გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" n490

8
1 (490) 1 თებერვალი, 2016 წ. www.sknews.ge აბასთუმნის განვითარებას 13 მილიონი ლარი მოხმარდება მიმდინარე წელს აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც, რისთვისაც 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. ვარლამ წიკლაური, ადიგენი რეგიონის დასახლებები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქარ- თველოს კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტა- ტუსი 1582 დასახლებას მიენიჭა. სამცხე–ჯავახეთიდან ამ ნუსხაში 200–მდე დასახლება მოხვდა. ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, 30 დეკემებრს გამართულ მთავრობის სხდო- მაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გაგრძელება მე–3 გვ. ქალაქი ახალი, მაგრამ უკვე ძირგავარდნილი ურნებით 13.376 ლარად შეძენილი და ერთ თვეში ძირგავარდნილი ნაგვის ურნები ახალციხეში; რას აბრალებს მერია ურნების დაზი- ანებას, როგორ შეირჩა სამუშაოს შემსრულებელი კომპანია და ვის ევალება დოკუმენტების თა- ნახმად ხარვეზის გამოსწორება. თინათინ ზაზაძე, ახალციხე გაგრძელება მე–3 გვ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 იანვარს დაბა აბასთუმანს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთი- ძე, სამინისტროების სხვა წარმო- მადგენლებთან ერთად ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლე - ბის წარმომადგენლები და დაბა აბასთუმნის მაცხოვრებლები ესწ- რებოდნენ. საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტუ- რის სამინისტროს ინფორმაციით საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოცხადდება, შემდეგ კი სამშე- ნებლო სამუშაოები დაიწყება. გასული, 2015 წლის ბოლოს, დეკემბერში, ახალციხის მერიამ ახალციხის ქუჩებსა და სკვერებში დასადგმელად 62 სანაგვე ყუთი (ურნა) შეიძინა. 62–დან 20 ურნა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერში დადგეს; 27 – კოსტავას ქუჩაზე; 10 ცალი – ნათენაძის ქუჩაზე და 5 ცალი დიდიმამიშვილის. წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ იხილეთ მე–4 გვ. „ახალციხის ციხეს“ სასამართლოში უჩივიან იხილეთ მე–5 გვ. სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა იხილეთ მე–6 გვ. ახალციხელი გამომგონებლების კიდევ ერთი გამარჯვება იხილეთ მე–4 გვ.

Upload: lela-inasaridze

Post on 14-Apr-2016

101 views

Category:

Documents


11 download

DESCRIPTION

აბასთუმნის განვითარებას13 მილიონი ლარი მოხმარდება

TRANSCRIPT

Page 1: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

№1 (490) 1 თებერვალი, 2016 წ.

www.sknews.ge

აბასთუმნის განვითარებას 13 მილიონი ლარი მოხმარდება

მიმდინარე წელს აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც, რისთვისაც 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვარლამ წიკლაური, ადიგენი

რეგიონისდასახლებები, რომლებსაც

მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქარ-თველოს კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტა-ტუსი 1582 დასახლებას მიენიჭა. სამცხე–ჯავახეთიდან ამ ნუსხაში 200–მდე დასახლება მოხვდა. ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, 30 დეკემებრს გამართულ მთავრობის სხდო-მაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

გაგრძელება მე–3 გვ.

ქალაქი ახალი, მაგრამ უკვე ძირგავარდნილი

ურნებით

13.376 ლარად შეძენილი და ერთ თვეში ძირგავარდნილი ნაგვის ურნები ახალციხეში; რას აბრალებს მერია ურნების დაზი-ანებას, როგორ შეირჩა სამუშაოს შემსრულებელი კომპანია და ვის ევალება დოკუმენტების თა-ნახმად ხარვეზის გამოსწორება. თინათინ ზაზაძე, ახალციხე

გაგრძელება მე–3 გვ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 იანვარს დაბა აბასთუმანს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების

ფონდის ხელმძღვანელი ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთი-ძე, სამინისტროების სხვა წარმო-

მადგენლებთან ერთად ეწვივნენ.ვიზიტის ფარგლებში სამუშაო

შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლე-ბის წარმომადგენლები და დაბა აბასთუმნის მაცხოვრებლები ესწ-რებოდნენ.

საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტუ-რის სამინისტროს ინფორმაციით საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოცხადდება, შემდეგ კი სამშე-ნებლო სამუშაოები დაიწყება.

გასული, 2015 წლის ბოლოს, დეკემბერში, ახალციხის მერიამ ახალციხის ქუჩებსა და სკვერებში დასადგმელად 62 სანაგვე ყუთი (ურნა) შეიძინა. 62–დან 20 ურნა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერში დადგეს; 27 – კოსტავას ქუჩაზე; 10 ცალი – ნათენაძის ქუჩაზე და 5 ცალი დიდიმამიშვილის.

წარჩინებული მოსწავლეები მედლებით

დაჯილდოვდნენ

იხილეთ მე–4 გვ.

„ახალციხის ციხეს“ სასამართლოში უჩივიან

იხილეთ მე–5 გვ.

სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს

ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა

იხილეთ მე–6 გვ.

ახალციხელი გამომგონებლების კიდევ

ერთი გამარჯვება

იხილეთ მე–4 გვ.

Page 2: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

2 1 თებერვალი, 2016 წ. №1 (490)პოლიტიკა

ახალციხის თემს გერბი და დროშა ექნება

თვითმმართველ თემს ახალციხის მუნიციპალიტეტს, თავისი ჰერალდიკური სიმბოლიკა, გერბი და დროშა ექნება. სიმბოლიკის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ვარლამ წიკლაური, ახალციხე

კონკურსი გამგეობაში – კადრებს ისევ ეძებენ

საახალწლო პრემიები თვითმმართველობებში

ვის დაეხმარება გამგეობა 2016 წელს – ცვლილებები სოციალურ პაკეტში

გუბერნიაში გაცემული პრემია და დანამატები

სიმბოლოების შესარჩევი კონ-კურსის დებულება საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, 27 იან-ვარს დაამტკიცეს.

დადგენილების თანახმად, მომდევნო საკრებულოს სხდო-მაზე, განკარგულებით შეიქმნება შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი, რო-მელიც შეიმუშავებს კონკურსის პირობებს, წესებს და ამის შემ-დეგ გამოცხადდება კონკურსი.

„სამუშაო ჯგუფს მოუწევს რამდე-ნიმედღიანი მუშაობა, რომ წესებზე ჩამოყალიბდეს. ვეცდებით პირ-ველივე ეტაპი, თუ კარგი ნამუ-შევრები იქნება წარმოდგენილი, წარმატებით დასრულდეს და სამი თვის ვადაში შევარჩიოთ დროშა და გერბი“,– ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდო-მარე თამარ გოგინაშვილი

ახაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კადრების დასაკომ-პლექტებლად კონკურსი უკვე მეოთხედ გამოაცხადა, რადგან წინა სამ მცდელობაზე, ვაკანტური ადგილები თავისუფალი დარჩა. თვითმმართველობამ ახალი კად-რი 28 პოზიციაზე უნდა შეარჩიოს.

კონკურსში 267 კონკურსანტმა 584 განაცხადი წარადგინა. გადა-რჩევის პროცესი თითქმის ორი თვე მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი წარმატებით 201–მა კონკურსანტმა გადალახა.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირე-ბა, ახალციხეში ორი დღის განმავ-ლობაში, 23 და 24 იანვარს მიმდი-ნარეობდა. ტესტირებას იუსტიციის

სასწავლო ცენტრი ატარებდა.175 აპლიკანტიდან, რომლებ-

საც ტესტირებაში უნდა მიეღოთ მო-ნაწილეობა, კონკურსზე მხოლოდ 55 მივიდა.

კონკურსანტები პასუხებს ტესტი-რების დასრულებისთანავე იგებდ-ნენ, შედეგების გასასაჩივრებლად კი ორდღიანი ვადა ჰქონდათ. 25 იანვარი ისე დასრულდა, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრები არ შესულა.

კონკურსანტებს წინ მესამე ეტა-პი, გასაუბრება აქვთ. გასაუბრება როდის დაინიშნება ამ ეტაპზე უც-ნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ საბოლოოდ კონკურსი 15 თებერვ-ლამდე უნდა დასრულდეს.

გასული, 2015 წლის ბოლოს, სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპა-ლიტეტში: ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ქალაქ ახალ-ციხის მუნიციპალიტეტში, 307 თანამშრომელზე, საახალწლო პრემია – 285 217 ლარი გასცეს. პრემია გაიცა ასპინძაშიც, თუმ-ცა, რა ოდენობის, გამგეობამ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საახალწლო პრემია –ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 74–მა თა-ნამშრომელმა მიიღო. აქედან 66 შტატიანი თანამშრომელია, დანარჩენი 8–კი ხელშეკრულებით ჰყავთ აყვანილი. პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 540 ლარი დაიხარჯა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემია 85 თანამშრო-მელზე გაიცა. როგორც თვითმმარ-თველობაში აღნიშნავენ, პრემია როგორც შტატიანმა, ასევე უშტატო თანამშრომლებმა მიიღეს. ბიუჯე-ტიდან პრემიის სახით ჯამში 108 777 ლარი და 50 თეთრი გასცეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამ-გეობაში საახალწლო პრემია 81 თა-ნამშრომელზე გაიცა. ჯამში რიცხულ-მა პრემიამ 58 390 ლარი შეადგინა.ახალციხის მერიაში საახალწლოდ

პრემია 67–მა თანამშრომელმა მიიღო. პრემიის გარეშე მხოლოდ, ოთხი შტატგარეშე თანამშრო-მელი დარჩა. მერიაში პრემიის სახით 59 030 ლარი გასცეს.ასპინძის მუნიციპალიტეტის გამ-გეობამ საახალწლო პრემიის ოდენობის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაცია არ მო-აწოდა. გამგეობიდან პასუხი „სამ-ხრეთის კარიბჭემ“ წერილის გაგ-ზავნიდან მე–19 სამუშაო დღეს, 21 იანვარს, მხოლოდ მას შემ-დეგ მიიღო, რაც რედაქცია ტივა-ძეს ტელეფონით დაუკავშირდა. გამგეობიდან მოსულ წერილში წერია, რომ „დეკემბრის თვე-ში მუნიციპალიტეტის გამგეობა-ში დასაქმებულთა საერთო რა-ოდენობა შეადგენდა 63. მათ-გან 61 თანამშრომელზე პრე-მიის სახით გაცემულ იქნა ერთი თვის თანამდებობრივი სარგო“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. კონკურსის საბოლოო შედეგები 15 თებერვალს გახდება ცნობილი.

თინათინ ზაზაძე, ახალციხე

2016 წელს ახალციხის მუნი-ციპალიტეტის გამგეობისგან სოციალურად დაუცველთა ბა-ზაში მყოფი ოჯახების გარდა 70–ლარიან სასურსათო პა-კეტს, სხვა შეჭირვებული ოჯა-ხებიც მიიღებენ, თანაც, წელი-წადში 2–ის ნაცვლად, 4–ჯერ.

თინათინ ზაზაძე, ახალციხე

2016 წლის ბიუჯეტიდან სოცი-ალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 27 იანვარს, საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე უყარეს კენჭი. ადგილობრივი თვითმმართვე-ლობა მუნიციპალიტეტში მცხოვ-რებ ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მზრუნ-ველობამოკლებულ და სოციალუ-რად დაუცველ ოჯახებს სასურსა-თო პაკეტით, აქამდე მხოლოდ ორჯერ: საახალწლოდ და სააღდ-გომოდ ეხმარებოდა. 2016 წლი-დან კი აღნიშნული ოჯახები დახ-მარებას კვარტალურად, ანუ, სამ თვეში ერთხელ მიიღებენ. გარდა ამისა, სასურსათო პაკეტით დაეხ-მარებიან იმ ოჯახებსაც, რომლე-ბიც შეჭირვებულად ცხოვრობენ, თუმცა სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული.„აქამდე 75 ათას ქულამდე ვისაც

ქონდა მინიჭებული, იმ ოჯახებს ვეხმარებოდით. ახლა ეს შეზღუდ-ვა მოვხსენით. ვინაიდან ახალი გადათვლის პაკეტმა ოჯახებს საც-ხოვრებელი სახლის მიხედვითაც მიანიჭა მაღალი ქულები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მა-ტერიალური მდგომარეობა გამო-სწორდა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმ-რთელობის დაცვისა და სოციალუ-რი უზრუნველყოფის განყოფი-ლების უფროსი თამილა ადვაძე.იმ ოჯახებმა, ვინც სოციალუ-

რად დაუცველთა ბაზაში არ არის, მაგრამ, რეალურად შე-ჭირვებულია, გამგეობას გან-ცხადებით უნდა მიმართონ.„განცხადებას დაწერენ მოქალა-ქეები და შემდგომში მისი გამყა-რება მოხდება ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის სა-შუალებით, ანუ, ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს ოჯახი ნამდვილად საჭიროებს დახმარებას“, – განმარტავს თა-მილა ადვაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვა-ლობა - საქართველოს“ ინფორ-მაციით, გასულ, 2015 წელს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემიის და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 79.090 ლარი გასცეს.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

„საერთაშორისო გამჭვირვა-ლობა - საქართველოს“ კვლევა-ში ვკითხულობთ, გასულ, 2015 წელს, სამცხე–ჯავახეთის სამხა-რეო ადმინისტრაციაში 35.400 ლარი პრემია და 43.690 ლარი სახელფასო დანამატი გაიცა.საქართველოს მასშტაბით კი, 2015 წელს, სახელმწიფო რწმუნებულე-ბის-გუბერნატორების ადმინისტ-რაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გასცეს, მათ შორის პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 680 111.19 ლარი;კვლევის მიხედვით, 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებუ-ლია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი.

მაგალითად, 2015 წელს რა-ჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველანს სახელფასო დანამატის სახით და-ერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი - 2 950 ლარი; გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თა-ნამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით; გურიის გუბერნატორის

გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთე-ვან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატო-რის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია - 2 360 ლარი მიიღო;„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სახელ-ფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა; კვლევის მიხედვით, თანამდებობის პირთა მიერ აღებუ-ლი პრემიისა და სახელფასო დანა-მატების შესახებ ინფორმაცია მხო-ლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მიაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემი-ისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული;„მიღებულ ინფორმაციაზე დაყრ-

დნობით ასევე შეგვიძლია ვივა-რაუდოთ, რომ დიდი ალბათო-ბით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის გუბერ-ნატორების მსგავსად, სახელფა-სო დანამატს ყოველთვიურად იღებდნენ სხვა გუბერნატორე-ბიც“, – ვკითხულობთ კვლევაში.როგორც ორგანიზაციაში აცხადე-ბენ, გუბერნიების ნაწილმა სრუ-ლად არ მიაწოდათ ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პი-რების მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ, რამაც კვლევის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა არ მისცათ.

„შესაბამისი პასუხისმგებელი პირები უნდა აცნობიერებდნენ საჯა-რო ინფორმაციის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის მნიშვნელო-ბას, რადგან ინფორმაციის გა-უცემლობით ლახავენ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Page 3: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

31 თებერვალი, 2016 წ. №1 (490) ეკონომიკა

აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი

სასტუმრო აშენდება

საპარტნიორო ფონდის ცნო-ბით, კომპანია „რედიქს ჯგუფ-თან“ ერთად აბასთუმანში პირ-ველი მაღალი კლასის სას-ტუმროს პროექტზე მუშაობს.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

პროექტის მიხედვით 4-ვარ-სკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახ-ლებაში აშენდება. 160-ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტო-რანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნესკლუბსა და სპას.

მშენებლობის დაწყების სა-ვარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებ-ლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცუ-ლობა კი 26 მლნ აშშ დოლარია.

როგორც ფონდის საინვესტი-ციო დეპარტამენტის დირექტო-რი გიორგი ჩერქეზიშვილი აღ-ნიშნავს, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკუ-რორტო დასახლებაა, დღესდ-ღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. მისივე თქმით, აბასთუმანში არსებობს მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვ-ნა და ეს პროექტი ტურისტე-ბის რაოდენობასაც გაზრდის.სააქციო საზოგადოება „საპარტ-ნიორო ფონდი“ საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის საკუთ-რებაშია „საქართველოს რკი-ნიგზის“, „საქართველოს ნავთო-ბისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტ-როსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ „თელასის“ აქციები.

ამჟამად, „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი საპარლა-მენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერია. რაც შეეხება „რედიქს ჯგუფს“, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებუ-ლი ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და გან-ვითარებას ითავსებს. ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია სიღ-ნაღსა და ბათუმში (სასტუმრო „კაბადონი“ და აპარტ-ოტელი „ლე პორტი“). ამჟამად ჯგუფის მიმდინარე პროექტების პორტ-ფოლიო მოიცავს თბილისში სას-ტუმრო ჰილტონის მშენებლობას ჭავჭავაძის გამზირზე (გაიხსნება 2017 წელს) და A კლასის საოფი-სე უძრავი ქონების მშენებლობას ლეონიძის ქუჩაზე (გაიხსნება 2016 წლის ზაფხულში).

რეგიონის დასახლებები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ-ტურის სამინისტროს მიერ მომზა-დებული კანონის თანახმად, მა-ღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დო-ნიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მა-ღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადა-იხედება.

„საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტუ-რის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ-ლების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარე-ობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათ-ვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამო-ნაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სი-მაღლეზე ქვევით მდებარე დასახ-ლებასაც მიენიჭოს", – აცხადებენ სამინისტროში.

ინფრასტრუქტურის სამინის-ტროს ინფორმაციით, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მა-ღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხა-რეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა,

მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვი-თარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.

გთავაზობთ, იმ დასახლებების ჩამონათვალს, რომლებსაც მა-ღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.

ადიგენის მუნიციპალიტეტი: დაბა აბასთუმანი, არალი, წარ-ბასთუმანი, ნაქურდევი, სოფელი ადიგენი, სოფელი აბასთუმანი, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, გო-მარო, აფიეთი, ზედუბანი, ამხერი, მლაშე, უტყისუბანი, არზნე, კიკიბო, მოხე, ციხისუბანი, ნამინაური, დერ-ცელი, ზაზალო, ზემო ენთელი, შოყა, ფხერო, ჩორჩანი, დიდი სმადა, ხარჯამი, წახანწყარო, ქი-ქინეთი, ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი, ღორთუბანი;

ასპინძის მუნიციპალიტეტი: დაბა ასპინძა, სოფელი ივერია, აწყვიტა, დამალა, თოკი, ვარგა-ვი, იდუმალა, ოშორა, თმოგვი, ნაქალაქევი, ზემო ვარძია, მირაშ-ხანი, ფია, სოფელი ვარძია, ოთა, ორგორა, საყუდაბელი, ტოლო-ში, გელსუნდა, ჭობარეთი, ძვე-ლი, სარო, ნიჯგორი, ხიზაბავრა;

ახალქალაქის მუნიციპალიტე-ტი: ლომატურცხი, ღადოლარი, ბურნაშეთი, აზავრეთი, ვარევანი, ალასტანი, გოკიო, ორჯა, კორ-ხი, არაგვა, თოთხამი, მაჯადია, ქალაქი ახალქალაქი, სოფელი ბარალეთი, იხტილა, მერენია, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, გოგაშენი, აფნია, დილისკა, ჩამდურა, მურჯახეთი, ვაჩიანი, ზაკვი, ბუღაშენი, ტრკნა, ბალხო, გომანი, ოლავერდი, ხულგუმო, კულიკამი, კარტიკამი, ბუზავეთი,

თახჩა, აბული, კარწახი, ფილი-პოვკა, კოთელია, კოჩიო, მოდე-გამი, სირკვა, აგანა, ალათუმანი, ბეჟანო, კიროვაკანი, კუმურდო, ოკამი, ქარცები, აზმანა, პტენა, მიასნიკიანი, ბოზალი, დადეში, სულდა, ტურცხი, ჩუნჩხა, დავნია, ხავეთი, ერინჯა, ხანდო, ბავრა, ხოსპიო, მარტუნი, ხორენია;

ახალციხის მუნიციპალიტეტი: წინუბანი, ანდრიაწმინდა, ანდა, თისელი, ჭვინთა, ელიაწმინდა, ანი, ქალაქი ვალე, დიდი პამა-ჯი, ყულალისი, პატარა პამაჯი, ორალი, საძელი, ხაკი, ტატანისი, ბოგა, სვირი, სხვილისი, მუსხი, ურაველი, წყორძა, ხეოთი, გიორ-გიწმინდა, ნაოხრები, წყალთბი-ლა, აბათხევი, ჯულღა, წინუბანი, მიქელწმინდა, წირა;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი: პატარა მიტარბი, დიდი მიტარბი, ანდეზიტი, დაბა ბაკურიანი, თორი, ჭიხარულა, ბალანთა, გვერდისუბა-ნი, მაჭარწყალი, წინუბანი, ტაბაწ-ყური, მოლითი, დგვარი, ლიბანი, ტბა, პატარა ცემი, ციხისჯვარი;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი: საღამო, განძა, ყულალისი, ეფ-რემოვკა, სპასოვკა, სამება, ორ-ლოვკა, გორელოვკა, ჟდანოვი, დიდი გონდრიო, პატარა გონდ-რიო, მამწვარა, დილითი, ყაურმა, ეშტია, თორია, უჩმანა, ქალაქი ნინოწმინდა, ოროჯალარი, სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, ტამბოვკა, ასფარა, როდიონოვკა, ფოკა, ვლადიმიროვკა, პატარა ხანჩალი, დიდი ხანჩალი, კატნატუ, ჯიგრაშენი, პატარა ხორენია.

პირველი გვერდიდან

ქალაქი ახალი, მაგრამ უკვე ძირგავარდნილი ურნებით

ურნების შესაძენად მერიამ გამარ-ტივებული ელექტრონული ტენდერი 2015 წლის 16 ოქტომბერს, 14.883 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში საორიენტაციოდ სანაგვე ყუთების ორი ესკიზი იყო მითითებული. ორივე ესკიზის მიხედ-ვით, მერია ითხოვდა ხის ურნებს, რომლებიც შეღებილი უნდა ყოფი-ლიყო ემალირებული სტატისტიკური საღებავით და უნდა ჰქონოდა შიგნით ჩასადები უჟანგავი ლითონისგან დამ-ზადებული სანაგვე ურნა. ესკიზებს შო-რის მცირე განსხვავება იყო ფორმასა და ზომაში, კერძოდ: 24 ცალი უნდა ყოფილიყო ოთხკუთხედის ფორმის, ზომით 40/80სმ; 38 კი მრგვალი, ზო-მით 50/80სმ.

ტენდერში მონაწილეობა მხო-ლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო, შპს „არტმა“ და 13.376 ლარით გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკ-რულება 2015 წლის 10 ნოემბერს გა-ფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, შპს „არტს“ 62 სანაგვე ყუთი, (24 ოთხკუთ-ხედი, 200 ლარი ერთეულის ფასი და 38 მრგვალი, 172 ლარი ერთეულის ფასი) 30 ნოემბრამდე უნდა შეეძინა და მიეწოდებინა მერიისთვის. მასვე ევალებოდა ურნების მითითებულ ადგილას დამონტაჟება.

სანაგვე ყუთები დანიშნულების ადგილებზე 2015 წლის 14 დეკემბერს გადანაწილდა. მალევე, დაახლო-ებით ერთ თვეში, 2016 წლის 16 იანვარს, „სამხრეთის კარიბჭემ“ კოს-ტავას ქუჩაზე გადაიღო სანაგვე ყუთი, რომელსაც ლითონის ჩასადგმელი

ურნა საერთოდ არ ჰქონდა, თუმცა, მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. დაახლოებით 10 დღეში ქალაქის ამ ოთხ წერტილში სამი დაზიანებული ურნა გადავიღეთ, მათ ნაწილს ძირი საერთოდ აღარ აქვს, ნაწილს კი ჩატეხილი აქვს. სამივე შემთხვევაში ნარჩენები ქუჩაში, ძირს ყრია.

ქალაქ ახალციხის მერიაში განგ-ვიმარტეს, რომ სანაგვე ყუთები მო-სახლეობის დაუდევრობის შედეგად დაზიანდა.

„მოსახლეობა არ უფრთხილდე-ბა ბუნკერებს, რაც მდგომარეობს შემდეგში: საყოფაცხოვრებო ნარ-ჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში ყრიან სამშენებლო ნარჩენებს, ქვებს, ცემენტს , თაბაშირს და ა.შ. რაც სიმძიმით აზიანებს. ურნებში ანთებენ ცეცხლს“, – განგვიცხადეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერ-თობის სამსახურში.

კითხვაზე, ამ პატარა ურნებში როგორ ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, გვიპასუხეს: „რა ვიცით, ეგ მოსახლეობას კითხე“.

მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კა-რიბჭემ“ ვებ–გვერდზე დაზიანებული სანაგვე ყუთის ფოტო გაავრცელა, მერია შპს „არტს“ დაუკავშირდა და ურნების შეკეთება მოსთხოვა. ხელ-შეკრულების პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 6 თვეა.

შპს „არტის“ დირექტორმა, რო-ლანდ ტალახაძემ „სამხრეთის კა-რიბჭეს“ განუცხადა, რომ ახალციხის

მერიიდან დღეს დაურეკეს. ურნების შეკეთებაზე, მითუმეტეს როცა საუბარი რამდენიმე ურნაზეა, პასუხისმგებლო-ბას არ იცილებს, თუმცა, ჯერ დაზიანე-ბები უნდა შეამოწმონ: „ასე ზეპირად ვერ დავადგენ, ჯერ უნდა ვნახოთ. 3–4 ცალზე არ არის საუბარი, შევცვლით“.

„სამხრეთის კარიბჭე“ შპს „არტის“ სამუშაო გამოცდილებით დაინტე-რესდა. კომპანიის შესახებ ინტერნეტ სივრცეში მწირი მასალა იძებნება. კომპანია ქუთაისში არსებობს.

„კომპანია 5–6 წელია რაც მაქვს.

ასეთი ესკიზის ურნები პირველად შევიძინეთ, ზოგადად ვაკეთებთ სხვა-ნაირ ურნებსაც. რამდენიმე ქალაქში გვაქვს ურნები დადგმული“, – განუც-ხადა სამუშაოების შემსრულებელმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

62–დან ერთ თვეში დაზიანებული 3 ურნა დაახლოებით იმას ნიშნავს (კარგ შემთხვევაში), რომ წელიწად-ნახევარში ქალაქში არცერთი ურნა საღი აღარ იქნება და 13.376 ლარიც ისე გადაიყრება, როგორც ახლა, ამ ურნებში ნარჩენები იყრება.

პირველი გვერდიდან

ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი უტყისუბანი

Page 4: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

4 1 თებერვალი, 2016 წ. №1 (490)განათლება

ფერსაში ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, 40 აღსაზრდელზე გათვლილი ბაგა–ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.

აღნიშნული ბაღით სამი სოფ-ლის: ფერსის, მუგარეთის და გიორგიწმინდის მოსახლეობა ისარგებლებს.

შენობის რეაბილიტაციისთ-ვის ადგილობრივი ბიუჯეტი-

დან 101.102 ლარი დაიხარ-ჯება .სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალგო 2000“ ახორციელებსბაღის რეაბილიტაცია 2016 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

ახალციხის ბაღებში ექთნის შტატებს ამატებენ

ახალი წლიდან ახალციხის ბაგა–ბაღებში მეორე ცვლის ექთნები ემატებიან. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება-ში განმარტავენ, რომ მედიკოსების დამატების მიზეზი 10–საათიანი სამუშაო განრიგია.

ახალციხის საბავშვო ბა -ღებში რვა ექთანი მუშაობს და რვას კ იდევ ა მ ატებენ . „ბაღებში სწავლას 08:30 საათზე ვიწყებთ და 18:30 საათზე ვამ-თავრებთ, რადგან ექთნებს 10 –საათიანი სამუშაო განრიგი გამო-სდიოდათ, ამიტომ მეორე ცვლის ექთნებს დავამატებთ“, – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრ-დის დაწესებულებათა გაერთიანე-

ბის ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.მისი თქმით, მეორე ცვლის ექთ-ნები 15:00–დან 18:00 საათამდე იმუშავებენ და ხელფასს 88 ლარს აიღებენ, რაც შეეხება პირველი ცვლის ექთნებს, ისინი 08:30–დან 15:00 საათამდე იმუშავებენ და მათი ხელფასი 160 ლარია.შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალცი-ხისა და თემის ბაგა–ბაღებში ექთნის შტატი 2014 წლის მარტიდან აღდგა.

როგორ იცავენ ბაღები უსაფრთხოებას

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ახალციხის და თემის ბაგა–ბაღებ-ში ინვენტარს სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად ამუშავებენ.

ქალაქ ახალციხის სკოლამდე-ლი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ჰაერწვეთოვა-ნი გზით გადამდები ინფექცი-ური დაავადებების შემთხვევების მომატებასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, ბაგა–ბა-ღებში სადეზინფექციო ხსნა-რით ყველა ოთახს ამუშავებენ.„ექთანი დღეში რამდენჯერმე ამოწმებს ჯგუფებს. თუ ვინმეს აქვს გამონადენი ცხვირიდან, ან სიცხე, მაშინვე ვუკავშირდე-ბით მშობელს და სახლში მიჰ-ყავს“, – ამბობს ქალაქ ახალ-ციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.მისი თქმით, ბაგა–ბაღებში ბავშ-ვების დასწრებამ იკლო, თუმცა მიზეზი გრიპის ვირუსი არ არის:

„გადავამოწმეთ მშობლებთან და ამბობენ, რომ ეშინიათ და ბავშვები ბაღში იმიტომ არ მოჰ-ყავთ. ამ ეტაპზე ავადმყოფო-ბის გამო სკოლამდელი აღზრ-დის დაწესებულებებში, დაახ-ლოებით 30 ბავშვი არ დადის“. სპეციალური ხსნარით მუშავ-დება ოთახები და ინვენტარი ახალციხის თემის ბაგა–ბაღებშიც.„20 იანვარს უნდა დაგვეწყო სასწავლო პროცესი, თუმცა ამის გამო შევაჩერეთ ორშაბათამდე, რომ გენერალურად დაგვექლო-რა ყველაფერი. სათამაშოები, სამზარეულოს ჭურჭელი, თითქ-მის ყველაფერი სპეციალური ხსნარით დავამუშავეთ, რასაც ბავშვი ეხება“, – ამბობს ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე.

ახალციხელი გამომგონებლების კიდევ ერთი გამარჯვება

ახალციხელმა გამომგონებლე–ბმა გაიმარჯვეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსის - „წლის საუკეთესო“ - ნომინაციაში: „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებ-ში“.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

საქართველოს საზოგადოებ-რივმა მაუწყებელმა კონკურ-სი „წლის საუკეთესო“ წელს პირველად ჩაატარა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ ტელეკომპანიამ გამოარჩია 2015 წლის ყველა-ზე მნიშვნელოვანი მოვლენები 12 სხვადასხვა სფეროში, სულ 36 ნომინანტი და მათგან უკვე საზოგადოებამ შეარჩია 12 ყვე-ლაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია.

ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ზარებით, სოციალური ქსე-ლით საზოგადოებრივი მაუწყებ-ლის ვებგვერდზე და ასევე, იყო გამოკითხვა. კონკურსზე 30.000–ზე მეტი ხმა შევიდა.

ირ ა კლი კ ა პ ა ნ ა ძ ი ს ა დ ა კარლო ხუციშვილის გამო-გონებამ გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის ყველაზე მნიშვნელო-ვანი მოვლენა ახალ ინოვა-ციებსა და ტექნოლოგიებში". ირაკლი და კარლო პროექ-ტით „მულტიკლიმატიზატორი“ 2014 -15 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯ-ვებულები არიან. 2015 წლის აპრილში, მათ მონაწილეობა

მიიღეს აშშ-ის კონრადის ფონ-დის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში.შეგახსენებთ, ახალციხეში მცხოვ-რებმა მეათე კლასის მოსწავ-ლეებმა ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა მულტიკ-ლიმატიზატორი გამოიგონეს. მოწყობილობა ფერმერებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აცნობებს.

კარლო ხუციშვილი ირაკლი კაპანაძე

წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ

ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტე-ბის საჯარო სკოლების 87 წარჩინებულ კურსდამთავრე-ბულს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

ვარლამ წიკლაური, სამცხე–ჯავახეთი

ქალაქ ახალციხესა და ახალცი-ხის მუნიციპალიტეტების სკოლებში მედლები 60 კურსდამთავრებულს ერგო. 60 – დან 41 ქალაქ ახალ-ციხის სკოლების მოსწავლეა, 19 კი სოფლების. ქალაქის სკოლე-ბის 41 წარჩინებულიდან, 27–მა ოქროს მედალი აიღო, 14–მა კი ვერცხლის, სოფლების სკოლების მოსწავლეებმა კი 9 ოქროს და 10 ვერცხლის მედალი მიიღეს. ჯამში, 60–დან 36–მა ოქროს მედალი მიიღო, 24–მა კი ვერცხლის.

წარჩინებულ კურსდამთავრე-ბულებს მედლები ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტ-რში გადასცეს. ცერემონიას ქალა-ქისა და თემის პირველი პირები დაესწრნენ. ქალაქის სკოლების მოსწავლეებს მედლები ახალცი-ხის მერმა გიორგი კოპაძემ, სოფ-ლების სკოლების მოსწავლეებს კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამ-

გებელმა ზაზა მელიქიძემ გადასცა.ადიგენის მუნიციპალიტეტს 11 წარჩინებული კურსდამთავრებუ-ლი ჰყავს. ახალციხის მსგავსად, წარჩინებულ კურსდამთავრე-ბულებს კუთვნილი მედლები გადასცეს ადიგენშიც. ცერემონია აქაც საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში შედგა. ღონისძიებას მუნი-ციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია, კურსდამთავრე-ბულების მშობლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

ადიგენს 6 ოქროსა და 5 ვერც-ხლის მედალოსანი ჰყავს.რაც შეეხება ბორჯომს, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ბორ-ჯომის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ და საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსმა

იზოლდა ლომიძემ გადასცეს.როგორც რესურსცენტრის უფ-როსმა იზოლდა ლომიძემ აღ-ნიშნა, კურსდამთავრებულებს 12 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორ-მაციით, 2014-2015 წელს, საქართ-ველოს მასშტაბით, 1550 ოქროს და 960 ვერცხლის მედალი გაიცა. „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები-სა და ახალგაზრდების მხარდაჭე-რის პროგრამის” ფარგლებში, ოქ-როს მედალი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა შეადგენს 10-ს დამ-რგვალების გარეშე. მასთან, იღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და სრუ-ლი ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. ვერცხ-ლის მედალი კი ეძლევა მოსწავ-ლეს, რომლის საშუალო საფეხუ-რის საერთო ქულა 9.8 ან მეტია და აქვს დადებითი შეფასება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და იღებს სრული ზოგადი განათლების ვერ-ცხლის მედალოსნის ატესტატს.

ბორჯომელი წარჩინებულები

Page 5: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

51 თებერვალი, 2016 წ. №1 (490) სამართალი

„ახალციხის ციხეს“ სასამართლოში უჩივიან

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ყოფილმა მეთვალყურემ ჯუნა ნათენაძემ, ააიპ „ახალციხის ციხის“ წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამარ-თლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.

თინათინ ზაზაძე, ახალციხე

ჯუნა ნათენაძემ სასამართლოს 18 იანვარს მიმართა.

„ვითხოვთ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე სამსახურში აღდგენასა და განაცდური საათების ანაზღაურე-ბას გათავისუფლების დღიდან. გარდა ამისა, მანამდე, ვიდრე სამსახურში აღდგენა მოხდება ვითხოვთ ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“, –

ამბობს ჯუნა ნათენაძის ადვოკატი სოსო ხითარიშვილი.

მისი თქმით, სარჩელს წარმო-ებაში ხუთი დღის განმავლობაში მიიღებენ.

ჯუნა ნათენაძე სამსახურიდან 2015 წლის 31 დეკემბერს გაათა-ვისუფლეს. მასთან ერთად გა-ათავისუფლეს კიდევ რვა თანამშ-რომელი. მათი გათავისუფლების შემდეგ კი ხუთ თანამშრომელს ხელფასი გაუზარდეს.

ბაკურიანში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენ-ტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძო-ლის მთავარი სამმართველოს და სამცხე-ჯავახეთის პო-ლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართ-ველოს თანამშრომლებმა, უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

თინათინ ზაზაძე, ბორჯომი

ჩატარებული ოპერატიულ-სამ-ძებრო და საგამოძიებო ღონის-ძიებების შედეგად, სამართალ-დამცველებმა უკრაინის მოქა-ლაქე, 1988 წელს დაბადებული ნატალია ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკა-ნონო შეძენა-შენახვის ბრალ-დებით ბაკურიანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კუთვნილი ავტომანქანით ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით გადა-ადგილდებოდა.

პოლიციამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული სა-შუალება - მეტამფეტამინი ამო-იღო. დაკავებულს შემოწმებისას ნარკოთრობა დაუდგინდა. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკა-ნონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას

აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეკემბრის და იანვარ-დეკემბრის და-ნაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს–ს მიერ გამოქვეყნებული და-ნაშაულის სტატისტიკა ასახავს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტ-როს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს.

ვარლამ წიკლაური, ახალციხე

2015 წლის დეკემბერში საქარ-თველოს ყველა საგამოძიებო უწ-ყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1357 დანაშაული. დანაშა-ულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარე-ბით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.

2015 წლის დეკემბერში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1185 დანაშაული. დანაშა-ულის გახსნის პროცენტია 48.45%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარე-ბით დანაშაულის პროცენტული მატებაა +8.71%.

2015 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოს ყველა საგამოძი-ებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელ-თაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%. ხოლო წინა წლის ანა-ლოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენ-ტული კლებაა -3.92%.

2015 წლის იანვარ-დეკემბერში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფე-ბის საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთა-გან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანა-ლოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენ-ტული კლებაა -3.72%.

ახალციხის მერს დეპუტატი უჩივის

„ერთიანი დემოკრატიული მოძ-რაობის“ სამცხე–ჯავახეთის რე-გიონული კოორდინატორი და საკრებულოს დეპუტატი ჯიმ-შერ გოგოლაური სიტყვიერი ბრალდებების გამო ახალციხის მერს სასამართლოში უჩივის.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

ჯიმშერ გოგოლაური პროკურა-ტურის შემდეგ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის წინააღმდეგ სა-ჩივარს სასამართლოში შეიტანს. მის შეტანილ განცხადებაზე, პრო-კურატურაში განმარტეს, რომ ეს სამოქალაქო დავაა და ამიტომ გოგოლაურმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

„პროკურატურაში საჩივარი მქონდა დაწერილი, მაგრამ პრო-კურორს შევხვდი და ამიხსნა, რომ ამის შესახებ სასამართლოში უნდა ვიდაო“, – ამბობს გოგოლაური.

მისი თქმით, იგი სამოქალაქო სარჩელში, რომელსაც ახალცი-ხის რაიონულ სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს, ახალ-ციხის მერისგან გიორგი კოპაძის-გან პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„კოპაძეს ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებ“, –აცხადებს გოგოლაური.

შეგახსენებთ, ახალციხის მერ-

მა, გიორგი კოპაძემ ტელეკომ-პანია მეცხრე არხის გადაცემა „დიალოგში“ განაცხადა, რომ „როცა გოგოლაური პოლი-ციის თანამშრომელი იყო, პა-ტიმრებს ბოთლებზე სვამდა“.ამ განცხადებას გოგოლაურის მხრიდან პროტესტი და პროკურა-ტურაში სარჩელის შეტანა მოჰყვა. გოგოლაურმა პროკურატურას 11 დეკემბერს მიმართა.

როგორც ტელეკომპანია "მე–9

არხი" იუწყება, მომხდარზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ტელეკომ-პანიის ჟურნალისტი, გადაცემა „დიალოგის“ წამყვანი რუსუდან გვარამაძე. ჟურნალისტის თქმით, გამოძიება დაინტერესდა ჩაიშა-ლა თუ არა გადაცემა, ქალაქის მერისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაპირისპირე-ბის დროს და რა ხდებოდა „დი-ალოგის“ პირდაპირ ეთერში და კადრს მიღმა.

მარცხნიდან–ჯიმშერ გოგოლაური, გიორგი კოპაძე

"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა

"ახალციხის ციხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, ძიება შეწყდა;

ვარლამ წიკლაური, ახალციხე

ამის შესახებ "სამხრეთის კარიბ-ჭეს" სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში განუცხადეს.

"ახალციხის ციხის" დირექტო-რის მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე ირწმუნება, რომ მისთვის გიგი რუხაძეს არ დაურტყია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო "სამხრეთის კარიბჭეში" გამო-

ქვეყნებული სტატიის საფუძველ-ზე ახალციხის მერის ყოფილი მძღოლისა და ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილის მეუღ-ლის, გიგი რუხაძის მიერ ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტს იძიებდა.

რუხაძე 2015 წლის იანვრიდან პირველ აგვისტომდე მერიის შტატგარეშე თანამშრომელი იყო.

როგორც ახალციხის მერიიდან წერილობით (N217/05) გამო-თხოვილ ინფორმაციაში ვკითხუ-ლობთ: "მისი შრომითი ხელშეკ-რულება არ გაგრძელდა, რადგან მერიაში დაემატა ახალი შტატი მატერიალურ ტექნიკურ საკითხებ-ში, შესაბამისად მისი შტატგარეშე მოსამსახურედ ყოფნის საჭიროება აღარ არსებობდა".

შეგახსენებთ, რომ თვითმხილ-ველების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიგი რუ-ხაძემ ილია სიდამონიძეს დაარტყა. შსს საქმეს სსკ–ის 125–ე მუხლით იძიებდა, რაც ცემას გულისხმობს.

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირეს

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში მსჯავრდებულ გიორგი კაპა-ნაძეს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი ორი წლით შეუმცირა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იარაღის უკა-ნონო შეძენა–შენახვაში მსჯავრ-დებული გიორგი კაპანაძე ექვსი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად სასჯელს ოთხი წელი და ექვსი თვე მოიხდის.

კაპანაძის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლე-ბას ითხოვდა, თუმცა, ეს მოთხოვნა მეორე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ამ გადაწყვეტილებას უზენაეს-

ში გავასაჩივრებთ, სააპელაციომ მოწმეთა სანდოობაზე არ იმსჯელა, უზენაესში კი მოწმეთა სანდოობის მსჯელობის შესახებ არა ერთი პრაქტიკა არსებობს“, – აცხადებს ბარძიმაძე და ამატებს, რომ არ შეიძლება სასამართლოს იმ პოლი-ციელების ჩვენებები გაეზიარები-ნათ, რომლებმაც გიორგი კაპანაძე ჯერ დაკავებისას, შემდეგ კი სამ-მართველოში სცემეს – ესენი კონფ-ლიქტში მონაწილე პოლიციელები არიან, მაგრამ მათ საქმეს პროკუ-რატურა არ იძიებს. უფრო მეტიც,

ამ საქმეში მთავარი დამნაშავე ვინცაა, რეგიონში სამმართველოს უფროსად ისევ დანიშნეს“.

შეგახსენებთ, რომ ახალცი-ხის რაიონულმა სასამართლომ გიორგი კაპანაძეს განაჩენი 2015 წლის 15 აპრილს გამოუტანა. იგი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ცნეს და თავი-სუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით მიუსაჯეს.

კაპანაძე ცემაში სამცხე–ჯავა-ხეთის სამხარეო–მთავარი სამ-მართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან 2015 წლის 16 მარტს გამართულ სასამართლო სხდო-მაზეც განაცხადა.

Page 6: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

6 1 თებერვალი, 2016 წ. №1 (490)საზოგადოება

სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა

ახალციხეში, სოციალურად შეჭირვებული იაკობაძეების ბინა აუქციონის წესით გაიყიდა; რვა წლის წინ დაწყებული დავა და სასამართლოს ორი განჩინება; ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

ახალციხეში ვაჟა–ფშაველას N30-ში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც-143 კვმ–ია, აუქციონის წესით, გაიყიდა. ამის შესახებ ოჯახის დიასახლისს გულთამზე იაკობაძეს სამცხე–ჯავახეთის სააღ-სრულებო ბიუროდან, 22 იანვარს განუცხადეს.

„მითხრეს შენი ბინა 10 ათას ლარად გაიყიდაო“, – ამბობს გულთამზე იაკობაძე.

აუქციონი რომ შედეგიანად დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა, ეს სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში „სამხრე-თის კარიბჭესაც“ დაუდასტურეს: „როდესაც ბინის მყიდველი სრუ-ლად დაფარავს ქონების საფა-სურს, ეს სახლი მისი საკუთრება ამის შემდეგ გახდება“.

ამჟამად, გულთამზე იაკობაძე შვილთან ერთად ცხოვრობს. გო-გონა მეთორმეტე კლასშია, თუმცა როგორც დედა ამბობს, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გოგონა სკოლაში ვეღარ დადის: „პერიოდულად სამუშაოდ თურ-ქეთში დავდივართ, ახლა ბავშვიც წაყვანილი მყავდა, 22 დეკემბერს დავბრუნდით. ძალიან გვიჭირს, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ“.

იაკობაძეები გამოსახლებას ყოველწუთს ელიან.

„ეს სახლი მე და ჩემმა მეუღლემ 2001 წელს ვიყიდეთ. წასასვლელი არსად გვაქვს, ღია ცის ქვეშ დავრ-ჩებით“, – ამბობს გულთამზე.

იაკობაძეების ბინა რომ არ გაყიდულიყო, ამისთვის მათ სა-სამართლოს მიერ დაკისრებული 8 000 დოლარი და 396 ლარი უნდა გადაეხადათ. თუმცა, სოცი-ალურად შეჭირვებულმა ოჯახმა

ამ ვალის დაფარვა ვერ შეძლო. გარდა ამისა, იაკობაძეები ირწმუ-ნებიან, რომ რეალურად აღნიშნუ-ლი თანხა, მათ სესხად არ აუღიათ. ამის გამო ოჯახი სასამართლოში წლების განმავლობაში დაობდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

„2008 წელს ჩემ ქმართან მო-ვიდა ჩემი მამამთილის თანასოფ-ლელი, ის დაპირდა, რომ საზღ-ვარგარეთ სამუშაოდ წაიყვანდა და ასე ძალიან რომ გვიჭირდა, ცოტა ფულს აშოვნინებდა“, – გვიყვება გულთამზე იაკობაძე და ამატებს, რომ მაშინ ამ კაცს მევალეები ეძებ-დნენ, სწორედ ერთ–ერთი მევა-ლეს თავიდან მოშორების მიზნით, მის ქმარს თემურ იაკობაძეს ბინა ამ მევალის სახელზე გააფორმებინა – „ჩემ ქმარს სამუშაოდ საზღვარ-გარეთ წაყვანას ამ ბინის თავის მევალის სახელზე გაფორმების სანაცვლოდ დაპირდა“.

მოგვიანებით, საქმე სასამართ-ლომდე მივიდა. თემურ იაკობაძეს ის უჩიოდა, ვის სახელზეც მისი სახლი იყო გაფორმებული. იაკო-ბაძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავდა. იგი გულთამზე იაკობა-ძისგან განსხვავებით, მომხდა-რის შესახებ სხვა ვერსიას ყვება. „მომჩივანი ამბობდა, რომ თემურ იაკობაძეს მისი ვალი ჰქონდა და ამიტომ ეს ბინა უნდა გაყიდული-ყო. აღმოჩნდა რომ არსებობდა ნოტარიულად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იაკობაძეს გარკვეული თანხა ჰქონდა გადასახდელი. სასამართლოში დაიკითხა სანოტა-რო ბიუროს წარმომადგენელიც“, – გვიყვება ნუგზარ სამარჯიშვილი.

სესხის ხელშეკრულებისა და სანოტარო ბიუროს წარმო-მადგენლის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ გადაწყვეტილება იაკობაძის სასარგებლოდ ვეღარ გამოიტანა. მას ვალის გადახდა დაეკისრა, რაც შესაბამისად ბინის გაყიდვას გულისხმობდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს თემურ იაკობაძის მეუღლემ, გულთამზე იაკობაძემ მი-მართა. იგი ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამე-საკუთრედ ცნობას, ასევე წილის გამოყოფას და კუთვნილ წილზე ყადაღის მოხსნას ითხოვდა.

„სასამართლომ გულთამზე წილის თანამესაკუთრედ ცნო, თუმცა განუცხადა, რომ ვალის აღება თემურთან თანაცხოვრების დროს მოხდა, ამიტომ ყადაღა არ

მოუხსნა“, – გვიხსნის გულთამზე იაკობაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ამჟამად გულთამზე და თემურ იაკობაძეები გაყრილები არიან. როგორც აბაშიძე გვიხსნის, თუ გულთამზე მეუღლესთან ხელს გააწერდა, სასამართლოს გადა-წყვეტილებით მისთვის მიკუთვ-ნებული წილი მასვე დარჩებოდა: „ნაკლიან ქონებას კი აუქციონზე ვერ გაიტანდნენ, მაგრამ გულ-თამზე იაკობაძემ მეუღლესთან განქორწინება არ ისურვა“.

განქორწინებაზე რომ ხელის მოწერას არ აპირებს, ამაზე გულ-თამზეც საუბრობს. მიუხედავად იმი-სა, რომ ამჟამად იგი მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს, კვლავ ირწმუნება, რომ თემურ იაკობაძე თაღლითობის მსხვერპლი იყო.

მოატყუეს თუ არა მისი მეუღ-

ლე, ამის დადგენა სამართლებ-რივად ვერ მოხერხდა. როგორც ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, მათ მომხდარის შესახებ პროკურატურასაც მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა თაღლითობის ფაქტზე ძიებაც კი ვერ დაიწყეს, მოწმე არ არსებობდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სამართლებრივად ბინის უკან და-საბრუნებლად, ან გამოსახსნელად რეალურად რაიმე შანსი აღარ არსებობს: „მათი ნათესავი თუ გამო-ისყიდის ბინას, ერთადერთი ეს შეიძ-ლება მოხდეს. სამწუხაროდ, სხვა გზა აღარ არის. პირველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს ძალაში შესული განჩინება გვაქვს, მეორე შემთხვევაში კი საქმეზე უკვე უზენაესმაც იმსჯელა".

ენერგოეფექტურობა ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად

გულთამზე იაკობაძე

რეკლამა

ენერგოეფექტურობა არის ნაკლები ენერგიის დანახარჯით მაქსი-მალური კომფორტის მიღწევა-შენარჩუნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა გლო-ბალური დათბობის საფრთხე, მის შესაჩერებლად ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი მეთოდია.

ენერგოეფექტურობის მისაღწევად:

• შევიძინოთ ენერგოეფექტური მოწყობილობა;• მეტი ვიმოძრაოთ ფეხით;• გამოვიყენოთ ენერგოეფექტური ნათურები;• დენის წყაროდან გამოვრთოთ ელ.ხელსაწყოები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა;• დავათბუნოთ შენობები;• გამოვიყენოთ განახლებადი ენერგია;• ნუ დატოვებთ ნათურებს და სხვა ელ.მოწყობილობებს ჩართულ

მდგომარეობაში მაშინ, როცა ისინი არ გჭირდებათ.

ენერგიის ეფექტური გამოყენება და დაზოგვა ხელს უწყობს:

• კლიმატურ ცვლილებებზე ზემოქმედების შემცირებას;• ბუნებრივი რესურსების დაზოგვას (შემცირდება ხე-ტყის გაჩეხვა);• ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის;• ახალი ტექნოლოგიების გაჩენა-განვითარება.• თანამედროვე ენერგოეფექტური ნათურა 4-5-ჯერ ნაკლებ ენერგიას

მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ვარვარების ძაფიანი ნათურა, ამასთან განათების ხარისხი უფრო უკეთესია და ექსპლუატაციის ვადაც უფრო ხანგრძლივი (გარანტირებული 20000 საათი).

ე ვროკავშ ირის ქ ვ ე ყ ნ ე ბ -ში მოქმედებს მარკირების სისტემა, რომლის მიხედვით ელ.მოწყობილობების ენერ-გოეფექტურობა დაყოფილია კლასების მიხედვით. A კლასის მოწყობილობა გამოირჩევა ყველაზე მაღალი ენერგო-ეფექტურობით. G კლასის მოწყობილობები 3-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარენ ვიდრე A კლასის მოწყობილობები.

• Energy Star მარკირება მიღებულია აშშ-ში, იგი აღნიშნავს რომ მოწყობილობა ენერგოეფექტურია.• პირველი მზის ელ.სადგური 1912 წელს ეგვიპტეში აშენდა, მისი სიმძლავრე 45 კვტ. იყო. დღეს-

დღეობით მზის ენერგიის გამოყენებაში ლიდერობენ იაპონია და აშშ. მზის ენერგია წარმატებით გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებშიც.

• მზის ბატარეის გამოყენებით შესაძლებელია 1კგ CO2-ის დაზოგვა წარმოებულ ყოველ 1 კვტ-ზე.• მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მვტ-ით, რაც

წლიურად 34 ათასი ტ. პირობითი სათბობის ექვივალენტურია.

სტატია მომზადებულია ბუნების დაცვის საზოგადოება - კავშირი „ორბის“ მიერ პროექტ „CLEEN“-ის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

Page 7: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

71 თებერვალი, 2016 წ. №1 (490)

Page 8: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" N490

8 1 თებერვალი, 2016 წ. №1 (490)

ÓÀÌ ÝáÄ-ãÀ ÅÀ áÄ ÈÉÓ ÒÄ ÂÉ Ï ÍÉÓ ÃÀ ÌÏ Ö ÊÉ ÃÄ ÁÄ ËÉ ÓÀ ÆÏ ÂÀ ÃÏ ÄÁ ÒÉÅ-ÐÏ ËÉ ÔÉ ÊÖ ÒÉ ÂÀ ÆÄ ÈÉ „ÓÀÌ áÒÄ ÈÉÓ ÊÀ ÒÉÁ àÄ“; ÂÀ ÌÏÌ ÝÄ ÌÄ ËÉ - ÊÀÅÛÉÒÉ „ÓÀÌ áÒÄ ÈÉÓ ÊÀ ÒÉÁ àÄ“, ÒÄ ÂÉÓ ÔÒÉ ÒÄ ÁÖ ËÉÀ 25.05.2005 ß. № 00211/07/0005ÌÈÀÅÀÒÉ ÒÄ ÃÀØ ÔÏ Ò É – ÍÉÍÏ ÍÀÒÉÌÀÍÉÛÅÉËÉ;

ÌÉ ÓÀ ÌÀÒ ÈÉ: ÃÉÃÉÌÀÌÉÛÅÉËÉÓ №16, ÄË.×ÏÓÔÀ: [email protected]ÂÀÆÄÈÉ ÉÁÄàÃÄÁÀ „ÀÓÀÅÀË-ÃÀÓÀÅÀËÉÓ“ ÓÔÀÌÁÀÛÉ

გასართობი გვერდი

ვერძივერძებს ძალიან მრავალმნიშვნელო-

ვანი, მაგრამ არც მთლად წარმატებული წელი ელით.

ზაფხულში ცბიერმა ურანმა ვერძების კარიერის განვითარებაში შეიძლება კორექტივები შეიტანოს. წარმოიქმნება სერიოზული დაბრკოლება, შესაძლოა ავადმყოფობა ან ოჯახური პრობლემა, ამიტომაც ვერძი მცირე ხნით დეზორიენტი-რებული აღმოჩნდება. სამუშაო პროცესში სრულყოფილად დაბრუნებას მხოლოდ შემოდგომაზე მოახერხებს, ამ დროისთვის კი მისი პოზიციები საგრძნობლად შერყე-ული იქნება. ზოგიერთ ვერძს სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან დააქვეითებენ, რაც მას დეპრესიაში ჩააგდებს. პოზიციების აღდგენას ვერძები მხოლოდ 2017 წელს მოახერხებენ. კარიერის განვითარებისთ-ვის წარუმატებელი თვეებია ივნისი და აგვისტო.

კუროვარსკვლავები კუროებს ძალიან რთულ

წელს უქადიან. საქმე კონკურენციაშია, რომელიც 2016 წლის გაზაფხულისთვის უკიდურესად გამძაფრდება. კუროს ყველა საყოფაცხოვრებო თუ სასიყვარულო საქ-მეების გვერდზე გადადება და თავისი პო-ზიციების დაცვაზე კონცენტრაცია მოუწევს. გაზაფხულის მიწურულს დაძაბულობა ჩაცხრება და უწინდელი სამუშაო რიტმი აღდგება.

მაიმუნის წელიწადი კუროებს დასვენე-ბის დროს არ დაუტოვებს. ისინიც, თითქოს დაღლილობას საერთოდ არ გრძნობენ, წარმოუდგენლად აქტიურები და ქმედითე-ბი იქნებიან. კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელსაყრელი თვეებია აპრილი და მაისი.

ტყუპებიმაიმუნის წელიწადში ტყუპების კარიერუ-

ლი გზა რთული და ეკლიანი იქნება. მას ბევრი მოშურნე ყავს, რომელთაც წლის დასაწყისიდანვე ტყუპების სტაბილური მდგომარეობა და კარგი შემოსავალი მოსვენებას არ აძლევს. მათ წინააღმდეგ მიმართული ზოგი მოქმედება „წარმატე-ბული“ გამოდგება. ასეთი რთული სიტუ-აციებიდან თავის ღირსეულად დაღწევას ყველა ტყუპი ვერ მოახერხებს.

ამ ყველაფერმა შესაძლოა სამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს.

2016 წლის მაისსა და ივნისსში ტყუპე-ბის კარიერულ ზრდაში წინ მიმართული მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდება.

კირჩხიბიკირჩხიბისთვის 2016 წელი საკმაოდ

პოზიტიური იქნება. ფირმებსა თუ კომპა-ნიებში მომუშავე კირჩხიბები, რომელთაც საკუთარი სტატუსი არ აკმაყოფილებთ, დაწინაურებას მოითხოვენ და შემთხვევათა უმრავლესობაში მიაღწევენ კიდეც. ხოლო დაწინაურების თხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში კირჩხიბები სამსახურს მიატო-ვებენ და კონკურენტ ფირმაში დაიწყებენ მუშაობას. მაისი და ივნისი კირჩხიბის კარი-ერული ნახტომისთვის ყველაზე წარმატე-ბული თვეები იქნება. ამ წლის ნაკლებად ხელსაყრელი თვეები იქნება თებერვალი და აპრილი.

2016 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისათვის

ლომილომებს შედარებით ნორმალური, თუმ-

ცა მაინც საკმაოდ რთული წელი ელით. შრომის შედეგების თვალნათლივ დასანა-ხად მათ დიდი მოთმინების გამოჩენა და წლის დასაწყისიდანვე უამრავი მუშაობა მოუწევთ. საქმისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომის შემთხვევაში შეძლებენ ლომები დაგეგმილის მიღწევას. ნაკლებად აქტიურ ლომებს, რომლებიც თავის მთლიანად სა-მუშაოსთვის მიძღვნისთვის მზად არ არიან, რთული წელი ელოდებათ, პრობლემები სამსახურში, რომელთა გამოც ისინი შეიძ-ლება უბრალოდ გაათავისუფლონ და შემ-დეგ ახალი, უფრო შესაფერისი სამუშაოს ძებნა მოუწიოთ. კარიერის განვითარებისთ-ვის ხელსაყრელი თვეები 2016 წელიწადში მარტი და აპრილია.

ქალწულიქალწულებს, ვინც 2015 წელი შედა-

რებით ფუჭად გაატარა, ახლა საქმიანი აქტიურობის დრო დაუდგება. თუმცა კარ-გად „დაქოქვას“ მხოლოდ გაზაფხულის შუა პერიოდისკენ შეძლებთ. ზაფხულის ბოლოსკენ ქალწულები იმდენად განვითა-რებულნი არიან კომპანიისა თუ საწარმოს შიგნით, რომ სერიოზულად დაიწყებენ გამოყოფასა და საქმის დამოუკიდებლად გაგრძელებაზე ფიქრს. წლის ბოლოს ქალწული საქმეებსა და საზრუნავში ჩაფ-ლული იქნება. შესრულებული სამუშაოსგან კმაყოფილებას ქალწულები 2017 წლის შუა პერიოდში იგრძნობენ.

სასწორი2016 წელს სასწორები ცხოვრების

ხარისხიანად შეცვლისთვის განეწყობიან. ოქროს პერიოდი სასწორებს გაზაფხულის ბოლოს დაუდგებათ. სასწორებს წარმატება კარიერის განვითარების ყველა სფეროში ელოდებათ. დიდ ავტორიტეტსა და წონას მოიპოვებენ ის სასწორები, რომლებიც გონებრივი შრომით არიან დაკავებულნი და ახალ იდეებს მათ წარმატებულ რე-ალიზაციას უთავსებენ. წლის ბოლოსთ-ვის სასწორები იგრძნობენ, რომ მტკიცედ დგანან ფეხზე და შეეძლებათ ცოტა მაინც მოეშვან და სადმე სამოგზაუროდ წავიდნენ. სასწორთა გეგმების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი თვე სექტემბერი იქნება.

მორიელიმორიელებს „საგამოცდო“ წელი ელო-

დებათ. ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადრე გვერდს უვლიდა, ახლა ზვავად დაატყდება თავს. ნაკლებ სავარაუდოა, ამ რთული სიტუ-აციიდან მორიელებმა უდანაკარგოდ დააღწიონ თავი. ვარსკვლავები მათ დაკავებული თანამდებობის დატოვებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანას უწინასწარ-მეტყველებენ.

ძალიან ბევრი დრო დაჭირდებათ მორიელებს, რათა ავტორიტეტი არა მხო-ლოდ სხვის, არამედ საკუთარ თვალშიც აღიდგინონ.

ბედი მათ მხოლოდ შემოდგომაზე გა-უღიმებს. მორიელის კარიერის განვითარე-ბისთვის ხელსაყრელი თვეები 2016 წელს ნოემბერი და დეკემბერი იქნება. წლის ბოლოს კმაყოფილი იქნებით.

მშვილდოსანიმშვილდოსნებს არცთუ მრავალფერო-

ვანი, მაგრამ საკმაოდ პოზიტიური წელიწა-დი ელით. განსაკუთრებული წარმატება და აღმასვლა მშვილდოსნებს ბიზნესის იმ სფე-როში ელოდებათ, სადაც ღრმა ანალიზი და გათვლები, დაგეგმვა და სტრატეგიული გეგმების დალაგებაა საჭირო. ვარსკვლა-ვები მშვილდოსნებს მთელი წლის განმავ-ლობაში მფარველობენ. თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი თვეები თებერვალი და სექტემბერი იქნება.

თხის რქაკარიერული განვითარების კუთხით

თხის რქებს საკმაოდ მძიმე წელი ელით. საქმე ისაა, რომ პირადი ცხოვრებითა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგ-ვარებით გადატვირთული თხის რქები უბრალოდ ვერ შეამჩნევენ მათ წინაშე გადაშლილ პერსპექტივებს და მათ ად-გილს სხვა, უფრო წარმატებული ნიშნები დაიკავებენ.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სა-ტურნი თავის გავლენას თხის რქის საქმიან სფეროზეც გაავრცელებს და ეს უკანასკ-ნელი განვითარების ახალი გზების ძიებას დაიწყებს და არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობის მიმართულებით. წლის ბოლოსთვის იგი შეუცვლელი და მთავარი მოქმედი პირი იქნება ყველა პროექტში.

წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეები თხის რქის კარიერისთვის ივლისი და აგვისტოა.

მერწყულიმერწყულებს წარმატებული წელი ექ-

ნებათ. მთელი წელი მერწყულები ნელ-ნელა, დაჟინებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ, რაც შემოდგომაზე წამყვანი როლების დაკავებით დაგვირგვინდება.

განსაკუთრებულ პროგრესს შემოქმე-დებითი პროფესიების მერწყულები მიაღ-წევენ. მათი აქტიურობის პიკი წლის მეორე ნახევრისთვის მოუწევს.

მთლიანობაში მერწყულები ძალიან კმაყოფილი დარჩებიან არაჩვეულებრივად აქტიური წლით საქმიან სფეროში, რაც მათ უმრავლესობას ცნობადობას, მატერი-ალურ დამოუკიდებლობასა და კარიერის განვითარების ახალ სიმაღლეებს მოუტანს.

განსაკუთრებით წარმატებული თვეები იანვარი და ოქტომბერი იქნება.

თევზებიზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები

მათთვის შესაფერისი სამსახურის ძებნას დაიწყებენ და ძალიან პრესტიჟულ და საპა-სუხისმგებლო თანამდებობაზე მოხვდებიან. თევზებს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ექნებათ, რომლის კეთებისას თავიდან ბევრ დაბრკოლებას და წყლისქვეშა მეჩეჩს გადააწყდებიან, რამაც ზოგიერთი თევზი შეიძლება კიდეც შეაშინოს.

წლის მეორე ნახევარი თევზებისთვის ისეთივე წარმატებული არ იქნება, რო-გორიც ეს წლის დასაწყისი იყო. პირადი თუ ოჯახური პრობლემები თევზებს იმდენ დროს წაართმევს, რომ შეიძლება ბიზნეს საქმიანობას დიდი ხნით ჩამოაცილოს. რაც ბევრ პრობლემას შეუქმნით არახელ-საყრელი თვეები 2016 წელს ოქტომბერი და ნოემბერია.

რულეტი „ესპანელი ქალის

თვალი“

ინგრედიენტები:საქონლის რბილი ხორცი 700 გ;საქონლის ან ცხვრის ფარში 300 გ;მაგარი ყველი, გახეხილი 1/3 ჭიქა;ოხრახუში1 კონა;ხახვი 2;კვერცხი 3;ხმელი პიტნა1 ჩ.კ;მარილი და პილპილი;დაფნის ფოთოლი1;როზმარინი1 ტოტი;სტაფილო1;ნიახურის ღერო1;პრასი 1.

მომზადების წესი: ხორცის ნაჭერი შუაზე ისე ჩავჭრათ რომ წიგნივით გადაიშალოს. დავ-ბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

ფარშში დავამატოთ გახეხილი ყვე-ლი, დაჭრილი 1 თავი ხახვი, ოხრახუში, მშრალი პიტნა, მარილი და პილპილი.

ფარში დავადოთ ხორცის ნაჭერს, ზე-მოდან ჩავამწკრივოთ მოხარშული კვერ-ცხები და მჭიდროდ გადავახვიოთ რუ-ლეტივით. დავაფიქსიროთ ძაფით და დავბრაწოთ ტაფაზე ყველა მხრიდან.

მოვუმზადოთ ბოსტნეულის ბულიონი: ამის-თვის გამოვიყენოთ პრასი, ნიახურის ღერო, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი და ხახვი.

მიღებული ბულიონი, ბოსტნეულთან ერ-თად დავასხათ რულეტს ტაფაზე, ისე რომ ნახევრამდე დაფაროს, დავახუროთ თავსა-ხური და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ დაახლოებით 1 საათი. შემდეგ გამოვრთოთ ცეცხლი და ბულიონშივე გავაგრილოთ რულეტი. შემდეგ ოთახის ტემპერატურის რულეტი დავჭრათ და სუფრასთან მივიტა-ნოთ ბოსტნეულის სალათასთან ერთად.

ინგრედიენტები:ფუნთუშა ან მინი პური 1;კვერცხი1;პომიდორი 1/2;მწვანილი ;ლორი 1 ნაჭერი;მარილი და პილპილი;ყველი 2 ს.კ. გახეხილი.

მომზადების წესი:ამ ფუნთუშის გულში ჩასა-დებად ნებისმიერი ინგრედიენტი გამოდგება: პომიდორი, ყველი, წინა დღის შემორჩე-ნილი ხორცი ან ქათმის ნაჭერი, ლორი, ბეკონი, შემწვარი კარტოფილი დ ა.შ.ფუნთუშას თავი მოვაჭრათ, გული ამოვუ-ღოთ და ამოვავსოთ შიგთავსით: ჩავდოთ ლორი, პამიდორი, ყველი, მწვანილი. ზემოდან დავატეხოთ კვერცხი, მოვასხათ ცოტა ზეთი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 10-15 წუთი, სანამ კვერ-ცხი მომზადდება

ფუნთუშაში გამომცხვარი კვერცხი