გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია...

10
იიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიი იი იიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიი : შშშშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშ იიიიიიიი : შშშშშშ შშშშშშშშშშ იიიიიიიიიიიი : შშშშშშ შშშშშშშშშშშ იიიიიიი 2014

Upload: giorgi-dograshvili

Post on 24-Dec-2015

157 views

Category:

Documents


9 download

DESCRIPTION

გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

TRANSCRIPT

Page 1: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბაკალავრიატი

საგანი: შესავალი სოციალურ მუშაობაში

სტუდენტი: გიორგი დოგრაშვილი

ხელმძღვანელი: შორენა თურქიაშვილი

თბილისი 2014

აბორტის რაობა და მისი მოტივები

Page 2: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

აბორტი ანუ მუცლის მოშლა არის ორსულობის ვადაზე ადრე, 28 კვირის შესრულებამდე შეწყვეტა. არსებობს აბორტის ორი ტიპი: სპონტანური და ხელოვნური.

სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე.

სპონტანური აბორტის გამომწვევი მიზეზებია:

1. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები;2. ნაყოფის დაავადებები; 3. დედის ფიზიოლოგიური მოუმზადებლობა; 4. ინტოქსიკაცია; 5. დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (რეზუს ფაქტორი) და

სხვა.

ხელოვნური აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით. იგულისხმება წამლეულის მიღება, ორგანიზმში რაიმე ნივთიერების შეყვანა ან საშვილოსნოში ინსტრუმენტული ჩარევა...

ხელოვნური აბორტის გამომწვევი მიზეზებია:

1. შესაბამისი სამედიცინო ჩვენება (მაგ: დედის ექსტრაგენიტალური დაავადება);

2. ინფექცია; 3. ორსულობის პათოლოგია; 4. ოჯახური და სოციალური მდგომარეობა.

დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა; მატერიალური გაჭირვება; ძალადობის შედეგად დაორსულება; სელექციური აბორტები (სქესის მიხედვით); როცა მეტი შვილი უბრალოდ აღარ სურთ.

სოციალურ ფაქტორებზე საუბრისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების იმ ასპექტებზე გამახვილება, როდესაც აბორტის გაკეთება არაა განპირობებული პირადი სურვილით და მთავარი მიზეზი მატერიალური მდგომარეობა ან ოჯახის დაუგეგმავობაა. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ დამნაშავედ შეიძლება მოვიაზროდ სახელმწიფო, რომელმაც უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა: ამ მხრივ აამაღლოს განათლება, მშობიარობა გახადოს უფასო (ეს უკანასკნელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2013 წელს დააანონსა)...

Page 3: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

თვითნებითი აბორტი

რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით მატერიალური პრობლემის ან ორსულობის დამალვის მიზნით, ადგილი აქვს ორსულობის შეწყვეტის შინაურ მეთოდებს, რასაც მედიცინაში, კრიმინალურ აბორტს უწოდებენ. ეს ყოვლად დაუშვებელი ფაქტი უმეტესად ფატალურად სრულდება და ნაყოფთან ერთად იღუპება ქალიც.

აბორტის მეთოდები

სამედიცინო კუთხით, არსებობს აბორტის გაკეთების სამი მეთოდი: მედიკამენტური, ქირურგიული და ვაკუუმური (მინი აბორტი). სამივე მათგანს გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები, მათ შორის უშვილობის (ქალების 10%-ში), სიმსივნისა და სხვა დაავადებების განვითარება. ამდენად, ყველა ქალი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებს.

ზოგადად, აბორტის რაობაში ერთის მხრივ, ქალის თვითგანსაზღვრის უფლება დევს და მეორეს მხრივ, ბავშვის არსებობის უფლებაც არ უნდა დაირღვეს. სწორედ ამიტომ, როდიდან ითვლება ბავშვი, როგორც არსება და არა უბრალოდ ჩანასახი? ნიშნავს თუ არა ჩანასახის მოშორება მკვლელობას? ანდა უნდა დაისაჯოს თუ არა ქალი, რომელიც გადაწყვეტს ნაყოფის მოცილებას?

ეს არის კითხვები, რომლებიც საჭიროებენ პასუხებს. გარკვეულწილად მნიშვნელოვან ცნობას მოგვცემს ბიოლოგიური ინფორმაცია - ფაქტები ჩანასახზე, რაც დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ და ადექვატურად შევაფასოთ რეალობა, როდესაც ვსაუბრობთ ჩანასახზე.

ფაქტები ჩანასახზე

მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის, აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა;

28 დღის თავზე ტვინის სამივე მთავარი ნაწილი უკვე ფორმირებულია.

მე-7 კვირაზე ემრიონს გააჩნია ყველა ორგანო და მახასიათებელი, რაც აქვს ზრდასრულ ადამიანს. განხსვავება მხოლოდ მათ ზომებშია. რაც

Page 4: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

მთავარია, ნაყოფს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარი ამოსავალი წერტილია იმის დასადგენად ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი.

2 თვემდე ჩანასახს უკვე გააჩნია საკუთარი თითების ანაბეჭდები.

მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ნაყოფი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვთ ბავშვებს დაბადების შემდეგ.

მე-12 კვირას ყალიბდება ხმის იოგები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საშვილოსნოში ჰაერი არაა, ხმა არ გამოიცემა. ამის გამო მას არც ტირილი შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არის მომართული.

25 კვირის შემდეგ (6 თვე) ჩანასახი მგრძნობელობის, ცნობიერების და მეხსიერების თვალსაზრისით ვითარდება.

აბორტის შემდგომი პერიოდი

გარდა იმისა, რომ ხელოვნურმა აბორტარმა შეიძლება ქალს ფიზიკურად ავნოს, ასევე ხშირ შემთხვევებში ზრდის ფსიქოლოგიური ტრავმის რისკსაც. არსებობს დაავადება - პოსტაბორტული სინდრომი: ეს არის ერთად შერწყმული ფსიქოლოგიური ტრავმა და ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა, გაჩნდეს აბორტის შემდეგ. ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

1. დანაშაულის შეგრძნება;2. მომავლის შიში;3. ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიძულვილი პარტნიორის მიმართ;4. აგრესიულობა.

თუმცა 2010 წელს ირლანდიაში (სადაც აბორტი აკრძალულია) ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების 87%-მა, რომლებმაც აბორტი უცხოეთში გაიკეთეს, აღნიშნეს, რომ მათთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ფაქტია, რომ ფეხმძიმობის დროს სუიციდის რისკი გაცილებით დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი ლეგალური და ნაკლებად გასაკიცხია.

კანონი აბორტის შესახებ (მსოფლიო)

საინტერესოა, საკანონმდებლო დონეზე რა პოზიციაზე დგას ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება აბორტის შესახებ.

Page 5: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

გერმანიაში ფეხმძიმობის შეწყვეტა კანონით დაშვებულია,  მე-12 ან მე-14

ფეხმძიმობის კვირამდე. ამის შემდეგ ითვლება, რომ ბავშვს პოტენციურად

შეუძლია გადარჩეს და აბორტი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა,

გერმანული კანონი უშვებს შემდეგ გამონაკლისებს: თუ ფეხმძიმე ქალის

სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ფეხმძიმობა საფრთხეს

წარმოადგენს, აბორტი დაშვებულია მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში და

არ ისჯება კანონით.

ბრაზილიაში აბორტი აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ, თუკი დედის

ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა ან ქალი გაუპატიურების მსხვერპლია.

აშშ-ში აბორტი დაშვებულია იქამდე, სანამ ნაყოფი ხდება

სიცოცხლისუნარიანი. ზოგიერთმა შტატმა გამოუშვა დამატებითი კანონი,

რომელიც სავალდებულო გასაუბრებას ფსიქოლოგთან და მოსაფიქრებელ

ვადას ითვალისწინებს.

იტალიაში ქალს ფეხმძიმობის 90 დღის განმავლობაში აქვს უფლება,

მოიშოროს ნაყოფი. სამედიცინო ჩარევამდე ქალს ეძლევა 7 დღიანი

მოსაფიქრებელი ვადა.

საფრანგეთშიც დაშვებულია აბორტი. მცირეწლოვნებმა უნდა გაიარონ

სავალდებული ფსიქოლოგიური გასაუბრება,  თან უნდა ახლდეთ მათ მიერ

არჩეული ერთი პირი, თუ ორსულის მშობლების ჩარევა არ სურს. ფეხმძიმეს

ეძლევა ასევე ერთი კვირის ვადა მოსაფიქრებლად.

ირლანდია ერთ-ერთ იმ მცირე ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, რომელშიც

აბორტი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აკრძალულია. კანონის

დამრღვევს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თუმცა, ფეხმძიმეს აქვს უფლება,

საზღვარგარეთ გაიკეთოს აბორტი. არსებული ინფორმაციით, ქალთა

უმეტესობა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში მიდის ნაყოფის

მოსაშორებლად. (ანალოგ. მალტა).

დიდ ბრიტანეთში დაშვებულია აბორტი, თუ მტკიცდება, რომ ფეხმძიმობის

გაგრძელება ქალის სიცოცხლისთვის, სულიერი და ფიზიკური

ჯანმრთელობისთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე მისი

შეჩერება.

Page 6: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

ავსტრიაში ნაყოფის მოშორება ფეხმძიმობის მე-14 კვირამდეა

შესაძლებელი, ამის შემდეგ ძალაში შედის ბავშვის უფლება სიცოცხლეზე.

თურქეთში აბორტი დაშვებულია ფეხმძიმობის მე-12 კვირამდე. სამედიცინო

ჩარევაზე თანხმობის შესახებ ქალს ქმრის ნებართვა სჭირდება.

მცირეწლოვნების შემთხვევაში კი – მშობლების.

საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში აბორტს ორი მუხლი ეთმობა და მათში ნათქვამია, რომ:

მუხლი 139

1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სქართველოს პრიორიტეტულიამოცანაა. 

2.  ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ:  ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;  ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა. 

მუხლი 140

1. აბორტის რეკლამა აკრძალულია. 2. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში

აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

რელიგია აბორტის შესახებ

ქრისტიანობაში აბორტი აკრძალულია და განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს

ცოდვად - „არა კაც კლა“ მცნების გათვალისწინებით. აგრეთვე, ჩანასახს

ადამიანად აღიარებს დავითის ფსალმუნი.

რამდენიმე თვის წინ აბორტი და სექსუალური აქტის შემდეგ ფეხმძიმობის

საწინააღმდეგო აბის მიღება აქტუალური თემა გახდა გერმანიაში.  მაშინ,

როცა ერთი გერმანელი ქალი გააუპატიურეს. ქალმა სასწრაფოდ მიაკითხა

Page 7: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

ახლო მდებარე კათოლიკურ საავადმყოფოს და ჩასახვის საწინააღმდეგო აბი

მოითხოვა, რომელიც სექსუალური აქტის შემდეგ რამდენიმე საათის

განმავლობაში მოქმედებს.

ქრისტიანული ეკლესია კატეგორიული წინააღმდეგია აბორტისა და ჩასახვის

საწინააღმდეგო აბების. არგუმენტი არის: ყოველ არსებას აქვს უფლება

სიცოცხლეზე. ამიტომაც, ექთანმა უარი თქვა აბის გაცემაზე. ამ ამბავს

ნამდვილი სკანდალი მოჰყვა გერმანიაში და დაიწყო ეკლესიის ოფიციალური

პოზიციის მძაფრი კრიტიკა. გაიმართა დიდი დისკუსიებიც. ამ დისკუსიების

დროს, კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთმა წამომადგენელმა

დაადასტურა, რომ იმ ქალს ჰქონდა უფლება მიეღო ჩასახვის

საწინააღმდეგო აბი და მისი სურვილისთვის კათოლიკურ საავადმყოფოს

პატივი უნდა ეცა.

ისლამის მიმდევართა შორის ორგვარი დამოკიდებულებაა აბორტის მიმართ:

მუსლიმ სწავლულთა ნაწილის მიხედვით,  რომელიც მოციქულის სიტყვებს

ეყრდნობა, სული ხდება ხორცის (ჩანასახის) ნაწილი მხოლოდ 120 დღის

(ზოგიერთის აზრით, 40 დღის) შემდეგ. მუსლიმ სწავლულთა მეორე ნაწილი

ნაყოფის მოშორებას მძიმე ცოდვად თვლის, რადგან ნაყოფი ქალის სხეულის

ნაწილად ითვლება და ეს სხეული ალაჰის მიერ ეძლევა ქალს; ამიტომ,

ნებისმიერი ჩარევა დაუშვებელია.

აბორტს პირდაპირი მნიშვნელობით არც ერთი ბუდისტი არ ეხება, თუმცა ტრადიციული ბუდისტური მოძღვრება ამბობს, რომ სიცოცხლე იწყება ჩასახვის მომენტიდან და შესაბამისად, აბორტი, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს სიცოცხლეს, არ შეიძლება იქნას დაკმაყოფილებული.

სტატისტიკა მსოფლიოში

მსოფლიოს ჯანმრთელობის ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 2011 წლის მონაცემებით, ქალთა 40 პროცენტი ფეხმძიმდება დაუგეგმავად და ფეხმძიმე ქალების დაახლოებით მეხუთედი იკეთებს აბორტს. ეს შეესაბამება ყოველწლიურად დაახლოებით 42 მილიონ აბორტს, რომლისგანაც 20 მილიონი ლეგალურად და 22 მილიონი არალეგალურად ტარდება.

Page 8: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი აბორტი კეთდება და მაჩვენებელი 2013 წლამდე განიცდიდა ზრდას. ქვეყანაში აბორტის ბუმი 2012 წელს დაფიქსირდა, როცა მათმა რიცხვმა 40 ათასამდე (39,225) მიაღწია.

საქართველოში აბორტისთვის ყველაზე აქტიური ასაკი 20-44 წელია. 2001 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ამ ასაკის ქალების მიერ გაკეთებული აბორტების რაოდენობა იზრდება და 2012 წელს მხოლოდ ამ ასაკობრივ შუალედში მან 37 ათასს გადააჭარბა.

საინტერესოა, აბორტის სტატისტიკა 15 წლამდე ასაკის გოგონებში. 2013 წელს სულ 34 ლეგალური აბორტია აღნუსხული.

სპონტანური და ხელოვნური აბორტების რაოდენობებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა. საქართველოში, როგორც წესი, ხელოვნური აბორტის რიცხვი სპონტანურს 6-7-ჯერ აღემატება.

2001 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, 13 წლის განმავლობაში, საქართველოში სულ 300 782 რეგისტრირებული აბორტის შემთხვევა დაფიქსირდა.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები მოწოდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და აქ, რა თქმა უნდა, საუბარია მხოლოდ დარეგისტრირებული აბორტების რაოდენობაზე.

საქართველოში ქალთა რეპროდუქციური ჯანმრთელობის კვლევის 2010 წლის მონაცემებით, აბორტის უფრო მაღალი მაჩვენებელი სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ნაკლებად განათლებულ ქალებს შორის მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ჯგუფი ნაკლებადაა ინფორმირებული ოჯახის რაციონალური დაგეგმვის საშუალებების შესახებ. ამავე მონაცემებით,  ქალების უმეტესობას არ აქვს ზუსტი ცოდნა იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები.

რაში მდგომარეობს გამოსავალი

ბუნებრივია, აბორტი მისასალმებელი ფაქტი არაა და ეს რიცხვებიც შემაძრწუნებელია, თუმცა პრობლემის გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საჭიროა დაისვას ლეგიტიმური შეკითვა: რა არის გასაკეთებელი აბორტების რიცხვის მაქსიმალურად შესამცირებლად?

რას მოგვცემს აბორტის აკრძალვა, დემოგრაფიულ პროგრესს თუ აბორტის პრაქტიკის იატაკქვეშეთში გადასვლას? ფაქტია, რომ აბორტის აკრძალვა გამოსავალი არაა. როგორც წესი, ამით ისევ ქალთა სიკვდილიანობა იმატებს, რასაც ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინოფრმაცია, რომლის თანახმადაც, არალეგალური აბორტების შედეგად

Page 9: გიორგი დოგრაშვილი - პრეზენტაცია აბორტი

ყოველ საათში 8 ქალი კვდება. წლიურად კი ეს მაჩვენებელი 68 000 გარდაცვლილ ქალს უდრის. განვითარებად ქვეყნებში 100 000 არალეგალურ აბორტზე 367 სიკვდილით მთავრდება, ეს ციფრი კი რამდენიმე ასეულით აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც აბორტი ლეგალიზებული და შედარებით უსაფრთხოა. ფაქტია ისიც, რომ აბორტების რიცხვი კვლავაც იზრდება. რა არის გასაკეთებელი?

დღესდღეიუსობით საზოგადოებაში სექსუალური განათლების დიდი დეფიციტია. მე ერთადერთ გამოსავლად მესახება სკოლებში, მაღალ კლასებში, ოჯახის დაგეგმვისა და ელემენტარული სექსუალური განათლების დანერგვა (რაშიც, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სექსის პროპაგანდას). აუცილებელია, ყველამ იცოდეს ელემენტარული თავის დაცვის საშუალებები. ამით გარკვეულწილად მოხდება ახალგაზრდებისთვის იმ ელემენტარული განათლების მიცემა, რაც მომავალში მათ აარიდებს არასასურველ ორსულობას და, შესაბამისად, შეამცირებს როგორც აბორტების გაკეთების აუცილებლობას, ისე სხვა რიგი დაავადებების გავრცელებას.

წყაროები:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო World Abortion Policies 2013 http://en.wikipedia.org/wiki/Abortion https://idfi.ge/ge/news-69 http://www.welcomebabyhome.com/pregnancy/

embryonic_and_fetal_facts_during_pregnancy.htm http://studpress.ge/?p=6052 http://studinfo.edu.aris.ge/2014/02/08/abortis-problema-

saqartveloshi/

☑ პრეზენტაცია ჩაბარებულია.