

ფონური დაავადებისა და მდგომარეობის დიაგნოსტირება. მაგ:

სისხლში რკინისა და ფერიტინის დონის განსაზღვრა. ძილის სხვა,

ასოცირებული დარღვევების დიაგნოსტირებისათვის შეიძლება სა-

ჭირო გახდეს ღამის ძილის გამოკვლევა აქტიგრაფიით, ან პოლი-

სომნოგრაფიით.

როგორ ვუმკურნალოთ მოუსვენარი ფეხების სინდრომს?

ისევე როგორც ძილის ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში,

მთავარი როლი ენიჭება ძილის რეჟიმისა და ჰიგიენის სწორად

ორგანიზებასა და მის დაცვას.

ამასთან, მოუსვენარი ფეხების სინდრომი მოითხოვს გარკვეულ

დამატებით ქმედებებს:

ž ძილისწინა რიტუალი მაქსიმალურად უნდა მოიცავდეს სა-

წოლში ჩაწოლამდე პერიოდს. მათ შორის მაგ: წიგნის კითხვა

რეკომენდებულია დაწოლამდე პერიოდში. ლოგინში ჩაწოლა

მიზანშეწონილია მაქსიმალურად მოდუნებულ და ძილისთვის

მზად ყოფნის ეტაპზე.

ž სასარგებლოა დღის მანძილზე და დაძინებამდე 1-2 საათით

ადრე ფიზიკური აქტივობა, ფეხით, ან ველოსიპედით სეირნობა.

აქტიურად ისარგებლეთ კიბეებით და არა ლიფტით. ამასთან

გაითვალისწინეთ, რომ მეტისმეტი ფიზიკური გადაღლაც პირიქით

აუარესებს სიმპტომებს.

23

Page 24: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž გამოიყენეთ კიდურების ძილისწინა მასაჟი, გრილი კომპრესები,

ან პირიქით თბილი აბაზანა, სასარგებლოა კონტრასტული შხაპიც,

პაციენტის სურვილის და პრიორიტეტის გათვალისწინებით. რიგ

შემთხვევებში ეფექტურია მძიმე საბანი.

ž თავი აარიდეთ ძილის წინ აღმგზნებ საკვებსა და სასმელს, კო-

ფეინს, ალკოჰოლს. არასასურველია ზემოთ აღნიშნული, მაპ-

როვოცირებელი მედიკამენტების მიღება ძილისწინა პერიოდში.

ž მეორადი მოუსვენარი ფეხების სინდრომის შემთხვევაში აუცი-

ლებელია ფონური მდგომარეობის მკურნალობა. მაგ: რკინის

დეფიციტის შევსება. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დო-

ზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ž რთულ და რეზისტენტულ შემთხვევაში განიხილება მედიკა-

მენტური მკურნალობის საკითხი. კერძოდ, დოფამინერგული

მედიკამენტები, ოპოიდები, ბენზოდიაზეპინები და ზოგიერთი

სხვა ანტიეპილეფსიური მედიკამენტები ხასიათდებიან დადე-

ბითი თერაპიული ეფექტით, მოუსვენარი ფეხების სინდრომის

შემთხვევაში.

24

Page 25: ძილის დარღვევები ბავშვებში

რას წარმოადგენს კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი?

კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი წარმოადგენს ნევ-

როლოგიური ბუნების დარღვევას, რომელიც აღმოცენდება ძილში და

მოიცავს ქვედა კიდურების განმეორებადი მოძრაობების ეპიზოდებს.

მოძრაობები მეორდება საშუალოდ 20-40 წამში ერთხელ. შეიძლება

წარმოდგენილი იყოს კუნთების შეკუმშვებით, ბიძგებით, კიდურის

სწრაფი, დარტყმის ტიპის მოძრაობით, ან მისი აწევით და მოხრით

კოჭ-წვივის და/ან მუხლის სახსრებში. მოძრაობები ვითარდება კლას-

ტერებად და გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის

მანძილზე. თავად პაციენტისათვის ეს ქმედებები ამნეზირებულია.

თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება გახდეს ხშირი შეღვიძებების მიზეზი

და შესაბამისად გამოიწვიოს დღის ძილიანობა და უძილობის სხვა

სიმპტომები. ძალიან ხშირად კიდურების პერიოდული მოძრაობის

სინდრომი ასოცირებულია მოუსვენარი ფეხების სინდრომთან.

კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი

რა იწვევს კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომს?

დადასტურებულია გენეტიკური ბუნება. ძალიან ხშირად პაციენტების

ოჯახური ანამნეზი დატვირთულია ანალოგიური მდგომარეობით.

სხვადასხვა დაავადების ფონზე ასევე შესაძლებელია მეორეული

ფორმის განვითარება. მათ მიეკუთვნება რკინის დეფიციტი, თირკმ-

ლის უკმარისობა და ურემია, ორსულობა, სიმსივნური დაავადებები,

25

Page 26: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ვლინდება კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი?

დამახასიათებელი ნიშნებია:

ž კიდურების პერიოდული, განმეორებითი მოძრაობები. ისინი ად-

ვილად შესამჩნევია გარშემომყოფებისათვის, თუმცა თავად პაცი-

ენტისთვის შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი.

ž ძილის დეფიციტი და უძილობისთვის დამახასიათებელი ჩივილები

დღის მანძილზე.

ž დღის ძილიანობა – ღამის ძილის დეფიციტიდან გამომდინარე.

როგორ დიაგნოსტირდება კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი?

ღამის ძილის სრული კვლევა აუცილებელია აღნიშნული სინდრომის

დიაგნოსტირებისათვის. ასოცირებული და ფონური მდგომარების

დიაგნოსტირებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს სხვა კლინიკური

და ლაბორატორული ტესტები, მაგ: სისხლში რკინისა და ფერიტინის

შემცველობის განსაზღვრა.

ნეიროპათიები (მაგ: შაქრიანი დიაბეტის ფონზე), კოფეინისა და

თამბაქოს აქტიური მოხმარება და რიგი მედიკამენტების ხანგრძლივი

გამოყენება (ანტიფსიქოზური, ანტიჰისტამინური, ღებინების საწი-

ნააღმდეგო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, დოფა-

მინანტაგონისტები და ა.შ.), ისევე, როგორც მოუსვენარი ფეხების

სინდრომის შემთხვევაში.

26

Page 27: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ვუმკურნალოთ კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომს?

რეკომენდებულია:

ž ძილის რეჟიმისა და ჰიგიენის ორგანიზება და დაცვა!

ž მოუსვენარი ფეხების სინდრომის მკურნალობა.

ž მასტიმულირებელი საკვების/სასმელის მიღებისაგან

თავის არიდება.

ž ფონური მდგომარეობების მკურნალობა.

მაგ: რკინის დეფიციტის შევსება

ž საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა.

27

Page 28: ძილის დარღვევები ბავშვებში

რას წარმოადგენს ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა?

ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა ძალიან გავ-

რცელებულია თინეიჯერულ ასაკსა და მოზარდებში. თავის არსით,

ის წარმოადგენს ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევას, რომლის

დროსაც პაციენტის ჩაძინებისა და გაღვიძების დრო სინქრონულად

გადაწეულია 2 ან მეტი საათით. მაგ: მოზარდი იმის ნაცვლად რომ

დაიძინოს 22:00 და გაიღვიძოს 7:00, იძინებს ღამის 12 საათზე ან

უფრო გვიან და იღვიძებს შესაბამისად დილის 9-10 საათისთვის, ან

უფრო გვიან. ძილის სადღეღამისო ხანგრძლივობა არ იცვლება და

შეესაბამება მის ასაკობრივ მოთხოვნილებას, თუმცა ცირკადული

რიტმი სცდება ფიზიოლოგიურს. ისინი ხშირად მოიხსენიებენ საკუთარ

თავს, როგორც „ღამის ფრინველს, ან ბუს“. არდადეგებზე მათი

ძილის მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილებულია და ისინი

არ წარმოადგენენ ჩივილებს. თუმცა სკოლის პერიოდში, როდესაც

უწევთ დილით ადრე გაღვიძება სკოლისთვის, პაციენტების უმეტესობა

განიცდის ძილის ქრონიკულ უკმარისობას, რაც არასასურველად

აისახება მათ ყოველდღიურ აქტივობაზე. ისინი ხშირად აგვიანებენ ან

აცდენენ გაკვეთილებს აღნიშნული მიზეზით.

ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე

მდგომარეობა

28

Page 29: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა იწვევს ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობას?

აღნიშნული მდგომარეობა

უპირატესად მოზარდობის

ასაკისთვისაა დამახასია-

თებელი, თუმცა შეიძლე-

ბა აღმოცენდეს ბავშვობის

ასაკშიც. ის თინეიჯერთა

საშუალოდ 7-16% მოიცავს.

იშვიათად მისი დებიუტი მო-

სალოდნელია >30 წლის

ასაკშიც. მიზეზი უცნობია. სავარაუდოა, ამ ასაკში საერთო და სოცი-

ალური აქტივობიდან გამომდინარე ძილის ფაზების ხელოვნურად

წანაცვლება, რის მიმართაც მოზარდების ერთი ჯგუფი განსაკუთრებ-

ით მგრძნობიარეა და სხვისთვის დროებითი და გარდამავალი მოვ-

ლენა მათ შემთხვევაში ნაკლებად შექცევადი ხდება. ოჯახური შემთხვე-

ვების გათვალისწინებით სავარაუდოა გენეტიკური წინასწარგანწყობა.

აუცილებელია ამ მდგომარეობის დიფერენცირება ცხოვრების სტი-

ლის არჩევანისაგან. როდესაც მოზარდი, მიუხედავად იმისა, რომ

შეუძლია საჭირო დროს დაძინება, თავად ირჩევს შეცვლილ რეჟიმს.

ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა გულისხმობს

ძილის ბიოლოგიური, შინაგანი საათის ცვლილებას და წანაცვლებას

2 ან მეტი საათით. სურვილისა და მონდომების მიუხედავად, მათ რე-

ალურად უჭირთ საჭირო დროს დაძინება და შესაბამისად დილით

ადრე გაღვიძება. სამწუხაროდ ასეთ მოზარდებს ხშირად ანიჭებენ

„მძინარას“, „ზარმაცის“ და მსგავს მეტსახელებს.

ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა

საშუალოდ მოიცავს თინეიჯერთა

7-16%

29

Page 30: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ვლინდება ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა?

ყველაზე ხშირი გამოვლინებებია:

ž საჭირო, დადგენილ დროს ჩაძინების შეუძლებლობა, რაც ხშირ-

ად არასწორად დიაგნოსტირდება როგორც ინსომნია. საგულის-

ხმოა, რომ მათთვის ბიოლოგიურად შესაბამის დროს ლოგინში

ჩაწოლის შემთხვევაში ისინი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

ახერხებენ დაძინებას. ამასთან, არ ვლინდება ინსომნიისთვის

დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც, როგორიცაა წყვეტილი ძილი

და დილით საჭიროზე ადრე გაღვიძება.

ž დილით დადგენილ დროს გაღვიძების სირთულეები - საჭიროზე

2 და მეტი საათით გვიან დაძინება დილით გაღვიძების სირ-

თულეებით ვლინდება. ამის გამო, ისინი ხშირად აგვიანებენ

სკოლაში და შეხვედრაზე.

ž დღის ძილიანობა - საღამოს საჭიროზე გვიან დაწოლის ფონზე

დილით ადრე გაღვიძების აუცილებლობა განაპირობებს ძილის

დეფიციტს და შესაბამის სიმპტომებს დღის მანძილზე.

ž თუ მათი ბიოლოგიური რიტმის შესაბამისი რეჟიმის დაცვა

მოხერხდა, მაგ. არდადეგებზე. პაციენტები არ წარმოადგენენ

ძილის დარღვევის არანაირ ჩივილს.

ž ღამის ძილის დეფიციტის პირობებში, დღის მანძილზე ეს პა-

ციენტები ხასიათდებიან გაღიზიანებადობით, ხასიათის ცვლი-

ლებით, იმპულსურობით, მეხსიერებისა და აკადემიური მოსწრე-

ბის გაუარესებით. არასწორი მიდგომით, ამ ბავშვებში შეიძლება

გაღრმავდეს დეპრესიული განწყობა და დაქვეითდეს სკოლაში

სიარულის მოტივაცია.

30

Page 31: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ დიაგნოსტირდება ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობა?

დიაგნოსტიკა ემყარება სიმპტომების აღწერას. მნიშვნელოვანია

ძილის დღიურის წარმოება და მისი ანალიზი. დამახასიათებელი

ნიშანია დაძინების გვიანი დრო, ჩაძინების გაძნელებაზე ჩივილის

გარეშე, რომელიც შეესაბამება დილით გვიან გაღვიძებას არდა-

დეგებზე და დასვენების დღეებში. ამასთან, რიგ შემთხვევებში ღამის

ძილის სრული კვლევა აუცილებელია ძილის სხვა დარღვევების

გამოსარიცხად.

როგორ ვუმკურნალოთ ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობას?

ძილის ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობის მკურნალობა

დიდი გამოწვევაა, როგორც პაციენტების, ისე სომნოლოგებისათვის.

აუცილებელია თავად პაციენტის თანამონაწილეობა და მოტივაცია,

რომ „აღიაროს“ პრობლემა და აქტიურად ჩაერთოს მისი შინაგანი,

ბიოლოგიური რიტმის შეცვლის პროცესში. მკურნალობა რამდენი-

მე ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი წარმოდგენილია ჩაძინების

დროის ეტაპობრივი გადმონაცვლებით 1-2 საათით ადრე და შემდეგ

ამ ცვლილების შენარჩუნებისაგან. საწყის ეტაპზე რეჟიმის ცვლილება

შედარებით ადვილია, ვიდრე ახალი გრაფიკის მყარად შენარჩუნება.

ხანგრძლივად რჩება ტენდენცია, რომ ბავშვის ძილ-ღვიძილის რიტმი

ისევ ძველ განრიგს დაუბრუნდეს.

31

Page 32: ძილის დარღვევები ბავშვებში

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათ-

ვალისწინება:

ž ძილის ჰიგიენის რეგულარულად და მკაცრად დაცვა - სა-

ძინებლისა და ძილისწინა რიტუალის სწორი ორგანიზება, მას-

ტიმულირებელი ფაქტორებისაგან თავის არიდება. ყველა ის

რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია ინსომნიით პაციენტებისათვის.

მკურნალობაში მთავარია პაციენტის შინაგანი ბიოლოგიური რიტმის

ცვლილება, რისთვისაც მთელი რიგი ღონისძიებებია აუცილებელი:

ž შინაგანი, ბიოლოგიური ჩაძინების დროის ეტაპობრივად, 15-15

წუთით გადმოწევა რამდენიმე დღეში ერთხელ. მაგ: თუ ბავშვის

ბიოლოგიურად ჩაძინების დრო შეადგენდა 00:30, პირველი

რამდენიმე ღამე ვაძინებთ 00:15. შემდეგ 00:00, შემდეგ 23:45

და ა.შ. პარალელურ რეჟიმში ვანაცვლებთ დილით გაღვიძების

დროს.

ž ე.წ. „ქრონოთერაპია“ მოწოდებულია იმ პაციენტებისათვის, ვისაც

ღამის ძილის დადგომა ძალიან გვიან ახასიათებთ, მაგ: ღამის

2 ან 3 საათზე. ამ დროს, პირიქით, ბავშვს ვაძინებთ მისთვის

სასურველზე 2-3 საათით გვიან. ანუ ღამის 2 საათის ნაცვლად

დილის 4 საათზე. შესაბამისად ვაღვიძებთ 2 საათით გვიან. ასე

ყოველდღიურად ხდება ძილის დროის წანაცვლება, ვიდრე

არ მივაღწევთ სამიზნე დროს, მაგ: 22:30. დილით გაღვიძების

დროც შესაბამისად იქნება ჩვენთვის მისაღები. ამ რეჟიმში

სასურველი მიზნის მიღწევას დაახლოებით 7-10 დღე სჭირდება

ხოლმე. აღნიშნული სტრატეგია ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს,

რადგან ფიზიოლოგიურად ამ პაციენტებს უფრო უადვილდებათ

გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება, ვიდრე 1-2 საათით ადრე

ამის გაკეთება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს

მოუწევს დაახლოებით 1 კვირა დღის მანძილზე ძილი და ღამით

32

Page 33: ძილის დარღვევები ბავშვებში

სიფხიზლე. შესაბამისად, აღნიშნული სტრატეგია მისაღებია არ-

დადეგების პერიოდში.

ž როგორც კი დაძინებისა და გაღვიძების სამიზნე დროს მივაღწევთ,

აუცილებელია ამ რეჟიმის მკაცრად დაცვა დასვენების დღეების

პერიოდშიც, მინიმუმ რამდენიმე თვის მანძილზე. სამწუხაროდ,

ერთი ღამის მანძილზე რეჟიმის დარღვევაც კი შეიძლება მიღ-

წეული ეფექტის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

ž აუცილებელია დღისა და საღამოს რეჟიმის სწორი ორგანიზება.

თინეიჯერები ხშირად თავადვე არღვევენ თავის ძილ-ღვიძილის

ციკლს იმით, რომ გვიან იღებენ საკვებს, გვიანობამდე თამა-

შობენ კომპიუტერს, ან გვიანობამდე იტოვებენ სამეცადინოს.

რეკომენდებულია აღნიშნული აქტივობების დაგეგმვა დღის შე-

დარებით ადრეულ პერიოდში, ხოლო ღამის კომპიუტერული

გართობებისაგან საერთოდ თავის შეკავება.

სხვა, დამხმარე თერაპიის სახით შეიძლება გამოვიყენოთ:

ž მელატონინის პრეპარატები: მელატონინი წარმოადგენს ჰორ-

მონს, რომელსაც გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი საღამოს

საათებში, დღის სინათლის შემცირების პარალელურად. ძილის

ფაზების დარღვევით მიმდინარე მდგომარეობით პაციენტებში

ეს პროცესი შედარებითი დაგვიანებით მიმდინარეობს. შესაბამი-

სად, ამ ჰორმონის ხელოვნური დამატებით შესაძლებელია ჩა-

ძინების პროცესის გაადვილება. დოზირება საჭიროა შეთანხმდეს

მკურნალ ექიმთან. გვერდითი მოვლენები აღნიშნულ მედი-

კამენტს პრაქტიკულად არ ახასიათებს, თუმცა რიგ პაციენტებში

დაფიქსირებულია მოთენთილობა და თავის ტკივილი გამოღ-

ვიძების შემდეგ.

33

Page 34: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž სინათლით თერაპია - ვინაიდან ადამიანის შინაგანი საათი დღის

სინათლეზე რეაგირებს, მიზანშეწონილია, რომ ძილის ფაზების

დარღვევით მიმდინარე მდგომარეობით პაციენტები მოერიდონ

კაშკაშა სინათლეს, ასევე ტელევიზორისა და კომპიუტერის მო-

ციმციმე ეკრანს ძილისწინა პერიოდში. ეს ბუნებრივად შეუწყობს

ხელს მელატონინის მექანიზმის ამუშავებას. ამის პარალელუ-

რად, დილით, პირიქით, რეკომენდებულია კაშკაშა სინათლით

საძინებლის განათება. გაღვიძების შემდეგ, დილის პროცედუ-

რების ძლიერად განათებულ ოთახში და აბაზანაში ჩატარება,

საუზმე აღმოსავლეთისაკენ მიმართულ ფანჯარასთან და ა.შ.

რეკომენდებულია ასევე „light box“ თერაპია, რაც გულისხმობს

გაღვიძების შემდეგ 20-30 წუთი სინათლის წყაროს წინ დაჯდომას.

ამ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული უსაფრთხოების წე-

სების დაცვა. სინათლის წყარო უნდა მდებარეობდეს პაციენტიდან

40-50 სანტიმეტრის დაშორებით, სახის ან გულმკერდის დონეზე.

ამასთან, არ არის რეკომენდებული სინათლის წყაროსკენ მზერის

მიმართვა, თვალების გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით.

აღნიშნული პროცედურა არასასურველია ღია ფერის თვალების

მქონე პაციენტებისათვის და ასევე კანის სინათლისადმი მომა-

ტებული მგრძნობელობის დროს.

34

Page 35: ძილის დარღვევები ბავშვებში

ღამით შეღვიძებები ძილთან დაკავშირებული

ერთერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა ბავ-

შვებში. 6 თვისათვის ბავშვების უმეტესობას უკვე

ჩამოყალიბებული ძილის რეჟიმი აქვს და ღამის

კვებასაც აღარ საჭიროებენ. თუმცა, მათი 25-50%

აგრძელებს ღამის მანძილზე გაღვიძებას. ხშირი

შეღვიძებები უპირატესად <3 წლის ასაკის ბავშვების

პრობლემაა, მაგრამ შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში.

რატომ იღვიძებენ ბავშვები ღამის ძილის განმავლობაში?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ყველა ბავ-

შვი, ასაკის მიუხედავად, პერიოდულად იღვიძებს ღამის ძილის გან-

მავლობაში. გაღვიძებების სიხშირე 2-დან 6-მდეა. ბავშვების ერთი

ნაწილი ახერხებს ხელახლა ჩაძინებას მშობლებისა და ოჯახის სხვა

წევრების დახმარების გარეშე. მაშინ, როდესაც მეორე ნაწილს ამაში

დახმარება სჭირდება. ასე რომ, პრობლემა მდგომარეობს არა იმა-

ში, თუ რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით, არამედ რატომ ვერ ახერხებს

ბავშვი ძილის დამოუკიდებლად შებრუნებას. მათი უმრავლესობა

აღვიძებს მშობლებს თავისი ტირილით, ან გადადის მშობლების სა-

წოლში დამოუკიდებლად. ასეთი „მაღვიძარა“ ბავშვების უმეტესობას

არასწორად აქვს ორგანიზებული ჩაძინების რიტუალი და შესაბამი-

სად უჭირს ძილის დამოუკიდებლად შებრუნება.

ღამით შეღვიძებები

35

Page 36: ძილის დარღვევები ბავშვებში

რას წარმოადგენს ძილის რიტუალი და ძილთან დაკავშირებული ასოციაციები?

მშობლების უმეტესობა ბავშვებს აძინებს რწევით, ხელში აყვანილს,

ან თავისთან საწოლში. დროთა განმავლობაში, ბავშვებში მყარდე-

ბა ეს ჩვევა და ასოციაციები, რის გამოც ჩაძინების მომენტში ისინი

მშობლებზე დამოკიდებული ხდებიან. აღნიშნული დამოკიდებულება

შეიძლება ნაკლებად პრობლემური იყოს ჩაძინების დროს, თუმცა

მნიშვნელოვნად უშლით ბავშვებს ხელს დამოუკიდებლად ძილის

შებრუნების პროცესში. ანუ, მათ სჭირდებათ კვლავ ხელში აყვანა,

რწევა, ან მშობლების გვერდით მიწოლა. კვლევები ადასტურებს,

რომ ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ნაკლებად

იღვიძებენ ღამის მანძილზე და თანატოლებთან შედარებით 1 და მეტი

საათით მეტი სძინავთ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამით სრულფასოვანი ძილის შენარჩუნებაში?

ამისათვის რეკომენდებულია შემდეგი ეტაპების გავლა:

ž დაიცავით ასაკის შესაბამისი ძილის რეჟიმი და დროულად და-

აძინეთ პატარა. საგულისხმოა, რომ რაც უფრო დაღლილი იძი-

ნებს ბავშვი, მით უფრო ხშირად ეღვიძება მას ღამის მანძილზე.

შეინარჩუნეთ დღის ძილი, ხოლო საღამოს დააწვინეთ ბავშვი

დროულად.

ž შეუქმენით პატარას დაცულობის განცდა. ამისათვის შეიძლება

რომელიმე ფუმფულა სათამაშოს, თოჯინის, საყვარელი პლედის

გამოყენება. აღნიშნული ნივთთან ერთგვარი მიჯაჭვულობის

ჩამოყალიბება და მისი ჩაძინებასთან ასოცირება აიოლებს

36

Page 37: ძილის დარღვევები ბავშვებში

ჩაძინების რიტუალის ჩამოყალიბებას. ამ ნივთების გამოყენება

შესაძლებელია დღის მანძილზე გაღიზიანებული ბავშვის დამ-

შვიდების დროსაც. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ეს ნივთი,

თუ საგანი მისაღები და სასურველი უნდა იყოს ბავშვისათვის.

მშობლების გემოვნება, ამ შემთხვევაში, ნაკლებ მნიშვნელოვანია.

ž შექმენით ერთგვარი, მაგრამ მყარი ძილისწინა რუტინა. მან უნ-

და მოიცვას მშვიდი და სასიამოვნო აქტივობები, მაგ: ძილისწინა

აბაზანა და ზღაპარი. თავი აარიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივო-

ბებს, სირბილს, ბურთით თამაშს, განსაკუთრებით ტელევიზორისა

და კომპიუტერის ყურებას. აღნიშნული რუტინის შესრულებისას

თანდათან გადაინაცვლეთ ბავშვის საძინებელში. რაც შეეხება

ძილისწინ კვებას, >6 თვის ასაკის ბავშვებში ის აღარ არის რე-

კომენდებული.

ž მიზანშეწონილია, რომ საძილე გარემოს მახასიათებლები მაგ:

განათება, ბალიში, არ იცვლებოდეს ბავშვის ჩაძინების შემდეგ.

ანუ თუ ბავშვი იძინებს ანთებული სანათის ფონზე, არ გამორთოთ

ის ბავშვის დაძინების შემდეგაც.

ž დააწვინეთ ბავშვი ლოგინში თვლემის მდგომარეობაში, მაგრამ

ჯერ კიდევ მღვიძარე და გამოდით ოთახიდან. დაიმახსოვრეთ,

მთავარია ბავშვმა ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაძინება. ამის

შემდეგ ის ადვილად შეძლებს ღამის მანძილზე ძილის შებრუნე-

ბასაც. საწოლში დაწოლისას ბავშვი უნდა იყოს საკმარისად

ფხიზელი, რათა გააცნობიეროს ჩაძინების პროცესი.

ž თუ ბავშვი ტირის, ან წუწუნებს, შეაკითხეთ ოთახში და დარწმუნდით

მის უსაფრთხოებაში. თუმცა, არ დარჩეთ ოთახში ხანგრძლივად

(> 1 წთ) და არ გამოაფხიზლოთ თამაშით ან საუბრით. მშვიდად

გაუმეორეთ, რომ ძილის დროა. ოთახში დაბრუნების მიზეზია

ბავშვის დარწმუნება, რომ თქვენ ახლოს ხართ, ამასთან თქვენ

თავად რწმუნდებით, რომ ბავშვს რეალურად არაფერი უჭირს.

37

Page 38: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž მშობლების ნაწილს მიაჩნია, რომ ჩაძინების დროს მათი შვი-

ლების მარტო დატოვება ნაკლებრეალური საქციელია. ამ შემ-

თხვევაში შესაძლებელია ეტაპობრივი მიდგომა. ანუ ბავშვმა ჩა-

იძინოს დამოუკიდებლად, თუმცა დედა ამ დროს იყოს ოთახში.

ასეთი მიდგომა ახანგრძლივებს ძილის რუტინის ჩამოყალიბებას,

თუმცა ოჯახების ერთი ნაწილისათვის გაცილებით კომფორტული

და მისაღებია. პირველ ეტაპზე მოათავსეთ ბავშვი თავის საწოლ-

ში ჯერ კიდევ მღვიძარე და უბრალოდ ჩამოუჯექით გვერდით.

როგორც კი ბავშვი ისწავლის საწოლში დამოუკიდებლად ჩა-

ძინებას, თანდათან დაშორდით ბავშვის საწოლს. მშობლების

ნაწილი ამ დროს თავადაც „იმძინარებს“ თავს.

ž აუცილებელია იყოთ თანმიმდევრული და არ დაიხიოთ უკან.

გარდამავალი პერიოდის პირველი ღამეები განსაკუთრებით

რთულია ხოლმე და ზოგჯერ მეორე და მესამე ღამე უფრო

მძიმეა, ვიდრე პირველი. თუმცა, რამდენიმე ღამის შემდეგ თქვენ

უკვე შეძლებთ გაუმჯობესების დაფიქსირებას.

38

Page 39: ძილის დარღვევები ბავშვებში

ღამის შიშები ძალიან გავრცელებუ-

ლი მდგომარეობაა ჯანმრთელ და

ნორმალური განვითარების მქონე

ბავშვებში. ძილისწინა პერიოდის ში-

შების აღმოცენება უკავშირდება

ბავშვის ცნობიერებაში საფრთხის

პირველი ცნებების გაჩენას. რო-

გორც კვლევები აჩვენებს, სას-

კოლო ასაკის ბავშვების 85% და მოზარდთა 50% ახასიათებთ

ღამის შიშების არსებობა. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შიშის

შინაარსი სხვადასხვაა. მაგ: ადრეულ ასაკში უფრო ხშირია სიბნელის,

მონსტრების არსებობასთან დაკავშირებული შიშები. მოგვიანებით

ასაკში ფიგურირებს მძარცველების, ან დღის მანძილზე მიღებული

შთაბეჭდილებებიდან აღმოცენებული შიშები.

ღამის შიშები

როგორ მოვიქცეთ ღამის შიშების დროს?

სიბნელის, ან ოთახში მარტო დარჩენის შიშის მქონე ბავშვთან მუშაობა

დიდი გამოწვევაა მშობლებისათვის. მნიშვნელოვანია ერთის მხრივ

უზრუნველვყოთ ბავშვის სიმშვიდე, მეორეს მხრივ არ წავახალისოთ

ჩვენი მონაწილეობა მისი ჩაძინების რიტუალში. შიშის იგნორირება

არ არის გამოსავალი. თუმცა მისთვის მეტისმეტი ყურადღების მინი-

ჭებაც ბავშვისათვის იმის მანიშნებელია, რომ საფრთხე რეალურია.

თუ ღამის შიში რეალურად არღვევს ბავშვის ჩაძინების პროცესს,

მოსინჯეთ რომელიმე ქვემოთ აღწერილი ტაქტიკა:

39

Page 40: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž მოუსმინეთ და გაამხნევეთ. შეეცადეთ გააცნობიეროთ თქვენი

ბავშვის შიშები. არ დასცინოთ მას და არ გააუბრალოოთ ბავშვის

ემოცია. „საფრთხე“ რომელიც მოზრდილისათვის „სასაცილოა“,

შესაძლოა საკმაოდ რეალური იყოს ბავშვის გონებისათვის.

ž დაამშვიდეთ და დაარწმუნეთ ბავშვი უსაფრთხოებაში. თუ ბავშ-

ვი ტირის, ან ყვირილით გიხმობთ ოთახში, შეაკითხეთ და

დარწმუნდით მის უსაფრთხოებაში. თან მშვიდად გაუმეორეთ „შენ

კარგად ხარ. საშიში არაფერია. მეც აქ ვარ. ნუ გეშინია!“. ხშირად

გაუმეორეთ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.

ž ასწავლეთ შიშების გადალახვის მეთოდები. განიხილეთ ამ შიშების

დაძლევის სხვადასხვა გზები. როგორ გახდეს „უფრო მამაცი“,

როგორ იფიქროს უფრო პოზიტიურად და ა.შ. მაგ: „მონსტრები

მხოლოდ წარმოსახვაშია. ისინი სინამდვილეში არ არსებობენ“,

„თუ დამჭირდა, მე შემიძლია თავი დავიცვა“, „სიბნელე სახალისოა“.

შეგიძლიათ მოუყვეთ ისტორიები საკუთარი ბავშვობიდან რისი

გეშინოდათ და როგორ გადალახეთ ეს შიშები; ან წაუკითხოთ,

მოიგონოთ ანალოგიური ისტორიები სხვა ბავშვებზე.

ž თანდათან შეაგუეთ ბავშვი მისთვის საშიშ გარემოს ან ობიექტს.

მაგ: თუ მას ეშინია სიბნელის, დაიწყეთ 30 წამიდან და მეტი და

მეტი დრო გაატარეთ ბნელ გარემოში მასთან ერთად. თანდათან

გაზარდეთ სიბნელის ინტენსივობაც. დაიწყეთ დაბინდული შუქით

და თანდათან სრულად დააბნელეთ ოთახი.

ž მოიშველიეთ წარმოსახვა და შემოქმედებითად მიუდექით პრობ-

ლემას. მოიფიქრეთ რაიმე რიტუალი „მონსტრების განსადევნად“.

მაგ: აპკურეთ ოთახში „ჯადოსნური სითხე“. ეს შეიძლება იყოს

უბრალოდ წყალი, რომელსაც თავად ბავშვი აპკურებს საწოლ-

თან. რიგ შემთხვევებში შეიძლება შინაური ცხოველების დახ-

მარება. მაგ: ლეკვი, რომელიც უდარაჯებს ბავშვის ძილს.

ამისთვის შეიძლება თევზებიანი აკვარიუმიც გამოდგეს. წინასწარ

დარწმუნდით, რომ ბავშვს არ აქვს მათზე ალერგია.

40

Page 41: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž შეუქმენით დაცულობის განცდა. რაიმე საგანი, სათამაშო, პლედი

და ა.შ. რომელთან ერთადაც დაიძინებს ბავშვი და იქნება უფრო

მშვიდად.

ž აანთეთ ღამის ნათურა საძინებელში. ეს მეთოდი ეფექტურია

იმის მიუხედავად, თუ კონკრეტულად რისი ეშინია ბავშვს. ასევე

ეფექტურია საძინებლის კარის ღიად დატოვება.

ž თავი აარიდეთ ტელევიზორით ან კომპიუტერით საშინელებათა

ჟანრის, ფანტასტიკის სფეროდან ფილმებისა და მულტფილმე-

ბის ყურებას; ასევე ამ ჟანრის ზღაპრების მოყოლას. ისინი ხელს

უშლიან ძილის წინ მოდუნებას და აღვივებენ არასასურველ

ფიქრებს.

ž ასწავლეთ თქვენს ბავშვს როგორ მოდუნდეს ძილის წინ და

იფიქროს რაიმე სასიამოვნოზე.

ž ისაუბრეთ და განიხილეთ ძილისწინა შიშები დღის მანძილზე.

აუხსენით, იმსჯელეთ, როგორ შეიძლება მათი დამარცხება.

განუვითარეთ საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება. დღის

მანძილზე დაცულობის განცდა დაეხმარება მას ძილისწინა

შიშების გამკლავებაში.

ž დააწესეთ გარკვეული საზღვრები, რისი გაკეთება შეიძლება და

რისი არა ამ შიშების გამო. მაგ: დასაშვებია ძილის წინ კარადე-

ბის შემოწმება, ან ღამით ჩართული სანათის დატოვება. მაგრამ

დაუშვებელია ამ მიზეზით სისტემატურად ბავშვის გვერდით

დაძინება.

ž შიშების მიუხედავად არ მისცეთ უფლება დატოვოს საწოლი.

ეცადეთ დაამშვიდოთ და დაარწმუნოთ საკუთარ უსაფრთხოე-

ბაში, მაგრამ არ წაახალისოთ საწოლის დატოვება და სხვა-

გან გადასვლა. თუ თქვენ გადაიყვანთ ბავშვს სხვაგან მისი

დამშვიდების მიზნით, ეს მისთვის მინიშნებაა, რომ საწოლი

რეალურად საფრთხის შემცველია. უმჯობესია დარჩეთ მასთან,

41

Page 42: ძილის დარღვევები ბავშვებში

მისი საწოლის გვერდით, ვიდრე გადაიყვანოთ ის თქვენს სა-

წოლში. თუ ბავშვს მეტისმეტად ეშინია მარტო დარჩენის. დარჩით

მის გვერდით მის ხელახლა ჩაძინებამდე. ამასთან არ გააკეთოთ

ეს ზედიზედ რამდენიმე ღამე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას

ჩამოუყალიბდება თქვენი თანდასწრებით ჩაძინების ჩვევა. თუ

ამას ბავშვი აპროტესტებს, უბრალოდ ხშირად შეაკითხეთ ოთახში,

მაგ: ყოველ 5 წუთში და თანდათან გაზარდეთ ეს დრო. თუ

ბავშვი ღამის მანძილზე იღვიძებს და უჭირს ხელახლა ჩაძინება,

შეაკითხეთ და დაამშვიდეთ ოღონდ თავისივე საწოლში. თუ

ბავშვი დგება და თვითონ მოდის თქვენთან საძინებელში, ან

თავადვე გადმოდის თქვენს საწოლში, აიყვანეთ და დააბრუნეთ

ის თავის საძინებელში და საწოლში. ხშირად გაუმეორეთ, რომ

მას საფრთხე არ ემუქრება. დაამშვიდეთ ისე, რომ არ მისცეთ

საწოლის დატოვების საშუალება.

ž აწარმოეთ ვარსკვლავების ან წამახალისებელი სტიკერების

დღიური. ბავშვების უმეტესობა ყურადღებას იპყრობს მათ რეა-

ლობაში შიშების არსებობით. ყურადღებაც გამახვილებულია

სწორედ შიშებზე. შეეცადეთ შეცვალოთ აქცენტები. ყურადღება

გადაიტანეთ და წაახალისეთ შიშებისაგან თავისუფალი ღამეები.

ხშირად გაუმეორეთ, რომ ამაყობთ ასეთი მამაცი შვილით. დაა-

ჯილდოვეთ თითო ვარსკვლავით, ან სტიკერით, თუ დაიძინებს

დამოუკიდებლად თავის საწოლში, ან გაატარებს ღამეს შიშების

გარეშე. გარკვეული რაოდენობა ვარსკვლავების, ან სტიკერების

დაგროვებისას დააჯილდოვეთ ის მისთვის სასურველი სათა-

მაშოთი, გართობით, მაგ: წაიყვანეთ გასართობ ცენტრში, ცირკში

და ა.შ. ამასთან მიაწოდეთ კონკრეტული და გასაგები ახსნა,

რისთვის აჯილდოვებთ. მაგ: თუ მთელი ღამით დაიძინებს მარტო

თავის სწოლში, ან აღარ დაგიძახებთ დასახმარებლად მას შემ-

დეგ რაც ჩააქრობთ სინათლეს. ჯილდოც დააწესეთ რეალური,

რომელსაც აუცილებლად შეუსრულებთ.

42

Page 43: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž ზედმეტად მძაფრი ან დროში გახანგრძლივებული შფოთვის შემ-

თხვევაში, რომელიც გრძელდება არა მხოლოდ ღამის, არამედ

დღის განმავლობაშიც, მიმართეთ სათანადო სპეციალისტებს და

ჩაუტარეთ ბავშვს ფსიქოლოგიური შეფასება.

43

Page 44: ძილის დარღვევები ბავშვებში

ღამის კოშმარები

რას წარმოადგენს ღამის კოშმარი?

ღამის კოშმარი საშიში შინაარ-

სის სიზმარია, რომელიც აღვიძ-

ებს ბავშვს, ამ დროს ის ცუდ ხასიათზეა და საჭიროებს დამატებით

დამშვიდებას. ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირია ჯანმრთელ და ნორ-

მალური განვითარების მქონე ბავშვებში. რთულია ისეთი პიროვ-

ნების პოვნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია ეს. ბავშვების

უმეტესობას ეშინია ხელახალი ჩაძინების და არ უნდათ მარტო

დარჩენა. პატარა ასაკის ბავშვებს უჭირთ სიზმრისა და რეალობის

ერთმანეთისაგან გარჩევა, რის გამოც გამოღვიძების შემდეგ ვერ

აცნობიერებენ, რომ ეს იყო მხოლოდ სიზმარი და ის უკვე დასრულდა.

ამიტომ აგრძელებენ ტირილს და შფოთვას სიფხიზლეშიც.

ღამის კოშმარები განსაკუთრებით ხშირია 6-10 წლის ასაკში. ცვა-

ლებადია როგორც ინტენსივობა, ისე სიხშირე. <12 წლის ასაკამდე ის

თანაბრად ვლინდება როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში. >12 წლის

ასაკისათვის ღამის კოშმარები ჭარბობს გოგონებში.

რას ხედავენ ბავშვები ღამის კოშმარებში?

პატარა ბავშვების უმეტესობას ეშინია მშობლებთან დაშორების. მათი

ყველაზე ხშირი კოშმარი უკავშირდება სადმე დაკარგვას ან მშობ-

ლების გარდაცვალებას. შედარებით მოზრდილ ბავშვებს კოშმარებში

აქვთ დაუცველობის განცდა და შიში. მსგავს სიზმრებში შეიძლება

ფიგურირებდეს რაიმე საშიში ობიექტი ან ცხოველი, ან იმედგაცრუების,

სიძულვილის განცდა რაიმეს ან ვინმეს მიმართ.

Page 45: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ შეიძლება შევამციროთ ღამის კოშმარები?

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

ž თავი აარიდეთ საშიში სცენების შემცველ ისტორიებს, ზღაპრებს,

ფილმებსა და მულტფილმებს ძილის წინ. მოიფიქრეთ მშვიდი და

დადებითი ემოციებით დატვირთული ძილის რიტუალი;

ž შეეცადეთ გაარკვიოთ რა არის თქვენი ბავშვისათვის სტრესული

ფაქტორი. გაამხნევეთ ბავშვი. შეეცადეთ აუმაღლოთ თავდაჯერება

და დაცულობის გრძნობა. თუ თქვენი ბავშვის ყოველდღიურო-

ბაში ძალიან მოიმატა კოშმარებმა, შეეცადეთ გაარკვიოთ ამის

მიზეზები.

ž დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი ახერხებს ღამით საკმარისად

გამოძინებას. კოშმარების სიხშირე და ინტენსივობა იმატებს არა-

საკმარისი ძილის პირობებში.

კოშმარები ხშირად ვითარდება დღის ემოციებისა და მოვლენების

საპასუხოდ. მაგ: სასწავლო წლის დასაწყისში, პირველი სასწავლო

დღის ემოციების ფონზე. კოშმარის დასიზმრების ალბათობა დიდია

მშობლების გარეშე გატარებულ ღამეს, ხალხმრავალ ადგილას

დაკარგვის შემდეგ, საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს აწუხებს ღამის კოშმარები?

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

ž გაამხნევეთ და დაამშვიდეთ ბავშვი. პატარა ასაკის ბავშვებს და

არამარტო, შველით ჩახუტება. შედარებით მოზრდილებს ესა-

უბრეთ, მოეფერეთ, დარჩით მათთან ერთად, მათი საწოლის

45

Page 46: ძილის დარღვევები ბავშვებში

გვერდით და დაარწმუნეთ რომ მის გვერდით ხართ. ხშირად

გაუმეორეთ, რომ საფრთხე არ ემუქრება. ბავშვების უმეტესობა

საკმაოდ დაღლილად გრძნობს თავს კოშმარების შემდეგ და

მალევე იძინებს ხელახლა.

ž შეუქმენით დაცულობის განცდა. ჩართეთ ძილისწინა რიტუალში

რაიმე სათამაშო, საგანი, რომელთანაც ჩამოუყალიბდება გარკვე-

ული მიჯაჭვულობა და ეს დაეხმარება მას კრიტიკულ სიტუაციაში

დამშვიდებაში.

ž დატოვეთ ანთებული ღამის სანათი, განსაკუთრებით თუ ბავშვი

ამას ითხოვს. თუმცა სინათლე არ უნდა იყოს ძალიან კაშკაშა.

ž განიხილეთ, გაარჩიეთ ეს კოშმარები მეორე დღეს. ესაუბრეთ და

მიეცით საშუალება მოყვეს რა აწუხებს და აშინებს. კოშმარების

უმეტესობა ეპიზოდურია და იზოლირებული, თუმცა თუ მათ აქვთ

განმეორებადი ხასიათი, შეეცადეთ გაარკვიოთ ამის მაპროვო-

ცირებელი ფაქტორები.

ž შესთავაზეთ დახატოს თავისი კოშმარი. შეეცადეთ რომ მოი-

ფიქროთ განსხვავებული, მისთვის მისაღები ფინალი ამ კოშ-

მარისათვის. შეუქმენით განცდა რომ თავად უფრო ძლიერია და

შეუძლია ამ შიშის დამორჩილება. მაგ: დახატეთ კოშმარიდან

სცენა და შემდეგ დაჩხაპნეთ, დახიეთ და გადააგდეთ ფურცელი.

ž გაუღვივეთ წარმოსახვა. მოიგონეთ ახალ-ახალი მეთოდები კოშ-

მარების დასამარცხებლად. მაგ: კოშმარის შემდეგ ააფუმფულეთ

ბალიში და ამით „გადართეთ სხვა არხზე“, როგორც ტელევიზორი.

საწოლთან დაამაგრეთ „კოშმარების ხაფანგი“ და ა.შ.

ž თუ კოშმარებმა მიიღო ძალიან ხშირი და განმეორებადი ხასიათი

გაესაუბრეთ ბავშვის პირად ექიმს და ფსიქოლოგს.

46

Page 47: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილის შიშები

ძილის შიშები, წარმოადგენენ ძილის ქცევი-

თი ტიპის დარღვევას. ეს მდგომარეობა გან-

საკუთრებით ხშირია მცირე ასაკის ბავშ-

ვებში. ბავშვები ყვირიან, ტირიან, არიან

ძალიან აგზნებული, აქვთ შეშინებული,

დამფრთხალი გამომეტყველება და შეიძლება პანიკაში ჩავარდნენ.

ბავშვები გამოიყურებიან როგორც გაბრუებული, კონფუზიური, არ

გვპასუხობენ, ან იძლევიან არაადეკვატურ პასუხებს. მოძრაობები

ტლანქია და მოუხეშავი. აწყდებიან აქეთ-იქეთ, ხელს კრავენ

ახლობლებს და ავლენენ სხვადასხვა უცნაურ ქცევას. ხშირია ძილის

შიშების ასოცირება ძილში სიარულთან. გარეგნულად ბავშვი ტოვებს

მღვიძარეს შთაბეჭდილებას, თუმცა რეალურად ის ღრმა ძილშია.

რამდენადაც აქტიური არ უნდა იყოს ამ დროს ბავშვი, ის თავად ვერ

აცნობიერებს თავის ქცევას. საგულისხმოა, რომ ძილის შიშები თავისი

დრამატული გამოვლინების მიუხედვად საყურებლად უფრო რთულია,

ვიდრე განსაცდელად და მეტად აზარალებს ოჯახის წევრების ნერვულ

სისტემას, ვიდრე თავად ბავშვისას.

ოჯახის წევრებისათვის ძილის შიშების ხანგრძლივობა დროში

გაცილებით დიდია, ვიდრე ის რეალურად გრძელდება. უმეტეს

შემთხვევაში ხანგრძლივობა არ აღემატება 5-10 წუთს, თუმცა გამო-

რიცხული არ არის რეალურად გახანგრძლივებული ეპიზოდები.

ბავშვს არაფერი ახსოვს გაღვიძების შემდეგ. განსაკუთრებულ

სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ ბავშვები ამ დროს არ იძლევიან

მათი დამშვიდების საშუალებას. ჩვენი მიახლოებისა და მათთან

საუბრის ყველა მცდელობა შეიძლება ემოციების გამძაფრების მიზეზი

გახდეს.

47

Page 48: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილის შიშები განსხვავდებიან ღამის კოშმარებისაგან. ამ დროს ბავ-

შვი არ ხედავს რაიმე სიზმარს. შესაბამისად თავად ბავშვისათვის ის

ნაკლებად შემაწუხებელია. ძილის შიშები არ წარმოადგენენ რაიმე

ფსიქოლოგიური დისკომფორტის ნიშანს, ან სტრესის შედეგს. ისინი

ასევე არ აყენებენ ბავშვის ფსიქიკას რაიმე ზიანს.

ძილში სიარულისა და ძილის შიშების მსგავსი ძილის ქცევითი

დარღვევაა კონფუზიური გამოღვიძება. ის ასევე ვლინდება აჟიტი-

რებით, დეზორიენტაციით, ტირილითა და ყვირილით (მაგ: „არა,

არა“). რიგ შემთხვევებში ამას შეიძლება მოყვეს საწოლში კიდურების

ქნევა. კონფუზიურ გამოღვიძებას უფრო თანდათანობითი დასაწყისი

აქვს, ვიდრე ძილის შიშებს. ხანგრძლივობა საშუალოდ 5-15 წუთია,

თუმცა აღწერილია რამდენიმე საათიანი ეპიზოდებიც.

რა იწვევს ძილის შიშებს?

ძილის შიშები აღმოცენდებიან ძილის ყველაზე ღრმა, ე.წ. ნელ-

ტალღოვანი ძილის სტადიაზე. შესაბამისად, მათი აღმოცენების

ალბათობა მეტია ჩაძინებიდან 1-2 საათის შემდეგ. ისინი განსაკუთ-

რებით ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში, რადგან მათში ღრმა

ძილის ხანგრძლივობა გაცილებით აღემატება თინეიჯერებსა და

მოზრდილებში ღრმა ძილის ხანგრძლივობას. თუმცა მათი გან-

ვითარება შესაძლებელია მოზარდობის ასაკშიც. ხშირია ოჯახური

შემთხვევები. ბავშვებს ძილის შიშებით, სხვებზე ხშირად უვლინდებათ

ასევე ძილში სიარულის ეპიზოდები და პირიქით.

ძილის შიშების აღმოცენების ალბათობა იზრდება არასაკმარი-

სი ძილის პირობებში. ამის მიზეზია გამოუძინებელი ორგანიზმის

ფიზიოლოგიური რეაქცია გაზარდოს ღრმა ძილის ხანგრძლივობა.

48

Page 49: ძილის დარღვევები ბავშვებში

შესაბამისად ყველა ის მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება და-

არღვიოს ბავშვის ძილის ნორმალური ხანგრძლივობა, სათანადო

განწყობის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ძილის შიშების მაპ-

როვოცირებელიც. მათი ალბათობა იზრდება ძილის რეჟიმისა და

უწყვეტობის ნებისმიერი დარღვევის საპასუხოდ. როგორიცაა მაგ:

ž არარეგულარული ძილის რეჟიმი

ž სხვა ძილის დარღვევა, მაგ: ხვრინვა ან ძილის აპნოე ანამნეზში

ž ცხელება და ავადობა

ž ზოგიერთი მედიკამენტი

ž სავსე შარდის ბუშტი

ž უჩვეულო, უცხო გარემოში ძილი

ž ხმაურიანი გარემო ძილის დროს

ž სხვადასხვა სახის სტრესი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძილის შიშების საპასუხოდ?

ž უზრუნველყავით ბავშვის უსაფრთხოება. ბავშვების უმეტესობა

ამ დროს რჩება საწოლში, თუმცა გამორიცხული არ არის გად-

მოვიდნენ საწოლიდან და იარონ ოთახში, რის დროსაც უნებურად

მიიღონ სხვადასხვა სახის ტრავმა. მით უფრო თუ ბავშვის ძილის

შიშები ასოცირდება ძილში სიარულთან. დარწმუნდით რომ ყველა

კარი და ფანჯარა კარგადაა ჩაკეტილი. მოიფიქრეთ გარკვეული

სასიგნალო სისტემა, მაგ: პატარა ზანზალაკი კარებზე, რომელიც

მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. განალაგეთ ავეჯი უსაფრთხო

ფორმით და მოარიდეთ მსხვრევადი და ბასრი საგნები, ასევე

გამათბობელი ბავშვის საწოლს.

49

Page 50: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž არ ეცადოთ ბავშვის გამოღვიძებას. ბავშვისათვის ძილის ში-

შები უსაფრთხოა. ძალით გამოღვიძებამ ის შეიძლება უფრო

გააღიზიანოს და აღაგზნოს.

ž არ ეცადოთ მის დამშვიდებას და მასთან საუბარს. ბავშვების

უმეტესობა ამით უფრო ღიზიანდება. დარჩით ოთახში ახლო-

მახლო და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ

ასეთი ტაქტიკით ძილის შიშები მთავრდება უფრო სწრაფად,

ვიდრე ჩვენს მიერ ბავშვის დამშვიდების მცდელობის საპასუხოდ.

თუ ბავშვი დადის ოთახში, მიჰყევით უკან, მოარიდეთ საფრთხეს

და ეცადეთ ძალდაუტანებლად დააბრუნოთ საწოლში.

ž დარწმუნდით, რომ თქვენს ბავშვს საკმარისად სძინავს. დილით

ის არ უნდა იღვიძებდეს დაღლილი და მოთენთილი. თუ ასეა,

სცადეთ დააწვინოთ საღამოობით უფრო ადრე. გაითვალისწინეთ,

რომ გამოუძინებლობის მიზეზი ვერ იქნება თავად ძილის შიშების

ეპიზოდი, რადგან ამ დროს ბავშვს სძინავს ღრმა ძილით!

ž დაიცავით ძილის რეგულარული რეჟიმი. ძილის შიშები აღმო-

ცენდება ძილის რუტინისა და ჰიგიენის დარღვევის პირობებში,

უჩვეულო და უცხო გარემოში ძილის დროს. ამასთან თუ თქვენს

შვილს უწევს ღამის გათევა მაგ: მეგობრის ოჯახში, გააფრთხილეთ

მასპინძლები მოსალოდნელი ეპიზოდების შესახებ და აუხსენით

მათ ამ დროს ქცევის წესები.

ž ხომ არ აქვს თქვენს შვილს ძილის სხვა დარღვევაც? მაგ:

ჩაძინებისა და ძილის შენარჩუნების პრობლემა, ხვრინვა ძილში

და ა.შ. საგულისხმოა, რომ ძილის სხვა დარღვევები, სათანადო

განწყობის შემთხვევაში, აპროვოცირებს ძილის შიშების

აღმოცენებას, ხოლო მათი მართვა ამცირებს ამ უკანასკნელის

სიხშირეს და ინტენსივობას.

50

Page 51: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž არ არის საჭირო ძილის შიშების განხილვა ბავშვთან მეორე დღეს.

ამით მას შეიძლება დამატებითი სტრესი მიაყენოთ. თუ ბავშვი

თავად დაეჭვდება, ან დაგისვამთ შეკითხვებს, დაარწმუნეთ ის,

რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, რომ ეს ნორმალურია

ბავშვებში, არ არის საშიში და თქვენ დაიცავთ მას ნებისმიერი

საფრთხისაგან.

ž თავი აარიდეთ კოფეინის შემცველი საკვებისა და სასმელების

გამოყენებას. კოფეინი არღვევს ძილს და ზრდის ძილის შიშების

განვითარების ალბათობას.

ž გამონაკლისების გარდა, ძილის შიშები არ საჭიროებენ რაი-

მე ტიპის სპეციფიურ თერაპიას. განსაკუთრებით მძიმე მიმდი-

ნარეობის პირობებში, როდესაც მაღალია ტრავმატიზმის რისკი,

ვლინდება განსაკუთრებული აგრესია გარშემომყოფების მიმართ,

რეკომენდებულია მედიკამენტების გამოყენება და ქცევითი

თერაპია. გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის მკურნალ ექიმთან, თუ

ძილის შიშები განსაკუთრებით ხშირია, ან გაქვთ რაიმე ეჭვები

ამასთან დაკავშირებით.

51

Page 52: ძილის დარღვევები ბავშვებში

უნებლიე შარდვა ძილში

უნებლიე შარდვა სამედიცინო ენაზე მოიხსენიება, როგორც ენურეზი.

როგორც წესი, დღის მანძილზე ტუალეტის ჩვევების მოწესრიგება

და ქოთანზე მიჩვევა უფრო ადვილია, ვიდრე „მშრალი ღამეების“

მიღწევა. აქედან გამომდინარე, ბავშვების უმეტესობა ასველებს

ლოგინს ღამღამობით. ამავე მიზეზით, ენურეზის დიაგნოზი არ ისმება

5 წლამდე, ხოლო მკურნალობა არ ინიშნება 7 წლის ასაკამდე.

ენურეზის „ოფიციალური“ დეფინიცია გულისხმობს ლოგინის

დასველებას კვირაში ორჯერ მაინც. უნებლიე შარდვა შეიძლება

დაფიქსირდეს ღამეში რამდენჯერმეც. ის შეიძლება აღმოცენდეს

ძილის ნებისმიერ სტადიაზე და არა მარტო ღრმა ძილში.

განარჩევენ ორი ტიპის ენურეზს, პირველად და მეორეულ ფორ-

მებს. პირველადი ენურეზი გულისხმობს, რომ ბავშვს დღემდე არ

ჰქონია მშრალი ღამე ზედიზედ 6 თვე მაინც. ეს, როგორც წესი

შარდვის მაკონტროლებელი მექანიზმების უმწიფრობის შედეგია.

ორგანიზმის უნარი, გაიღვიძოს შარდის ბუშტის გავსების საპასუხოდ

და აკონტროლოს შარდის ბუშტის შეკუმშვები, ზოგიერთ ბავშვ-

ში ყალიბდება საკმაოდ გვიან. მეორეული ენურეზი გულისხმობს

უნებლიე შარდვის ეპიზოდების აღმოცენებას „მშრალი ღამეების“

რეგულარულად, მინიმუმ 6 თვის მანძილზე არსებობის შემდეგ.

მეორეული ენურეზი, უფრო ხშირად ვიდრე პირველადი, თუმცა არა

ყოველთვის, შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა სამედიცინო

პრობლემას, როგორიცაა მაგ: საშარდე გზების ინფექცია და ა.შ.

52

Page 53: ძილის დარღვევები ბავშვებში

მარეგულირებელი მექანიზმების სიმწიფის გარდა, არსებობს უნებლიე

შარდვის განვითარებისადმი მომატებული განწყობის სხვა მიზეზებიც.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს გენეტიკური ფაქტორები. ბავშვები,

რომელთა მშობლებს აღნიშნებოდათ იგივე პრობლემა ბავშვობაში,

ენურეზის განვითარების მომატებული რისკი აქვთ. ენურეზის ხშირი

მიზეზია ყაბზობა, ანუ შეკრულობა. განავლოვანი მასებით გადავ-

სებული ნაწლავი შეიძლება აწვებოდეს შარდის ბუშტს და განაპი-

რობებდეს ჩვეულებრივზე ხშირ შარდვას. ენურეზი შეიძლება ასო-

ცირდებოდეს ასევე შაქრიან დიაბეტთან და საშარდე სისტემის

განვითარების ანომალიებთან. ბავშვებს, რომელთაც უნებლიე შარ-

დვის ეპიზოდები აღენიშნებათ დღის საათებშიც, სხვადასხვა პათო-

ლოგიური სამედიცინო მდგომარეობის არსებობის მეტი რისკი აქვთ.

უნდა აგვაღელვოს თუ არა ღამით უნებლიე შარდვამ?

ენურეზი საკმაოდ გავრცე-

ლებული პრობლემაა. ის

აღენიშნება 6 წლამდე ბავ-

შვების 10% და 10 წლამდე

ბავშვების 5%. კიდევ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც შარდვა

აღინიშნება კვირაში 1-ჯერ, ან უფრო იშვიათად. ვაჟებში ეს პრობლემა

უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში.

უმეტეს შემთხვევებში ენურეზი თავისთავად წყდება ბავშვის

ზრდასთან ერთად. ასაკზე ყოველი 1 წლის მატებასთან ერთად

ენურეზის სპონტანური გაქრობის შანსი 15%-ით იმატებს. თუმცა,

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ენურეზმა შეიძლება ცუდი

ენურეზი აღენიშნება 6 წლამდე

ასაკის ბავშვების 10% და

10 წლამდე ასაკის ბავშვების 5%

53

Page 54: ძილის დარღვევები ბავშვებში

გავლენა იქონიოს თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციურ

მდგომარეობაზე, დაარღვიოს ბავშვის ნორმალური სოციალური

აქტივობა (მაგ: მეგობრებთან ღამის გათევა), გავლენა იქონიოს

თვითშეფასების ხარისხზე, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მისი

მკურნალობა.

მეორეული ენურეზი ბავშვის სამედიცინო გამოკვლევის ჩვენებაა,

რათა გამოირიცხოს რიგი პათოლოგიური მდგომარეობები, მაგ:

საშარდე გზების ინფექცია.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ძილის სხვა დარღვევები, მაგ:

ძილში ხვრინვა და/ან ძილის აპნოე, ასევე შეიძლება ასოცირებული

იყოს ენურეზთან.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს აქვს ღამით უნებლიე შარდვა?

პირველ რიგში გაითავისეთ, რომ ბავშვი ვერ აკონტროლებს შარდვას

ძილში. შესაბამისად ეს არ შეიძლება იყოს მისი დასჯის მიზეზი.

თუ თქვენი შვილის ასაკი არ აღემატება 7 წელს, შეიძლება მოთ-

მინებით დაიცადოთ, რადგან ასაკთან ერთად მისი გაქრობის შანსი

საკმაოდ დიდია.

თუ თქვენი შვილი უკვე 7 და მეტი წლისაა, ან ღამის უნებლიე

შარდვის ეპიზოდები მნიშვნელოვნად არღვევს თქვენი ოჯახის ჰარ-

მონიულ ცხოვრებას, წარმოადგენს სტრესის მიზეზს თქვენი და

თქვენი შვილისათვის, გაითვალისწინეთ და შეასრულეთ შემდეგი

რეკომენდაციები. ისინი დაგეხმარებიან შეამციროთ „სველი ღამეების“

რიცხვი, ან სრულად აღმოფხვრათ ისინი.

ž დაიცავით სწორი ჰიგიენა დღის საათებში. გააკონტროლეთ, რომ

თქვენი შვილი შედიოდეს ტუალეტში ყოველ 2-3 საათში, არ

არიდებდეს ამას თავს მაგ: სკოლაში ყოფნის დროს. შესაძლე-

54

Page 55: ძილის დარღვევები ბავშვებში

ბელია დღის საათებში მცირედ გაზარდოთ სითხეების რაოდენობა,

რადგან ეს გაზრდის შარდის რაოდენობას და დღის მანძილზე

შარდის ბუშტის ტრენირების საშუალებას მოგვცემს.

ž შეამცირეთ სითხეების მიღება საღამოს საათებში.

ž შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, ისინი ახშირებენ

შარდვას.

ž ყაბზობის შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი ზომები. გაზარდეთ

უჯრედისის წილი ბავშვის საკვებში და მიაწოდეთ ბევრი სითხე.

წაახალისეთ კუჭის ყოველდღიური მოქმედება, სასურველია საკ-

ვების მიღების შემდეგ.

ž გააღვიძეთ ბავშვი და წაახალისეთ გავიდეს ტუალეტში მოსა-

შარდად. ეს შეიძლება გააკეთოთ, მაგ: ვიდრე თავად დაწვებით

დასაძინებლად, ან უფრო უმჯობესია ღამის იმ პერიოდში,

როდესაც ბავშვი ყველაზე ხშირად ასველებს ხოლმე ლოგინს. ამ

ბავშვების უმეტესობას საკმაოდ ღრმა ძილი ახასიათებთ და მათი

შეფხიზლება ჩვეულებრივზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს ხოლმე.

ž შეიმუშავეთ სტიკერებისა და ჯილდოს სისტემა. წაახალისეთ

ყოველი „მშრალი ღამე“, თუმცა ასევე გაითვალისწინეთ, რომ

შემდგომი „სველი ღამე“ არ არის ბავშვის განზრახ ცუდი ქცევა, ან

მისი ჩვენდამი პროტესტის ფორმა.

ž აწარმოეთ შარდის ბუშტის ტრენინგი დღის საათებში. ნელ-

ნელა გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა და თან გაა-

ხანგრძლივეთ ტუალეტში შესვლებს შორის შუალედები. ამით

ბავშვი ეჩვევა სავსე შარდის ბუშტით მოთმენას.

ž გამოიყენეთ ღამით შარდვის მაღვიძარა, ანუ სასიგნალო სისტემა,

რომელიც გულისხმობს შარდის პირველივე წვეთის საპასუხოდ

ხმოვანი სიგნალის ჩართვას ბავშვის გასაღვიძებლად. ეს აჩ-

ვევს მას სავსე შარდის ბუშტზე ადეკვატურ რეაგირებას ძილის

დროს. სენსორი შეიძლება დამაგრდეს ლოგინის თეთრეულზე,

55

Page 56: ძილის დარღვევები ბავშვებში

ან ბავშვის საცვალზე. მყარი ეფექტის მისაღებად „ტრენინგის“

ხანგრძლივობა შეიძლება 6-დან 16 კვირას მოიცავდეს. შედეგი

მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის

წევრების სათანადო მოტივაციაზე.

ž ხელმისაწვდომია ასევე მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ

ღამის შარდვის ეპიზოდების სიხშირეს. ზოგიერთი მათგანი წარ-

მოადგენს იმ ჰორმონის ანალოგს, რომელიც თავად ორგანიზმში

გამომუშავდება შარდვის შესამცირებლად. სხვები მოწოდებულია

შარდვის პროცესის კონტროლის ასამაღლებლად. ზოგი მათგანი

არეგულირებს უშუალოდ შარდის ბუშტის შეკუმშვებს. ბავშვების

უმეტესობა მედიკამენტს იღებს ერთჯერადად, მაშინ, თუ ისინი

ღამეს ათევენ მაგ: მეგობართან და არა საკუთარ სახლში. გარ-

კვეული ნაწილი სვამს წამალს ყოველღიურად. გაესაუბრეთ ბავ-

შვის მკურნალ ექიმს მედიკამენტების დადებითი და გვერდითი

ეფექტების შესახებ.

56

Page 57: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილში სიარული

ძილში სიარული ძილის ერთ-ერთი გავრ-

ცელებული ქცევითი დარღვევაა. ის გან-

საკუთრებით ხშირია სკოლამდელი და სა-

სკოლო ასაკის ბავშვებში. იმის მიუხედავად,

რომ ძილში სიარულის დროს ბავშვების

უმეტესობას თვალები ღია აქვთ და გამოიყუ-

რებიან როგორც მღვიძარენი, მათ ამ დროს ღრმად სძინავთ. ბავშ-

ვი შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც გაბრუებული, შეიძლება

ბუტბუტებდეს გაურკვეველ მარცვლებს, ან იძლეოდეს გაუგებარ

პასუხებს კითხვებზე. ამ დროს ბავშვის გამოღვიძება, როგორც წესი,

ძალიან რთულია. ძილში სიარულის ეპიზოდის დროს ის შეიძლება

შევიდეს მაგ: მშობლების საძინებელში, ჩავიდეს ქვედა სართულზე,

ან სულაც სახლის გარეთ გავიდეს. რიგ შემთხვევებში, ბავშვი ამ

დროს აჟიტირებული და გაღიზიანებულია. მოძრაობები ხშირად

ტლანქია. არც ისე იშვიათია არააადეკვატური საქციელი. მაგ: ბავშვმა

შეიძლება მოშარდოს კარადაში. ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა

5-დან 20 წუთამდეა. ვინაიდან აღნიშნული ქცევა ღრმა ძილის

სტადიაზე აღმოცენდება, ბავშვებს არაფერი ახსოვთ მეორე დღეს.

ძილში სიარული შეიძლება დაფიქსირდეს ძალიან იშვიათად, ან

პირიქით ყოველ ღამე. შესაძლებელია ღამეში რამდენიმე ეპიზოდის

განვითარებაც. თავისთავად ძილში სიარული განიხილება, როგორც

კეთილთვისებიანი მდგომარეობა, თუმცა აუცილებელია რომ მშობ-

ლებმა გამოიჩინონ დამატებითი სიფრთხილე და დაიცვან ბავშვები

საფრთხეებისაგან. მაგ: ბავშვი შეიძლება დაგორდეს კიბეზე, ან

ზამთარში პიჟამოსამარა გავიდეს ეზოში.

57

Page 58: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა იწვევს ძილში სიარულს?

ძილში სიარული აღმოცენდება ძილის ყველაზე ღრმა, ე.წ. ნელ-

ტალღოვანი ძილის სტადიაზე. შესაბამისად, მისი აღმოცენება ლო-

გიკურია ჩაძინებიდან 1-2 საათის მანძილზე. სწორედ ამ პერიოდ-

შია მოსალოდნელი ღრმა ძილის სტადიის დადგომა. მცირე ასაკის

ბავშვებში ღრმა ძილის სტადია გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე

მოზარდებსა და მოზრდილებში. შესაბამისად ძილში სიარულიც უფ-

რო ხშირია ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ბავშვების ერთ ნაწილში ძილში სიარული აღმოცენდება ცხოვრე-

ბაში ერთხელ. დაახლოებით 17%-ში კი ის რეგულარულია. დასაწყი-

სი შესაძლებელია 4-6 წლის ასაკისათვის, ხოლო პიკს აღწევს 8-12

წლის ასაკისათვის. რიგ შემთხვევებში ძილში სიარულის ეპიზოდები

ფიქსირდება მოზრდილ ასაკშიც, თუმცა უმეტესობაში ის ასაკის მა-

ტებასთან ერთად წყდება. ხშირია ოჯახური შემთხვევები. ასევე დად-

გენილია, რომ ძილში სიარულთან ერთად ბავშვებს ხშირად აღე-

ნიშნებათ ძილის (ღამის) შიშები და პირიქით.

ძილში სიარულის აღმოცენების რისკი მეტია არასაკმარისი ძილის

პირობებში. მიზეზი ისაა, რომ არასაკმარისი ძილის ანაზღაურებას

ორგანიზმი ცდილობს ღრმა ძილის სტადიის გაზრდით. ყველა ის

ფაქტორი, რომელიც არღვევს თქვენი შვილის ძილის რეჟიმს, სა-

თანადო განწყობის შემთხვევაში, შეიძლება გახდეს ძილში სიარუ-

ლის მაპროვოცირებელი. გასათვალისწინებელია ასევე ძილის უწყ-

ვეტობაზე მოქმედი შემდეგი ფაქტორები:

ž ძილის არარეგულარული რეჟიმი, დაძინებისა და გაღვიძების

დროის ცვალებადობა

ž ძილის სხვა დარღვევა, მაგ: ძილში ხვრინვა, ან ძილის აპნოე

ž ცხელებით მიმდინარე დაავადებები

ž სხვადასხვა მედიკამენტი

58

Page 59: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž სავსე შარდის ბუშტით დაძინება

ž უჩვეულო, განსხვავებულ გარემოში დაძინება,

მაგ: მეგობართან, ან ნათესავთან

ž ხმაურიან გარემოში ძილი, სტრესი.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს შვილს ახასიათებს ძილში სიარული?

ž დაიცავით ბავშვის უსაფრთხოება! ძილში სიარულის დროს რეა-

ლურია ბავშვმა მიიღოს სხვადასხვა ტიპის ტრავმა, ან გავიდეს

სახლიდან ქუჩაში. დაძინებამდე დარწმუნდით, რომ ყველა გა-

სასვლელი კარი საიმედოდაა ჩაკეტილი. ყურადღება მიაქციეთ

ფანჯრებსაც, განსაკუთრებით, თუ საძინებელი მაღალ სართულზეა.

არ დატოვოთ ისინი ისე შეღებული, რომ მასში ბავშვი გაეტიოს.

ბავშვის საძინებელი არ უნდა იყოს ნივთებით გადატვირთული.

არ დატოვოთ საგნები იმ ადგილებში, სადაც ბავშვმა შიძლება

გაიაროს. გადაკეტეთ შიდა კიბეებისაკენ მიმავალი გზები. მი-

ზანშეწონილია საწოლზე რაიმე ტიპის სასიგნალო სისტემის

დაყენება, მაგ: ზანზალაკების, რომელიც შეგატყობინებთ ბავშვის

ფეხზე ადგომას.

ž ძილში სიარულის დროს ფრთხილად შეუცვალეთ ბავშვს მი-

მართულება და მიაცილეთ უკან საწოლში. თუ ბავშვი ამით უფრო

ღიზიანდება, ნუ დაატანთ ძალას. მიჰყევით უკან და უბრალოდ

მოარიდეთ საფრთხეს.

ž არ გააღვიძოთ ბავშვი. ეს არ ნიშნავს, რომ გაღვიძებით მას ზი-

ანს მიაყენებთ, თუმცა არც სარგებლობას მოუტანთ. შეიძლება

პირიქით აღაგზნოთ და გააღიზიანოთ ამით.

59

Page 60: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž გააკონტროლეთ, რომ თქვენს შვილს ყოველთვის საკმარისად

ეძინოს! თუ ბავშვი დილით მოთენთილი იღვიძებს, სავარაუდოდ

მას არასაკმარისად სძინავს ღამით. გაითვალისწინეთ, რომ თა-

ვად ძილში სიარულის ეპიზოდები არ შეიძლება იყოს ძილის ნაკ-

ლებობის და დილით მოთენთილობის მიზეზი, ვინაიდან ძილში

სიარულის დროს ბავშვებს ღრმად სძინავთ. გაძნელებული გა-

მოღვიძების შემთხვევაში შეეცადეთ ისინი ადრიანად დააწვინოთ

დასაძინებლად.

ž დაიცავით ძილის რეგულარული რეჟიმი! ძილში სიარულის

ერთერთი მაპროვოცირებელია უჩვეულო დროს (ან ადგილას)

დაძინება. თუ თქვენი შვილი სხვაგან (მაგ: მეგობართან) ათევს

ღამეს, გააფრთხილეთ მასპინძელი ძილში სიარულის შესაძლო

ეპიზოდების შესახებ.

ž ყურადღება გაამახვილეთ ძილის სხვა დარღვევების სიმპტომებ-

ზე, როგორიცაა მაგ: ჩაძინების გაძნელება, ხშირი შეღვიძებები,

ხვრინვა ძილში, ან სხვა დარღვევა, რომელმაც შეიძლება ხელი

შეუშალოს ბავშვის სრულფასოვან გამოძინებას. ყველა მათგანი

შეიძლება გახდეს ძილში სიარულის მაპროვოცირებელი. ხოლო

მათი აღმოფხვრით შესაძლებელია შემცირდეს, ან შეწყდეს ძილში

სიარული.

ž შეზღუდეთ კოფეინის შემცველი საკვები და სასმელი. კოფეინმა

შეიძლება დაარღვიოს ძილის ნორმალური მიმდინარეობა და

გახდეს ძილში სიარულის მაპროვოცირებელი.

ž უმეტეს შემთხვევაში ძილში სიარული არ საჭიროებს სპეციფი-

ურ თერაპიას. თუმცა რისკის შემცველი გარემო პირობებისა და/

ან ძილში სიარულის ხშირი ეპიზოდების შემთხვევაში, შეიძლება

მკურნალობის საკითხიც დადგეს. მკურნალობა მოიცავს, როგორც

მედიკამენტურ, ისე ქცევით თერაპიას. გაესაუბრეთ ბავშვის მკურ-

ნალ ექიმს შესაძლო ალტერნატივების შესახებ.

60

Page 61: ძილის დარღვევები ბავშვებში

ბრუქსიზმი ანუ კბილების კრაჭუნი

ბრუქსიზმი, ანუ კბილების კრაჭუნი, ძი-

ლის განმეორებადი ქცევაა, რომელიც

შესაბამისი ხმიანობით გამოიხატება. ბავ-

შვებში ეს საკმაოდ გავრცელებული მდგო-

მარეობაა. მისი აღმოცენება შესაძლებე-

ლია ძილის ნებისმიერ სტადიაზე. მათ შორის ჩაძინების პროცესში.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა კბილების კრაჭუნი სრულიად

უსაფრთხოა ბავშვისათვის. თუმცა, რიგ შემთხვევებში ისინი უჩივი-

ან ტკივილებს ყბის ან სახის მიდამოში და დროთა მანძილზე შე-

საძლებელია კბილის მინანქრის დაზიანება.

კბილების კრაჭუნი ჩვილებში?

კბილების კრაჭუნი გვხვდება ბავშვების 50%-ში. დასაწყისი შეიძლე-

ბა 10 თვის ასაკიდან, როდესაც უკვე ამოჭრილია ზედა და ქვედა

მჭრელი კბილები. ბრუქსიზმი შეიძლება იყოს ცალკეული, ხანმოკ-

ლე ეპიზოდების სახით, ან აღინიშნებოდეს მთელი ღამის მანძილ-

ზე უწყვეტად. როგორც წესი, ბრუქსიზმი არ უკავშირდება რაიმე ტი-

პის პათოლოგიას და არ წარმოადგენს შფოთვის საგანს მშობლე-

ბისათვის. კბილების დაზიანებაც ძალიან იშვიათია, თუმცა თუ თქვენ

შენიშნეთ რაიმე ტიპის ცვლილება ბავშვის კბილებზე, გაიარეთ კონ-

სულტაცია სტომატოლოგთან.

61

Page 62: ძილის დარღვევები ბავშვებში

კბილების კრაჭუნი ბავშვებსა და მოზარდებში?

ბრუქსიზმი ასევე შესაძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში. განსა-

კუთრებით ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. გამოვლინება

ყველაზე ხშირია 3-დან 6 წლის ასაკში. ხოლო ასაკის მატებასთან

ერთად თანდათან მცირდება. ბრუქსიზმი უფრო ხშირია სხვა ნევ-

როლოგიური თუ სომატური პათოლოგიის მქონე ბავშვებში, რო-

გორიცა მაგ: ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი, ყურადღების

დეფიციტი, აუტიზმი და ა.შ.

ყველაზე შემაწუხებელი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ბრუქ-

სიზმის, ესაა ხმა, რომელსაც გამოსცემს ბავშვი კბილების კრაჭუნის

დროს. ხმა შემაწუხებელია ოჯახის წევრებისათვის და შეიძლება გახ-

დეს მათი ძილის დარღვევის მიზეზი. იშვიათია კბილების ტკივილი

და მომატებული მგრძნობელობა ზედმეტად ცივ, ან ცხელ საკვებზე.

ისევე როგორც ღრძილების ანთება და მინანქრის დაზიანება. შესაძ-

ლებელია ასევე ტკივილი ქვედა ყბის სახსრის მიდამოში და თავის

ტკივილები.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს აღენიშნება ბრუქსიზმი?

ბრუქსიზმი არ მოითხოვს რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევას. იმ

შემთხვევაში, თუ თქვენს შვილს ამ მიზეზით განუვითარდა თავის და

კბილების ტკივილი, ან კბილების მხრივ სხვა ჩივილი გაესაუბრეთ სტო-

მატოლოგს. გაითვალისწინეთ ასევე, რომ ბრუქსიზმის გააქტიურე-

ბა შესაძლებელია სტრესის, შფოთვის, ალერგიებისა და ზოგიერთი

მედიკამენტის ფონზე. ასეთ შემთხვევაში გაესაუბრეთ ბავშვის ოჯახის

ექიმს. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმეთ მაპროვოცირებელი ფაქ-

ტორების შემცირების, აღმოფხვრის ღონისძიებები, ან ჩაიტარეთ ბავ-

შვთა ნევროლოგის, ფსიქიატრის კონსულტაცია.

62

Page 63: ძილის დარღვევები ბავშვებში

თავის დარტყმა, ქნევა, სხეულის რწევა, ბრუნვა

თავის დარტყმა, ქნევა, სხეულის რწევა და ბრუნვა წარმოადგენენ

ძილთან დაკავშირებულ რიტმულ მოძრაობებს. მაგ: ბავშვი ლოგინში

წოლის დროს იწევა და ურტყამს თავს ბალიშს, ან ლეიბს. სხვა

შემთხვევაში ბავშვი იდაყვებზე, ან მუხლებზე დაყრდნობილი თავს

ურტყამს უკან საწოლის თავს, ან კედელს. სხეულის რწევა, გულის-

ხმობს წინა-უკანა მიმართულებით სხეულის მოძრაობას, ასევე

ხელებზე ან მუხლებზე დაყრდნობილ მდგომარეობაში. სხეულის

ბრუნვის დროს ბავშვი ბრუნავს მთელი სხეულით აქეთ-იქეთ. რიგ

შემთხვევებში ბავშვები გამოსცემენ გარკვეულ ხმებსაც. აღნიშნული

ტიპის მოძრაობები განმეორებადია და აღმოცენდება უმეტესად ჩა-

ძინების, მოთენთილობის, ღამის გაღვიძებების ან უშუალოდ ძილის

დროს. ზოგადად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მოძრაობები

ეხმარება ბავშვს მოდუნებასა და ჩაძინებაში. აღნიშნული ტიპის ქცე-

ვა განსაკუთრებით ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში. დასაწყისი

შესაძლებელია 9 თვიდან. ყველაზე ხშირი ის 2 წლამდე ასაკშია.

დადგენილია, რომ ჩვილების 60% ერთხელ მაინც აღენიშნება ასეთი

ქცევა.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ბიოფიდბექის პროცედურებს,

ძილის დროს კისრის ფიქსატორის გამოყენებას, ტკივილდამაყუჩებელ

პრეპარატებს საჭიროებისამებრ და სითბოს ადგილობრივად (მაგ:

ქვედა ყბის სახსრის არეში ტკივილის დროს). სტომატოლოგის რე-

კომენდაციით შეიძლება ძილის დროს საგანგებო დამცავის გამო-

ყენება კბილებზე.

63

Page 64: ძილის დარღვევები ბავშვებში

ვიღელვოთ თუ არა, თუ ბავშვს აღენიშნება ამ ტიპის ქცევა?

როგორც წესი, აღნიშნული ქცევა უსაფრთხოა ბავშვებისათვის.

საგულისხმოა, რომ ის, თავისთავად, არ იწვევს ძილის პროცესის

მნიშვნელოვან დარღვევას. მოძრაობებით გამოწვეული ტრავმები

უკიდურესად იშვიათია. ქცევა აღინიშნება ჯანმრთელ ბავშვებში და

როგორც წესი არ არის ასოცირებული სხვა გონებრივ, თუ სომატურ

დარღვევებთან. ამასთან, ბავშვები აუტიზმით, მხედველობის ან სმენის

დაქვეითებით, ასევე აწარმოებენ მსგავსი ტიპის მოძრაობებს. მათ

შემთხვევებში მოძრაობები უფრო ძლიერადაა გამოხატული, უფრო

მუდმივია და ხანდახან საკმაოდ ძლიერიც. ამ ბავშვებში მოძრაობები

აღმოცენდებიან როგორც დღის, ისე ღამის მანძილზე. ზოგადად, თუ

თქვენი შვილი სხვამხრივ ნორმალურად ვითარდება, ამ ტიპის ქცევა

ღელვის მიზეზი არ უნდა გახდეს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს შვილს აღენიშნება ამ ტიპის ქცევა?

ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას, აღნიშნული ქცევა თავის-

თავად გასდის 5 წლის ასაკისათვის. აქედან უმეტესობას ეს ქცევა

უწყდება 3-4 წლის ასაკისათვის. იშვიათად, ის გრძელდება მოზრ-

დილ ასაკშიც. რიტმული მოძრაობები არამხოლოდ იწვევს მშობლის

ღელვას, არამედ რიგ შემთხვევებში არღვევს მშობლებისა და ოჯახის

სხვა წევრების ძილსაც. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია

შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

ž შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ ეცდებით დაცვითი ღონისძიებების

გატარებას. რაც უნდა ძლიერად ურტყამდეს ბავშვი თავს ბალიშს,

ის თავს არ დაიზიანებს. შესაბამისად ის არ საჭიროებს დამატებით

64

Page 65: ძილის დარღვევები ბავშვებში

ბალიშებს, შლემს, ან სხვა ტიპის საფარველს. გაითვალისწინეთ,

რომ რაც უფრო შეზღუდავთ ამ დროს ბავშვის მოძრაობას, ის

აუცილებლად მოახერხებს სხვა გზით ამ ქცევის გაგრძელებას.

ž იყავით ფრთხილად, რომ პირიქით არ გააძლიეროთ, ან არ

წაახალისოთ ეს ქმედება. თუ თქვენ მივარდით ბავშვს ყველა

ეპიზოდის დროს, გამოხატეთ შფოთვა და მის მიმართ ყურადღება,

უნებლიედ შეიძლება პირიქით გააძლიეროთ ეს მოძრაობები.

გამორიცხული არ არის, რომ სხვა დროს ბავშვმა მხოლოდ

ყურადღების მიქცევის მიზნით წამოიწყოს ეს მოძრაობები. გაა-

კონტროლეთ, რომ ბავშვი საკმარისად იყოს ყურადღების ქვეშ

დღის მანძილზე, ხოლო ძილის წინა, ან ძილის დროს აღნიშნულ

მოძრაობებს გაუკეთეთ იგნორირება და არ ჩაერიოთ მათში.

ž მოაშორეთ საწოლი კედელს, თუ ამ ტიპის მოძრაობების დროს

საწოლი ეჯახება მას და იწვევს დამატებით ხმაურს, რომელზეც

იღვიძებენ ოჯახის სხვა წევრები. თუ ბავშვი ჩვეულებრივ საწოლ-

შია, რიკულების გარეშე, გარშემო დაულაგეთ ბარიერები, რომ

შემთხვევით არ გადმოვარდეს საწოლიდან. თუ საწოლი ჭრიალ-

ებს ამ მოძრაობების დროს, დაზეთეთ სამაგრები. გარდა ამისა,

რეგულარულად შეამოწმეთ ჭანჭიკები საწოლზე, რადგან ამ ტი-

პის მოძრაობების დროს საწოლი შეიძლება დროთა მანძილზე

მოირყეს.

ž გააკონტროლეთ, რომ სხვა არაფერი არღვევდეს თქვენი შვილის

ნორმალურ ძილს. ძილის ნებისმიერმა დარღვევამ, შეიძლება

გამოიწვიოს ამ მოძრაობების პროვოცირება. გაესაუბრეთ ბავ-

შვის ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ძილში ხვრინვა, ან

სხვა ტიპის ჩივილი. ამასთან, გააკონტროლეთ, რომ ძილის

დროს ბავშვი თავს გრძნობდეს კომფორტულად. ანუ სამოსი,

ოთახის ტემპერატურა და განათება იყოს ოპტიმალური ბავშვის

ძილისათვის. იგივე ეხება ხმაურს, რომელმაც შეიძლება გამოაღ-

ვიძოს ბავშვი ძილის დროს.

65

Page 66: ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ძილის ობსტრუქციული აპნოე წარმოადგენს

სუნთქვის დარღვევას, რომელიც აღინიშნება

მხოლოდ ძილში. მისი აღმოცენება შესაძლე-

ბელია ნებისმიერ ასაკში. თავისი არსით ის

წარმოადგენს სუნთქვის ხანმოკლე, 10-20 წმ

ხანგრძლივობის სუნთქვით პაუზას, ანუ აპნოეს,

რომელიც ვითარდება ძილის დროს. აღნიშნული სუნთქვითი პაუზების

მიზეზია სხვადასხვა სახის დაბრკოლების არსებობა სასუნთქ გზებში,

ანუ მათი ობსტრუქცია. ბავშვებში ასეთი დაბრკოლება შეიძლება

იყოს მაგ: გადიდებული ნუშურები (გლანდები), ან ადენოიდები. აპ-

ნოემ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჟანგბადის შემცველობის

მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც თავის მხრივ აღაგზნებს თავის

ტვინს და აპროვოცირებს რიგ საპასუხო მექანიზმებს. კერძოდ, ტვინი

ააქტივებს სუნთქვის ცენტრს და აპროვოცირებს ღრმა ჩასუნთქვას,

რაც აღვიძებს პაციენტს. სუნთქვა აღდგება, თუმცა ამ პროცესების

განმეორებადობა განაპირობებს ძილის უწყვეტობის დარღვევას და

მის ფრაგმენტაციას. წარმოიდგინეთ, რომ ვინმე რეგულარულად

გაღვიძებდეთ ღამეში 30-40-ჯერ. ერთის მხრივ, ჟანგბადის კონცენ-

ტრაციის ხშირი ვარდნა და მეორეს მხრივ ღამის მანძილზე ხშირი

შეღვიძებები, არასასურველად აისახება პაციენტის ღვიძილზეც. სისხ-

ლში ჟანგბადის ადეკვატური შემცველობა აუცილებელია ტვინის

ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხოლო წყვეტილი ძილი დღის

მანძილზე ძილიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

66

Page 67: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა იწვევს ძილის ობსტრუქციულ აპნოეს?

ბავშვების უმეტესობაში მისი მიზეზია გადიდებული ნუშურები და/ან

ადენოიდები. ისინი არღვევენ ცხვირ-ხახის მიდამოს ნორმალურ ჰა-

ერგამტარობას. სხვა მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს სხეულის ჭარბი

წონა, ალერგიები, ასთმა, სინუსიტები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი.

ოჯახის უხლოესი წევრი, რომელსაც ახასიათებს ხვრინვა ძილში, ან

ძილის აპნოეს ეპიზოდები, ზრდის ამ პათოლოგიის განვითარების

რისკს ბავშვებში. რისკის ჯგუფს შეადგენენ ბავშვები სახის ძვლების

ანომალიით, ქვედა ყბის ჰიპოპლაზიით (არასრული განვითარებით),

ბავშვები ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიებით, როგორიცაა მაგ: ცე-

რებრული დამბლა, ასევე სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიის

მქონე პაციენტები, კერძოდ პრადერ-ვილის და დაუნის სინდრომის

მქონე ბავშვები.

როგორ ვლინდება ძილის ობსტრუქციული აპნოე?

ძილის აპნოეს სიმპტომებია:

ž ხვრინვა ძილში

ž პაუზები სუნთქვის დროს, სწრაფი, მოწყვეტით ჩასუნთქვის

ეპიზოდები

ž ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირისმიერი მეტყველება

ž მოუსვენარი ძილი

ž ხშირი შეღვიძებები

ž ძილში ოფლიანობა

ž დილის თავის ტკივილები

ž გამოღვიძების სირთულეები, მომატებული გაღიზიანებადობა

დილით ახალგაღვიძებულზე.

67

Page 68: ძილის დარღვევები ბავშვებში

საყურადღებოა ასევე სიმპტომები, რომლებიც ამ პაციენტებს შეიძ-

ლება დღის მანძილზე აღენიშნებოდეთ. მაგ: ისინი მუდმივად გამო-

უძინებლები არიან და ხშირად თვლემენ მაგ: ტრანსპორტში, ტელე-

ვიზორის წინ, ან შეიძლება ჩამოეძინოთ პირდაპირ გაკვეთილზე.

გარდა ამისა, ისინი არიან ჩვეულებრივზე უფრო გაღიზიანებული,

მოუსვენარი, გაფანტული, ხანდახან აგრესიულიც, ჰიპერაქტიული

და იმპულსური. აღენიშნებათ ყურადღების კონცენტრირების პრობ-

ლემები, რაც შეიძლება აისახოს მათი დასწავლის უნარებზე და

სკოლაში მოსწრებაზე.

როგორ ისმება ძილის ობსტრუქციული აპნოეს დიაგნოზი?

პაციენტებს სავარაუდო ძილის ობსტრუქციული აპნოეთი ესაჭიროე-

ბათ ღამის ძილის კვლევა. გამოკვლევა ჩვეულებრივ კეთდება ძილის

სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში. კვლევა მოიცავს სხვადასხვა

სენსორებით ხვრინვის, სუნთქვის, გულისცემის, სისხლში ჟანგბადის

დონის, ძილის სტადიების, სხეულის მოძრაობისა და ძილის უწყვე-

ტობის მონიტორინგს. მშობლებს, როგორც წესი, სძინავთ იმავე

ოთახში, სადაც ბავშვს, რომელსაც უტარდება კვლევა. გამოკვლევის

დასასრულს თქვენი ექიმი განიხილავს კვლევის შედეგებს თქვენთან

ერთად. (იხილეთ დანართი იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მო-

ვამზადოთ ბავშვი ძილის მონიტორინგისათვის).

68

Page 69: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ვუმკურნალოთ ძილის ობსტრუქციულ აპნოეს?

გადიდებული ნუშურებისა და ადენოიდების შემთხვევაში რეკომენ-

დებულია მათი ქირურგიული მოცილება. მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვი-

რის სპეციალისტს და განიხილეთ მასთან ერთად ქირურგიული ჩა-

რევის აუცილებლობა. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი მანიპულაცია

ტარდება ამბულატორულად. რიგ შემთხვევაში საჭირო ხდება ძილის

განმეორებითი კვლევა, რათა დავრწმუნდეთ ჩატარებული მკურნა-

ლობის ეფექტურობაში.

პაციენტებს ჭარბი წონით, რეკომენდებულია ჩაუტარდეთ დიეტო-

ლოგის კონსულტაცია. სასარგებლოა ასევე ვარჯიში.

ალერგიისა და ასთმის შემთხვევაში, მიზანშეწონილია შესაბამისი

მედიკამენტების გამოყენება ალერგოლოგებთან შეთანხმებით. რე-

კომენდებულია ასევე ალერგენებისაგან გარემოს გათავისუფლება,

თამბაქოს კვამლისა და მტვრისაგან პაციენტების დაცვა. ამ მიზნით

სასურველია შესაბამისი დამცავებისა და ჰაერის ფილტრების და-

ყენება საძინებელში.

ძილის აპნოე ღრმავდება ზურგზე წოლის დროს. პატარა მკვრივი

ბურთის ჩაკერება პიჟამოში ზურგის მიდამოს საპროექციოდ, იცავს

პაციენტს ხანგრძლივად ზურგზე წოლისაგან. ბურთი აიძულებს მას

გადაბრუნდეს და დაწვეს გვერდულად. სასარგებლოა ასევე სხეულის

ფიქსატორი ბალიშების გამოყენება.

რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ე.წ. მუდმივი დადებითი წნევით

მკურნალობა. ეს პორტატული აპარატია, რომლის გამოყენება ხდება

ღამის ძილის დროს და ის უზრუნველყოფს სასუნთქი გზების ნორ-

მალურ ჰაერგამტარობას მთელი ღამის მანძილზე. აღნიშნული მე-

თოდის დროს საჭირო ხდება ძილის განმეორებითი კვლევები, რათა

შეირჩეს ოპტიმალური ნიღაბი და წნევის მაჩვენებელი.

69

Page 70: ძილის დარღვევები ბავშვებში

ნარკოლეფსია

რას წარმოადგენს ნარკოლეფსია?

ნარკოლეფსია თავის ტვინის ქრონი-

კული დაავადებაა. ის ხასიათდება დღის

ძლიერად გამოხატული ძილიანობით,

რომელსაც ადგილი აქვს ყოველდ-

ღიურად, მიუხედავად სრულყოფილი

ღამის ძილისა. აშშ მონაცემებით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით

200 ათასი ადამიანია ამით დაავადებული. შემთხვევათა უმეტესობა

ხანგრძლივი დროით რჩება არადიაგნოსტირებული და შესაბამისად

არანამკურნალევი. ნარკოლეფსიამ შეიძლება მნიშვნელოვანად

დაარღვიოს ბავშვის ცხოვრების ხარისხი. ბიჭები და გოგონები ავა-

დობენ ერთნაირად. აღმოცენდება ნარკოლეფსია მოზარდობის, ან

მოზრდილ ასაკში, უმეტესად 15-30 წუთის შუალედში.

რა სიმპტომები ახასიათებს ნარკოლეფსიას?

წამყვანი სიმპტომია დღის ძლიერად გამოხატული ძილიანობა. ის

წლების მანძილზე შეიძლება ერთადერთი ნიშანი იყოს, განსა-

კუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. სხვა ნიშნებიდან აღსანიშნავია

კატაპლექსია, ძილის დამბლა, ჰიპნაგოგური ჰალუცინაციები, ავტო-

მატური ქცევა და დარღვეული ღამის ძილი. სიმპტომები შესაძლოა

აღმოცენდეს ერთბაშად, ან განვითარდეს ეტაპობრივად მრავალი

წლის მანძილზე.

70

Page 71: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž დღის მომატებული ძილიანობა ნარკოლეფსიის მთავარი მახა-

სიათებელია. პაციენტები უმეტესად უჩივიან, რომ მათ მუდმივად

ეძინებათ. ამასთან, მიუხედავად ძლიერი მოტივაციისა, რომ

დარჩნენ ფხიზლად, უჭირთ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ სურვილს.

ძილის სურვილი აღმოცენდება არა მხოლოდ ისეთ სიტუაციაში,

როდესაც ეს ბუნებრივადაც შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგ:

ნოყიერი სადილის შემდეგ, ან მოსაწყენი ლექციის დროს, არა-

მედ აქტიური ქმედებების პროცესში, მაგ: ჭამის ან საუბრის

დროს. ძილიანობის ეპიზოდი შეიძლება იყოს ძალიან ხანმოკლე,

მაგ: სულ რამდენიმე წამი. ისე, რომ ვერც პაციენტმა და ვერც

გარშემომყოფებმა ვერ გააცნობიერონ, რომ პაციენტს ჩაეძი-

ნა. ამასთან ძილიანობის ეპიზოდებმა შესაძლოა სერიოზული

პრობლემები შეუქმნან ბავშვს, მაგ: ჩამოეძინოს მერხზე, ან

ველოსიპედის ტარების დროს...

ž კატაპლექსია კუნთების კონტროლის სწრაფი და გარდამავალი

დაკარგვაა. მან შეიძლება მოიცვას მთელი სხეული, მაგ: პაცი-

ენტი დავარდეს იატაკზე, ან კუნთების მხოლოდ ერთი ჯგუფი,

მაგ: ჩამოუვარდეს თავი, მოუდუნდეს მკლავი ან ჩაიმუხლოს.

კატაპლექსია ხშირად პროვოცირებადია ძლიერი დადებითი

ემოციით, მაგ: სიცილით, სიურპრიზით და ა.შ. ისევე როგორც

უარყოფითი სტრესით, ან გაბრაზებით. კატაპლექსია, როგორც

წესი, ვითარდება დღის ძილიანობების აღმოცენების შემდეგ,

თუმცა იშვიათად ის შეიძლება ნარკოლეფსიის პირველი გა-

მოვლინებაც იყოს.

ž ძილის დამბლა გამოვლინდება ჩაძინების ან გამოღვიძების

პროცესში. პაციენტს აქვს განცდა, რომ მას არ შეუძლია საუბა-

რი და/ან განძრევა. პაციენტთან შეხება უზრუნველყოფს ამ მდგო-

მარეობის შეწყვეტას, თუმცა ის თავისთავადაც გაივლის.

71

Page 72: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž ჰიპნაგოგური ჰალუცინაციები სიზმრის მსგავსი ზმანებაა, რომელიც

რთულია გაარჩიო რეალობისაგან. აღმოცენდება ჩაძინების

დროს, ან გამოღვიძებისთანავე. ზმანება შეიძლება მოიცავდეს

მანამდე ნანახ კადრებს, ხმებს, შეგრძნებებს. ის შეიძლება იყოს

საშიში თავისი შინაარსით, უცნაური და არარეალური ცხოველე-

ბის ფორმის და ა.შ. საგულისხმოა, რომ ჰიპნაგოგური ჰალუცი-

ნაციები ხშირად აღმოცენდებიან ძილის დამბლის ფონზე, რაც

განსაკუთრებით აშინებს პატარა პაციენტს. მას უჩნდება განცდა,

რომ ვერსად გაექცევა მონსტრს, რომელიც ელანდება.

ž ავტომატური ქცევა წარმოადგენს ნაცნობი, რუტინული, ან აკვი-

ატებული ქმედებების განმეორებადობას. თავად პაციენტი ვერ

აცნობიერებს აღნიშნულ ქმედებებს და მოგვიანებით არაფერი

ახსოვს მათ შესახებ. პაციენტს ამ დროს უბრალოდ სძინავს.

ავტომატური ქცევის მაგალითი შეიძლება იყოს საშინაო დავა-

ლების წერისას ფურცელზე უაზრო და უშინაარსო წინადადებების

დაწერა.

ž დარღვეული ღამის ძილი ნარკოლეფსიის ხშირი მახასიათებე-

ლია, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. პაციენტებს

აღენიშნებათ ხშირი შეღვიძებები ღამის ძილის დროს, რაც თავის

მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებს დღის ძილიანობას.

ž სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ლეთარგია, დაქვეითებული

მოტივაცია, დეპრესია, კონცენტრაციის სიძნელეები და სკოლაში

მოსწრების გაუარესება. საგულისხმოა, რომ ბავშვებში, პირველ

ეტაპზე, ხშირად არასწორად დიაგნოსტირდება ყურადღების

დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დეპრესია ან სხვა

მდგომარეობები. ნარკოლეფსიით პაციენტებში ასევე ხშირია

შაკიკი და ჭარბი წონა.

72

Page 73: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა იწვევს ნარკოლეფსიას?

ნარკოლეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა. ის

მოიცავს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც აკონტროლებს ძილ-

ღვიძილის ციკლს. საფუძველს უნდა წარმოადგენდეს სპეციფიური

ნივთიერების, კერძოდ ჰიპოკრეტინის, იგივე ორექსინის დეფიციტი.

ნარკოლეფსიის სიმპტომების უმეტესობა, კერძოდ კატაპლექსია,

ძილის დამბლა და ჰიპნაგოგური ჰალუცინაციები სწრაფი, ე.წ.

REM ძილის მახასიათებლებია. თუმცა ნარკოლეფსიის დროს ისინი

აღმოცენდებიან პაციენტის ღვიძილის პერიოდში. ჰიპნაგოგური

ჰალუცინაციები შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ღვიძილის

სიზმრები“. ძილის დამბლა თავისი არსით ემსგავსება კუნთების ჰი-

პოტონიას, რომელიც სწორედ REM ძილში აღმოცენდება და იცავს

ორგანიზმს სიზმრების პარალელურად ფიზიკური აქტივობისაგან.

ნარკოლეფსია ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახური დაავადებაა, თუმცა

უმეტეს პაციენტების უმეტესობას არ ჰყავთ ნათესავები ანალოგიური

პრობლემებით.

როგორ დიაგნოსტირდება ნარკოლეფსია?

ნარკოლეფსიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია:

1. სამედიცინო ისტორიის შეკრება,

2. პაციენტის გამოკვლევა - დღის ძილიანობის სხვა მიზეზების

გამოსარიცხად,

3. ღამის ძილის გამოკვლევა - წყვეტილი ძილის შესაძლო მიზეზების

გამოსავლენად. ასევე ძილის ლატენციის ტესტი. თავისი არსით ეს

წარმოადგენს დახლოებით 20 წუთიანი ძილის 4-5 მცდელობას.

ისინი იგეგმება 2-2 საათიანი შუალედით, ღამის ძილის კვლევის

73

Page 74: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ ვუმკურნალოთ ნარკოლეფსიას?

ამ ეტაპზე ნარკოლეფსიის განკურნების საშუალება არ არსებობს.

თუმცა შესაძლებელია სიმპტომების ადეკვატური კონტროლი და

ცხოვრების ნორმალური ხარისხის უზრუნველყოფა. თერაპია,

როგორც წესი მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას, ცხოვრების

სტილის ცვლილებასა და გარშემომყოფების განათლებას.

ž მედიკამენტები: დღის ძილიანობის მართვისათვის ხშირად გამო-

იყენება სტიმულატორები (მაგ: რიტალინი), კატაპლექსიის მართვა

შესაძლებელია ანტიდეპრესანტებით (მაგ: პროზაკი). კოფეინის

შემცველი საკვები და სასმელი არ არის რეკომენდებული, გან-

საკუთრებით დღის მეორე ნახევარში, რადგან ამით შესაძლებელია

ღამის ძილის დარღვევის პროვოცირება ან გამძაფრება.

ž ცხოვრების წესის ცვლილება: შემდეგი რეკომენდაციების გათ-

ვალისწინება დაგეხმარებათ დღის ძილიანობის მოწესრიგებაში.

კერძოდ:

1. მკაცრად დაიცავით ძილის რეჟიმი. დაძინება და დილით

საწოლიდან ადგომა ერთიდაიგივე დროს.

2. აკონტროლეთ დღის მანძილზე ხანმოკლე „წაძინებები“. სა-

ჭიროების შემთხვევაში გამოყავით კონკრეტული პერიოდი

ამისათვის და დაიცავით რეჟიმი რეგულარულად. ხანმოკლე

„წაძინება“ და თვლემა შეგიძლიათ დაგეგმოთ დღეში 1 ან 2-ჯერ.

ჩატარების მომდევნო დღეს. ტესტი აკონტროლებს ჩაიძინა თუ

არა პაციენტმა და რა დრო დასჭირდა ამისათვის. მისი საშუა-

ლებით შესაძლებელია ასევე ნარკოლეფსიის სხვა სიმპტომების

იდენტიფიცირებაც.

74

Page 75: ძილის დარღვევები ბავშვებში

3. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობის პერიოდები და მოერიდეთ

მოსაწყენ და სტერეოტიპულ გარემოს.

4. გააკონტროლეთ საფრთხის შემცველი გარემო და აქტივობები,

მაგ: ცურვა, სამზარეულოში ტრიალი. გამოყავით ამისათვის ისეთი

დრო, როდესაც ძილიანობა მინიმალურადაა გამოხატული, ან

საერთოდ არ არის. სხვა შემთხვევაში უარი თქვით მათზე.

5. მართვის უფლება მნიშვნელოვანი საკითხია მოზარდებისა

(თინეიჯერების) და მოზრდილი პაციენტების შემთხვევაში. უარი

თქვით ავტომობილის მართვაზე, თუ დღის ძილიანობა მკვეთ-

რადაა გამოხატული. ჩაიტარეთ მკურნალობა და ხელახლა გან-

საზღვრეთ რისკები მკურნალ ექიმთან ერთად.

ž გარშემომყოფთა განათლება: ნარკოლეფსია ქრონიკული დაავა-

დებაა, რომელიც ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს აზარალებს.

შესაბამისად გარშემომყოფთა განათლება ამ პრობლემის მიმართ

ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება ოჯახის წევრებს, მეგობრებს,

მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს, მწვრთნელს

და ა.შ. დღის ძილიანობა შეიძლება შეგვეშალოს სიზარმაცეში,

უნარების დეფიციტში, მოწყენილობასა და უყურადღებობაში.

კატაპლექსია შესაძლოა არასწორად იყოს ინტერპრეტირებული

როგორც ფსიქიატრიული მდგომარეობა. განსაკუთრებით მნიშვნე-

ლოვანია, რომ პედაგოგებსა და თანაკლასელებს ჰქონდეთ სა-

თანადო ინფორმაცია ამ მდგომარეობის შესახებ. ინდივიდუალური

რეჟიმი გაკვეთილზე, მაგ: პერიოდულად იმის უფლების მიცემა,

რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვი ადგეს და გაიაროს

კლასში, მას საშუალებას მისცემს „გამოფხიზლდეს“ და დაძლიოს

დღის ძილიანობა იმ კონკრეტული მომენტისათვის. ამის ალტერ-

ნატივა შეიძლება იყოს შუადღის ძილისთვის ადგილისა და დრო-

ის გამონახვა. ინდივიდუალური რეჟიმის პირობებში მნიშვნელოვ-

ნად უმჯობესდება ბავშვის ცხოვრების ხარისხი და აკადემიური

მოსწრება.

75

Page 76: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ:

ახალშობილს დღე-ღამეში 10-19 საათი სძინავს (მისი ძილის ხან-

გრძლივობა საშუალოდ 13-14,5 საათია). ახალშობილებს არ ახასი-

ათებთ ძილის განსაზღვრული ან რეგულარული მახასიათებლები.

როგორც წესი, ახალშობილს პირველი კვირის განმავლობაში საკ-

მაოდ აქტიურად ძინავს. სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის

განმავლობაში პატარას ყოველი ჩაძინებისა და ძილის ხანგრძლივობა

გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. ამასთან

გასათვალისწინებელია, რომ ძუძუზე მყოფ ახალშობილებს უფრო

ხანმოკლე ძილი აქვთ (1-3 საათი), ვიდრე ხელოვნურ კვებაზე

მყოფ პატარებს (2-5 საათი). პირველი კვირების განმავლობაში

ახალშობილებს ახასიათებთ უმნიშვნელოდ განსხვავებული პატერნი

დღისა და ღამის ძილს შორის. თანდათანობით პატარა აყალი-

ბებს ძილის მისთვის ოპტიმალურ განრიგს, რომელიც საბოლოო

სახეს 2-4 თვის შუალედში ღებულობს. ახალშობილობის ასაკში

პატარას ძილის დროს ახასიათებს ღიმილი, სახის გრიმასი, პირის

წოვითი მოძრაობები, სტრიდორული სუნთქვა და კრთომები, რაც

აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა.

სად და როგორ უნდა ეძინოს პატარას?

ახალშობილის დაბადებასთან ერთად ჩნდება თავსატეხი, თუ სად უნდა

დავაძინოთ პატარა, საწოლში თუ ეტლში, მშობლების საძინებელში,

და-ძმის საძინებელში, თუ მას უკვე ახალშობილობიდან უნდა ქონდეს

საკუთარი ოთახი. სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით ზოგიერთი

ძილი და ახალშობილი (0-2თვე)

Page 77: ძილის დარღვევები ბავშვებში

მშობელი არჩევს, რომ მის პატარას მის (მშობლის) საწოლში ეძი-

ნოს. თითოეულმა მშობელმა, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას

ღებულობს, უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს 1 წლამდე ასა-

კის ჩვილის შემთხვევითი მოგუდვის მცირე, მაგრამ რეალური

რისკი. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ საწოლი თქვენს პატარასთან

გაიყოთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენი ოჯახის

ექიმს; ის შეეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ რათა თქვენი

პატარა მაქსიმალურად იყოს დაცული მსგავსი გართულებებისაგან.

კატეგორიულად დაუშვებელია ახალშობილს ეძინოს მშობელთან

ერთად ერთ საწოლში, თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტებს,

ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.

როგორ პოზიციაში უნდა ეძინოს პატარას?

აუცილებელია პატარა იწვეს ზურგზე, ან გვერდზე და არავითარ

შემთხვევაში მუცელზე. ასეთი პოზიცია მას მაქსიმალურად დაიცავს

ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შესაძლო განვითარებისაგან.

როგორ უზრუნველვყოთ ახალშობილის უსაფრთხო ძილი?

ž დააწვინეთ ახალშობილი ყოველთვის ზურგზე, ან გვერდზე,

როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს.

ž არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი.

ž ძილის დროს მიზანშეწონილი არ არის თავსა და სახეზე რაიმეს

დაფარება; საბანი არ დაახუროთ გულმკერდის დონეზე უფრო

ზემოთ.

ž ძილის დროს საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და

ბალიში.

Page 78: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž არ მოსწიოთ სიგარეტი იმ ოთახში, სადაც პატარას სძინავს.

ž მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას.

ž არასდროს დააძინოთ პატარა სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ

ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი დასაძინებლად.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

კარგად დააკვირდით, როდის ეძინება პატარას: ზოგიერთი ბავშვი

დაღლილობას ჭირვეულობით ან ტირილით გამოხატავს, ზოგიერთი

ამ დროს თვალებს ისრესს, ზოგი ყურებს იწვალებს; თუ კარგად

გეცოდინებათ ნიშანი, რითიც თქვენი პატარა დაღლილობას გამო-

ხატავს და დააწვენთ მას სწორედ ამ ნიშნების გამოვლინებისას, ის

უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.

ღამის ძილის ხელშეწყობა: ახალშობილების უმრავლესობას არ ახა-

სიათებს დღე-ღამის მოზრდილისათვის ტიპური ცირკადული რიტმი;

მათ მეტი სძინავთ დღისით და უფრო მეტად ფხიზლობენ ღამით.

შეეცადეთ ღამის საათებში საძინებელში სუსტი განათება იყოს და

მაქსიმალურად შეზღუდეთ ბავშვის აქტივობა ღამის გამოღვიძებების.

დღის განმავლობაში შეეცადეთ გააღვიძოთ პატარა ჭამისათვის. არ

აჭამოთ ძილში. დღის სააათებში ბავშვის ოთახში დღის სინათლე

უნდა შემოდიოდეს; დაგეგმეთ გასეირნება დილის საათებში.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული აქტივობების

წარმოება ხელს უწყობს ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებას

სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაშიც კი. ეცადეთ დაძინების

წინ შეიმუშაოთ რაიმე ტიპის რუტინული ქცევა, მაგალითად ბანაობა,

რწევა, ჩახუტება.

Page 79: ძილის დარღვევები ბავშვებში

თქვენც დაიძინეთ როდესაც პატარას სძინავს: მშობლებსაც ესა-

ჭიროებათ დასვენება. ამიტომ, დაიძინეთ ცოტა ხნით დღის გან-

მავლობაში, როდესაც პატარას ძინავს.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირ-

ვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა,

მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი.

ასევე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მოგეჩვენათ, რომ პატარას

აქვს სუნთქვის პრობლემები ძილის დროს.

Page 80: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ:

ჩვილობის ასაკში ღამის ძილის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს

9-10 საათს, ხოლო დღის ძილი საშუალოდ 3-4 საათი გრძელდება.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მახასიათებლები ძალიან

ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის

განმავლობაში. 2 თვის ასაკისათვის ჩვილებს დღის განმავლობაში

სძინავთ საშუალოდ 2-4-ჯერ, ხოლო 12 თვისათვის, დღის განმავ-

ლობაში, იძინებენ 1 ან 2-ჯერ. ისეთი გარეშე ფაქტორები, როგორიცაა

ავადმყოფობა, ან ძილის რუტინის დარღვევა, ადვილად შეიძლება

გახდნენ ძილის დარღვევის მიზეზი. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე

გადასვლას, მაგალითად ხოხვის დაწყებას, ასევე შეიძლება მოჰყვეს

ძილის ხანმოკლე დროით დარღვევა.

დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების

უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ და უწყვეტ ღამის ძილს და აღარ

ითხოვენ ღამით საკვებს; თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს

ღამით სხვადასხვა მიზეზით გამოღვიძებას. ღამის ხანმოკლე

შეღვიძებები ძილის ნორმალურ პატერნადაა მიჩნეული. ითვლება,

რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-

ჯერ. თუმცა ბავშვების ერთ ნაწილს შესწევს უნარი დამოუკიდებლად

ჩაიძინოს მშობლის დახმარების გარეშე. ზოგიერთი მათგანი კი ძილის

„შესაბრუნებლად“ მშობლების დახმარებას საჭიროებს. მშობლის

დახმარება როგორც წესი იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც

არ არიან მიჩვეული დამოუკიდებლად დაძინებას. ანუ მათ მშობლები

აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, ჭამით ან სძინავთ მშობლების

საწოლში.

ძილი ჩვილობის ასაკში (2-12 თვე)

Page 81: ძილის დარღვევები ბავშვებში

როგორ უზრუნველვყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?

ž დააწვინეთ ახალშობილი ყოველთვის ზურგზე, ან გვერდზე,

როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს.

ž არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი.

ž ძილის დროს მიზანშეწონილი არ არის თავსა და სახეზე რაიმეს

დაფარება; საბანი არ დაახუროთ გულმკერდის დონეზე უფრო

ზემოთ.

ž ძილის დროს საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და

ბალიში.

ž არ მოწიოთ სიგარეტი იმ ოთახში, სადაც პატარას სძინავს.

ž მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას.

ž 5 თვის ასაკის შემდეგ მოაცილეთ საწოლს დასაკიდი სათამაშოები.

ž თუ გადაწყვეტთ, რომ საწოლი თქვენს პატარასთან გაიყოთ,

აუცილებლად გაესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენი ოჯახის ექიმს;

ის შეეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ რათა თქვენი

პატარა მაქსიმალურად იყოს დაცული გართულებებისაგან.

კატეგორიულად დაუშვებელია ახალშობილს ეძინოს მშობელ-

თან ერთად ერთ საწოლში, თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპ-

რესანტებს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.

ž არასდროს დააძინოთ პატარა სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე,

რომელიც არ არის განკუთვნილი დასაძინებლად.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

კარგად დააკვირდით, როდის ეძინება პატარას: ზოგიერთი ბავშვი

დაღლილობას ჭირვეულობით ან ტირილით გამოხატავს, ზოგიერთი

ამ დროს თვალებს ისრესს, ზოგი ყურებს იწვალებს; თუ კარგად გე-

ცოდინებათ ნიშანი, რითიც თქვენი პატარა დაღლილობას გამოხატავს

Page 82: ძილის დარღვევები ბავშვებში

და დააწვენთ მას სწორედ ამ ნიშნების გამოვლინებისას, ის უფრო

სწრაფად და ადვილად დაიძინებს.

გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა: ეცადეთ 3 თვის ასა-

კისათვის უკვე გადაწყვიტოთ სად დაიძინებს მომავალში თქვენი

პატარა, რადგანაც საძინებლის გამოცვლა უფრო მოზრდილ ასაკში

მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

მაგალითად, თუ პატარას ეტლში სძინავს, 3 თვის ასაკისათვის უმ-

ჯობესია საწოლში დაძინებას მიაჩვიოთ. იმ დედებს, რომლებიც

ძუძუთი კვებავენ პატარას, ურჩევნიათ ბავშვი თავის (დედის) სა-

წოლში დააძინონ. ეს ფორმა მათთვის უფრო მოსახერხებელია.

თუმცა გარკვეულ, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშ რისკებთანაა

დაკავშირებული. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ პატარასთან გაიყოთ

საწოლი, აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

დაიცავით ბავშვის ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომ-

ლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ, უფრო უკეთ ძინავთ.

ჩართეთ უსაფრთხო დამხმარე ნივთები ბავშვის ძილის რუტინაში:

დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყ-

ვარელ, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული აქტივობები

ხელს უწყობს ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებას.

ž შეეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცე-

ვების ერთობლიობა, რიტუალი, მაგალითად ბანაობა, ნაკლე-

ბად აქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილის რუტინის

შესრულება შეგიძლიათ დაიწყოთ მსუბუქი ვახშმით, შემდეგ

გადახვიდეთ დაბანაზე, ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ. ქმედებების

ტიპი და თანმიმდევრობა შეარჩიეთ ინდივიდუალურად, მაგრამ

შემდგომში დაიცავით ეს რიტუალი. არავითარ შემთხვევაში არ

ცვალოთ ქმედებათა თანმიმდევრობა.

Page 83: ძილის დარღვევები ბავშვებში

ž საძინებელში მუდამ გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი

გარემო. პატარას კარგად სძინავს, როდესაც მის ოთახში არის

დაბალი განათება, არ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და

სიმშვიდეა.

ž ჩააწვინეთ ბავშვი საწოლში მაშინ, როდესაც რეალურად ეძინება,

მაგრამ აუცილებლად ჯერ კიდევ ფხიზელ მდგომარეობაში. ამ

წესის დაცვა უკვე 3 თვის ასაკიდან შეიძლება. მიეცით საშუალება

ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაძინება, ხელში ტარებისა და

რწევის გარეშე. თუ თქვენი პატარა დროულად ისწავლის დამო-

უკიდებლად ჩაძინებას, აღარ გაგაღვიძებთ ღამით შეღვიძებების

დროს, უბრალოდ თავადვე „შეიბრუნებს“ ძილს.

შეეცადეთ დაიძინოთ როდესაც პატარას სძინავს: მშობლებსაც ესა-

ჭიროებათ დასვენება. თქვენც დაიძინეთ ცოტა ხნით, როდესაც პატა-

რას სძინავს დღისით.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირ-

ვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა,

მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი.

ასევე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მოგეჩვენათ, რომ პატარას

აქვს სუნთქვის პრობლემები ძილის დროს.

Page 84: ძილის დარღვევები ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ:

ამ ასაკში პატარებს დღე-ღამეში საშუალოდ 11-13 საათი სძინავთ.

18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ

ერთხელ იძინებს, 1,5-3 საათის განმავლობაში. თუმცა ზოგიერთი

პატარა დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე უპირატესობას 2

ხანმოკლე ძილს ანიჭებს. ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში

ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია თითოეული ბავშვისათვის.

ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის

დარღვევის, ან სხვა სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად.

ამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ რამდენჯერმე იღვიძებენ ღამის

განმავლობაში. პატარა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე შეჩვეულია

დამოუკიდებლად ჩაძინებას, მშობლის დახმარების გარეშეც ახერხებს

ძილის დამოუკიდებლად „შებრუნებას“, სხვებს შეიძლება ჯერ კიდევ

სჭირდებოდეთ მშობლის დახმარება. 2-3 წლის ასაკისათვის ფიზიკურ

ზრდასთან დაკავშირებით პატარებს ესაჭიროებათ საწოლის შეცვლა.

უმჯობესია თუ დაველოდებით 3 წლის ასაკს, რადგან უფრო ადრე

შეცვლილმა საწოლმა შესაძლოა ძილის დარღვევა გამოიწვიოს.

როგორ დავეხმაროთ პატარას ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში?

დაიცავით ძილის განრიგი:

ž დააძინეთ ბავშვი ერთსა და იმავე დროს როგორც დღისით, ასე-

ვე ღამით. მოერიდეთ ღამის ძილის გვიანობამდე გადადებას

ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკში

Page 85: ძილის დარღვევები ბავშვებში

(21 საათზე გვიან). განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და

გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო

და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე

(არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად

გამოძინება.

ž საძინებელი ისე მოაწყვეთ, რომ დილით დღის სინათლე

შედიოდეს, რაც პატარას გამოღვიძებაში დაეხმარება. შესაბამისად

ის უფრო აქტიური იქნება დილის საათებში. ამის შედეგად მას

ჩამოუყალიბდება შუადღის ძილის მოთხოვნილება უფრო

ადრიანად, რაც თავისთავად გადმოწევს ღამის ძილის დროს.

ž თუ თქვენი პატარა ადრეული ასაკიდანვე შეეჩვევა საღამოს

ადრიანად დაძინებას, წინასასკოლო ასაკში მას აღარ მოუწევს

ძილის რეჟიმის შეცვლა.

ž დღის ძილი: დღის ძილი დაგეგმეთ თქვენი პატარის ასაკისა

და მოთხოვნილებების მიხედვით. დღის საათებში ხანგრძლივი

ძილის პირობებში ის ღამით კარგად ვეღარ დაიძინებს. მოერიდეთ

დღის ძილის გადატანას შუადღის შემდეგ პერიოდში, რადგან ეს

ბუნებრივად გააძნელებს ბავშვის საღამოს დროულად დაძინებას.

ამავე დროს მოერიდეთ დღის ძილის სრულად ამოგდებას. ეს

გამოიწვევს ბავშვის ზედმეტ გადაღლას და საღამოს ჩაძინების

კიდევ უფრო გაძნელებას.

ž დანერგეთ უსაფრთხო, დამხმარე ნივთების გამოყენება: მიეცით

პატარას საშუალება დაიძინოს მის საყვარელ უსაფრთხო, რბილ

სათამაშოსთან ერთად.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული აქტივობები

ხელს უწყობს ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებას.

ž შეეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევების

ერთობლიობა, რიტუალი, მაგალითად ბანაობა, ნაკლებადაქტი-

ური თამაშები, წიგნის წაკითხვა, ზღაპრის მოყოლა. ძილის რუტი-

Page 86: ძილის დარღვევები ბავშვებში

ნის შესრულება შეგიძლიათ დაიწყოთ მსუბუქი ვახშმით, შემდეგ

გადახვიდეთ დაბანაზე, ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ. დაძინებამდე

20-30 წუთი დაუთმეთ ამ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთ-

ნაირი იქნება ყოველ საღამოს. ეს აქტივობები შეასრულეთ სა-

ძინებელში. ქმედებების ტიპი და თანმიმდევრობა შეარჩიეთ

ინდივიდუალურად, მაგრამ შემდგომში დაიცავით ეს რიტუალი.

არავითარ შემთხვევაში არ ცვალოთ ქმედებათა თანმიმდევრობა.

ž არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. შესთა-

ვაზეთ მას მსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა)

ძილის წინ. დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ

ვახშამს. დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში

მოარიდეთ პატარა კოფეინის შემცველ საკვებსა და სასმელებს.

უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ მისი

რაციონიდან. კოფეინის შემცველია შოკოლადი, ყავა, სხვადასხვა

მატონიზებელი სასმელი და ცივი ჩაი.

ž ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში: პატარამ დღის გარკვეული ნაწი-

ლი უნდა გაატაროს სუფთა ჰაერზე და კარგი იქნება თუ მსუბუქი

ფიზკულტურით იქნება დაკავებული. მოერიდეთ აქტიურ ფიზიკურ

დატვირთვას უშუალოდ ძილისწინა პერიოდში. შეეცადეთ,

დაძინებამდე მინიმუმ 1 საათის განმავლობაში თქვენი პატარა

იყოს მაქსიმალურად მშვიდად. მოარიდეთ აქტიურ და ხმაურიან

თამაშებს,

ž მოარიდეთ კომპიუტერულ თამაშებს. ტელევიზორი საერთოდ

გამოიტანეთ ბავშვის საძინებელი ოთახიდან და მაქსიმალურად

ეცადეთ არ უყუროს ტელევიზორს დაძინებამდე 1 საათის განმავ-

ლობაში. იგივე ეხება კომპიუტერსა და სხვა საოჯახო ტექნიკას.

ž ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი.

პატარას კარგად სძინავს, როდესაც მის ოთახში არის დაბალი

განათება, არ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და სიმშვიდეა.

Page 87: ძილის დარღვევები ბავშვებში

დატოვეთ ღამის სუსტი განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში

არ ჩააბნელოთ ოთახი. ეცადეთ ოთახის ტემპერატურა არ იყოს 23

გრადუსზე მეტი. არასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი

მის დასასჯელად.

ž ჩააწვინეთ ბავშვი საწოლში მაშინ, როდესაც რეალურად ეძინება,

მაგრამ აუცილებლად ჯერ კიდევ ფხიზელ მდგომარეობაში. ამ

წესის დაცვა უკვე 3 თვის ასაკიდან შეიძლება. მიეცით საშუალება

ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაძინება. თუ თქვენი პატარა დრო-

ულად ისწავლის დამოუკიდებლად ჩაძინებას, აღარ გაგაღვიძებთ

ღამით შეღვიძებების დროს, უბრალოდ თავადვე „შეიბრუნებს“

ძილს.

References:1. A clinical guide to sleep disorders in children and adolescents, G. Stores, 2004. 2nd ed. Cambridge University Press. 2. A Clinical Guide to Pediatric Sleep: Diagnosis and Management of Sleep Problems, Mindell JA & Owens JA (2010) 2nd ed. Philadelphia: Lippincott Williams & Wilkins, 265p.3. Sleep Disturbances:Bermans Pediatric Decision Making,M.L.Chen, (2011) 5th ed. Elsevier, p. 530-5364. Sleep-wake Disorders: Swaimans Pediatric Neurology, S.Kotagal, Elsevier, 2012, p. 926-938

Page 88: ძილის დარღვევები ბავშვებში

თვე

რიც

ხვი

24

68

1012

1416

1820

2224

0526

თარ

იღი

ღამ

ით დ

აწო

ლის

დრ

დილ

ას გ

აღვი

ძები

დრ

დრ

ო, რ

ომე

ლიც

ჩაძი

ნება

ს დ

აჭირ

და

ძილ

ის

ხანგ

რძლ

ივო

ბა

22.0

5.20

1600

:1509

:20

25 წთ

9 სთ

10წთ

ძილ

ის დ

ღიურ

ისა

ხელ

ი, გ

ვარ

ი:

ასაკ

ი:

მონი

შნეთ

პატ

არას

ძილ

ის პ

ერიო

დებ

ი:

ყოვე

ლ დ

ილას

აწა

რმო

ეთ შ

ემდ

ეგი

სახი

ს სრ

ულყო

ფილ

ი დ

ღიუ

რი,

ომე

ლიც

ასა

ხავს

წინ

ა სა

ღამ

ოს

ძილ

ს:

მონი

შნეთ

დაშ

ვებუ

ლი

ისრ

ით დ

რო

,

რო

დეს

აც პ

ატარ

ას ძ

ინავ

მონი

შნეთ

ზემ

ოთ

მიმა

რთ

ული

ისრ

ით

დრ

ო, რ

ოდ

ესაც

პატ

არას

ღვი

ძავს

88

Page 89: ძილის დარღვევები ბავშვებში

თარიღი: ................................................................................................

დილა:

დრო როდის გაიღვიძა:...........................................................................

დრო, როდის ადგა ლოგინიდან: ...........................................................

განწყობა გაღვიძებისას: * 1 2 3 4 5

* შემოხაზეთ იმ პრინციპით, რომ 1 არის ცუდი განწყობა და 5 კარგი განწყობა

ბავშვმა გაიღვიძა: ა) თვითონ

ბავშვი გააღვიძა: ბ) მშობელმა გ) და-ძმამ დ) მაღვიძარამ

შუადღე:

დაგეგმილი შუადღის ძილის დრო და ხანგრძლივობა .........................

ჩაეძინა თუ არა შემთხვევით და რა ვითარებაში? *

* მიუთითეთ დრო და ხანგრძლივობა

.................................................................................................. მანქანაში

.......................................................................................ტელევიზორთან

..............................................................................................ჭამის დროს

.........................................................................................თამაშის დროს

.................................................................. სკოლაში ან საბავშვო ბაღში

............................................................... სხვა გარემოებებში (აღწერეთ)

..................................................................................................................

ღამის ძილი:

დაწოლის დრო: ......................................................................................

აღწერეთ პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია

დასაძინებლად წასვლასთან: ..................................................................

..................................................................................................................

დრო, როდესაც ბავშვმა დაიძინა: ..........................................................

89

Page 90: ძილის დარღვევები ბავშვებში

ღამით გამოღვიძებები:

ღამით გამოღვიძების დრო და ხანგრძლივობა:

გამოღვიძების დრო:

1. ...........................................................................................................

2. ...........................................................................................................

3. ...........................................................................................................

ჩაძინების დრო:

1. ...........................................................................................................

2. ...........................................................................................................

3. ...........................................................................................................

მოკლედ აღწერეთ, რა მოხდა:

1. ...........................................................................................................

2. ...........................................................................................................

3. ...........................................................................................................

1. რამდენი ხანია რაც ძილის დარღვევები გამოვლინდა?

2. შეიცვალა თუ არა რაიმე ბავშვის გარემოში რაც ძილის

დარღვევები დაიწყო და რა?

3. სად ძინავს ბავშვს?

ა) ცალკე ოთახში ბ) მშობლების, და-ძმის ოთახში

4. ვისთან ძინავს ბავშვს

ა) ძინავს ცალკე საწოლში ბ) მშობლებთან ერთად

5. ტემპერატურა საძინებელში:

6. აღენიშნება თუ არა ღამის შიშები (ტირილით გამოღვიძება) და

ჩაძინებიდან რამდენ ხანში:

90

Page 91: ძილის დარღვევები ბავშვებში

7. აღენიშნება თუ არა ამა თუ იმ სახის შიშები დღისით?

8. აღენიშნება თუ არა სხვა სახის ქცევითი დარღვევები დღისით?

9. ვინ ატარებს დროის დიდ მონაკვეთს ბავშვთან?

ა) დედა ბ) ბებია გ) ძიძა

10. გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული ძილის რუტინა და ძილის

განრიგი?

11. ხშირად ავადმყოფობს თუ არა ბავშვი?

12. ოჯახის შემოსავალი:

ა) <200 ლ ბ) 200-500 ლ გ) 500-1000 ლ დ) >1000 ლ

13. აღენიშნება (ან აღენიშნებოდა ბავშვობაში) რომელიმე მშობელს

ძილის დარღვევა:

14. აღენიშნება (ან აღენიშნებოდა ბავშვობაში) რომელიმე და-ძმას

ძილის დარღვევა:

15. ოჯახური მდგომარეობა:

ა) სრული ოჯახი ბ) არასრული ოჯახი

16. აღენიშნებათ თუ არა რაიმე სახის შფოთვითი აშლილობები ან

სტრესი მშობლებს ან სხვა ოჯახის წევრებს? რომელი?

17. გამოგიყენებიათ თუ არა მედიკამენტი? რომელი?

18. მედიკამენტური თერაპიის შედეგი: ..................................................

..................................................................................................................

..................................................................................................................

91

Page 92: ძილის დარღვევები ბავშვებში

ЭНТЕРОКИНДEnterokind ®

20 мл

აეროფაგია

მიკროფლორის ცვლილება

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოუმწიფებლობა

კოლიკის მიზეზები

*არაუმეტეს 6-ჯერ დღეში

3 წვეთი

3-ჯერ დღეში

3 წვეთი ყოველ

ერთ საათში*0-6 წელი

შემანარჩუნებელი თერაპიამწვავე სიმპტომატიკა

ენტეროკინდის დოზირება

ენტეროკინდის უპირატესობები

ნატურალური კომპონენტები 0 წლიდან

ამცირებს ნაწლავებში არსებული გაზების

რაოდენობას და ხელს უშლის მათ წარმოქმნას

უზრუნველყოფს შემდეგი სიმპტომების სწრაფ მოხსნას:

მუცლის ტკივილი, ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი

აქვს დამამშვიდებელი მოქმედება

აუმჯობესებს მონელების პროცესს

ЭНТЕРОКИНДEnterokind ®

20 мл

აეროფაგია

მიკროფლორის ცვლილება

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოუმწიფებლობა

კოლიკის მიზეზები

*არაუმეტეს 6-ჯერ დღეში

3 წვეთი

3-ჯერ დღეში

3 წვეთი ყოველ

ერთ საათში*0-6 წელი

შემანარჩუნებელი თერაპიამწვავე სიმპტომატიკა

ენტეროკინდის დოზირება

ენტეროკინდის უპირატესობები

ნატურალური კომპონენტები 0 წლიდან

ამცირებს ნაწლავებში არსებული გაზების

რაოდენობას და ხელს უშლის მათ წარმოქმნას

უზრუნველყოფს შემდეგი სიმპტომების სწრაფ მოხსნას:

მუცლის ტკივილი, ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი

აქვს დამამშვიდებელი მოქმედება

აუმჯობესებს მონელების პროცესს

92

Page 93: ძილის დარღვევები ბავშვებში

150 таблеток

ГАСТРОКИНДGastrokind ®

მყარი საკვების შემოღება რაციონში(მაგალითად: ხორცი, ხილი, ბოსტნეული)

ძუძუთი კვებიდან ხელოვნურზე გადასვლა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური

დარღვევების მიზეზები

* არაუმეტეს 6 ტაბლეტი დღეში ** არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში

1 ტაბ. 4-ჯერ დღეში

2 ტაბ. 4-ჯერ დღეში

1 ტაბ. ყოველ 1 საათში*

1 ტაბ. ყოველ 1 საათში**

0-1 წელი

შემანარჩუნებელი თერაპიამწვავე სიმპტომატიკა

გასტროკინდის დოზირება

გასტროკინდის უპირატესობები

ნატურალური კომპონენტები 0 წლიდან

არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსსა და

პერისტალტიკას

ხასიათდება სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო

და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით

განაპირობებს გულისრევის, ღებინების, მუცლის

ტკივილის, დიარეის ან პირიქით, ყაბზობის მოხსნას

1-6 წელი

93

Page 94: ძილის დარღვევები ბავშვებში

კბილების ამოჭრასთან

ასოცირებული სიმპტომები

დენტოკინდის უპირატესობები

* არაუმეტეს 6 ტაბლეტი დღეში ** არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში

1 ტაბ. 3-ჯერ დღეში

2 ტაბ. 3-ჯერ დღეში

1 ტაბ. ყოველ 1 საათში*

2 ტაბ. ყოველ 1 საათში**

0-1 წელი

შემანარჩუნებელი თერაპიამწვავე სიმპტომატიკა

დენტოკინდის დოზირება

1-6 წელი

150 таблеток

ДЕНТОКИНДDentokind ®

დიარეა

ყურის ტკივილი ძილის დარღვევა

მადის დაქვეითება

ღრძილების ქავი-ლი და შეშუპება

ნაწლავთა კოლიკა

გაძლიერებული ნერწყვდენა

სხეულის ტემპე-რატურის მატება

ნატურალური კომპონენტები 0 წლიდან

ანთებისსაწინააღმდეგო, დამამშვიდებელი მოქმედება

მარტივი მიღება (იხსნება 5 მლ წყალში)

კომპლექსური შემადგენლობა – სისტემური მოქმედება

Page 95: ძილის დარღვევები ბავშვებში
Page 96: ძილის დარღვევები ბავშვებში

შფოთვისა და ძილის

დარღვევების სიმპტომები

დორმიკინდის უპირატესობები

დორმიკინდის დოზირება

უძილობა

ჭირვეულობა

გაღიზიანებადობა

მომატებული აგზნებადობა

ნატურალური კომპონენტები 0 წლიდან

აყალიბებს ძილის სტრუქტურას და ნორმალურ რეჟიმს

ხსნის გადაჭარბებულ გაღიზიანებასა და შფოთვას

150 таблеток

ДОРМИКИНД Dormikind ®

ძილთან დაკავშირებული პრობლემები

აღინიშნება 1-დან 5 წლამდე ასაკის

ბავშვთა 25%-ში

მცენარეულ კომპონენტებთან ერთად შეიცავს ნერვული

სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ

მიკროელემენტებს მაგნიუმსა და თუთიას

მკურნალობის კურსი: არანაკლებ 4 კვირა.

0-6 წელი 1-4 ტაბლეტი დღეში

Page 97: ძილის დარღვევები ბავშვებში

КИНДИНОРМKindinorm

10 г гранул ძილის დარღვევა დეზადაპტაცია

დასწავლის პრობლემები

ჰიპერაქტივობა, აგზნება, მოუსვენრობა

ყურადღების დეფიციტი, გაფანტულობა

ქცევითი დარღვევების მიზეზები

ბავშვებსა და მოზრდილებში

კინდინორმის დოზირება

კინდინორმის უპირატესობები

ნატურალური კომპონენტები 1 წლიდან

კვლევებით დადასტურებული ეფექტურობა

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დროს

2 გრანულა 3-ჯერ დღეში

5 გრანულა 3-ჯერ დღეში

3 გრანულა 3-ჯერ დღეში

1-5 წელი

მოზრდილები

6-11 წელი

მკურნალობის კურსი: არანაკლებ 6 კვირა.

არეგულირებს

ჩაძინების პროცესს

და ძილის ფაზებს

არჩევის პრეპარატი ახალ

კოლექტივთან ბავშვის

ადაპტაციის პროცესში

Page 98: ძილის დარღვევები ბავშვებში

0-დან 6 წლამდე ბავშვებში ძირითადი

ფუნქციონალური დარღვევების გადაჭრა ნატურალური

პრეპარატების საბავშვო სერიის მეშვეობით

საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი)

პრეპარატი

გასტროკინდი

ენტეროკინდი

დენტოკინდი

იმუნოკინდი

მწვავე სიმპტომატიკა შემანარჩუნებელი თერაპია

0-1 წელი 0-1 წელი1-6 წელი 1-6 წელი

დორმიკინდი

ЭНТЕРОКИНДEnterokind ®

20 мл

150 таблеток

ГАСТРОКИНДGastrokind ®

150 таблеток

ДЕНТОКИНДDentokind ®

150 таблеток

ИММУНОКИНД Immunokind ®

150 таблеток

ДОРМИКИНД Dormikind ®

კინდინორმიКИНДИНОРМ

Kindinorm

10 г гранул

3 წვეთი ყოველ ერთ სთ-ში

არაუმეტეს 6-ჯერ დღეში3 წვეთი 3-ჯერ დღეში

– ჩაძინებასთან დაკავში-

რებული პრობლემები

– ღამით ხშირი გაღვიძება

– მშფოთვარე ძილი

– გაფანტულობა

– მოუსვენრობა

– დასწავლის პრობლემები

– მუცლის ტკივილი

– კოლიკა

– მეტეორიზმი

– გულისრევა, ღებინება,

ამოქაფება

– მუცლის ტკივილი

– ყაბზობა, მეტეორიზმი

– კბილების ამჭრასთან ასოცირებული პრობლემები (ღრძილების ტკივილი, ყურის ტკივილი, ტემპერატურა, დიარეა)

– „სუსტი“ იმუნიტეტი

– ხშირი რესპირატორული

დაავადებები

1 ტაბ. ყოველ ერთ საათში

არაუმეტეს 6 ტაბ. დღეში

1 ტაბ. ყოველ ერთ საათში

არაუმეტეს 6 ტაბ. დღეში

2 ტაბ. ყოველ ერთ საათში

არაუმეტეს 12 ტაბ. დღეში

2 ტაბ. ყოველ ერთ საათში

არაუმეტეს 12 ტაბ. დღეში

1 ტაბ.

4-ჯერ

დღეში

1 ტაბ.

3-ჯერ

დღეში

1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში

1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში

2 ტაბ.

4-ჯერ

დღეში

2 ტაბ.

3-ჯერ

დღეში

2 გრანულა 3-ჯერ დღეში

5 გრანულა 3-ჯერ დღეში

3 გრანულა 3-ჯერ დღეში

0–5 წელი 6-11 წელი მოზრდილები

Page 99: ძილის დარღვევები ბავშვებში
Page 100: ძილის დარღვევები ბავშვებში

დორმიკინდიზღაპრული ძილი

დღისით და ღამით

ძილის დარღვევების კორექცია

დაბადების პირველივე დღიდან

სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოში

Alpen Pharma AG წარმომადგენლობის მხარდაჭერით


Top Related